13

147 7 2
                                    

ჩემი დილა სინანულით დაიწყო. ვნანობდი ყველა იმ ჩემს სიტყვას და ქმედებას, რომლითაც ნოეს გული ვატკინე. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მისი სიტყვების გამო არ მოხდა. ეს ჩემი ბრალიც იყო. ჩემი ხასიათების ბრალი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ნოეს გვერდით არ უნდა იდგეს. ის უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე მე. მას ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც გაუგებს და ყველა მის სიხარულს გაიზიარებს. ეს ადამიანი კი მე არ ვიყავი.
      ასე ვიყავი გართული ჩემს თავთან ბრძოლაში, სანამ მაგდამ არ დარეკა:
       -დამავიწყდა მეთქვა. დღეს ღამით მშობლები ჩამოდიან და აეროპორტში უნდა დახვდე.
       -კარგი- ვუთხარი გაბრაზებულმა.
ამის შემდეგ დაბლა ჩავედი და უხალისოდ დავდიოდი. შემდეგ კი ისევ ჩავფიქრდი.
     უდიდესი დარწმუნებით ვიცოდი, რომ ამ გრძნობამ დაისადგურა ჩვენს სხეულებში. ნოეს სიგიჟემდე ვუყვარდი. მეც ასევე მიყვარდა, მაგრამ ჩემი ხასიათების გამო მას გული ბევრჯელ ვატკინე. ძალიან ტვინარეული ვარ და ეს ყველაფერი ცუდ შედეგაბამდე მიმიყვანს.
უკვე აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. ძალიან მინდოდა, რომ ნოე სამუდამოდ ჩემი ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდებოდა.
ამდენი ფიქრის შემდეგ მისი სიტყვებიც გამახსენდა. ნუთუ მასაც იგივე განცდა აქვს ჩემს მიმართ?? რატომ მითხრა ის სიტყვები ვერაფრით მივხვდი. ასე ჩაფიქრებული ვიყავი, როცა ტელეფონზე ნოეს დანარეკი დავინახე. ვუპასუხე.
       -აბა როგორ არის ჩემი პრინცესა? ჩვენი დილა არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ შემიძლია გამოვასწორო და კინოში დაგპატიჟოთ.
     -კარგი წავიდეთ-მისმა სიტყვებმა ძალიან გამახარა და მაშინვე დავთანხმდი.
ვფიქრობდი, რომ ჩვენი განმარტოება ჩემს არეულ აზრებს სამუდამოდ დაალაგებდა.

ამის შემდეგ თიკამ დამირეკა და მომიკითხა. მე კი შემთხვევით ნოეს სახელი წამომცდა და თიკაც მაშინვე მიხვდა. მის ცნობისმოყვარეობას თავი ვერ ავაცილე. მეც დიდი სიამოვნებით მოვუყევი ნოეს შესახებ და მასთან გატარებული კარგი წუთების შესახებ. თიკამ ათასჯერ დამაფიცა, რომ დღეს საღამოს დავურეკავდი და ყველაფერს ვანახებდი: რას ვიცმევდი და როგორ გამოვიყურებოდი.
    ავდექი და მზადება დავიწყე. იმედია მშობლებთანაც მივასწრებდი აეროპირტში მისვლას. ტანსაცმლის არჩევა დავიწყე და ბოლოს აქ შევჩერდი.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now