"არა,რამდენიმე საათის წინ წავიდა."-ისევ უთხრა.

"ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!"-შეიკურთა და ფეხი ნაგვის ურნას მიარტყა,ყუთი კი გადაყირავდა და პარკებიც გადმოიყარა.

"შეგიძლიათ,შიგნით დაელოდოთ."-ფრთხილად შესთავაზა მან.

ლიამს პასუხი არც გაუცია,უკნიდან მანქანის ხმა გაიგო.
უკან შებრუნდა,რობერტის მანქანა დაინახა და ტვინში სისხლი ჩაექცა.

კარებს მივარდა,კაცი გადმოათრია და ყვირილი დაუწყო.

"სად არის ამერიკა?"-დაიყვირა და ხელები საყელოში მოკიდა.

"იქ სადაც უნდა იყოს!"-არანაკლებ უხეშად უპასუხა,მისი ხელები კი თავისი მაისურიდან ჩამოსწია.

"მითხარი სად არის?სიმართლე უთხარი?"-კითხა.

"არჩიბალდთანაა და ჰო,ყველაფერი ვუთხარი."-სრულიად მშვიდად მიუგო.

"რა?რა გააკეთე?!ხვდები მაინც რა გააკეთე?გამანადგურე!სრულიად გამანადგურე,ბარემ ტყვია დამახალე ტვინში!"-დაუყვირა და თავი ხელებში ჩარგო.

"ის იმსახურებდა სიმართლის თქმას!"-უთხრა მამამ.

"ვაპირებდი,მაგრამ ყველაფერი ჩემგან უნდა გაეგო!შენ კი ყველაფერი გააფუჭე! საერთოდ ყველაფერი!ჩემი ცხოვრება გააფუჭე!იცი,რომ ამას არასოდეს მაპატიებს?!"-დაუღრიალა და მანქანას მუჭი ძლიერად დაარტყა.

"გაპატიებს."-ჩუმად უთხრა.

"უნდა ვნახო!ახლავე უნდა ვნახო და ავუსხსნა ყველაფერი."-ხელები აუკანკალდა.

"არა ლიამ!ცოტა ხანს თავი დაანებე!"-უნდოდა შეეჩერებინა,მაგრამ შვილი არც კი უსმენდა.

ფეხი არჩიბალდის სახლისკენ აიღო და ფიქრობდა იმაზე თუ რა ეთქვა საყვარელი ქალისთვის.
რით ემართლებია თავი.

ტელეფონზე ჰარი ურეკავდა,დააიგნორა.
კიდევ და კიდევ.
ლუიმ არ აკლებდა,ბოლოს კი ისევ ჰარის ზარს უპასუხა.

"სად ხარ შე იდიოტო!"-ჰარიმ გაკიცხვა დაიწყო.

"ამერიკამ ყველაფერი გაიგო!"-დაუყვირა.

"რა?!"-ვერ გაიგო ჰარიმ და კითხვა გაუმეორა.

"ამერიკამ იცის,რომ შენი დაა,ახლა არჩიბალდთან მივდივარ.ისიც იქ არის."-უთხრა.

"ამის დედაც!ამის დედაც!მოვდივართ!"-თქვა და ნაჩქარევად გაუთიშა.

რამდენიმე წუთში მისი სახლის ეზოში აღმოჩნდა და ორსართულიანი ხის სახლი დაინახა.

შიგნით დაუკაკუნებლად შევიდა, გაუმართლა,რომ კარები ღია დახვდა.
დივანზე წამომჯდარი მამა-შვილი გაღიმებული დაინახა.

ორივე იცინოდა.

ლიამი ამერიკას მივარდა,ააყენა და ჩაეხუტა.

"ღმერთო!მე კიდევ რა არ ვიფიქრე"-ჩაიდუდუნა მის თმებში და სურნელი ხარბად შეისუნთქა.
გოგომ ის უხეშად მოიშორა(მიუხედავად იმისა,რომ მასთან ყოფნის მეტი არაფერი უნდოდა).

"როგორ ბედავ აქ მოსვლას?"-გამოყო თავი არჩიბალდმა და თავისი შვილი დაიცვა,მის უკან დაიყენა.

"ლიამ წადი."-უთხრა მშვიდად ამერიკამ.

"შენს გარეშე არა.მომისმინე წავიდეთ და იქ გამიბრაზდი კარგი?იქ არ დამელაპარაკო,რაც გინდა ის ვქნათ.
ერთ ოთახში გამომკეტე..."-სწრაფად ლაპარაკობდა.

"არ შემიძლია,შენ მე მომატყუე!დრო მჭირდება,რომ გაპატიო.წადი გთხოვ"-უთხრა და სხვა მხარეს გაიხედა.

არჩიბალდი ცდილობდა არ ჩარეულიყო.

"ხომ იცი,რომ ამას ასე არ დავტოვებ?"-ჰკითხა ბიჭმა გოგომ კი ისევ აარიდა თვალი.














14.01.21




From Vanila Girl

Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now