13

4.4K 157 68
                                    

ღამის ორი საათია ,მე არ მძინავს... ისე დაღლილი ვარ ფიზიკურად არ მეძინება. facebookსა და youtubeთან ერთად ვათენებ ღამეს. სემინარები ,ლექციები , შემდეგ ისევ მეცადინეობა და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა დღეს. და ეხლა გურაბანიძის ,თებერვალს, ვუსმენ ამ ნოემბერში ... მაჟრიალებს ამ სიმღერაზე ,სიტყვებზე...და თან ამ
სიმღერასთან ერთად ვაკვირდება იმ დიდ, ყველასგან განსხვავებულს,ყველაზე განათებულ მწვანე ფერს . ჩათში ილოს ანთებულ მწვანეს ვგულისხმობ, რომელიც ორი წთია უკვე ესე ანათებს. რატომ
ჩანს ესე ძალიან?! რატომ არის ესეთი მწვანე?! მისი თვალებივით?! არ ვიცი .... გავხსენი მისი ჩათი ძველი მონაწერების წაკითხვა მომინდა... და ეხლა იცით როგორი სახე მაქვს?! თავი 'კაცი რომლიც სულ
იცინის 'მგონია .. ოღონდ მე სიმბოლურად მაქვს გაჭრილი პირი და ემოციებისგან დამდნარი ყურებამდე ვიღიმი ...თან მაინტერესებს რა გრძნობაა ილოსთან ნორმალური ჩათი...დიალოგი... ნუთუ არ მოვიდა იმის დრო რომ მომწეროს?!... არვიცი ხშირად დამმართნია მომენტი როდესაც ადამიანი მახსენდება ვფიქრობ და უცბად მწერს ხოლმე ,არ შეიძლება ერთხელ ილოც მიხვდეს ამას? ! შევედი ჩემს პროფილზე და პროფილის სურათი შევცვალე... კაი ხო ... არ გინდათ უარყოფა ვიცი გოგოების 99% ამას აკეთებს როცა ყურადღების მიქცევას ცდილობს, მხოლოდ ის ერთი პროცენტი ფიქრობს რომ თუ იმ ერთადერთს მართლა აქვს გრძნობები მოწერისთვის თავის შეხსენება არ დასჭირდებაო... ოდესღაც მეც მაგ ერთ პროცენტში მოვიაზრებოდი და უცბად . იგივე მოხდა როგორც ადრე ,როცა ილომ პირველად მომწერა და გადმოვარდი ,ოღონდ ამ შემთხვევაში მე ისევ საწოლზე ვზივარ ,ხალათით და ლეპტოპით ხელში ,მაგრამ უკვე ჩემი გული აგდია სადღაც :
"მოიწყინა უნივერსიტეტმა ხო უჩემოდ?"
მომწერა. მომწერა. მომწეეეერააააააა. აი მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებს თავში.
" :D უბრალოდ ძალიან სიმშვიდე იყოო"
" ეე მერე ეგ ხო მაგარი მოსაბეზრებელია ტო"
" :D...აუუ პროსტა დღეს მე დავიღალეეე ვერ აგიხსნი ისე"
"მართლა"
"არ ვღადაობ "
" არც მე "
" - _ - "
" რატო გგონია რო
ყველაფერზე ვღადაობ?"
" კაი ხო ... შენ რა გენაღვლება მე მომიწია სემინარებზე ჯდომა და ლექციების მოსმენა "
" სწავლის ძირი მწარეაო ლილე"
" -_-"
" ჰაჰაჰაჰაჰ კაი რა იყო ვიღადავე "
" -_- ალბათ ღრმა ძილშია უკვე შენი იუმორი"
" და რატო არ გძინავს ესეთი დაღლილი თუ ხარ მერე?"
" ჯერ ადრეა :D"
"კიი 3ისწთებია დილაა ჯერ :DDD"
" შენ დაიძინე მერე თუ გეძინება"
" მადლობა მზრუნველობისთვის ლავ მაგრამ არ მეძინება არც მე "
" კაი მაშინ რამე მაგარი სიმღერა გამომიგზავნე რაა ყველა მომბეზრდა"
" კაი რამეს შევქმნი სპეციალურად შენთვის "
" -_- "
" კიდე ბევრჯერ დაწერ მაგ სმაილს?!"
" კიდე ბევრჯერ იღადავებ ეგრე?!"
" აი ეს ნახე "
უცბად ლინკი გამომიგზავნა . გავხსენი და ცუდად ვარ 33ა " უნდა გაკოცო" ... არ ვიცი ,მაგრამ უცბად ფეხებიდან თავამდე დამიარა...დამაჟრიალა... დამბურძგლა ... ყველაფერი დამემართა.
" შენი ღიმილი სიცოცხლეს ჰგავს.
უნდა გაკოცო ნუ გაწევ თავს"
" ჩემო ლამაზო მე არ ვეძებ სხვას უნდა გაკოცო და
ნუ გაწევ თავს"
" ჩვენი შეხვედრა სამუდამოს ჰგავს "
" მოვა ზამთარი დაათოვს თმას ისე მომწონხარ ვერ გაშორებ თვალს..."

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now