რას არ მისცემდა,რომ ამერიკას მისთვის ეთქვა ეს სიტყვები.

მოღიმარს უყურებდა და თავადაც ეღიმებოდა,მაგრამ რაღაცნაირი სევდა მაინც აწვებოდა.
რაც ღიმილში არა მაგრამ თვალებში ეტყობოდა.

თვალს ვერ წყვეტდა მას.

ჰარიმ მანქანა მოიყვანა,ამერიკა ფანჯრის მხარეს დაჯდა.
ჰარიმ დაბალ ხმაზე amour plasticue ჩართო მაგრამ ამერიკამ მაშინვე აუწია.
თავი ფანჯრიდან გადაყო და სიმღერა დაიწყო თან იღიმოდა.

თმები მთლიანად გადაუშვა გარეთ და თავისუფლებით დატკბა

Oops! Ang larawang ito ay hindi sumusunod sa aming mga alituntunin sa nilalaman. Upang magpatuloy sa pag-publish, subukan itong alisin o mag-upload ng bago.

თმები მთლიანად გადაუშვა გარეთ და თავისუფლებით დატკბა.
ქმარი იმდენად სასიამოვნოდ უბერავდა და უწეწავდა თმას,მზად იყო,მთელი ცხოვრება ასე...მანქანაში მყოფს,გაეტარებინა.

ეს ყველაზე კარგი გრძნობაა რაც ადამიანებს აქვთ.

ყველაზე რეალური,ყველაზე სასიამოვნო.

ყველაზე იმედისმომცემი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,იმ ნიავმაც კი,რომ არაფერი იქნება კარგად.

ეს კი საშინელი შეგრძნებაა,თითქოს შიგნიდან გტეხავს და სხვის თვალში უგრძნობს გაჩენს.

მაგრამ...

ყველა რჩება ღამით საკუთარ თავთან მარტო და აი მაშინ,არავინ იცის ვინ რა ტკივილს ებრძვის.

"ქალაქი დავათვალიეროთ რა გთხოვთ!"-ამერიკამ ყოველგვარი ცინიზმის გარეშე თქვა და ოდნავ ჩაეღიმა.

ვინაიდან საჭესთან ჰარი იჯდა,სარკიდან გახედა ლიამს რომელმაც თავი დაუქნია.

მთელი ქალაქი მოიარეს,საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებული იყო.
პატარა ელფები მაღაზიის ვიტრინებში იდგა.
გირლანდები და ნათურებიც იყო განათებული,ნოემბერი დაწყებული იყო.

"რატომ ვარ აქ?"-იკითხა ამერიკამ თავისთის მაგრამ ბიჭებმა მაინც გაიგონეს.

"რა?"-ლუიმ კითხა.

"აქ რატომ ვარ?ხომ შეიძლება მათსავით ვიცხოვრო?"-ხელი ერთ-ერთ ბაღში, თინეიჯერებისკენ გაიშვირა.

რომლებიც იცინოდნენ,ხალისობდნენ, სვამდნენ და კაიფშიც იყვნენ.

ლიამმა და ჰარიმ ერთმანეთს თვალებში ჩახედეს,თავი რატომღაც ორივემ დამნაშავედ იგრძნო.
უფრო ლიამმა რადგან მისი ბრალი იყო ეს ყველაფერი.
მაგრამ ზედმეტად ეგოისტი იყო იმისათვის, რომ ის გაეშვა.

როგორც ზეინმა თქვა:

"მისმინე.ორგვარი სიყვარული არსებობს ამ ქვეყნად.როდესაც ისე გიყვარს,რომ მზად ხარ გაუშვა და მეორე:იმდენად გიყვარს მისი გაშვებაც კი არ შეგიძლია."

და ლიამსაც ასე უყვარდა ის.

მისი გაშვება არ შეეძლო.

სიცოცხლის ფასად.

ახლა კი როდესაც მას ასეთს ხედავდა,
მომღიმარს და ბედნიერს,სიყვარულის გარდა სხვა ვერაფერს გრძნობდა.

და არც უნდოდა ეგრძნო.

"უკან მინდა გადმოსვლა."-დაიწუწუნა ცოტა ხანში როდესაც ქუჩების თვალიერებით შეწუხდა.
ბიჭებმა ვერ გაიგეს რა უკან გადასვლას გულისხმობდა,მაგრამ როდესაც დაინახეს ამერიკა რას აკეთებდა მიხვდნენ.

შეუფერხებლად,გადმოვიდა წინა სავარძელიდან და ლიამის კალთაში ჩაჯდომა სცადა.










29.12.20

From Vanilla girl

Wild passion(L.P){completed}Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon