წინასწარ ვერ მიხვდები

By _IWishYou_

1.6K 90 88

ელენეს ცხოვრების ისტორია, რომელიც ყოველ დღე უფრო და უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. სიყვარულში არეული გოგო... More

საუბრები
Night is over
კოშმარი
შიში
დაბადების დღე
ცხოვრება გრძელდება
მარტოობა
სიმართლე

გაუგებრობა?!

106 7 13
By _IWishYou_

დიდი ხანი ვიდექი ცივ და ჩაბნელებულ დერეფანში, რომელიც აქა იქ იყო განათებუული.

ვერც კი შევამჩნიე ისე გადმოვსულვარ საავადმყოფოს მეორე ნაწილში. სადაც თითქმის არავინ იყო. როცა გავაცნობიერე, ცოტა შემეშინდა მაგრამ ქვევით დაცვა დავინახე და შედარებით დავმშვიდდი. საათს დავხედე და ჯანდაბა, ნახევარი საათი იყო უკვე გასული, რაც სალომეს დავშორდი.

-ხო დედა
-ელენე სად ხარ? სალომემ მითხრა საჭირო ოთახში წავიდაო და გინდა მოვალ, ცუდად ხომ არ ხარ?
-არა არა, უბრალოდ ვეძებდი და დრო გამიგრძელდა. მალე მოვალ. ხო მართლა, შეიძლება ბუფეტში ჩავიდე, რამე ვჭამო, რომ იცოდე.
-კარგი. მიყვარხარ, არ ინერვიულო
-ჰო, მეც.

შემცივდა. ჩემი წითელი კაბა ვერ უძლებდა დეერეფანში გამეფებულ სიცივეს და სიჩუმეს. იმის მიუხედავად რომ მშიშარა გოგო არასდროს ვყოფილვარ, რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა იყო, შავ კედლებში მარტო დგომა.

ტელეფონს დავხედე. დილის 6 საათი იყო. მივხვდი რატომაც იყო ირგვლივ ასეთი სიჩუმე.

თითქოს მინდოდა იქ დარჩენა, საშუალება მექნებოდა ყველაფერი კარგად ამეწონა. მეფიქრა სანდროზე და სალომეზე, ოღონდ საბაზე არა. არც ვფიქრობდი მასზე, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებდი, თუმცა შემეძლო მომავალი უკეთესი შემექმნა.

-ჰეი, დაიკარგე?
-აჰ, ვაიმე, შემაშინე. რა?-გაკვირვებული ვუყურებდი ულამაზეს წითურ გოგოს, რომელიც ზუსტად ჩემი ასაკისთვის შესაფერისად გამოიყურებოდა.
-დაიკარგე მეთქი?
-ა, არა, არ დავკარგულვარ. უფრო სწორედ მგონი კი, მაგრამ გზა ვიცი, გავიკვლევ როგორმე. და შენ?
-რა მე?
-შენ დაიკარგე?
-არა. მე აქ ვმუშაობ.
-მუშაობ? და განა რამდენი წლის ხარ?
-17 წლის ვარ. არა ექიმი არ გეგონო ან რამე-მეციმება, რა თქმა უნდა, ექიმი არ მეგონებოდა-დედაჩემი მედდაა და მე ბუფეტში მიშოვა სამსახური. თავისუფალ დროს მოვდივარ და ვმუშაობ. ახლა კი ცოტა ხანი ვისვენებ და დავბოდიალობდი.
-აჰმ, გასაგებია. ბუფეტში ხომ არ მოდიხარ?
-როგორ გამოიცანი?-გაგვეცინა და იმდენად მოულოდნელი იყო, ჩაბნელებულ დერეფანში, ჩვენი ექო რომ გაისმა, თითქოს ყველა შევაწუხეთ ჩვენი ხალისით.
-ხო მართლა, შენს სახელ მეტყვი თუ, მე უნდა გამოვიცნო?
-თუ გინდა... იწვალე, ეგრე მარტივი კი არაა, ჩემი სახელის მიღება
-ჰაჰ, უყურეთ ამ 17წლის გოგოს, კარგი... სალომე?- ვვოცნებობდი თანხმობა არ ეთქვა
-ამ... არ ვიცი ეგ რატომ მითხარი, მაგრამ არა, ვერ ვიტან მაგ სახხელს
-კარგია...
-კარგია?
-ხო ანუ, კარგი, ანუ ის რომ არ გქვია, რაც არ მოგწონს.
-ნამდვილად, რა უცნაური გოგო ხარ. კაი აღარ გაწვალებ. ანა-ხელი გამომიწონდა ჩამოსართმევად
-მშვენიერია, ელენე-ხელი ჩამოვართვი და უცნაური შეგრძნება მქონდა- როგორი თბილი ხელი გაქვს...
-კარგი წავიდეთ, დანარჩენი მერე გავიგოთ ერთმანეთზე.

****

-ანა, ყავას დალევ თუ ჩაის? ან რავი რა გინდა... დრო თუ გაქვს ცოტა ხანი დავჯდეთ ბუფეტში
-კი, დამრჩა კიდევ ერთი საათი. ფორთოხლის წვენი უბრალოდ
-ჰმ, ერთნაირი გემოვნებაც გვქონია.
-ხო, არამგონია ბევრ რამეში ვგავდეთ კიდევ, მაგრამ ეგეც მაგარია...
-რას გულისხმობ?-წვენს მაგიდაზე ვდგავ, პარკში გახვეულ საწრუპს მაგიდაზე ვახეთქებ, საწრუპი თავს ყოფს პარკიდან, ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი მომენია
-მაგალითად, ის რომ, მე გოგოები მომწონს
-აჰმ... გასაგებია- გადავწყვიტე ცოტა მეთამაშა- მაშინ ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ, არ შემიძლია შენნაირებთან მეგობრობა
-რა?
-კაი ვიხუმრე, რომელი საუკუნეა-სახეზე ბრაზს ვატყობ, თუმცა მოეშვა, აშკარად ეტყობოდა
-ხო, გული კი გამიხეთქე და, ისე რომ იცოდე, ვერ ვიტან ეგეთ ხუმრობებს
-ისე, არასდროს მყოლია...ანუ...არასდროს მყოლია შენნაირი მეგობარი
-გინდოდა გეთქვა ლესბოსელი?
-ხო, მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ უხეში სიტყვაა, არა?!
-არა რავი, რაც არის ეგაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც არ გსიამოვნებს მაგის თქმა, ჰომოსექსუალი იხმარე- გამეცინა, გამიხარდა ასეთი რომ იყო.
-შენებმა იციან? დედაშენმა ან მამაშენმა
-ამ...მამა არ მყავს, პატარა ვიყავი რომ დაიღუპა და ახლა რომ ცოცხალი იყოს, ალბათ მე აღარ ვიქნებოდი ცოცხალი...
-ვწუხვარ
-არაუშავს, მაგრამ დედამ იცის ყველაფერი. შეყვარებულიც მყავს, რომელსაც იცნობს და რომ გითხრა სიხარულით მიიღო ეს ამბავითქო, ვერ გეტყვი, მაგრამ სახლიდანაც არ გავუგდივარ
-ძალიან კარგია. შენი შეყვარებულიც შენხელაა?
-არა, 19ისაა. ხო მართლა, შენ რამდენი წლის ხარ?
-მე 19ის.
-ხოდა გაუგებთ. და ისე, მარტო ჩემზე ლაპარაკი რა არის, შენზე მომიყევი, არამგონია ასეთი გოგო მარტო იყო- მაგიდიდან გვერდით გადაიხარა და ამათვალიერა
-ხო. ეგ ჩემთვის რთული თემაა. ოდესმე მოგიყვები, მაგრამ ახლა არა, უბრალოდ რომ იცოდე, დავშორდი ჩემს შეყვარებულს
-ხოო, დაშორდი და როგორც ჩანს ისევ გიყვარს
-არაა, არ მიყვარს, მეზიზღება
-კარგი რა, ამხელა გოგო ხარ და მე არ უნდა გასწავლიდე, რომ ხანდახან ზიზღი სიყვარულს გამოხატავს.
-კაი გეყოს შე პატარა ინტრიგანო. ისე, იქ რომ შემხვდი წეღან, რა გინდოდა?
-კარგი გეტყვი. ოღონდ არავის უთხრა. მომკლავენ
-არა, რა თქმა უნდა.
-ამ დროს, ერთი საათით აქრობენ ხოლმე შუქს მაგ სართულზე. მოხუცები არიან სულ, რომლებიც ან მალე კვდებიან, ან საწაული შველით ხოლმე. ხოდა ერთი ქალია, ნანული. ჩემი დაქალია-გამეცინა- ხოო, რა გაცინებს, იცი რა ქალია. ხოდა, წიგნებს ვუკითხავ ხოლმე. ან ვეხუტები, როცა უნდა. მერე სულ ტირის ხოლმე. მოკლედ, ყოველ მეორე დღეს ვნახულობ. ახლაც, წიგნი უნდა წამეკითხა, მაგრამ ეძინა და აღარ გავაღვიძე. აი კიდევ კარგი, თორემ ხომ ვერ გაგიცნობდი...
-აჰამ, გასაგებია, კარგიიი. მე ახლა ზევით უნდა ავიდე, ბებიაჩემთან და მშობლებთან.
-ისე, სუ დამავიწყდა კითხვა აქ რა გინდოდა, აშკარად არ მუშაობ აქ.
- ბებიაჩემია ცუდად, სერიოზული არაფერი.
-აჰ კარგი კარგი. ისე, შენი ნომერი დამიტოვე რა. მე და ჩემი გოგო რომ გამოვალთ, დაგირეკ და გამოდი შენც, თუ გინდა ვინმე მეგობართან ერთად. ან თუ გინდა მე და შენ გავიდეთ მერე.
-კარგი დაგიტოვებ, მომეცი ტელეფონი-ნომერი ჩავუწერე და წამოვედი
-დაიცა გოგონი, დამელოდე-გაკვირვებულმა შევხედე, ზევით სალომესთან მიმეჩქარებოდა და სულ არ მიხაროდა, იქ კიდევ რამდენიმე წუთით დარჩენა-ამის მერე, რომ დაიმახსოვრო, ჩახუტება ძალიან მიყვარს
-ახ, მოდი მოდი-შორიდან გამოიქცა ზუსტად ისე, როგორც ვერ ვიტანდი, და შემომეფსკვნა. მთელი ძალით მიხუტებდა, ისე თითქოს დიდ ხნის ნაცნობები ან სულაც მეგობრები ვყოფილიყავით. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას რომ მისი შეყვარებული შესწრებოდა, კარგად არ დამთავრდებოდა;

****

რამდენიმე სართულით ზევით ავედი, ნათელა რომ მენახა.

არ ვიცოდი შემიშვებდნენ თუ არა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. თუმცა, როცა იქ ავედი, ეკა და ვახო აღარ იყვნენ, აღარც ანო იყო იქ. მხოლოდ სალომე იდგა.

ვფიქრობდი, უნდა მეკითხა თუ არა მისთვის რამე, დავლაპარაკებოდი თუ არა, გამომეწვია თუ არა მასში მეტი აგრესია.

მაინც დალაპარაკება გადავწყვიტე.

-ჰეი-მორცხვად ვუწევ ხელს და მაშინვე ძირს ვწევ, როვა მის იგნორს ვამჩნევ. -დანარჩენები სად არიან?
-არ ვიცი, სადღაც წავიდნენ და მე დავრჩი, თან უნდა დავურეკო ეკას, როცა შემიშვებენ ნათელასთან.
-მე უნდა შევიდე ნათელასთან პირველი
-ჰაჰ-ცინიკური სახით მიყურებს და ვერ ვიტან, როცა ამას აკეთებს- რა იყო ორი წლის ბავშვი ხარ? შედი მერეც ვნახავ მე, თან დარჩი მაშინ ბარემ და დაურეკე ეკას, როცა შეგიშვებენ. მე წავალ სახლში, ისედაც დიდი ხანია აქ ვარ, მამაჩემმა ამიკლა.
-სალომე...კაი, ბოდიში, ორი წლის ბავშვივით გამომივიდა. უბრალოდ ვღელავ როცა შენ გელაპარაკები
-ხო აშკარად, მაგაზე მაქამდე უნდა გეფიქრა
-მისმინე რა, ხომ ხვდები რატომაც გავაკეთე ეს. არასდროს მდომებია ის რომ, შენთვის გული მეტკინა და შეიძლება ცუდია რომ არ გამხსენებიხარ იმ მომენტში, მაგრამ კარგიცაა, რადგან რომ გამხსენებოდი და ისე გამეკეთებინა ის ყველაფერი, უარესი იქნებოდა.
-კარგი რა, რაებს ამბობ უკვე აღარ იცი ხო? მეც მაქვს თავმოყვარეობა, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია შენს გამო გადავაბიჯე, ძალიან ბევრი მეგობარი მივივწყე შენს გამო და დიახაც, გამადლი იმ ყველაფერს, რაც მე შენთვის გავაკეთე, რადგან შენ ახლა ამ ლაპარაკს კი არა, ბევრად უარესს იმსახურებ. ახლა უკვე ყველაფერი ყელში მასხავს, ის რაც ამდენწლიანი მეგობრობის მანძილზე მქონდა დაგროვებული და ვერც მივხვდებოდი, შენ რომ არა.
-ძალიან კარგი მაშინ, ყალბი გრძნობებით მაინც აღარ მოგიწევს მეგობრობის გაგრძელება.
-აქეთ მე ნუ დამადანაშაულებ ძალიან გთხოვ, ისედაც მაგრად მეზარება ჩხუბი, მითუმეტეს აქ და ახლა უკვე მითუმეტეს შენთან.
-კარგი და , რაც ვაპირებთ?
-რას უნდა ვაპირებდეთ? არანაირი სურვილი აღარ მაქვს იმის გაგრძელების რაც აქამდე იყო....
-ელენე-უკნიდან ნაცნობი გოგონას ხმა მესმის, რომლის ფეხის ნაბიჯების ხმაც უფრო და უფრო ახლოვდებოდა- გამარჯობა- სალომეს გულთბილი ღიმილით მიეგება-მე ანა მქვია, შენ?
-აუცილებელია ყველა ადამიანის ასე გაცნობა??- უხეშად გამომივიდა, ძალინა უხეშად.
-მე სალომე-თბილად გაუღიმა სალომემ- სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ახ, ახლა გასაგებია, რატომ ვერ იტან ამ სახელს, თქვენი ყვირილის ხმა ქვევითაც ისმის-ირონიულად გამიცინა ანამ- ხო მართლა, ტელეფონი დაგრჩა ქვევით და ამოგიტანე-თავზე რქების ამოსვლაღა აკლდა და ისედაც ეშმაკის სახით მიყურებდა-მაგრამ, ვაი- ტელეფონი ძირს ვარდება და ნაწილებად იშლება- ბოდიში, არ მეგონა თუ დაიშლებოდა-პირი გააღო და გაკვირვების ნიშნად ხელი აიფარა.
-კარგი ახლა წადით ორივე. უბრალოდ მარტო დამტოვეთ.
-დაგტოვებთ ელენე, აბა რას ვიზამთ. -ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩამეხუტა სალომე, ვიცოდი, ვიცოდი არასდროს მაპატიებდა მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ძალიან ძალიან მაგრად ვუყვარდი-ხო მართლა, ეკას უთხარი დამირეკოს, ნათელა რომ გაიღვიძებს
-მე დაგირეკავ
-არა, ეკამ დამირეკოს. წავედი მე.

***
-იცოდე ასე აღარ შემაშინო-ხელს ხელზე ვუჭერ და ლოყაზე ვკოცნი
-არა ბები, ვეცდები. რა ვქნა, ჩემი ბრალი ხომ არაა.
-კარგი ახლა არ გვინდა ამაზე, მთავარია კარგად ხარ და ჯანმრთელად
-ეჰ რაღა კარგად ელენე, ფეხს რა ვუყო, ამ ასაკში, რამდენი ხანი დაჭირდება ამის მორჩენას
-მალე ბები, მალე, იმდენად მალე იქნება რომ ვერც მიხვდები.
-ოხ, როგორ იცი ხოლმე ასე დამშვიდება ადამიანის-ძლივს იღიმის და მეორე ხელი მოაქვს ჩემზე, რომელსაც ძლივს წევს, კათეტერი აქვს ჩადგმული და უჭირს მის დამჭკნარ და ლამაზ კანს ამდენის გაძლება- შენ ის მითხარი, შენ და საბამ რა ქენით?
-ვაიმე ნათელა შენ ფეხის მოტეხვაც არ გშველის ხო?!- მეცინება, თან ამ სიცილის დროს, ვფიქრობ რა უნდა ვუთხრა-არაფერი გვიქნია რავიცი, ვისეირნეთ და მერე სალომემაც დარეკა, ნათელა ცუდად გახდაო
-სალომემ დაგირეკა?? და შენ სალომესთან არ უნდა დარჩენილიყავი ღამე? მაქამდე საბასთან იყავი?
ჯანდაბა, ისევ დამავიწყდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეცოდინებოდა ეგ, უბრალოდ ახლა ფაქტზე გამომიჭირა.
-ხო ლაპარაკს შევყევით და ასე გამოვიდა.
-როდის გამწერენ, ელენე, ხო არ უთქვამს ექიმს?
-დღეს თუ არა, ხვალ მაქსიმუმო. მერე ჩვენთან წამოხვალ. მარტო ცხოვრებას ცოტა ხნით უნდა გადაეჩვიო. და ისედაც, რატომ არ ცხოვრობ ჩვენთან?
-ეჰ ელენე, ესე მარტივი ნუ გგონია იმ სახლის დატოვება, სადაც მე და ბაბუაშენმა ოცი წელი ვიცხოვრეთ. მთელი ჩვენი ცხოვრების მოგონებები იქაა.
-ხო კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მე ახლა უნდა გავიდე, ეკასაც უნდა შემოსვლა და ექიმებმა დიდი ხანი არ გაჩერდეთო. გკოცნი და გნახავ კიდევ გამოწერამდე.
-მიდი, საბა მომიკითხე.
-ახხ ბებო.

****
-დედააა... ეკაა...-სანამ არ ვუყვირე ვერ გაავაგონე ხმა- რა გჭირს, შედი, გელოდება ნათ... შენ აქ რა გინდა????- გაკვირვებული ვუყურებ საბას, რომელიც ურცხვად დგას და მამაჩემს ელაპარაკება
-ელენე,ეს რა საუბარია, მიესალმო იქნებ- ძალით მიღიმის მამაჩემი, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ არც მას სიამოვნებს საბასთან საუბარი
-გამარჯობა საბა-ხელს ვუწოდებ რომ ჩამომართვას, მაგრამ ისე მიხუტებს, თავს უხერხულად ვგრძნობ.

-კაი, ელენე, შევალთ მე და ვახო ბებიაშენთან და შენ და საბამ ილაპარაკეთ.

-შენ...-გამწარებული ვუყურებ საბას და ვცდილობ ხელი არ დავარტყა
-კარგი ახლა არ იჩხუბო ოღონდაც.
-ხომ გითხარი არ მოსულიყავი. ყოველთვის საპირისპიროდ რატომ იქცევი.
-იმათთვის არაფერი მითქვამს, თუ მაგაზე ნერვიულობ
-აბა გაბედო და რამე თქვა, მოგკლავ ჩემი ხელით.
-ან ჩემს თავს მოაკვლევინებ ვინმეს?
-ხო კაი, ნუ სულელობ.
-არა მართლა, აკი არ გითხარი ყვეალფერი ვიცი მეთქი?! თუ შენ რა გეგონა მაგ ყველაფერში იმას ვგულისხმობდი, რომ სალომე ჩემზე გიჟდება?! არა ელენე...
-და აბა, სხვა კიდე რა იცი?
-რა ვიცი და, ის რომ ძალიან კარგი მსახიიობი ხარ. იქნებ ოდესმე პასუხი აგო იმ გოგოს სიკვდილზე, რომლის სიკვდილიც შენი ბრალიცააა...და იქნებ ეგ ოდესმე, ახლაა...

****
მოკლედ მეგობრრებო. გამარჯობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და კარანტინის გაძლებას, დარჩით სახლში და ერთად ვიკითხოთ წიგნები და მოთხრობები ❤
რაც შეეხება ამ მოთხრობას, ელენე უკვე მეც იმდენად მაბრაზებს და მაღიზიანებს რომ, აღარ ვიცი რა მოვუხერხო 🤣❤

Continue Reading

You'll Also Like

1.4M 126K 44
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...
694K 36.7K 21
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐀𝐧𝐢𝐤𝐚 𝐑𝐚𝐢 𝐱 𝐊𝐚𝐛𝐢𝐫 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ...
2.7M 154K 49
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...
253K 24.7K 61
Ryan and Aaruhi The story of two innocent hearts and their pious love. The story of one sided love. The story of heartbreak. The story of longing a...