ქრთამი | კიმ თეჰიონი

By Ta_su2soo

26.9K 2K 320

აღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქა... More

[♡] 1 [♡]
[♡] 2 [♡]
[♡] 3 [♡]
[♡] 4 [♡]
[♡] 5 [♡]
[♡] 6 [♡]
[♡] 7 [♡]
[♡] 8 [♡]
[♡] 9 [♡]
[♡] 10 [♡]
[♡] 11 [♡]
[♡] 13 [♡]
[♡] 14 [♡]
[♡] 15 [♡]
[♡] 16 [♡]

[♡] 12 [♡]

1.4K 147 20
By Ta_su2soo

თავი 12

"რა ჯანდაბას აკეთებს?" გაბრაზებულმა თეჰიონმა ხელით თმა გადაიწია. ამ დროს მე იატაკზე ვიჯექი.

"რას გულისხმობდა 'სანამ ყველაფერს არ მოაგვარებთ'-ში?" ვიკითხე. თეჰიონმა თავი გააქნია და გვერდით მომიჯდა.

უეცრად, ბარძაყზე რაღაც ვიგრძენი. ზემოთ მიიწევდა.

ქვემოთ დავიხედე და რაღაც შავი არსება დავინახე.

"თეჰიონ" ვიკივლე და ხელი ისე მოვკიდე, თითქოს ჩემი ცხოვრება იყო ამაზე დამოკიდებული.

"რა?" ძლიერად შეირხა. მე ბარძაყზე მივუთითე. ის უეცრად ადგა. ისე ძლიერად ვუჭერდი ხელს, რომ მეც მომიწია წამოდგომა მის გამო. შემდეგ მეორე ფეხზეც ვიგრძენი რაღაც.

"თეჰიონ!" ისევ წამოვიყვირე. უკვე გონება მხოლოდ 'გადარჩენაზე' ფიქრობდა, ამიტომ ფეხები წელზე მოვხვიე, ხელები კი კისერზე. საბედნიეროდ, თეჰიონმა ხელი წელზე დამადო წონასწორობა შეინარჩუნა. ამ მომენტში არაფერი მაინტერესებდა გადარჩენი გარდა.

"გთხოვ მომაშორე." დავიჩურჩულე. თეჰიონმა მწერს ხელი კრა და ბარძაყიდან მომაშორა. მეორე ფეხი გავაქნიე, რომ მეორე არსებაც მომეშორებინა, თუმცა პირიქით უფრო მაღლა აძვრა. უკვე მეორეც ბარძაყზე არის. თეჰიონმა ისე მწარედ დამარტყა ბარძაყზე, რომ ტკივილისგან ამოვიკვნესე.

"მოგშორდა." მზრუნველად თქვა თეჰიონმა.

"მადლობა" ვუთხარი. ახლა გაავანალიზე რა სიტუაციაშიც ვართ.

თეჰიონის წელს ფეხები მოვაშორე და იატაკზე მყარად დავდექი. თეჰიონს ხელი ჯერ კიდევ ჩემს წელზე ედო.

"ამ... თეჰიონ..."

"ჰეჯუ..." თქვა. მასთან კიდევ უფრო ახლოს მიმწია. ჩამოიწია და ჩვენი სახეები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ჩემი გულის ცემა მასაც ესმის.

მისი თვალები ჩემსას არ ტოვებდნენ. თითქოს, ჩემს გარდა ვერც ვერაფერს ამჩნევდა და არც კი უნდოდა დაენახა.

"არც კი იცი რამდენად მაგიჟებ" თქვა კიდევ უფრო ბოხი ხმით. მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემა.

მგონი ძალიან ჩამოცხა. სახე მეწვის.

"შენი კაშკაშა თვალები, პატარა საყვარელი ცხვირი, სექსუალური და მადისამღძვრელი ტუჩები, ულამაზესი ღიმილი, რბილი ტალღოვანი თმა, წვრილი წელი და პატარა ფიგურა..."

"შენი ყველაფერი მაგიჟებს." თქვა.

გული გამისკდება.

"მომწონხარ, მინ ჰეჯუ."

ამ სიტყვების შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. მხოლოდ თეჰიონს ვხედავდი, სხვა რამეს ვერც კი ვუყურებდი. ჩემს თვალებში მხოლოდ თეჰიონი იყო. მხოლოდ ის.

უკვე ვიცოდი პასუხი. დარწმუნებული ვიყავი პასუხში.

"მეც მომწონხარ, კიმ თეჰიონ."

ჯერ გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ კი ისე საყვარლად გაიღიმა, რომ სიტყვებიც ვერ აღწერს.

"ანუ ამას გულისხმობდა ჰოსოკი 'ყველაფრის მოგვარება'- ში?" ვკითხე.

"ხო. ბიჭებს ვუთხარი, რომ მომწონდი და მას შემდეგ სულ მაწვალებდნენ მაგაზე. ცოტა ხნის წინ ლანჩზე შეამჩნიეს, რომ ერთმანეთს ვაიგნორებდით და ალბათ დაგეგმეს ეს."

"არამზადები. იმას ვერ ვიჯერებ, რომ ჰუნმი მათ დაეხმარა." ჩავიცინე.

"შეწყვიტე."

"რა?" ვკითხე დაბნეულმა.

"ნუ ხარ ეგეთი საყვარელი. გაჩერდი." ამოიწუწუნა. ლოყაზე ვუჩქმიტე. "შენ უფრო საყვარელი ხარ. შენ შეწყვიტე." ვუთხარი.

"შეიძლება გაკოცო?"

სახე გამიწითლდა. თავი დავუქნიე. თეჰიონმა ჩაიღიმა და დაიხარა. სახეები ერთმანეთს გაუთანაბრა და მაკოცა. კოცნა ძალიან რბილი და ნაზი იყო. დარწმუნებული ვარ, მუცელში პეპლები კი არა, მთელი ზოოპარკი მაქვს.

ჟანგბადი გამოგველია და ტუჩები ერთამანეთს დავაშორეთ. თეჰიონმა შუბლი შუბლზე მომადო. ორივე ღრმად ვსუნთავდით.

"მშვენიერი სიმაღლეები გვაქ." გაიცინა თეჰიონმა. ჩემი თავი მას გულ-მკერდამდე წვდება. მეც გამეცინა და თავი დავაქნიე.

მან უეცრად თმაზე მაკოცა. "მე"

შუბლზე მაკოცა. "მართლა"

თვალები ჩამიკოცნა. " ძალიან"

ცხვირზე გადმოინაცვლა. "ძალიან"

მაკოცა ლოყებზე. "მომწონხარ"

და ბოლოს, ტუჩებზე. "ჰეჯუ"

"ღმერთო ჩემო, თეჰიონ!" წამოვიძახე და თავი მკერდზე დავადე აწითლებული სახის დასამალად.

მან გაიცინა და თმებზე მოფერება დამიწყო.

მოვშორდი.

"როგორც იქნა" გაისმა ოთახში. კარი გაიღო და იქედან ექვსი ბიჭი და ჰუნმი შემოვიდა. ისმოდა შეძახილები, სტვენა და ხმაური.

"ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს." თქვა ჰოსოკმა. არარსებული ცრემლი შეიმშრალა და ხელი გულზე დაიდო.

"მე, მართლა, ძალიან, ძალიან, მომწონხარ, ჰეჯუ." ჯიმინმა თეჰიონის ხმას მიბაძა და სიტყვებს შორის კოცნის ხმას აკეთებდა.

თეჰიონმა დაიყვირა და სახე გაუწითლდა.

"არ მეგონა ასეთი რომატიული და რაღაცნაირი თუ იყავი, ჰიონ." თქვა ჯონგუკმა და ჯიმინს შეუერთდა თეჰიონის გაწვალებაში. ჯონგუკმა თავი, თითქოს და, იმედგაცრუებულმა გააქნია.

"შვილო, კარგად აღმიზრდიხარ!" დაიყვირა სოკჯინმა და ხელი ჰაერში აღმართა. ამაზე ყველად გაგვეცინა.

"უფრო სწორად: გაგვიზრდიხარ." თქვა ნამჯუნმა. ჯუნმა ჯინს ხელი მხარზე მოხვია. ყველა ბიჭმა მათ შეხედა, მათ შორის თეჰიონმაც.

"რა?" გაიკვირვა ნამჯუნმა.

"თქვენ ორი შეყვარებულები ხართ!" დაიყვირა ჯონგუკმა. ის ორი კი გაწითლდა. "ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ ეს არ მოგწონებოდათ და არ..."

"რატომ არ მოგვეწონებოდა ვითომ? ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. მხარს ყველაფერში დაგიჭერთ." თეჰიონი.

ყველამ თავი დავაქნიეთ.

"ისე..." დაიწყო მორცხვად ჯიმინმა. ყველამ მას შევხედეთ.

"ჩვენც ერთად ვართ" იუნგი არსაიდან გამოძვრა და ჯიმინს უკნიდან ჩაეხუტა.

"ღმერთო ჩემო!" წამოიყვირა ჰუნმიმ. "ვიცოდი, რომ ერთამანეთი მოგწონდათ. ვიცოდი. იუნმინი (იუნ-გი და ჯი-მინი) სამუდამოდ!" ჰუნმი უკვე დახტოდა.

მე კიდე ვფიქრობდი ჯიმინს ჰუნმი მოწონდა. რა სამარცხვინოა.

მაშინ შეიძლება ჰუნმის და ჰოსოკს გამოუვიდეთ რამე. ორივე ძალიან ხმაურიანი და აქტიურია.

"მშვენიერია. ანუ, ყველაფერი გავარკვიეთ." გაიცინა ჰოსოკმა.

   /_/_/_/_
წინა თავმა 1 ვოუთზე მეტს ვერ მიაღწია მაგრამ მაინც დავდე.
 
   არ მეგონა ნამჯინი და იუნმინიც თუ იქნებოდა ფიკში.

   თასუ [♡]

Continue Reading

You'll Also Like

1.7K 125 8
ეს ამბავი არის შ/ს და თეჰიონზე . ზოგან არის უცენზურო მონაკვეთები
2.1K 211 13
გოგონა რომელიც ბითიესის კონცეტზე ხვდება და მისდა საბედნიეროთ ბითიესის წევრებს უახლოვდება უყვარდება ბიჭი სახელად თეჰიონი მაგრამ მათ ერთად ყოფნას კომპა...
123K 2.9K 27
Aria Keenan is a 21 year old stripper. After her mother's accident she lost everyone, having to work long nights at the club to pay off the medical d...
8.1K 441 17
წაიკითხეთ და გაიგებთ🥰❣