ქრთამი | კიმ თეჰიონი

By Ta_su2soo

26.9K 2K 320

აღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქა... More

[♡] 1 [♡]
[♡] 2 [♡]
[♡] 3 [♡]
[♡] 4 [♡]
[♡] 5 [♡]
[♡] 6 [♡]
[♡] 7 [♡]
[♡] 8 [♡]
[♡] 9 [♡]
[♡] 10 [♡]
[♡] 11 [♡]
[♡] 12 [♡]
[♡] 13 [♡]
[♡] 14 [♡]
[♡] 16 [♡]

[♡] 15 [♡]

1.1K 91 34
By Ta_su2soo

თავი 15

სამი თვე თვალის დახამხამებაში გავიდა. მე და თეჰიონი ისევ ერთად ვართ, იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიფიქრებდით.

ორი კვირის წინ ჰუნმი და ჰოსოკიც გამოუტყდნენ ერთმანეთს და ახლა ერთად არიან.

აღმოჩნდა, რომ ჯონგუჯს ჰუნმი მოსწონდა, მაგრამ გადაწყვიტა ამ საკითხზე გოგონასთვის არაფერი ეთქვა. იცის, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან მოსწონს. საცოდავი გუკი.

შეყვარებულის გარეშე მხოლოდ ჯონგუკია. ალბათ, ჯერ კიდევ ძალიან ახალგზარდაა პარტნიორისთვის.

"სასაცილოა. გამოდის, ერთად იმიტომ ვართ, რომ დამაშანტაჟე. შემდეგ, სკოლაში გავიჭედეთ, მალევე განათლების მინისტრთან წავედით. უბრალოდ გასაოცარია. ისტორიაზე გვერდი-გვერდ ვიჯექით, თუმცა არც კი ვესაუბრებოდით ერთმანეთს." თქვა თეჰიონმა და ხელი ჩამკიდა.

ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთისთვისაა შექმნილი.

"მართალი ხარ. თან, რომ გავიგე ჰუნმის მოწონდი თავიდან ვიფიქრე " ღმერთო ჩემო, ჰუნმის ჯოკერი მოეწონა." მაგრამ, ნახე, ახლა მე მომწონს ჯოკერი და შეყვარებულებიც კი ვართ." გამეცინა. მან ლოყაზე მიჩქმიტა და ჩაღმავებულებზე თითი დამადო.

"ამის გაკეთება სულ მინდოდა." უაზროდ გაიცინა და ლოყის 'ორმოები' თითით კიდევ ჩაზნიქა.

"ძალიან საყვარელი ფოსოები გაქვს."

"იმ დღეს, მანქანის მოხატვის დროს რომ არ დამეჭირე, ასე მაინც ვიქნებოდით?" ვიკითხე. თეჰიონი დამეთანხმა.

"სიმართლე რომ გითხრა, ოღონდ უცნაური გიჟი ადამიანი არ გეგონო, ისტორიის კლასში ყოველთვის გიყურებდი. შენს ლამაზ სახეს ვაშტერდებოდი ხოლმე. ისე ვიქცეოდი, თითქოს ყურადღებას არ გაქცევდი, თუმცა ჩუმად სულ შენსკენ იყო ჩემი თვალები." თქვა. მე გამეცინა. არასდროს შემიმჩნევია, ისტორიის გაკვეთილზე თეჰიონი მიყურებდეს. მანქანის შემთხვევამდე.

"რადგან სიმართლეებს ვამბობთ, არ მომკლა მაგრამ, გახსოვს როდესაც მაგიდაზე აძვერი და გადმოვარდი?"

მან შემომხედა. "ზედმეტად საყვარელი ხარ მოსაკლვად და კი, მახსოვს."

"ერთხელ ვიფიქრე, ნეტავ კიდევ გადმოვარნილიყავი. იქვე დავჯდებოდი პოპკორნით ხელში და გიყურებდი. დიდი ალბათობით გავიცინებდი კიდეც."

ჰაერი ხმამაღლა შეისუნთქა. "ეშმაკი ხარ, ეშმაკი!"

"ოღონდ შენი პატარა საყვარელი ეშმაკი." თვალი ჩავუკარი, რამაც მისი ლოყების აწითლება გამოიწვია.

[♡][♡][♡]

"ინებეთ," თეჰიონმა სამი ცალი შოკოლადიანი რძე მომცა. ერთი უცებ გავხსენი და პირთან მივიტანე.

"შენ და შენი რძეზე არაჯანსაღი დამოკიდებულება..." თქვა თეჰიონმა და გამომხედა. ამ დროს ვსვამდი.

"შენ, ჯობს დღეიდან სულ მიყიდო ხოლმე სამი ბოთლი შოკოლადიანი რძე, თორემ დაგშორდები." დავემუქრე. თეჰიონმა სიცილი დაიწყო და თან თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად.

"ისე, მაშინ განათლების მინისტრმა რა გითხრა? ისე ძალიან რატომ გაწითლდი?" ვკითხე, როდესაც ამ მოგონებამ უეცრად გამიელვა თავში.

"ამმმ... მან თქვა, რომ არ უნდა დაგკარგო, რადგან არცერთი გოგო არ წამოყვებოდა ბიჭს განათლების მინისტრთან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი ნახვის შანსები ძალიან ცოტა იყო და ბიჭს არანაირი ჭკვიანური გეგმა არ ქონია. ასევე თქვა, რომ კარგი წყვილი ვართ." მიპასუხა მორცხვად. ამ დროს ისე საყვარლად გამოიყურებოდა, რომ არ ვიცი.... მე მის სიტყვებზე გავწითლდი.

"როდესაც წითლდები, კიდევ უფრო ლამაზი ხარ. ღმერთო, მაგიჟებ!" ჩაიბურდღუნა თეჰიონმა, თუმცა მაინც გავიგონე. მოკლედ, ეს ბიჭი... საერთოდ ვერ აკონტროლებს ჰორმონებს. ჰორმონებს ებრძვის ალბათ.

[♡][♡][♡]

"ჰუნმი, ჰოსოკთან საქმეები როგორ მიდის?" ვკითხე გამაჯავრებელი ხმით, თან იდაყვით ხელი ვკარი. წარბების ათამაშებაც არ დამვიწყებია.

იდაყვზე ხელი მაგრად დამარტყა და გამაწევია.

"ძალიან, ძალიან კეთილი და საყვარელია. ბედნიერს მხდის, მასთან ერთად ერთი დღეც არ გავა ისე, რომ გულიანად არ ვიცინო. არასდროს ვინანებ, რომ ჩემი შეყვარებულია დარწმუნებული ვარ ამაში." თქვა და თავისი ორივე ხელი ერთმანეთს ჩაჭიდა. მის მეოცნებე ხმაზე და სიყვარულით სავსე თვალებზე გამეღიმა.

"შენთან და თეჰიონთან რა ხდება?"

"კარგად ვართ, ალბათ. როგორც ყოველთვის." ვუპასუხე მონოტონური ხმით. მე და თეჰიონმა ახლახანს ვიჩხუბეთ,არც კი ვიცი რაზე, ამიტომ ჩვენ ერთმანეთისგან ცოტა ხნით 'ვისვენებთ'.

"რატომღაც შენი არ მჯერა." თქვა უემოციოდ ჰუნმიმ.

"კარგი, მითხრა, რომ მისი ტაფა მოვიპარე, რადგან ჩემთან იპოვა. არადა, არ მომპიარავს. უბრალოდ ზუსტად მისნაირი მაქვს. მისი ტაფა ხომ ერთადერთი არ არის ამ დედამიწაზე. სხვასაც აქვს მისნაირი." თვალები ავატრიალე, როგორც კი გამახსენდა. უბრალოდ სასაცილოა.

"მართლა? რა ჯანდაბაა." ჰუნმიმ პირი დააღო. მხრები ავიჩეჩე და ზურგი დივანს მივაყრდნე.

უეცრად, კარზე ზარი დარეკეს. ჰუნმი კარისკენ გაიქცა და გააღო. ექვსი ბიჭი გამოჩნდა. მაგრამ, ერთი წევრი არ ჩანს.

და ეგ ერთი თეჰიონია.

"ჰუნმი!~" ტკბილი ხმით თქვა ჰოსოკმა და მის წინ მდგარი გოგონა ჩაიხუტა, შემდეგ შუბლზე აკოცა. როგორი საყვარელი წყვილია.

"ჩვენც აქ ვართ." თქვა იუნგიმ და თვალები აატრიალა. ჯერ ის შემოვიდა, შემდეგ დანარჩენები შემოყვნენ. ჯიმინი მე მომიჯდა გვერდით.

"ჰეჯუ, შეიძლება სამზარეულოში გავიდეთ? რაღაც უნდა გითხრა." ჯიმინმა ყურში ჩამჩურჩულა. თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავყევი.

"აბა, რაზე გინდა საუბარი?" ვკითხე და ხელები გადავაჯვარედინე.

"ე.ი. თეჰიონს ეჩხუბე ხომ?" მკითხა და ტუჩზე იკბინა. თავი დავუქნიე. დამწუხრებულმა და იმედგაცურებულმა ამოვიოხრე.

"დაშორდი." თქვა მოულოდნელად. მე თვალები გამიფართოვდა. ეს რა გაგიჟდა? იცის, თუ რამდენად მომწონს თეჰიონი.

"ხომ იცი როგორი ბავშვური, მომუმწიფებელი და ყველა ისეთი სიტყვაა, რაც ამ ორს უკავშირდება." თქვა.

"მივხვდი, რომ იუნგის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ."












"ჰეჯუ, შენ მომწონხარ."

   /_/_/_/_

დასასრული😊🎊🎊🎊

   თქვენი აზრი მაინტერესებს...

   თასუ [♡]

Continue Reading

You'll Also Like

643K 29.2K 42
Needs editing [ the destiny series #1] 𝑻𝒉𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆 𝒑𝒖𝒔𝒉𝒆𝒅 𝒕𝒉𝒆𝒎 𝒂𝒑𝒂𝒓𝒕 𝒃𝒖𝒕 𝒅𝒆𝒔𝒕𝒊𝒏𝒚 𝒂𝒈𝒂𝒊𝒏 𝒑𝒖𝒍𝒍𝒆𝒅 𝒕𝒉𝒆𝒎 𝒕𝒐𝒈...
130K 8.7K 81
ბითიესის რეაქციები GIF-ებით☺️❤️🇬🇪
73K 3K 27
" in which guy keeps 𝙡𝙚𝙖𝙫𝙞𝙣𝙜 some notes on his childhoods friend locker " - short story ©ADIORV
3.5K 219 10
ყველაფერს ფიკში გაიგებთ 💜