სამწუხაროა, რომ სწორედ ამ სისხლზე აშენებულ სამეფოს აბარებს საკუთარ შვილს!

სხვისი ტკივილით, ცრემლით, სისხლითა და ხორცით აშენებულ საკუთრ სამეფოს, სადაც ყოველ წამს ორ სამყაროს შორის გაჭედილი, ამ ქვეყნიდან ძალით გაძევებული სულები კივიან! საბედნიეროდ მხოლოდ ალფის გასაგონად!

- ვიცი რომ აქ არის! - დამჯდარი ხმით ამბობს ალფა! თვალებს არიდებს შვილს!

- იცი რომ აქ არის ! - კარის ჩარჩოს ეყრდნობა თეჰიონი! - თუმცა იმის მაგივრად რომ სახლი შტურმით აიღო , აქ დგახარ, ხელში საბუთებით, - წარბაწევით ათვალიერებს სხვის ხელში ჩაკუჭულ ქაღალდების . - და სრულიად მშვიდად მესაუბრები!

- არ ვაპირებ ჩარევას!

- ეს ახალი თამაშია? - სისინებს თეჰიონი - არ მოგცემ მასთან მიკარების უფლებას! ამჯერად აღარ!

- არ ვაპირებ ჩარევას! - ოდნავ გამკაცრებული ხმით აცხადებს ალფა! - უბრალოდ გადავწყვიტე ეს მომეტანა! - უწვდის საბუთებს - ხელი უკვე მოვაწერე! მინდოდა მე მომეცა, და თან..... - ალფა ყოყმანობს, - პატიების თხოვნა მინდოდა!

თეჰიონი წამშივე სწორდება! ყურებდაცქვეტილი უსმენს ასე მოულოდნელ წინადადებას!

პატიების თხოვნა? მამისისგან? ეს რაღაც ახალი თავსატეხია ალფისთვის!

- მინდა რომ პატიება გთხოვო იმ თითოეული წამისთვის, როცა შენს გვერდით ვიყავი არა როგორც მამა, არამედ როგორც შენი გრძნობების ჯალათი! მაპატიე რომ ღირსეული მამობა ვერ გაგიწიე! მაპატიე რომ შენი ომეგის ჩამოშორებას ვცდილობდი! - ალფა თავს იქექავს, მძიმედ ოხრავს! - ვიცი რომ მის პატიებას ვერასოდეს დავიმსახურებ! მაგრამ იმედი მაქვს შენ მაინც მაპატიებ!

- დროული იყო! -იღიმის თეჰიონი! - მამა რომ იცოდე როგორ ვდარდობდი შენ გამო! - მოულოდნელი იყო! ისევე როგორც მხურვალე ჩახუტება ამ წამს! მთელი ამ დროის მანძილზე, პირველი და ნამდვილი! სიყვარულით და სითბოთი სავსე!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя