2020

399 22 1
                                    

ზოგჯერ ვფიქრობ რამდენად უსამართლოა ცხოვრება. როგორ შეიძლება ერთ ადამიანს ამდინი ცუდი რამ დაემართოს, მაგრამ შეუძლენელია ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიო. ერთადერთი გზა რაც გვრჩება მხოლოდ ამ ყველაფერთან შეგუებაა.

ამბობენ წარსულის ტკივილი მომავალში ადამიანს აძლიერებსო , მაგრამ მე ვფიქრობ რომ კი არ აძლიერებს უბრალოდ მგრძნობელობას უკარგავს და უგრძნობი ადამიანი სხვების თვალში მეტად ძლიერი ჩანს. ის არ ენდობა გარშემო არავის და მტკიცე გადაწყვეტილებებით უბრალოდ თავს აჩვენებს საზოგადოებას, რომ მას არაფერი ადარდებს თავისი თავის გარდა. თუმცა სიმართლე ის არის , რომ მას უბრალოდ ეშინია იყოს ისევ მგრძნობიარე, ისევ ენდოს სხვებს, მას ბედნიერებისაც კი ეშინია და ყოველთვის სერიოზული ქცევით ცდილობს თავი დაიმკვიდროს, ეშინია სიყვარულის იმიტომ რომ მას ადრე გული ისე ატკინეს, რომ სიყვარული მხოლოდ ტკივილია მისთვის და სხვა არაფერი.

და მაინც არსებობენ ადამიანები , რომლებსაც სიყვარულის სჯერათ და ბედნიერები არიან ან იქნებ უცხო თვალი მხოლოდ იმას ხედავს რასაც შეყვარებული წყვილი გვაჩვენებს ჩვენ. იქნებ არც ისინი არიან ბედნიერები და ჩვენ გვატყუებენ. ვინ იცის... ეს ამოცანა ჯერჯერობით ამოუხსნელია ჩემთვის.

2020 წელი ძალიან ტრამვული და მძიმე იყო. მაგრამ ჰო იცით ყველა მთის ბოლოს მეორე მთის აღმართი მოჰყვება....

ზუსტად არ მახოსვ ეს წელი როგორ დაიწყო.

უი მოიცათ გამახსენდა. მახსოვს მე და ჩემი დაქალი ახალ წელს გარეთ შევხვდით შუა ქალაქში. ფეირვერკები არ მთავრდებოდა და ისეთი ლამაზი იყო. დიდი სიამოვნები განახებდით ნაწყვეტს ამ დღიდან თუმცა შეუძლებელია გონებიდან ფურცელზე გადმოვიტანო ის სილამაზე რაც იმ დღეს დავინახე.

მინდა ვთქვა რომ დიდი საოცრება ზაფხულამდე არც მომხდარა. რამდენიმე თვით დაქლათან ვცხოვრობდი. არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მქონდა ოჯახის წევრებთან ამიტომ მომიწია მასთან გამეტარებინა რამდენი თვე. თუმცა ბოლო კვირა იმდენად რთული ასატანი იყო ...სახლში წასვლა და ჩემს ოთახში ჯდომა ისე მინდოდა , რომ ღამე ძლივს ვიძინებდი. და მერე მოვიდა ზაფხულიც.

პანდემიის გადამკიდე ყველა შეშინებული იყო. ტრანსპორტიც არ მოზრაობდა და ყველაფერი საშინლად ჩამკვდარი იყო. ხალხიც ძალიან გაცივდა. იშვიათად ვკითხულობდით მეგობრები ერთამენთს და კიდე უფრო იშვიათად გავდიოდით ერთმანეთის სანახავად.

თუმცა იცით ზაფხულს ყოველთვის აქვს თავისი დიდი და პატარა ისტორიები, რომლებიც ზაფხულში იწყება და ზაფხულშვე მთავრდება. ამიტომაც არ მიყვარს ზაფხული. შემოდგომისთვის მთლიანად დაცლილი ხარ ემოციებისგან და ყოველდღიურობა შემოდგომის ფოთლების ფერი ხდება. არაფერი საინტერესო. სასწავლო წელი იწყება და ისევ რობოტულ განრიგში გვიწევს ჩაჯდომა, რომელიც არავის უყვარს, თუმცა ყველა დაუფიქრებლად ემორჩილება.

აბიტურიენტობამდე ბოლო ზაფხული. ზაფხული , როცა ბოლომდე უნდა გერთო და შემდეგი ტანჯული წლისთვის მორალურად მოემზადო, ისეთი სტრესიული პერიოდი გამოვიარე და ისე ფუჭად გავფლანგე ეს დრო ,ვერც მოვასწარი გააზრება , როდის გახდა ყველა ადამიანი საშიში ჩემთვის,როდის მერე გავხდი ანტისოციალური, როდის დავკარგე საკუთარი თავის რწმენა და რაც მთავარია როდის მერე დამეკარგა ყველა მიზნისკენ სწრაფვის სურვილი.

აუცილებლად მივწვდები ვარსკვლავებს Where stories live. Discover now