Taehyung's Lola

Από jesuisviolette_

33.6K 4.2K 3.3K

ბრაზილია, მზე, ზღვა და... კარანტინი! ახლა მთავარი მხოლოდ ისაა, ვინ ვისთან ერთად დარჩა გარესამყაროსგან იზოლირე... Περισσότερα

1
2
3
4
5
6
7
8
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29

9

1K 159 144
Από jesuisviolette_

იუნგის დილა უჩვეულოდ ადრე დაიწყო - მოსამსახურე ქალმა სამჯერ დააკაკუნა კარზე და როცა ხმა არავინ გასცა, უკითხავად შეაბიჯა ოთახში, ფარდები გადასწია, ფანჯრები გააღო და ყმაწვილი ფრთხილად შეარხია.

- რა ხდება?! - ცალი თვალი გაახილა ნახევრად მძინარემ.

- სუფრასთან ზუსტად ნახევარ საათში უნდა იყოთ, ბატონო მინ... - გააფრთხილა თავაზიანად - გთხოვთ, არ დაიგვიანოთ!

- არ მშია, ღვთის გულისათვის... - ამოიბურტყუნა და გვერდი იცვალა.

- ეტიკეტი მოითხოვს ამას! - ხმაში სიმკაცრე შეეპარა უფროსს - თუ არ გამოცხადდებით, საყვედურს დაიმსახურებთ!

- კარგი, კარგი... - საბანი გადაიხადა და ზლაზვნით წამოიწია - ახლა კი, თუ შეიძლება, დამტოვეთ...

- თქვენის ნებართვით. - თავი დაუკრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

femmefatale
Copacabana

Liked by kimseokjin, kimnamjoon, fluffyalien and 389279 others
შესაძლებელია, რომ არ მიყვარდეს?😩
@fluffyalien☀️🌙✨

kimseokjin ჩემი აზრით, კი🙃
kthoe95 😣😣😣რანაირად...
taesgirl შეუძლებელია😔💞💞💞
minyoongi მე იმას ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ უნდა გიყვარდეს🗿

View all 2007 comments
Today

- გამაგიჟებს ეს გოგო... - მობილური გვერდით გადადო იუნგიმ და ჩაცმა დაიწყო.

სულ მალე მაგიდასთან მინისტრი, სანი და იუნგი ისხდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ. როგორ ჩანდა, სამივე სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა, ამიტომ შუადღემდე ერთმანეთს თითქმის არ გამოლაპარაკებიან, სალამს თუ არ ჩავთვლით.

სამ საათზე ანუ დათქმულ დროს პიანისტმა უზარმაზარ მისაღებში შეაბიჯა. დარწმუნებული იყო, რომ მოსწავლე დაიგვიანებდა ან უმოკლესი ქვედაკაბით გამოეცხადებოდა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ასე არ მოხდა! ნახევარი დღე გავიდა და მხოლოდ შემდეგ შეამჩნია ცხენის კუდად შეკრული თმა, მაქმანებიანი, გრძელი კაბა და წინა საღამოსგან სრულიად განსხვავებული ჯდომის მანერა...

- მომასწარი, როგორც ჩანს! - გაეცინა ყმაწვილს.

- დიახ, მასწავლებელო, - თავაზიანად დაუკრა თავი - არ მსურდა თქვენი დრო ფუჭად გამეფლანგა.

- ოჰ?! - სიცილს ვერ წყვეტდა იუნგი - რა ხდება შენს თავს, სან ჰი?!

- ვცდილობ შევიცვალო, ბატონო მინ... - თვალები კლავიშებს მიაკერა - და ქარაფშუტა აღარ ვიყო, რათა...

- არ მაინტერესებს ეს რატომ გინდა, - ჩაახველა და გვერდით მიუჯდა. სანამ საუბარს გააგრძელებდა ირიბად გახედა და შეამჩნია, რომ ბავშვს უპეები ამოშავებოდა, ალბათ, უძილობის გამო - ოღონდ არ მითხრა, რომ ღამით მეცადინეობდი...

- დიახ, - უპასუხა ისე, რომ მზერა არ მოუშორებია საკუთარი თითებისთვის - შეიძლება დავიწყო?

- მაინც შეგეშლება... - უინტერესოდ ამოილაპარაკა.

- გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის, - უღიმღამოდ გაიღიმა უმცროსმა - ახლა შემიძლია დავიწყო?

- დაიწყე! - თქმა იყო და მოქმედება, სანიმ კლავიშები ააფორიაქა... წარბშეკრული უკრავდა, როიალს ერწყმოდა მთელი არსებით, თითქოს მათ გარდა არავინ სუნთქავდა სამყაროში... იუნგი კი ისეთი მონუსხული შეჰყურებდა სანახაობას, იფიქრებდით, პირველად უსმენს 'მთვარის სონატასო'. ყველაფერი რიგზე იყო, საქმე კეთდებოდა, მაგრამ პიანისტის გონებაში კესანების ნაცვლად კაკტუსები აღმოცენდა - მოუწევდა ბავშვისთვის შანსი მიეცა!!! ბოლო ნოტი, ბოლო დარტყმა და მათი თვალები ერთმანეთს კვლავ შეხვდა. სანი მძიმედ სუნთქავდა, მისი მკერდი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობდა არეული სუნთქვის გამო, მაჯები უთრთოდა...

- მასწავლებელო... - იმედის ნაპერწკალი გაუკრთა ხმაში - ვიყავი სრულყოფილი?

- სიმართლე გითხრა? - პათეტიკურად ჩაიღიმა უფროსმა.

- დიახ, გთხ...

- საშინელება იყო! - მზერა აარიდა - კოშმარი! გგონია, უშეცდომოდ თუ დააკაკუნებ ხან თეთრსა და ხან შავზე, ჩემს გულს მოიგებ?!

- მაგრამ...

- ეცადე სხვა დროს მსგავსად აღარ წარსდგე მასწავლებლის წინაშე! - დამნაშავესავით დატუქსა - გასაგებია?!

- არ არის გასაგები! - აუცრემლიანდა თვალები - ვერაფერი გავიგე!

- ღმერთო, ახლა თავი უნდა შემაცოდო?! - ფეხები გადააჯვარედინა უინტერესოდ.

- შენ საშინლად გულცივი, ღვარძლიანი, ბოროტი, ქალთმოძულე იდიოტი ხარ, იუნგი! - ერთმანეთის მიყოლებით ჩაარაკრაკა სიტყვები.

- კიდევ? - უმცროსისკენ გადაიხარა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. სანი დაიბნა...

- მკაცრი... - მუხლებს დააცქერდა ბავშვი - იდეალისტი... იდეალური...

- იდეალური... - მასთან ერთად გაიმეორე იუნგიმ - დიახ, სწორედ ასეა...

- მაპატიე... - სახე ხელებში ჩარგო და ატირდა - გემუდარები, მაპატიე...

- ცრემლები საჭირო არ არის, წყენას გულში არ ვიდებ, ზრდასრული ვარ... - თმა ყურს უკან გადაუწია სანის - თუ ბევრს იმეცადინებ, შესაძლოა, ასე ათი წლის შემდეგ 'ინტერლუდშიც' მოგიღონ...

- მაგრამ, მითხარი... - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ქალიშვილმა - ხომ არ შემშლია, არა?

რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მოიტყუებოდა, თუმცა თანაგრძნობამ გააფუჭა სიტუაცია... ბოლოსდაბოლოს, იუნგიც ადამიანი იყო!!!

- ჰო, ტექნიკურად არ შეგშლია... - გვერდით გაიხედა - მიუხედავად ამისა...

- მაშინ ამის უფლება მაქვს... - წამოდგა, სწრაფად, სულ წამიერად მოეხვია და ლოყაზე ეამბორა - შევხვდებით! - შებრუნდა და კიბეებზე უკანმოუხედავად აირბინა.

პიანისტი გაწითლდა და მერე როგორ გაწითლდა... ცხადად იგრძნო ზურგზე მომცრო მკერდთან შეხება, ღაწვებზე თბილი სუნთქვა და წვნიანი ტუჩები ყბის ძვლისა და ყელის გასაყარზე... ათი წუთის განმავლობაში არ განძრეულა, სანამ მოახლე ქალის ფეხის ხმამ არ დაარღვია იდილეა.

wendywilliams

Liked by 29087 others
დილამშვიდობის, მეგობრებო!☕
როგორ ართმევთ თავს შინაპატიმრობას?!👠
იმედი მაქვს დეპრესიას გადაურჩით, რადგან თქვენთვის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!💅🏻
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიწყებ ახალ თოქ-შოუს:
'Quarantined with Wendy'🎊🎊🎊
კვლავ ერთად დავლევთ ჩაის ყოველ კვირა საღამოს, ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ...🙃
ჩემი პირველი სტუმრები კი დოლორეს კავალი და თეჰიონ კიმი იქნებიან👩‍❤️‍👨 💜💚
როგორც ჩანს, წყვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა ისევ ეკრანებზე დაბრუნებულიყო... ბოლოსდაბოლოს, მათი ადგილი ხომ სწორედ აქ არის!💋
აბა, მზად ხართ?!💞

kimseokjin მზად ვარ, როგორც არასდროს☕
soya19 🤮🤮🤮
kthoe95 ოდესმე მორჩებით ამ წყვილის გაპიარებას?!🤨
        Reply: wendywilliams @kthoe95 haters gonna hate😘
View all 13 replies
fluffyalien: 💚
femmefatale: 💜

View all 2902076 comments
Today
__________________________
როგორ ხართ?🤭🤭🤭🤭🤭

Συνέχεια Ανάγνωσης

Θα σας αρέσει επίσης

1.6M 65.9K 77
ငါလား.... စိတ်ချ...... နိဗ္ဗာန်ရောက်ရင်လည်း မင်းကိုပဲ ချစ်နေအုံးမှာ.......... သုနေတင်ထွဋ် ကမ္ဘာပျက်သလို လေပြင်းမိုးသံတွေထ...
801K 25.4K 31
" ခင်ဗျားကို ကျွန်တော် မယူရင် ဘယ်သူက ယူမှာလဲ " " မင်း မိုက်ရိုင်းလှချည်လား " ပါးပေါ်သို့စပ်ဖျင်းဖျင်းနဲ့ ကျရောက်လာတဲ့ သူမ လက်ဝါးနဲ့က မစိမ်းသက်တော့ပါဘ...
269K 6.5K 74
တောင်ပေါ်သားနဲ့ မြေပြန့်သူ ဇာတ်လမ်းလေးပါရှင့်
1.6M 70.4K 37
adult story(18+) သင့်သခင်×ရုပ်သေး 9.1.2023...