ბებას გოგო მოსულა – სიხარულით შემომეგება ბებიაჩემი სახლში შესულს და სიგამხდრისაგან დალეული ხელები შემომხვია წელზე..
ბეეე, როგორ მომენატრე იცი? აი რომ ვერ წარმოიდგენ ისე – დანაოჭებულ ლოყაზე გულიანად ვაკოცე და გულზე მივიკარი.
ბებას აფერისტი გოგო, თუ მოგენატრე სად ხარ ამდენ ხანს ჰა? ასე უნდა ბებიას დავიწყება მართა? – მოწყენილი თვალები შემომანათა და ოდნავ გამიღიმა.
მაპატიე კარგი? ძალიან , ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მართლა , წამოდი მოგიყვები , წამოდი ბეე – ხელკავი გამოვდე და აივანზე გავიყვანე.. – მოიცადე, დანარჩენები სად არიან?
დილით ადრიანად გავიდნენ, არ ვიცი, არ მიკითხავს, ხო იცი მაგათ საქმეში მე არ ვერევი შვილო, მოვლენ აბა სად წავლენ.
თუ უნდათ ნუ მოვნენ, მე და შენ ხო ვართ არა? – ყავა ჩავისხათ?- თვალი ჩავუკარი და სამზარეულოსკენ გავიწიე..
შენ დალიე ბებიაა, რა დროს ჩემი ყავაა, ისედაც წნევები მაქვს. დავბერდი.
ოოო, ასე ნუ ლაპარაკობ რა . არაფერი არ დაბერდი, მოდი , მოდი მოგიყვე, აივნიდან უკან სამზარეულოში დავაბრუნე და გაფაციცებით დავუწყე მოყოლა დანიელ ლიქოკელზე.
ისეთი სახით მიყვები ამ ბიჭზე მართიკო, მგონი მოგწონს ეგ ბიჭი შენ..
მეე?- მე მომწონს ეგ ბიჭი? საიდან მოიტანე. მითხარი ბაბე რაააა.
ბებიას შენზე მეტი გამოცდილება აქვს გოგო, ასე ადამიანებს არ აკვირდებიან, ასე არ იმახსოვრებენ რიგითი ადამიანების რაღაცეებს, შენ კიდევ ყველაფერი გახსოვს მისი ბებიკო, ყველაფერი.
ოოო, არ დაიწყო ახლა, ხო იცი რომ ასე ვაკვირდები ადამიანებს მე.
რავიცი ოცდაშვისი წელიწადია გიცნობ და ასე არავის დაკვირვებიხარ და თუ ამბობ რომ ასე აკვირდები ესეიგი ასეა – ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა ბებიაჩემმა და ხელზე თბილი ხელი დამადო.. – მე მხოლოდ ერთს გეტყვი. არსებობენ ადამიანები რომლებიც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, დიდი ტკივილისა და სიშორისა მაინც ერთმანეთისაკენ მიილტვიან მართა, განგება მათ არ ეკითხებათ, ეს უბრალოდ მათი ძაფების კავშირია. მათი გრძნობების და ემოციების კავშირია შვილო. ეს ქიმიაა, ორ ადამიანს შორის არსებული ქიმია. ელემენტების შერწყმა..
![](https://img.wattpad.com/cover/281951547-288-k288059.jpg)
YOU ARE READING
ქიმია ორისᲗვის (Თავი 2)
Romanceკარგად ხარ? - ნაცნობმა ხმამ სხეულში ისე დამიარა თითქოს ვინმეს დენი დაერტყა ჩემთვის, და მაქსიმალური სიფართოვით გავახილე თვალები. კიდევ შენ? ჩემი სასჯელი ხარ და არ ვიცი თუ რა ხდება? რაიმე ცოდვა მაქვს და ღმერთი ასე მსჯის?