50.

868 61 16
                                    


სარა უკვე ხის სახლთან იდგა და ტექსტს კიდევ ერთხელ იმეორებდა.
კარები უნდა გაეღო მაგრამ რაღაც აკავებდა და ხელს უშლიდა,თან ლიამზე ნერვიულობდა.

ის მან გაზარდა და იცოდა კარგი ბავშვი იყო,შემდეგ რაღაცები შეიცვალა,მაგრამ ამერიკას გამოჩენის შემდეგ ისევ მხიარული ბიჭი დაბრუნდა.

ამიტომ თუ უნდოდა ისევ ისეთი გამხდარიყო მას ეს უნდა ექნა.

კარებზე დააკაკუნა,რამდენიმე წამში კი არჩიბალდი გამოჩნდა.
მას ის იცნობდა,რობერტი როდესაც ლიამთან ცხოვრობდა ის მათი ხშირი სტუმარი იყო.

"გამარჯობა არჩიბალდ"-მასთან ბატონო-თი მიმართვა არ იყო საჭირო.

"სარა?"-მისი აქ დანახვა ძალიან გაუკვირდა.-"აქ რამ მოგიყვანა?"-კითხა და სახლში შემოუშვა.

"ამერიკასთან დალაპარაკება მინდა. სახლშია?"-კითხა და მანტო გაიძრო.

"თავის ოთახშია,დავუძახო?"

"არა,იყოს.თავად ავალ,გმადლობ."-ზრდილობიანად უთხრა და ზემოთ დაიძრა, ოთახის პოვნა არ გასჭირვებია,კარი ღია იყო და დაინახა.

ამერიკა საწოლზე მუცლით იწვა,თავი ბალიშის ქვეშ ჰქონდა შედებული მეორე კი განზე გაწეული.
მისი სახე არ ჩანდა ამიტომ რთული გასაგები იყო ეძინა თუ არა.

"მერ."-დაუძახა მას და საწოლის გვერდით ჩამოუჯდა,გოგომ წამსვე ჭყიტა თვალები და ქალს გაოცებულმა გახედა.

"სარა?"-იკითხა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა,ფეხები საწოლიდან ჩამოსწია დაგადაეხვია.-"როგორ ხარ?"- მოიკითხა.

"მე ნორმალურად,მაგრამ...ლიამი არა."-მისი სახელის ხსენებაზე გოგოს სახეზე წყენამ გადაურბინა.-"დაბრუნდი გთხოვ, ჰარის თუ არა,მას მაინც აპატიე."-ამერიკას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ სარამ კვლავ შეაწყვეტინა.-"ვიცი,რთულია და შენც გაქვს თავმოყვარეობა.თუმცა ასე თავს ორივე იტანჯავთ.უკვე 3 კვირა გავიდა,რამდენიმე დღეში ახალი წელია. გინდა ამ დღესასწაულს მასზე ნაწყენი და მარტო შეხვდე?"-უთხრა.

"ძალიან ცუდად არის?"-იკითხა ძალიან ჩუმად.

"არაფერს ჭამს,ოთახიდან არ გამოდის და გამუდმებით სვამს,ალკოჰოლი დავუმალე,მაგრამ ჯორჯს ჩვენს მძღოლს მაინც აბარებს,საშინლელ ხასიათზეა და ყველაფერს ლეწავს.აღარც ბანაობს, წვერიც მოუშვა.რაჟაც ცუდადაა,მეც და ჯორჯიც.ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ,ჰარი განადგურებულია.უბრალოდ დაბრუნდი და ყველაფერი რიტმში ჩააყენე."-სთხოვა.

"სარა,მან მე მომატყუა!ასეთი ადვილი არ არის,მისი უკვე აღარ მჯერა.არც მისი სიყვარულის."-ბოლო სიტყვა ჩუმად თქვა.

"ვიცოდი,რომ ამას მეტყოდი ამიტომ ესენი მოგიტანე."-ჩანთიდან ფურცლები ამოიღო.

"ეს რა არის?"-კითხა ქალს.

"ესენი მაშინ ვიპოვე როდესაც ლიამმა თავის კაბინეტში ყველაფერი დაამტვრია და ვალაგებდი.ჩუმად ავიღე ამიტომ მალე უნდა დავაბრუნო."-უთხრა ღიმილით.

ამერიკამ ფურცლები სწრაფად გახსნა და მასზე პატარა წერილი წაიკითხა.წაიკითხა და უცნაურად სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.

ცრემლები წამოუვიდა.

"თარიღებს დააკვირდი.ზოგი თვეების წინანდელია,ზოგი კი სულ ბოლო 1 კვრის წინ.მიკვირს წერა,რომ შეძლო"-სარამ უთხრა.
ამერიკამ მომდევნო ფურცელი აიღო.

"მას ძალიან უყვარხარ ამერიკა რადგან შენს გამო გააკეთა ეს."
















18.01.21







ანუ ხოოო რაა...უაზროა მაგრამ რადგან დავიწყე უნდა გამეგრძელებინა.
From saxlshi var stumrad damabrunet Vanilla Girl

Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now