ძმები

By teano3

3.9K 373 227

ომეგა ვერსია. Minimoni Jikook Namjin - ამას რატომ მიკეთებ ჯონგუკ? - ჰიონ, მე... - ის ჩემი ჭეშმარიტია, ნუთუ არ... More

პროლოგი
- 1 -
-3-

-2-

1K 91 90
By teano3

  თავის მართლების საშუალებას სინდისი არ მაძლევს სოუ🤷

ჯონგუკი იმ დღის შემდეგ თავს უცნაურად გრძნობდა. ალბათ შესაფერისი სიტყვა იმედგაცრუებულია, მაგრამ ეს სრულყოფილად ვერ აღწერს მის მდგომარეობას. არა, ვერც კი მიუახლოვდება! თითქოს დიდი არაფერი, მას არც კი იცნობს და ასე არ უნდა ემოქმედა ამ "მცირე" კრახს მაგრამ ჯიმინი მისი უნდა ყოფილიყო, მან კი სხვა ალფის გამო უარყო. ეს უსამართლობაა! ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ ჭეშმარიტის პოვნაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას, მთელი ცხოვრება ერთდ უნდა გაატარონ. ის კი სხვას ირჩევს, სხვა ალფას! რიათია ის ჯონგუკზე უკეთესი? იმდენად სჯობნის, რომ ჭეშმარიტს ამჯობინა?! 

ჯონგუკის სული ბობოქრობს, ვერ წყნარდებოდა მას შემდეგ რაც ჯიმინი გაიცნო. ინსტინქტები ჭკუიდან გადადიან, აზრებში კი უკვე დიდი ხანია ქარიშხალია. 

ჯიმინი ქარიშხალია მის ისედაც არასტაბილურ ცხოვრებაში. მოვიდა და ყველაფერი ამოაყირავა, ახლა რა გააკეთოს?
ძალიან უნდა ჯინთან მივიდეს და ჰიონმა დაამშვიდოს, მაგრამ  როგორ უნდა უთხრას რომ ჭეშმარეტი იპოვნა და თითის იმავე წამს დაკარგა? არა, ამას ვერასოდეს ეტყვის ძმას!

ჯიბიდან მობილურს იღებს და იმ ერთადერთ ადამიანს ურეკავშ ვისთნაც ახლა ლაპარაკს შეძლებს.
 
- თეჰიონ, დავლიოთ?

- რაა? ახლავე მოვდივარ.

- არა მე მოვალ შენთან.

ჯონგუკმა თეჰიონის სახლში მისვლამდე მარკეტში შეიარა და სუჯუს ბოთლები გამოზიდა. დღეს გათიშვამდე უნდა გამოთვრეს.

- რა მოხდა ძმაო? ისეთი სახე გაქვს თიქოს სატვირთომ გადაგიარა

კარების გაღებისთანავე კითხვები დააყარა. გვერდით რომ არ გაეეია ჯონგუკს ისევ დერეფანში მოუწევდა დგომა, სანამ ყველა კითხვას არ უპასუხებდა.

თეჰიონს ბინა აქვს ნაქირავები მეგობართნ ერთდ, ჯონგუკი ყოველთვის მასთან რჩება როცა სახლში მისვლა არ შეუძლია. სხვათშორის ძალიან კომფორტული დივანი გამოუყო მეგობარმა, მაგრამ როცა მასთნაა მხოლოდ გამთენიას შეუძლია დაძინება. თეჰიონი და ჰოსოკი შეშლილი ალფები არიან და ჯონგუკს ყოვეკთვის ითრევენ მხიარულებაში.

ჯონგუკი ახლაც იმ დივანზე დაებერტყა და თავი უკან გადააგდო, ფეხები განზე გაეშალა, ხელები ზედ დაელაგებინა.

- გამარჯობა ჰოსოკ

- ოუ ძმაო, მართლა ცუდად გამოიყურები, რა გჭირს?

ეგრევე შეეკითხა, როგორც კი ტელეფონიდან თავი ამოყო.
ორივენი ინტერესით მიაჩერდნენ ჯონგუკს, ელოდნენ რომ რამეს იტყოდა, მაგრამ მან ჯერ პარკებიდან ბოთლები ამოალაგა, ერთს თავი მოხსნა და მოიყუდა.

- მაგრად დამერხა ბიჭებო.

პირველი ბოთლი ბოლომდე ჩაცალა და პაემნის შესახებ მოყოლას შეუდგა.

- ჯანდაბა ძმაო.

- მაგრად დაგერხა!

- აბა მე რა გითხარით.

- თვალებს ნუ გვიტრიალებ ჯონგუკ, ჯერ კიდევ შოკში ვარ.

- მართლა თეჰიონ? აბა მე მკითხე?!

- საინტერესო ომეგა ჩანს.

- კარგი რა ჰობი, რომელი ნორმალური ომეგა უარყოფს საკუთარ ჭეშმარიტს? თან ამას შეხედე, ჯონგუკზე დორბლებს ყრიან. მართლა შეყვარებული ყოფილა ის საცოდავი.

- ამის დედაც! ვინ არის ის ნაბიჭვარი? როთი მჯობია?! - ისე შეყვირა ჰოსოკი სავარძლიდან გადავარდა.

- ნუ გაგიჟდები ახლა ჯონგუკ, შენ რომ იყო მის ადგილას რას იზამდი? გგონია ადვილია იმ ადამიანის მიტოვება ვინც გიყვარს?

- არა მაგრამ...

- ძმაო ის შესანიშნავი ომეგაა და იმსახურებს იმ ადამიანთან ერთად ყოფნას ვინც უყვარს.

ჰოსოკს მხარი აუბა თეჰიონმა

- თქვენ პირი შეკარით? ჰო ის შესანიშნავი ომეგაა და ეგ საოცრება ჩემთვის შეიქმნა და არა ვიღაც იდიოტისთვის!

- მოდი დავლიოთ და მაგაზე ბრაზი რომ გაგინელდება მერე ვისაუბროთ.

- თეჰიონი დღეს სიბრძნეს აფრქვევს - ჩაიხითხითა

გაკრეჭილ ჰოსოკს თეჰიონი სავარძლიდან უბღვერდა.

იმ დღეს მართლაც კარგად გამოთვრნენ, მაგრამ ჯონგუკის ბრაზს არ გაუვლია. არც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, არც თვის და არც წლის. თეჰიონმა და ჰოსოკმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ახლა ჯონგუკი ჯიმინზე აღარ ბრაზობდა მაგრამ მისი სიძულვილი გაორმაგდა კიმ ნამჯუნის მიმართ.

კიმ ნამჯუნი, ეს ის ადამიანია ვინც ჯიმინის გული დაისაკუთრა და ალფის სამუდამო მრისხანება დაიმსახურა.
ჯონგუკმა მასზე უკვე საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარა.
კიმ ნამჯუნი საკმაოდ ცნობილი ადვოკატი აღმოჩნდა, ჯიმინზე ცხრა წლით უფროსია და ომეგა მასთან პირველი კურსიდან ცხოვრობს. თავისუფალ დროს ერთად ატარებენ, საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც კი დადიან და ბედნიერები ჩანან ჯონგუკის ეჭვიან თვალებშიც კი.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უნდოდა ამ ალფაში რაიმე ისეთი ეპოვნა რაც დაეხმარებოდა ჯიმინის გადაწყვეტილებისთვის გადაებიჯებინა და ომეგა მისგან შორს წაეყვანა. სამწუხაროდ მასზე ვერაფერი იპოვნა, თუ იმას არ ჩავთლით, რომ ხიფათიანი მძღოლი იყო.

საბოლოოდ ჯონგუკმა ძველი ცხოვრება განაგრძო, ჯიმინს შორიდან თუ შეავლებდა თვალს და ყოველდღიურობას უბრუნდებოდა. შემდეგ კი ყველაფერი გაადვილდა, როცა ომეგამ უნივერსიტეტი დაამთავრა. მესამე და მეოთხე კურსის მისთვის წარმოუდგენლად მშვიდი იყო, არც კი სჯეროდა, რომ პრობლემები მისი ცხოვრებიდან ასე მოულოდნელად გაქრნენ მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
ახლა მის ცხოვრებაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ჯინი და თეჰიონი და ეს სრულიად საკმარისი იყო მშვიდი, კომფორტული ცხოვრებისათვის.

***

ცხოვრება უცნაური რამაა, ზოგს ყველაფერს აძლევს, ზოგს კი არაფერს. ოდესმე გიფიქრიათ რა ემართებათ იმ ომეგებს რომლებსაც უარყოფენ? ალფებში ეს იშვიათია და არც ისეთი დამანგრეველი. ცხოვრების გაგრძელება და ახალი ომეგის პოვნა არ არის ისეთი რთული, როგორც ომეგებისთვის ამით ცხოვრება.

უარყოფილი ომეგები ცხოვრება დიდ არჩევანს არ სთავაზობს, თუ გაგიმართლა შენსავით უარყოფილ ალფას შეხვდები, მაგრამ ეს ჯეკპოტის მოხსნას გავს. დანარჩენი ვარიანტები არც ისე სასიამოვნოა.

ჯიმინის თვრამეტი წლის იყო როცა მისი ძმა უარყვეს, რიომა კი თექვსმეტის. ძალიან ადრე იპოვნა თავისი ალფა, ორივენი ბავშვები იყვნენ.  მაშინ რიომა გატყდა სამუდამოდ და გამოუსწორებლად. გატყდა ისე რომ სიცოცხლე ვეღარ გააგრძელა, თავის სიცოცხლესთან ერთად კი ჯიმინის უდარდელი ცხოვრებაც გაიყოლა.

ჯიმინს ახსოვდა თავისი უმცროსი ძმა, მხიარული და დაუდგრომელი ომეგა. ის საოცრად რომანტიკოსი და გულუბრყვილო იყო, მეტისმეტად გამოუცდელი, რომ ასეთი დარტყმისთვის გაეძლო.

მათ მთელი ცხოვრება ლამაზ ზღაპრებს უყვებოდნენ მამაც ალფებზე. ომეგები მათთვის იბადებიან, ალფების ცხოვრებაში ბედნიერების შემოსატანად. თექვსმეტი წლის ბავშვებს ჯერ კიდევ სჯერათ ზღაპრების. რიომას ერთი ნაბიჯი აშორებდა ზღაპრის რეალობად ქცევამდე, როცა  პატარა ომეგას ყველა ოცნება თავზე დაემხო.
სიცოცხლით სავსე, მშვენიერი არსება უეცრად გაქრა რიომას პიროვნებიდან, შემდე კი თავად რიომას ამ სამყაროდან.

ჯიმინი მაშინ სკოლას ამთავრებდა, იმდენად იყო საკუთარი თავით დაკავებული, ვერაფერი გაიგო სანამ ფაქტის წინაშე არ დადგა, შემზარავი და გამოუსწორებელი ფაქტის.
ეს ის არის რასაც ვერასოდეს აპატიებს საკუთარ თავს, რასაც ვერასოდეს დაივიწყებს. საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რადგან რიომას ვერ დაეხმარა. სულ მცირედი ყურადღება რომ დაეთმო მისთვის და ასეთი ეგოისტი არ ყოფილიყო იქნებ გადაერჩინა.

ჯიმინი დაინტერესდა მსგავს სიტუაციაში მყოფი ომეგებით. მოძებნა უამრავი გვერდი და ბლოგი ინტერნეტში, ეს ლამის აკვიატებად ექცა, კომპიუტერს აღარ სცილდებოდა სანამ "ჰორტენზიას" არ მიაგნო. ეს იყო უარყოფილი ომეგების დახმარების ცენტრები. სადაც ომეგები ფსიქოლოგებთან კონსულტაციას გადიან და ცდილობენ საკუთარი თავის რწმენის დაიბრუნებას, რათა შეძლონ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძონ და იყვნენ ბედნიერები.
ჯიმინი ამ ცენტრის მოხალისე გახდა, მათთან სიამოვნებით ატარებდა დროს და სწორედ აქ გაიცნო კიმ ნამჯუნი.
ალფა ცენტრში შაბათობით დადიოდა და უფასო იურიდიულ კონსულტაციას ატარებდა მათთვის.

ნამჯუნისთვის ჯიმინის მოხიბვლა არ იყო მარტივი, მას ჯერ კიდევ აწუხებდა დანაშაულის შეგრძნება და არაფრის დიდებით არ სურდა მისი თავისთვის ბედნიერების უფლება მიეცა.  ექვსი თვე იწვალა, რომ ჯიმინი მასთან გახსნილიყო. მას მართლა ძალიან მოსწონდა ომეგა.
თავიდან მეგობრობით დაიწყო და თავადაც ვერ ხვდება ბოლომდე როგორ შეძლო და ჯიმინი მასთან ყოფნაზე დაითანხმა, ერთად ცხოვრებაზე.
ამ ურთიერთობისათვის ბევრი იშრომა და ისე შეაყვარა ომეგას თავი თავად ჯიმინმა ვერაფერი გაიგო, სანამ გრძნობებმა ყვირილი და მისი გულის მსხვრევა არ დაიწყეს.
თავდაპირველ შოკს გააზრება და სინდისის ქენჯნა მოჰყვა რიომას და ნამჯუნის წინაშეც. მეგობრის შეყვარება არასწორი საქციელი იყო მისთვის. და ის სველი სიზმრები, ღმერთო ამის გამო როგორ რცხვენოდა დილაობით. ნამჯუნს აეჭვებდა მისი აწითლებული ლოყები მათი შეხვედრისას, ამიტომ რისკზე წავიდა და შედეგმაც გააბედნიერა.

ასე დაიწყო მათი ურთიერთობა და ორივეს ეგონა, რომ საკუთარი ბედნიერება იპოვნეს.

*ჰორტენზია- ეს მშვენიერი იაპონური ყვავილია, რომელსაც ყვავილინდიკატორსაც უწოდებენ. ამ ბუჩქის ყვავილები ფერს იცვლის ნიადაგის ტუტე-მჟავიანობის მიხედვით.
იმედია მიხვდებით რატომ დავარქვი ომეგების დახრების ცენტრს მისი სახელი.

Continue Reading

You'll Also Like

100K 3K 31
"she does not remind me of anything, everything reminds me of her." lando norris x femoc! social media x real life 2023 racing season
193K 4K 46
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...
89K 3.1K 52
"𝐓𝐫𝐮𝐭𝐡, 𝐝𝐚𝐫𝐞, 𝐬𝐩𝐢𝐧 𝐛𝐨𝐭𝐭𝐥𝐞𝐬 𝐘𝐨𝐮 𝐤𝐧𝐨𝐰 𝐡𝐨𝐰 𝐭𝐨 𝐛𝐚𝐥𝐥, 𝐈 𝐤𝐧𝐨𝐰 𝐀𝐫𝐢𝐬𝐭𝐨𝐭𝐥𝐞" 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 Caitlin Clark fa...
1.1M 36.7K 63
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...