white1light

ჯონგჰიონის შემდეგ, აღარ მეგონა, ან შეიძლება ითქვას, აღარ მინდოდა ოდესმე მსგავსი სახის წერილი გამომექვეყნებინა. 
          	
          	რეალურად არ ვიცით, არც ვიცოდით და ვერც ვერასოდეს გავიგებთ რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ უკიდურეს ნაბიჯამდე. მაგრამ, ფაქტი ფაქტია. ეს ხდება, შეიძლება იმ ადამიანებს დაემართოთ, რომლებსაც ვგულშემატკივრობთ, ან მათ, ვისაც არ ვიცნობთ, მათ - ვისაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შევხვედრივართ ან მათ - ვისთვისაც თავადაც გავიღებდით სიცოცხლეს. 
          	გუშინ იმაზე ერთით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამყაროს ჰქონდა ჩაფიქრებული და მინდა მწუხარება გამოვთქვა მათთვის, ვინც გულშემატკივრობდით, უსმენდით თუ უბრალოდ შორით გიყვარდათ ASTRO-ს მუნბინი.
          	კორეა მშვენიერია, ნათელი ფერებით სავსე და სასტიკი, ფარდის მიღმა ნაოჭიანი და სიდამპლის სუნით სავსე. 
          	
          	მუნბინი უკეთეს ადგილზეა და აღარ სტკივა
          	თუმცა კი, მინდა გთხოვოთ, თუ ოდესმე იფიქრებთ, რომ ცუდად ხართ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, რომ სჯობს ყველგან იყოთ, ოღონდ ამ სამყაროში არა, გემუდარებით, თქვით. დაელაპარაკეთ ვინმეს, ვინც იცით, რომ უთქვენოდ მოიწყენს, დაელაპარაკეთ ნებისმიერს, თუნდაც სულ უცხოს, მომწერეთ და გიპასუხებთ, მოგისმენთ, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ ოღონდ ნიშანი მომეცით
          	თავს გაუფრთხილდით, თქვენი არსებობა შემთხვევითობა არაა, დიახაც, რომ განსაკუთრებული ხართ და მინდა ეს გახსოვდეთ

chamerflies

@white1light gmerrtoo vin icis imdenad sashinlad momxvda es ambavi usityvod var darchenili ubralod 
Reply

hollowglitter

@white1light რა საშინელებაა :/
Reply

_UGLYIEST_

Ჩემი პირველი ფიკის Თარგმნა დავიწყე გᲗხოვᲗ წაიკიᲗხეᲗ და დამივოუᲗეᲗმადლობა წინასწარ

გამარჯობა, ყველას♥️♥️
          მომენატრეთ და ნელ-ნელა ფეხის ადგმით დაგიბრუნდებით.
          "ღიმილი" დასასრულს უახლოვდება, მე კი შეპყრობილი ვარ ახალი ისტორიის იდეებით.
          არ ვიცი რამდენი თქვენგანი უყურებს ფორმულა 1-ს, შეიძლება არც ერთი, თუმცა მინდა მომდევნო ამბავი სწორედ ამ სპორტის ირგვლივ განვავითარო. პერსონაჟები რა თქმა უნდა ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი სელებრითები იქნებიან და არა რეალური პილოტები. მთავარ პერსონაჟ მამაკაცზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. ეს ან ჯონგ ჰოსოკი იქნება ან ჩონ ჩონგუკი (არჩევანის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ კომენტარის სახით და მას აუცილებლად გავითვალისწინებ).
          მინდა სპორტის ამ სახეობაშიც შეგაჭყიტოთ და იმ ახალ ამბავშიც, რომელიც რამდენიმე თვეა თავში მიტრიალებს. 
          როგორც იქნა, ამდენი ხნის შემდეგ საკუთარი თავისთვის დრო გამომიჩნდება, რადგან სამსახურიდან მოვდივარ და უნივერსიტეტიც დავასრულე, ამიტომ თქვენც არ დაგივიწყებთ♥️♥️
          
white1light

@Doublebunny_jk ორი წლის წინ მეც პირველად გავიგე, როდესაც მითხრეს ჯონგუკი არაა, ჩონგუკია სწორიო
Reply

Doublebunny_jk

ჩონგუკი პირველად გავიგე:(
Reply

white1light

@0LiHaru0 კი, მესმის თუმცა სწორი ფორმა "ჩონ ჩონგუკია" თუ კორეულ დამწერლობას დავუჯერებთ(თანაც თავის დროზე წინა ფიქციაში ჯონგუკი მეწერა და იქაც შენიშვნა მივიღე) პირადად მე ჯონგუკი მირჩევნია, მაგრამ ვცდილობ სწორს მივყვე ხოლმე (სანამ წერას დავიწყებ, აუცილებლად დავფიქრდები და სურვილსა და წესს შორის არჩევანს გავაკეთებ♥️)
Reply

white1light

არ გეჩვენებათგამარჯობა.
          საუბარს, პირველ რიგში, ლურჯი ვეშაპისოდენა ბოდიშის მოხდით დავიწყებ. უცებ გავქრი, კომენტარებს აღარ ვოასუხობდი, ნაშრომი არ დამისრულებია, საიტზეც არ შემოვსულვარ და კიდევ მრავალი სხვა. 
          რომ გითხრათ უეცრად დიდი ტრაგედია დამატყდა თავს და იმიტომ გავქრი მეთქი, იქნება აბსოლუტური ტყუილი, ამიტომ თავის მართლებებსა და სიაფანდი სიტყვების ყრას არ დავიწყებ. 
          ყურადღება სხვა თემებზე გადავიტანე, სწავლა, მუშაობა, სხვა ადამიანები და კიდევ მრავალი სხვა, ამიტომ თითქოს საკუთარი თავისთვის აღარაფერი დამრჩა. იდეები რომლებიც მქონდა ისევ ჩემთანაა, მაგრამ გონება იმდენად მაქვს გადატვირთული რაღაც-რაღაცებით, რომ მათი გადმოცემის უნარი არ მაქვს. 
          "ღიმილის" მომდევნო თავი სანახევროდ დავწერე მხოლოდ სამი თვის მანძილზე და ისევ ისეა ახლა მიტოვებული. 
          რაც შეეხება კომენტარებს. ვწუხვარ, რომ მათზე პასუხებს ვეღარ გცემთ, მაგრამ ამჯერად ტყუილ პირობას, რომ მალე დავბრუნდები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ მოგცემთ. მხოლოდ იმას გპირდებით, რომ არც ერთ ჩემს ნაშრომს დაუსრულებელს არ დავტოვებ. შეიძლება დღეს ან ხვალ არა, მაგრამ აუცილებლად მოვუბრუნდები ამ საიტს და ცოტ-ცოტას მაგრამ მაინც დავწერ
          თქვენთვის კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიუხედავად იმისა, რომ თვეებია არ გამოვჩენილვარ, ფოლოვერები და ნახვები მაინც ისე იმატებდა, როგორც ჩემი აქ ყოფნისას. გაოცებული დავრჩი იმ რიცხვების შემხედვარე, აქ შემოსვლისას რომ დამხვდა
          ვიცი, დიდი გამომივიდა სიტყვით გამოსვლა.
          კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვისდა გთხოვთ, ჩემს არაპუნქტუალურობას გაუძელით
          აუცილებლად განვაახლებ გვერდს და ახალ ნაშრომებსაც შემოგთავაზებთ. მხოლოდ დრო მჭირდება.

MerryyJaneee

@white1light take care of yourself❤️
Reply

mortal_hl

Take ur time. Hope ur doing better❤️
Reply

white1light

თქვენ, ყველაზე კარგებს, საუკეთესოებს და უნაკლოებსჩემს გამხარებლებს და უბრალოდ პოზიტივის მომტანებსყველას გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ 2020 წლისგან იმაზე მეტი მიგეღოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ვიდრე გგონიათყველაფერი კარგი მემეტება თქვენთვის

white1light

@lilianna_1485_ უდიდესი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის <3 მიყვარხარ და ვეცდები იმედები არ გაგიცრუო
Reply

white1light

@pluviophoile უღრმესი მადლობა<3 გილოცავ კიდევ ერთხელ და ყველაფერს გისურვებ, რასაც საკუთარი თავისთვის ინატრებდი
Reply

lilianna_1485_

მეც გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ, კიდევ დიდხანს მენახოს შენი თავი ვათპადზე რომ კიდევ ბევრი შედევრი შექმნა, უზომოდ მიყვარხარ. მინდა რომ რაც ყველა სურვილი აგისრულდეს, საუკეთესო ხარ
Reply