15 ( un edited )

4.3K 162 23
                                    

გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ როგორმე მოვიკრიბეთ ძალა მე და ნატიმ და უკვე ვუახლოვდებით სასადილოს კარს ... დღეს საღამოს ვბრუნდებით თბილისში ... სამწუხაროა რომ თოვლი მხოლოდ ჩემს სიზმარში მოვიდა .. შევაღე დარბაზის კარი და ისევ იგივე. ისევ დემე . ისევ ბავშვები ....და ისევ მწვანეთვალების გარეშე . ღრმად ჩავისუნთქე და , მივედით დემესთან.
- დილამშვიდობის.
თავი დაგქვიქნია დემემ .. მობილურში იყურება და მესიჯს წერს.
- გუშინ ბევრი დალიე ?
- კი ...შენ რა ქენი მოგეწონა სიურპრიზი?!
- დაიცა იცოდე შენ რომ რამეს აპირებდა??
- რავი ლილე რაც ჩამოვიდა გადააკვდა მაგ ამბებს თან უარს ეუბნებოდნენ თავიდან მერე მთელი ჩალიჩი დასჭირდა ... რა არ გითხრა?

არაა არ უთქვამს ... არ უთქვამს რომ მთელი დღე ჩემ გამო იწვალა...გავიფიქრე გონებაში...და მხოლოდ
ვკითხრ
- ეხლა ძინავს ?!
- არა ჩვენს მაგიდას უახლოვდება
- რა ?!
- დილამშვიდობის
ეს ხმა . ხმა
რომელიც სულ მოულოდნელად გამომეცხადებოდა ხოლმე ...
გაგვიღიმა ყველას და სკამი გამოწია და დაჯდა. ზუსტად ჩემ წინ.
- ჰა აბა როგორ გეძინათ?
- რავი მე ისეთი დაღლილი
ვიყავი ეგრევე გავითიშე .
ნატიმ უპასუხა.
- ხო
გუშინ ძაან დავიღალეთ
მხოლოდ ეს ვთქვი მე.. ილომ შემომხედა და გაიღიმა .. თითქოს იცოდა რომ მთელი ღამე ლამის
გავათენე მაგის გამო
- რომელზე მივდივართ დღეს ?
დემე იკითხა
- 5-6 ისთვისო და გვიან ჩავალთო
- ვაფშე სისულელეა ერთი დღე გამოვიდა რა
- ოო რატომ დემე ჯერ კიდევ წინ მთელი დღეა ლამის და ბავშვები აპირებენ რამე რესტორანში წასვლას წეღან გვითხრეს მე და ნატის და წავიდეთ ჩვენც ხო ?!

- კაი წავიდეთ
მხოლოდ ეს თქვა დემემ ..
- ხო რა პრობლემაა წავიდეთ ტო
უკვე ილო იყო.
თქვა ახალგაღვიძებულზე მისი ხმა ყველაზე დამღუპველი იყო .დამიჯერეთ.
უცბად ილო
წამოდგა
- ჩაი უნდა მოვიტანო და რამე ხო არ გინდათ თქვენ?
- მეც ყავა უნდა მომეტანა და ბარემ მოგიტან შენც.
ხო რამე არ გეგონოთ მართლა ყავა მინდოდა უკვე დიდიხანია უბრალოდ მეზარებოდა ადგომა .
- ხოდა ჩაის და ყავას მოვიტან მეტი არაფერი არ გინდათ?
თავი გააქნია დემემ, ნატიმაც
არაფერი მინდაო
თქვა ხოდა წამოვდექი მეც ..
- ილო რომელი ჩაი გინდა?
- უნალექო გინდა ?
მან კი შეკითხვით მიპასუხა.
თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და ამავდროულად ორივეს გვსიამოვნებდა ეს ყურადღება.

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now