თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, გეტყვით, რომ სიყვარულით მთვრალი დავიარები (ამჟამად ვენერაზე გახლავართ), ჩემი კაცისადმი ისევ და ისევ ძლიერდება განცდა, მაშინ, როცა ის ჩემს განთავისუფლებას ცდილობს. ვიოლინოს ხმაზე ვთვლემ და ვიზმორები, თმაში ყვავილებს ვიმაგრებ, მშვიდად მოველი იმ დასაწვავ დღეს მისი სიტყვა, რომ გადაბრუნდება და მისთვის მონოპოლია იარსებებს (რა იცის, რომ ის ჩემი ახალგაზრდობისა და სიბერის მონოპოლისტია, ხოლო ღმერთი - სამყაროს, მაგრამ მისი მიმთვისებლური ბუნება სადამდის გაუქაჩავს ეშმაკიესულ თვისებას და სადამდის ეყოფა მონოპოლისტური საზღვრები, თავადაც არ უწყის...)  მისით არც მელანი შრება, არც ცრემლი. არცაა მუზა მასზე მედიდური და ტკბილი! კაცია და ტუჩზე თაფლი სცხია, მე კი ვწერ, ვწერ და ვწერ, სანამ სიტყვას თავადვე არ გამაწყვეტინებს და ვინ იცის, იქნებ ამ გამწყდარ სიტყვაზეც დამაწერინოს?
  • paradiso
  • JoinedMarch 17, 2020



Stories by malèna
Call me "Mrs" and give me your surname! by monetsart
Call me "Mrs" and give me your sur...
ერთი ცეკვა, ერთი ბრუნი, ერთი გვარი.
ranking #4 in ჩანახატი See all rankings
ცა შტორმამდე by monetsart
ცა შტორმამდე
ციცაბო კლდე ხარ, მზისგან გახუმებული.
1 Reading List