.........და ჩვენს სიყვარულში...

By ZAYNMALIK2221070896

4.4K 189 106

ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
19
20
დასასრული
ტადაამ.......

18

141 9 6
By ZAYNMALIK2221070896

დილით პირველი მე გამეღვიძა. რამდენიმე ხანი ნოეს ვუყურებდი. უზომოდ მინდოდა, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო. ავდექი და საჭმელები ამოვიტანე. თითქმის ყველა გემრიელობა, რაც ნოეს მოსწონდა. ასე ვიჯექი, როცა უცებ ჩემს თავში რაღაც იდეალური გეგმა დავსახე. ამაში კი ყველაზე მეტად ექიმი დამეხმარა, რომელმაც თქვა? რომ ჯერ-ჯერობით საშიში არაფერი იყო და სახლში წასვლა შეგვეძლო. ნოე სახლში ჩემი მანქანით მივიყვანე, შემდეგ კი სახლში დავბრუნდი და გადავწყვიტე, რომ მე და ნოე ბათუმში უნდა წავსულიყავით. უკვე მარტი იყო და ცოტა თბილი ამინდებიც დაიჭირა. ნოეს მივწერე, რომ ამ საღამოს ჩემს აგარაკზე მივდიოდით. ახლა კი კაბის არჩევა მინდოდა. მინდოდა, რომ სადღესასწაულო კაბა ჩამეცვა და ჩემი კარადიდამ ბოლოს ეს ავარჩიე.

საღამოს 8 საათზე ნოემ გამომიარა. ისიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. წავედით. ეს ჩემი სიურპრიზი იყო. მინდოდა, რომ მასთან ერთად რაც შეიძლება დიდი დრო გამეტარებინა. ნოემ არ იცოდა სად მივდიოდით. ამიტომ მე მომიწია კარნახი, თუ სად და რომელ ქუჩაზე უნდა გაევლო.მანქანა ერთ ტყიან ადგილას გავაჩერებინე. მანქანიდან გადმოვედით და წინ მდგარ, პატარა სახლისკენ დავიძარით. ეს ჩემი აგარაკი იყო,რომელიც ნოესთვის ასე იყო მორთული.

აქ ჩვენი ფოტოები იყო გაკრული. ნოეს აშკარად გაოცებული იყო, იმდენად მოეწონა. შემდეგ მუსიკა can we kiss forever ჩავრთე და ერთად ვიცეკვეთ. ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ მე მის სუნთქვას და გულის ცემას ვიგებდი. იმდენად ახლოს ვიყავით, რომ მთელი სხეული მიხურდა. იმდენაც ახლოს ვიყავით,რომ ჩვენი სხეული ერთმანეთს ეხებოდა. ბედნიერი ვიყავი ამ წუთებით. ბედნიერი ვიყავი ,რომ ისევ ნოესთან ვიყავი.
ასე ვცეკვავდით რამოდენიმე ხანი, სანამ მუსიკა არ დამთავრდა. ერთმანეთთან ყოფნით იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ მუსიკის დამთავრებამდე ასე ვიდექით და ვცეკვავდით.
-ანი ძალიან მიყვარხარ და ეს ყოველთვის იცოდე. არასდროს დაივიწყო. მუდამ გედოს გულში ეს სიტყვები და თავიდან არასდროს ამოიგდო.
-მეც მიყვარხარ-მოკლედ ვუპასუხე და მთელი სხეულით მივეკარი. შემდეგ კი გარეთ გავედი და ბუნებით ვტკბებოდი, როცა უკნიდან ნოე მოვიდა და ჩამეხუტა. ამ დროს იმხელა ბედნიერებას ვგრძნობდი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. ლამის გავიყინე. შიგნით შევედი და ჩამოვჯექი. სიმღერა კვლავ აგრძელებდა ჩვენთვის კარგი განწყობის შექმნას. ნოემ ბუხარი აანთო. ისე ციოდა შეიძლება კაციც კი გაყინულიყო. შემდეგ კი ჩემს წინ ჩამოჯდა. ხელი წელზე შემომხვია და მგზნებარედ მაკოცა. მეც მაშინვე ავყევი, თუმცა კოცნა მაგდას ზარმა გამაწყვეტინა, რომლისთვისაც კარგად ვეჩხუბე და იცით რა იყო მაგდას ზარის მიზეზი?? უბრალო კითხვა- რას შვრები??? აქ კინაღამ გავგიჟდი. ტელეფონი გავუთიშე და ბუხართან ახლოს დავჯექი, როცა ნოემ შემომთავაზა, რომ ზღვასთან გაგვესეირნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა, მაინც დავთანხმდი. მივსეირნობდით ბათუმის ერთ-ერთ ლამაზ ადგილას. ყურში მხოლოდ ზღვის ტალღების ჩხრიალის ხმა ჩამესმისმოდა. იდუმალი სიჩემეა. ეს სიჩუმე კი ნოემ დაარღვია.
-იცი ყველაზე მეტად რა მინდა ამ ცხოვრებაში??
-რა?? -მეც დაინტერესებულმა ვკითხე.
-ის, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო და შემეძლოს მთელი ცხოვრების შენთან გატარება.
-ნოე, არ გინდა, გთხ.....
თქმა ვეღარ დავასრულე, რადგან ნოე ახლოს მომიახლოვდა, კიდევ უფრო ახლოს და ვნებიანად მაკოცა. გავშეშდი. მთელს სხეულში სიცივეს ვგრძნობდი. ლამის კანკალი დამეწყო და უცებ ვიგრძენი თუ როგორ შემეხო ზღვის ცივი ტალღები ფეხებზე.

რამოდენიმე ხანი ასე ვიდექით, შემდეგ კი სიცივის გამო ერთმანეთს მოვშორდით. უკვე საკმაოდ დაღამებული იყო და სახლში წასვლა დავაპირეთ. მანქანაში ჩავჯექით. წავედით და საშინელ საცობში მოვყვევით. როცა შუქნიშანთან მივედით, ნოემ მანქანა გააჩერა, კარი გამიღო, ხელი მომკიდა და მანქანიდან გადამიყვანა. უკვე 11 საათი იყო. ბნელოდა, თვალებში მანქანის შუქები მხვდებოდა, ირგვლივ სიბნელე იყო. ამ დროს ნოე ჩემს წინ ჩაიმუხლა და დაიწყო:
-ანი, შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. შენ ხარ ადამიანი, რომლის გამოც ღირს სიცოცხლე. შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემს გულში სიყვარულის ნაპერწკალი შექმნა. ადამიანი, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ წარმომიდგენია. მინდა, რომ მთელი სიცოცხლე შენს გვერდით გავატარო. ცოლად გამომყვები????

ამ დროს გული ამიჩქარდა. პასუხიც არ გამიცია, მაშინვე ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. ამ დროს ატყდა მანქანების სიგნალი. ხალხის ოვაციები .ნოემ კი ყურში ჩამჩურჩულა:
       -ეს რას ნიშნავს?? კი თუ არა?
       -მეც ბოლო ხმაზე ვიყვირე. კიიიიიი. ისე, რომ ალბათ რამოდენიმე ქუჩასაც მიწვდა. რამოდენიმე ხანია ასე ვიდექით, შემდეგ კი ჩვენს გამო საცობი შეიქმნა, ამიტომ მანქანაში ჩავჯექით და წავედით .ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ თვალები მიბრწყინავდა. სახლამდეც მიმაცილა:
       -ნახვამდის-ვუთხარი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, როცა ნოემ ხელი მომკიდა და მითხრა:
      -რაღაც დაგავიწყდა-თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა.
სახლში შევედი და ეს ბედნიერი ამბავი მაგდასაც ვახარე. მასაც ძალიან გაუხარდა. მაღლა ავედი და ღამის პროცედურა ჩავიტარე. დავწექი და მთელი ღამე ნოეზე ვფიქრობდი.

P.S ესეც შემდეგი თავი❤️ იმედია მოგწონთ🙈🙏

Continue Reading

You'll Also Like

152K 19.4K 31
ရိုးရိုးအချစ်ဇာတ်လမ်းလေးတစ်ပုဒ်ပါပဲ
5.3K 237 15
ჩვენ ვიცით რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, მაგრამ ამ სიურპრიზმა ტესა სმიტის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ჩამოაშორა სახელი რომელიც მთელი მისი ც...
625K 60K 88
ရုန်းမထွက်ချင်မိတဲ့ မျက်ဝန်းသေတွေ၊ လှုပ်ရုံမျှပြောသည့် နီဆွေးဆွေးနှုတ်ခမ်းလေးနှင့်အတူ ထွက်ပေါ်လာသော နွေးထွေးနူးညံ့သံ။ မမလွမ်းကို တွယ်တာမိတဲ့ခဏတာမှာ ဖ...