სიმართლე

211 12 9
                                    

***
-რას გულისხმობ საბა?- მაქსიმალურად ვცდილობ, დაბნევა, შიში და გაკვირვება არ გამოვხატო.
-არ გინდა ანგელოზობა, გთხოვ. ჭკვიანი გოგო რომ იყო მიხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ ერთი ეგოისტი ძუკნა ხარ, რომელიც ცუდის მეტს არასდროს არაფერს აკეთებს.
-არ გაქვს უფლება ეგრე მელაპარაკო
-მართალი ხარ, ამისთვის ბოდიში, მაგრამ ძალიან ვარ გაბრაზებული, არ მინდოდა სანდროსთვის მე მეთქვა ყველაფერი, ამიტომ ჯობია შენით უთხრა.
-რა? სანდროს იცნობ?
-ვიცნობ კი არა, მეგობრები ვართ ელენე და ცოტა თვალები რომ გაგეხილა ბოლო დროს, მეც შემამჩნევდი.
-არასდროს მინახავხარ მასთან ერთად...
-ძალიან დიდი ხანი არც არის, რაც ვმეგობრობთ, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს
-და აბა რას აქვს მნიშვნელობა?
-ელენე, აღიარე, უკვე გითხარი ყველაფერი ვიცი თქო, მაგის გამო არავინ დაგიჭერს, არ ინერვიულო, უბრალოდ სანდროს უნდა უთხრა, რომ იცოდეს, როგორი ადამინიც ხარ, რომ მიხვდეს რომ ყველაფერი მისი ბრალი არ არის.
-აბა ვისი ბრალია? მე გავაუპატიურე ის გოგო და მე მოვკალი? მერე მე გადავაგდე მდინარეში?
-მე გაგახსენო შენი საქციელი თუ რას მეუბნები ელენე, არ იცი რა დააშავე?
-არა, საერთოდ ვერ ვხვდები რას მელაპარაკები.
-წამოდი ბუფეტში დაგელაპარაკები
-არმინდა ბუფეტი, აქ მითხარი
-კარგი, იმ დღეს, ბარში რომ ვიყავით, სანდროს ამბავი რომ მოხდა, იმ დღეზე ვამბობ
-მივხვდი, განაგრძე
-ხოდა, შენც რომ უნდა წამოსულიყავი იმ კლუბში, ხომ გახსოვს, სანდრო გელოდებოდა, მართლა კარგი ბიჭია ეგ შენი სანდრო, არ იმსახურებ, უბრალოდ იმ დღეს მოიქცა შტერულად
-არ გინდა ახლა მაგაზე, მოყევი რა იცი
-ხოდა ემზადებოდა, არ აპირებდა დათრობას და არც ნარკოტიკების მოხმარებას. თავს აძალებდა რომ გაეძლო ერთი დღე, ისიც მხოლოდ შენთვის, თორემ ძალიან ცუდად იყო. მერე რომ დარეკე და უთხარი აღარ მოვდივარო, ძალიან გაბრაზდა, ისედაც ცუდად ვარ და ელენეც აღარ მოდისო. ვერაფრით გავაჩერე, უზომოდ სვამდა. გარეთ გავიყვანე ჰაერზე, ხოდა გარეთ რომ ვიჯექი, აბა გამოიცანი რა დავინახე?
-...
-ერთი გოგო დავინახე, ძალიან ლამაზი, მოკლე თეთრი გაბა ეცვა. გაშლილი თმა ჰქონდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ ჩემი ყურადღება მაგ გოგომ კი არა, იმან მიიქცია, ვისაც ელაპარაკებოდა. გიცანი ელენე. გიცანი რომ შენ იყავი. როცა წახვედი, სანდრო შიგნით შევიყვანე და მეორე მეგობარს, ერეკლეს დავუტოვე. იმ გოგოსთან მივედი, აშკარად ეტყობოდა, ფულის მეტს რომ არაფერს უყურებდა. ისე მართლა რამდენი გადაუხადე?
-...
-კარგი, არ მაინტერესებეს. უბრალოდ მე საკმაოდ ბევრი გამომართვა, შენი ნათქვამი რომ ჩემთვის გადმოეცა. ყველაფერი მომიყვა. ჯერ შენი ბიჭი უნდა დაეკერა, რაც მართლა გამოუვიდა, იმიტომ რომ სანდრო შენზე გაბრაზებული და ნასვამი  იყო. ისედაც არ იკლებდა ნაშებს, მაგრამ იმ დღეს მიზეზი ჰქონდა.
-ანუ ჩემი ბრალია?
-მომაყოლე- იყვირა და კედელზე ხელი მიარტყა- მომაყოლე ელენე-დამშვიდდა და ისე გააგრძელა ლარაპარაკი, ვიცოდი უკვე რაც უნდა მოეყოლა, მაგრამ მაინტერესებდა მისი მხრიდან ეს ყველაფერი- მითხრა რომ სახლშიც უნდა გაჰყოლოდა, თუ საჭირო გახდებოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან იცოდა, შენც იქ უნდა ყოფილიყავი ელენე. შენც იქ უნდა ყოფილიყავი, გესმის... მაგრამ სად ჯანდაბაში იყავი??? სანდრო ისე იყო ნაწყენი და მთვრალი ის გოგო ლამის იქვე იხმარა, მაგრამ ვთხოვე, სახლში მაინც წასულიყვნენ, მხოლოდ იმიტომ ვთხოვე, რომ შენც იქ უნდა ყოფილიყავი, ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. მაგრამ ყველაფერი არ მცოდნია. სად იყავი ელენე? იქნებ მითხრა სად იყავი
-რა აზრი აქვს სად ვიყავი, ეგრე რომ მოვიქეცი, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ბრალია იმ ადამიანის სიკვდილი. ის არა და სხვა იქნებოდა მის ადგილას
-სხვა იქნებოდა, მაგრამ იქნებ ის სხვა სახლში არ წაყოლილიყო. ან იქნებ მე არ გამეშვა ისე სანდრო სახლში, როცა არ მეცოდინებოდა რომ იქ არ იქნებოდი. იმ გოგომ როცა მომიყვა, მაშინვე გადავიწყვიტე შენთვის დამერეკა, მაგრამ გადავიფიქრე, ვიფიქრე ყველაფერი დალაგებული გექნებოდა, ან სანდრომ გაგაბრაზა, ან რამე და რამეს უწყობდი მაგრამ სანდრომ რომ დამირეკა, დილით, ცუდად გავხდი. რაღაც მომენტში ჩემი თავიც დავადანაშაულე მაგრამ აბსურდია. რა თქმა უნდა, სანდროს სიმთვრალის ბრალია, მაგრამ ელენე, შენც იცი, შენი ბრალიცაა. უბრალოდ გთხოვ, სანდროს მოუყევი. მაშინ რომ გავარდი იქიდან, მე მივედი, მანდ მნახა ნათელამ და დამპატიჟა შენს დაბადებისდღეზე. ხოდა, რაც მითხრა სანდრომ, ის იყო, რომ შენზე მეზრუნა, მაგრამ მე სიმართლე ვერ ვუთხარი.
-ჩვენი ურთიერთობა შენი საქმე არაა საბა
-თქვენი ურთიერთობა არაა ჩემი საქმე, მაგრამ ჩემი მეგობრის ცუდად ყოფნა, ჩემი საქმეა
-არ ვაპირებ მისთვის არაფრის ახსნას, იმის მიუხედავად რომ გარეული ვარ. ეს იმ გოგოს გადაწყვეტილებაც იყო, ჩემიც, სანდროსიც და შენიც.
-მე შემეშვი. შენს თავს მიხედე.
-მაცდი?
-ამდენი ხანი გაცდიდი, მაგრამ აღარ დააყენე საშველი, გიყვარს მაინც შენი შეყვარებული?
-რა თქმა უნდა მიყვარს... და როგორ აუხსნი შენს მეგობარს, გუშნ ჩვენს შორის მომხდარ ამბავს?
-რაც არ ყოფილა, ასახსნელიც არაფერია. სანდრომ ისედაც იცის, რომ სალომე მიყვარს და ამ შენს ბოდვას არც დაიჯერებს. და ერთი სიმთვრალეში კოცნის გამო, არაფერია დამიჯერე. და ნუ გადაგაქვს საუბარი. როდის მიხვალ სანდროსთან?
-არსადაც არ მივალ, მაცადე ცხოვრება.
-ელენე, ორ კვირას გაძლევ, იცოდე, თუ არ ეტყვი, მე ვიზამ. -ერთ კვირაში საფრანგეთში მივდივარ, სახლი უნდა ვიპოვო და ჩამოვიდე ისევ, მერე ვეტყვი.
-იცოდე, მე გელოდები, წავედი ახლა, საქმეები მაქვს-წყნარად და აუღელვებლად ადგა და წასვლა დააპირა, ისე თითქოს ორი წუთის წინ არ ჩხუბობდა

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 24, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

წინასწარ ვერ მიხვდებიWhere stories live. Discover now