დარბაზს აღელვების ტალღამ გადაუარა, წამით ჩურჩულიც კი ატყდა, მაგრამ ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო. აწ უკვე განათებულ წრეში, ადამიანთა თვალები ორ დიდებულებას წააწყდა. კარგად არ ჩანდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა ვინ იყვნენ. დიდებულება, რომელიც წარმოედგინათ განკაცებული ღმერთის ხსენებაზე, არაფერი იყო იმასთან შედარებით რასაც იმ წამს ხედავდნენ.