☁️თავი მეთორმეტე☁️

Start from the beginning
                                    

მოიცა რაო ახლახანს რა ვთქვი? ჯეუნვუ მომწონს? რა თქმა უნდა როგორც აიდოლი და მომღერალი. სხვა რა უნდა იყოს? არც არაფერი. გულის სიღრმეში კი ირონიულად ვიმეორებდი "არც არაფერი" და ჩემი თავის მეც არ მჯეროდა.

მტკიცედ გავაქნიე თავი ფიქრების გასაფანტად.
თითქოს ეს რამეს შველოდეს.
- ეჰჰ მომენატრე მეცც.... ვუთხარი ქართულად.
- ხო იცი  არ მესმის ეს ენა. კორეულად მითხარი!
-  მომენატრე არა ის! რას მეღადავები. ვუთხარი კორეულად.

- შენი საშველი არ იქნება. ისევ ისეთი უხეში დარჩი. მითხრა ჯეუნვუმ.
- ერთ კვირაში ადამიანი შეცვლილიყოს მე არ გამიგია. მოვუჭერი.

- შენს მაგივრად ბევრს არ ვიტლიკინებდი....(ჯეუნვუ)

- შენი სიტყვები რანაირად გავიგო? მემუქრები?
- ისე გაიგე როგორც გინდა.
ბოროტულად გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

მაინც ვერ ჩავწვდი რის მიღწევას ცდილობს. ბოლოს ფეხზე ავდექი და რინთან წავედი სავარჯიშოდ.
სანამ რინთან ჩავიდოდი გადავწყვიტე დღეს საბოლოოდ ვეტყვი მშობლებს, რომ თავი ყულფში გავყავი.

უკვე სახლში ვარ. ვიმეცადინე და ალბათ 3ის ნახევარია დილის.  საათისთვის არ შემიხედავს.
რა აზრი აქვს საათის გაგებას მაინც ღამეა უფრო სწორედ დილა? ამაზე ვფიქრობდი.

ვცდილობდი დრო გამეწელა და მშობლებისთვის არ დამერეკა მაგრამ როდემდე? ჯობს ჩემგან გაიგონ.

ვიდეო ზარით ვრეკავ.
მალე აიღებენ ალბათ.
აი დედაჩემის სახეც გამოჩნდა ეკრანზე.
იღიმის...
- დედა როგორ ხართ? რა ხდება მანდ ახალი?

- არაფერი ძველებურად. კორეულის გაკვეთილებზე კარგად მისდის შენს ძმას საქმე და კიდევ... ეს როგორ დამავიწყდა! ამ ვითომ კარგ ბიჭს ისევ ვერ ვაკავებთ სკოლაში!. "შატალოზე" გაპარულა გუშინ თურმე ეს ლაწირაკი. დამრიგებელმა დამირეკა. მე კი აზრზე არ ვიყავი. როგორ შევრცხვი ვერ წარმოიდგენ, როცა თორნიკეს ამბავი მითხრეს...

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now