8

4.4K 203 7
                                    

ორშაბათია. ვეღირსე . დადგა ეს დღეც . ლილე ნაკაშიძე ბრუნდება .ისე მონატრებული ვიყავი უნივერსიტეტს, რომ გიჟივით ავდექი დილით 7ზე და იმის მერე ვემზადები. რატომღაც მინდა რომ ტრიუმfით დავბრუნდე .კაიი ხო ვღადაობ რა იყოთ ... უბრალოდ ჩემი ახალი და უკვე საყვარელი ტანსაცმელი ამოვარჩიე, სახეზე ვეცადე რომ მაკიაჟი ლამაზად წამესვა ,ოღონდ რა თქმა უნდა არა შპაკლივით,მოკლედ ზომიერად ...
ზომიერება, ზომიერება და ზომიერება - ერთადერთი რამ რაც ყველაზე რთულად შესანარჩუნებელი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საჭიროა.... გავემზადე, გამოვიძახე ტაქსი , რადგან დღეს რატომღაც ჩემთვის არავის არ სცალია და მეც ამ დღეს არ ვაპირებ მარშუტკაში ან ავტობუსში ჩყლეტვაში სუნთქისთვის ბრძოლას ... ჩავჯექი ტაქსში და გავეშურე ემოციებით,ფიქრებით უნივერსიტეტისაკენ ...
არვიცი რატომ ,მაგრამ ასე მგონია ერთი კვირა კი არა, ერთი წელი გავიდა და იცით როგორი შეგრძნება მაქვს აი , როგორიც მოსწავლეებს აქვთ ყოველ სექტემბერს. სკოლაში რომ მიდიხარ  , თან გავიწყდება რომ იქ მხოლოდ სამი თვე არ ყოფილხარ და გგონია ისე შეიცვალე ვერავინ გიცნობს ... ამას ემატება პიკი ემოცია მოლოდინისა და ინტერესის თუ როგორი იქნება ეს წელი ... და აი ზუსტად ესე ვარ მეც , მუხლები მიკანკალებს ,გული ამოვარდნაზე მაქ ...
1კვირაა აქ არ ვყოფილვარ , 1კვირაა ბავშვები არ მინახავს , 1კვირაა ილო ბარათელიც არ მინახავს და ზუსტად 3 დღეა ჰორიზონტზე არ გამოჩენილა . რატომ მიკეთებს ამას?!...რატომ მაგიჟებს?! ... რატომ იკარგება ასე მოულოდნელად ?! სულ ამაზე ვფიქრობდი ეს დღეები ... ეხლა კი მხოლოდ ჩემი ნატისა და სანდროს ნახვაზე ვფიქრობ... და ილოზე არაა?!ილოს ... კაი ... მე ილოს ნახვაც მინდა ... მაგრამ
თავს ვიმშვიდებ რომ ამ კვირაში დიდი დღე გველის ... დიდი დღე !!
და უცბად ტაქსიც გაჩერდა. შესაბამისად ჩემი
გულიც ამოვარდა... გადმოვედი ტაქსიდან და გავეშურე . ღიმილიანი სახეები,მოკითხვები, გადაკოცნები უფრო და უფრო ვხვდები თუ როოგოორ მომნატრებია ეს ყველაფერი. და აი შევდგი ფეხი ჩემს უნივერსიტეტშიც... ჯერ არ ჩანან ... ნატის ლექცია ეწყება და წესით მეორეზე უნდა იყოს ... რატომ არ ვურეკავ?? რავი სიურპრიზი მინდა იყოს მუაჰაჰა ... მივდივარ...
ავედი მეორე სართულზე და - . და ...
ვხედავ ოღონდ ნატის არა
. ვხედავ . მე . მათ. კედელთან , კუთხეში დგანან სანდრო , მაკუნა , ხო არ მოგესმათ, ილო და ერთ-ერთი მინიონი , არც ეს მოგესმათ , და ვიღაც
ბიჭი , რომელიც ზურგითაა და ვერ ვხედავ ... სანდროს ხელი აქვს გადახვეული მაკრინეზე, არც ეს მოგესმათ, არა შეიძლება ვბრმავდები და მეჩვენება მარა აშკარად ეგრეა, ილოსთვის იმ მინიონს 'პადრუშკი' აქ გაყრილი , მართლა ხომ არ დავრბმავდი?! მოჩვენებები მეწყება?! ... ამ ფიქრებით კიბეებზე ავდივარ ... ისინი იცინიან ... სანდრო და მაკრინე ზედმეტად რაღაცნაირად - ახლოს?!-ერთმანეთთან ახლოს?!-ზედმეტად თბილად?!-არვიცი უბრალოდ რაღაცნაირად დგანან ... მე კიბეებზე ავდივარ და კვლავ ვხედავ მარიამს ,ერთ-ერთ მინიონს, ხელი კვლავ იგივე მდგომარეობაში აქ.. ილოც იცინის... კი ყველანი მაგარ ხასიათზე არიან... იმ ტიპს უსმენენ აშკარად ... მაღალი ტიპია , კაპიშონის გამო
ვერ ვხვდები ვინაა ... თან ზურგით დგას ... მარა ერთი რამ
ცხადია :ფეხსაცმლით , მოსაცმლით , და დგომითაც კი ეტყობა რომ ეს უცნობი მაგარ სტილზეა ... ვა ვინააა ?! მაგრამ ვერ ვფიქრობ ამ თემაზე... რადგან ილოს რეაქცია არ აქვს ,ვგულისხმობ რომ მარიამის ხელი იგივე მდგომარეობაშია და მას კი რეაქცია არ აქვს ... და ლილე ნაკაშიძე ?! ლილე ნაკაშიძე მე ვარ , მე , რომელიც მგონი მათ დაივიწყეს.
... მაგრამ მაინც ამაყად, თავაწეული ვუახლოვდები მ ა თ .
- გამარჯობაა .
უცბად ყველამ
შემომხედა იმ ტიპის გარდა,სანდრომ ამოიხედა , შემდეგ მაკუნას გახედა, ისევ შემომხედა ...ილოზე მეკითხებით?!ილოს არაფერი არ გაუკეთებია გამოიხედა და იმის მერე ესე იყურება, გაკვირვების გარდა სახეზე არაფერი ეტყობა , უბრალოდ იყურება ... მაკრინე და მინიონი დამახასიათებელი სწერვული fake ღიმილით მიყურებენ. ჰმ "როგორ ხარ?! "ან "გამარჯობა?!" , "მოგვენატრე?!", "ვააა?!" , "ეეე?!" რატომღაც მსგავსი სიტყვები ჩემს ყურებს არ ესმით ,რა იყო ლაპარაკი ყველას დაავიწყდა?! და ეს ტიპი?! და უცბად ჩაცინების ხმა მომესმა.... იმ ტიპის ჩაცინების ...
სანდრომ თავი დახარა და გაიღიმა , ილო კი შეკრთა , იმ ტიპს გახედა ... და ვაფშეე ვინაა თუ მოტრიალდება რავი ან ხმას ამოიღ-
- კაი არ მითხრათ რომ ეს ვააფშე ყველაზე ლამაზი გოგოს ხმაა.
არ არსებობს.
ესე მხოლოდ ერთი ადამიანი ღადაობს... კი მარაა დღეს ორშაბათია ის კი ხუთშ-
- არ არსებობს!
- რა შენ ვააფშე ყველაზე ლამაზი გოგო არ ხარ ?!!
და ამდროს ის უცნობი ტიპიც მოტრიალდა,თავისთვის დამახიათებელი ღიმილიანი სახით.
შემოტრიალდა, უცბად ორ წთიანი პაუზა , სანდროს გაცინება , მინიონების შურიანი სახეები , და ილოს კვლავ გაკვირვებული სახე , უცბად ჩემი ბოლო ხმაზე მიკივლება და ჩახუტება. ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ვინ იყო ეს 'უცნობი' ტიპი?! ის დემე კალანდაძე იყო . ადამიანი , რომელმაც მოახერხა და ამ რამდენიმე თვეში ისე შემაყვარა თავი, რომ მგონია ბავშვობიდანვე საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთად გავიზარდეთ ... ერთად ვღადაობდით სულ 'ვააფშე ყველაზე ლამაზოებზე', ბევრ ლექცია- სემინარზეც ვემთხვეოდით, თავიდან ყველაფერი ნატით დაიწყო... უფროსწორად ნატის დაკერვის ამაო მცდელობით ... თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და დავმეგობრდით. დამვეგობრდიტ თან ძალიან . მოკლედ მე და დემესთან ადამიანი არასდროს მოიწყენდა!! როგორი იყო ის? ის ყველაზე გიჟი, გახსნილი , თავისუფალი , იმპულსური , მხიარული ტიპი იყო... ანუ ილოს ანტიპოდი, მგონი ესე უფრო ადვილად მიხვდებით . სანდრო ცოტა სხვა ტიპაჟი იყო , დემე კი უბრალოდ გ ა დ ა რ ე უ ლ ი. და ჩვენ ორნი კი ყველაზე არასერიოზულები ვიყავით ერთად...
- აუ როგორ მომენატრეეე
- ღირსი ხარ რო გითხრა მეც თქო?!
რამდენიმე კვირით ევროპის ტურზე იყო წასული... ნორმალურად ვერც ვწერდით ორი წთით შემოდიოდა . მერე ისევ გადიოდა. წარმომიდგენია რა რეჟიმში იქნებოდა . სად ეცალა ჩვენთვის : საქართველოდან შორს, ევროპაში, გართობა, გოგოები, ისევ გართობა ისევ გოგოები და უძილო ღამეები.
- კაი გული მატკინე ეხლა ამ სიტყვებით ,მაგრა თან.
კიდევ მაგრად ჩამეხუტა ესე იცოდა ისე გეხუტებოდა ხანდახან სუნთქვა შეგეკვრებოდა და.ჯანდაბა . დამავიწყდა რომ აქ ჩვენ გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იდგა... რომელთაგან ორნი გახეთქილი გულებით იყურებოდნენ . ერთს კი რეაქცია არ ეტყობოდა , უბრალოდ იყურებოდა .
შემდეგ როგორც დემემ იცოდა,
წელზე მომხვია ხელი და დავბრუნდით მ ა თ თ ა ნ. დავაპირე სანდროსთვის მეკითხა რატომ არ მითხარი თქო მაგრამ გადავიფიქრე. უცბად მაკრინეს უსაყვარლესი, უსისინესი ხმა გავიგე
- ლილეე როგორ ხარ ??
- უკვე ძალიან კარგად მადლობა
- ჰოო ეს ერთი კვირა თვალში დაგვაკლდი ყველას.
- კიი აშკარად მოგანატრეთ თავი.
და ორაზროვანი სახით სანდროს შევხედე. ილოსთვის არც ერთხელ არ შემიხედავს თვალებში.
- მარიმ გვითხრა სიცხეები რო გქონდა თორემ არ ვიცოდით არავინ.
- რომ დაგირეკე მგონი ბებიაშენი იყო და მაგან მითხრა
-დამირეკეე?
- 3შაბათი იყო , სიას ვაგროვებდი ვინ მოდიოდა და რო აღარ მოხვედი ,ვერც მობილურზე დაგიკავშირდი და სახლში დაგირეკე
-დაიცა რა სიას ?
- საგურამოში ვიყავით სამი დღე ,პარასკევს წავედით კურსელები და პროსტა რომ
გავიგეთ ცუდად იყავი , ვუთხარი აღარ უთხრათ გული დაწყდება თქო ...იციი რა დრო ვატარეთ , გული  მწყდება რომ არ იყავი... შენ და სანრო
გვაკლდით ნამდვილაად
- არ ვიცოდი ...თუ მიდიოდით.

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now