-დამანახე შენი ნეკა ახლა, დროზე! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საერთოდ არ უნდა ამ პირობის დადება. ბოლოს აღირსა და თავისი ნეკა ჩემსას ჩასჭიდა. -მოკლედ ამ შეთანხმებით პირობას ვდებთ რომ მომავალში როცა შეყვარებულები გვეყოლება ამას ჩვენს მეგობრობაზე გავლენა არ ექნება. მე და სანდრო პირობას ვაძლევდით ერთმანეთს რომ მომავალ შეყვარებულებს არ მივცემდით უფლებას ჩვენი მეგობრობა გაეფუჭებინათ. საერთოდ არ ვიცი რატომ მომივიდა ეს იდეა თავში, მე მაინც უკვე სანდრო მიყვარდა.