19

6.9K 289 117
                                    

" ვინ ვარ მე ?! მე ლილე ვარ , იურისტი ლილე ნაკაშიძე ... უკვე 19 წლის სრულწლოვანი და მეორე კურსელი ლილე ,ზედმეტსახელად კი უბრალოდ ' ლავ ' .
შენ ახალი ხარ და არ გეცოდინება, რომ მე ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ , უი გაგიკვირდა კიდეც?! შენც ზედმეტად ხმამაღალ განაცხადად მოგეჩვენა ?! ცდები და რატომ?! რატომ ამას მერე აგიხსნი ... შენ ჩემი ისტორიაც არ იცი ხო ?! არაუშავს ... წინა დღიურმა ყველაფერი იცოდა ... მთლიანად ჩემი წარსული ... შენ კი ჩემი აწმყო და მომავალი გეცოდინება ...

მოდი თავიდან დავიწყებ : მოკლედ დღეს პირველი დღეა ... არდადეგების შემდეგ პირველად მივდივარ უნივერსიტეტში ... უცნაური შეგრძნება მაქვს ... უფროსწორად უცნაური ის ფაქტია, რომ შარშან ამდროს ყველაფერი სულ სხვანაირად იყო და იმაზე ფიქრი თუ რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ ერთ წელში ცოტა მაშინებს ... თუმცა ერთადერთი რამ რაც ეხლა ხასიათს მიფუჭებს ისაა , რომ ილოს გარეშე დაიწყება ახალი წელი ... ახალი კურსი ... რადგან ის კვლავ გერმანიაშია ... და არც ვიცი როდის ჩამოვა ... და რატომ არ ვიცი ?! იმიტომ რომ ამ თვეების განმავლობაში მისთვის არცერთხელ მიკითხავს როდის დაბრუნდები თქო ... ვიცი ეს კითხვა მას გულს ატკენდა და პასუხი კი შეიძლება უკვე ორივესთვისაც მტკივნეული ყოფილიყო. ხო ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა გაურკვევლობა " doesn't suck " ... შენ იცი ილო ვინ არის?! თუ არ იცი არაუშავს , აი პატარა დოსიე და გაეცანი >

ილო ბარათელი :

19 წლის , იურისტი , მეორე კურსელი , კარგი აღნაგობის , უსიმპატიურესი , მწვანე თვალება , შავთმიანი , შარმიანი კაი ტიპი , ყველასგან განსხვავებული , 'მრავალნაირი ' , ზოგჯერ მკაცრი ,ზოგჯერ ზედმეტად თბილი , მხიარულიც და თავშეკავებულიც , ძალიან ჯიუტი , ფეთქებადი , ზედმეტად თავდაჯერებული ...

მგონი არც ისეთი პატარა დოსიე გამოვიდა თუმცა მისი სიტყვებით დახასიათება დამიჯერე არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელიც. ჯანდაბა მთავარი გამომრჩენია : ილო ბარათელი ჩემი შეყვარებულია . ჰჰაჰაჰაჰ შეგშურდა ?!დაე შეგშურდეს გეპატიება -" მოულოდნელად მობილურის ხმა გავიგონე ...უკვე რომელი საათი გამხდარაა .. ნატი მირეკავდა

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now