7

1K 127 197
                                    

უცნობმა მას უკბინა...

ჯიმინი ტკივილისგან არაამქვეყნიური ხმით ღრიალებს და უცნობს მისი სხეულიდან იშორებს.

-მეტკინა არაადამიანო.

-მეც მეტკინა როდესაც კვერცხებში ამომარტყი და რამის მომავალი დამაკარგვინე.-ნიშნისმოგებით უთხრა ბიჭმა და პაკს თვალი ჩაუკრა.

-შენ ისედაც არ გაქვს მომავალი... შეხედე რას გავხარ. ვინ მოინდომებს შენთან დაწოლას?-ბიჭმა პაკს შეხედა და ჩაფიქრებული სახით უთხრა:

-არვიცი.....იქნებ....შენ? არ გინდა ვცადოთ? თან სასიამოვნო იქნება...-თქვა და ჯიმინის სახეს შეხედა. პარალელურად ტუჩებზე ენა გადაისვა და პაკის აღშფოთებული სახის ყურებით ტკბებოდა.

-შენ... შენ....როგორ მიბედავ. ალბათ ამას იმიტომ ამბობ, რომ მანდ ჩხირის ტოლი გაქვს და მართლა არავინ მოინდომებს შენთან დაწოლას. ამბობს ჯიმინი და სამზარეულოს უკან მოუხედავად ტოვებს, მაგრამ კარგად ესმის ჯონის სიტყვები

-როდესაც ძლიერად შეგიდებ მერე ვნახავთ რამხელა მაქვს.

ჯიმინი მისაღებში გარბის და ჯონგუკის ძებნას იწყებს.

-სად ხარ პატარავ, ამ ცხოველმა შეგაშინა? ჯონგუკ, გამოდი პატარავ, მოდი მამიკოსთან. მოდი ჩემთან, ჯონგუკ!-ჯიმინი გაუჩერებლად ეძახის ჯონგუკს, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა.

-ჯონგუკ!-კიდევ ერთხელ იყვირა ჯიმინმა და მისი ყვირილით შეწუხებულმა უცნობმა მობეზრებულად უპასუხა:

-აქ ვარ ნუ ყვირი.

-შენ არ გეძახი დებილო! ჩემს კურდღელს ვეძებ, იცოდე მას თუ რამე დაუშავე.... ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს. გაიგე?!

-დამშვიდდი ლამაზო, შენი ჯონგუკი შენს წინ დგას. ვერ მცნობ? ძალიან მეწყინა.-წყენით გააქნია თავი ჯონგუკმა და ჯიმინის სახეს  შეხედა, რომელიც სიბრაზისგან სულ წითელი იყო. ჯონგუკმა ჩაიცინა და პაკის ცხვირს თავისი ცხვირი მიადო.-ხედავ, შენს წინ ვარ.-ჯიმინს ამ ქმედებისგან თვალები გაუფართოვდა და სანამ ჯონს ხელს ჰკრავდა, მანამდე გაუკავეს ზურგს უკან.-მეტჯერ აღარ მოგცემ უფლებას ხელი მკრა!-მკაცრად თქვა ჯონმა და ჯიმინის ყელში ჩარგო თავი.-იცი როდესაც შენთან ერთად მძინავს სიზმარს არ ვხედავ, მაგრამ საკმარისია შენგან შორს ვიყო, მაშინვე ცუდი სიზმარი მესიზმრება. რა გააკეთე ასეთი, რომ შენს გარეშე ვეღარ ვძლებ?-ჯიმინს მისი არცერთი სიტყვა არ გაუგონია, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ახლა ჯონგუკი მის კისერში იყო ჩამძვრალი და ნაზ, სველ კოცნებს ტოვებდა.

Transformer rabbit (დასრულებული)Where stories live. Discover now