part 3

22 3 0
                                    

Zayn's pov
****************
მალე ბავშვებიც მოვიდნენ და ყველა ერთად ვიცდიდით, რამდენიმე საათში კი ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან.

"სარა მალიკთან ვინ ბრძანდებით?"

"მე-მე მისი ძმა ვარ,ხომ კარგად არის? ხომ გადარჩება?" მაშინვე მივვარდი ექიმს

"ამჟად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,მუცლის ღრუდან ტყვია ამოვუღეთ და ამ საღამოს პალატაში გადავიყვან,მაგრამ ვშიშობ სხვა ნაიარევებს ვერაფერს მოვუხერხებთ"

"სხვა ნაიარევებს? ხომ მხოლოდ 1 ტყვია მოხვდა?"ჰკითხა ჰარიმ,ამ დროს კი ჯიჯიმ და ლუსიმ უცნაური სახეები მიიღეს და გვერდით გავიდნენ,მე ეს შევამჩნიე და მათ გავყევი.

Gigi's pov
*****************
მე და ლუსი გვერდით გავედით,ექიმის სიტყვების გაგონების შემდეგ.

"ლუ,მგონი ეს ყველაფერი ბიჭებს უნდა ვუთხრათ,ცხადია ყველაფერი ტომასის ნამოქმედარია და არა მარტო სარა არამედ ყველა ვყავდით მიზანში"

"ხომ მაგრამ სარა თანახმა არის იმაზე რომ ბიჭებს ყველაფერი მოვუყვეთ? როდესაც ტომასს დაშორდა და ციხეში გაისტუმრა დაიფიცა რომ ამ თემაზე მხოლოდ ჩემთან ილაპარაკებდა,შენც შემთხვევით გაიგე ყველაფერი და ამიტომ მოგიყვა,მგონი არც ისე სასიამოვნოა მოყვე როგორ ძალადობდა შენი ქმარი შენზე თანაც ჯერ კიდევ მისი ცოლია საბუთებით..."

Zayn's pov
******************
"რა?!" გაკვირვებული მივედი გოგონებთან.

"შე-შენ ყველაფერი მოისმინე?" მკითხა ჯიჯიმ.

"შეიძლება ყველაფერი არა მაგრამ საკმარისი მოვისმინე იმისთვის რომ ეგ ვიღაც ტომასი ჩამოვახრჩო ან ცოცხლად დავმარხო!!" უკვე ყვირილი დავიწყე რაზეც ბიჭებიც მოცვივდნენ.

"რა ხდება?" იკითხა ჰარიმ.

"არაფერი,არაფერი!" თქვა ლუსიმ.

"რა არაფერი? თქვენ კარგად ხომ ხართ? ამას არაფერს ეძახით? ჩემი და სიკვდილს ებრძვის ვიღაც სირის გამო რომელიც თურმე მისი ქმარია და თურმე მასზე ძალადობდა,თან იმ ვიღაც ნაბიჭვარს არა მარტო ჩემი და არამედ ყველა ვყავართ მიზანში და ამის გამო სარას ტანჯავს,არა არაფერი არ ხდება." ყვირილი გავაგრძელე და დაცვამ გარეთ გაგვიყვანა.

მიყვარხარ...Where stories live. Discover now