.........და ჩვენს სიყვარულში...

Oleh ZAYNMALIK2221070896

4.4K 189 106

ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონ... Lebih Banyak

1
2
3
4
5
6
7
8
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
დასასრული
ტადაამ.......

9

166 11 2
Oleh ZAYNMALIK2221070896

როგორც იქნა გათენდა. დიდი ფიქრის შემდეგ ახლა უკვე იმაზე უფრო ვდარდობდი, როგორ უნდა ამეხსნა მაგდასთვის ისეთი გრძნობა, რომელშიც მე თვითონაც არ ვიყავი გარკვეული, მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი, რომ მე და ნოე მხოლოდ კარგი თანამშრომლები არ ვიყავით, რადგან რომელი ნორმალური თამამშრომელი დადის ღამის1-2 საათზე ხელი-ხელ ჩაკიდებული ბნელ ქუჩებში. ამ ფიქრების შემდეგ ავდექი და ძალა მოვიკრიბე. დავლა ჩავედი. მაგდა დივანზე იჯდა და აშკარად მე მელოდებოდა.
      - აბა მომიყევი მიდი.
      - მოკლედ დიდი მოსაყოლი არაფერია.
     - რას ჰქვია არაფერია ანი. აბა სად იყავი გუშინ 1-2 საათზე?- მითხრა მკაცრი ხმით.
     - მოკლედ ნოე ხომ იცი??
   - აააა ის ბიჭი?? ელენესთან რომ გაიცანი?? უფრო სწორად რომ შევხდი??
  - ხოო და.........ანუ....
  -ღმერთო არ მჯერა ნუთი შენ და ნოე??
  - ეს ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.
   - აბა რა იცი??
    - აუ, არ ვიცი, გთხოვ თავი დამანებე. უბრალოდ იცოდე, რომ გუშინ მე და ნოემ გავისეირნეთ და რაც შეეხება გრძნობებს, ჯერ მე თვითონაც არ ვიცი, რა ხდება ჩვენს შორის.
ეს ვუთხარი და ზევით ავედი. ბედნიერი ვიყავი, რომ მასთნა ლაპარაკმა ნორმალურად ჩაიარა. ამის შემდეგ ჩავიტარე დილის პროცედურა და სამსახურისთვის გამოვეწყვე. ბევრი თუ ცოტა წუწუნისა ბოლოს არჩევანი ამაზე გავაკეთე.

დილით ყავის დალევა ვერაფრით მოვასწარი. იმდენად მაგვიანდებოდა, რომ ვერც რომელიმე კაფეში შევიარე. ამიტომ სამსახურში წავედი. მივედი და რას ვხედავ? ნოეს მოაქვს ჩემთვის ყავა. ძალიან გამიხარდა. მისი ეს მზრუნველობა უკვე ნერვებს აღარ მიშლიდა.
ყავა დავლიე. დღეს ბევრი საქმე არ მქონდა და წიგნის წერა დავიწყე. რა მჭირს???წიგნს საერთოდ ვერ ვწერდი და ეს ყველაფერი არ მომწონდა. ამ დროს ნოე მომიახლოვდა და მითხრა, რომ მე, მაგდა, ელენე და თორნიკე თავისთან ვიყავით დაპატიჟებულები. ამ საღამოს ალბათ მაგდას ახლოდან გაცნობა უნდოდა, თან მეც ხომ უნდა მენახა მისი სახლი, მაგრამ რატომ?? ჩვენი ერთმანეთისადმი ურთიერთობა უკვე უფრო მეტად კარგი გახდა. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენს შორის რაღაც სხვა ხდებოდა. სახლში წავედი და საღამოსთვის მზადება დავიწყე. მაგდას საქმე ჰქონდა და ჩემდა საუბედუროდ, მას მანქანა გაუფუჭდა და ჩემი მანქანით უნდა წასულიყო. ჯანდაბა ტაქსით მომიწევდა წასვლა ნოესთან, მაგრამ არაუშავს. მზადენა დავიწყე და ბოლოს არჩევანი აქ შევაჩერე.

ნუ ნორმალურად გამოვიყურებოდი. თან ჩემი საყვარელი ფერის ტანსაცმელი მეცვა. საღამოც მოვიდა და წავედი ნოესთან. შევედი სახლში. უკვე ყველა იქ იყო. მაგდამ და ნოემ ერთმანეთი უკეთ და უფრო ახლოს გაიცნეს. ნოეს სუფრა ჰქონდა გაშლილი. ვჭამეთ და ცოტა ვისაუბრეთ სადღაც 11 სააათი ხდებოდა. მათ კი წასვლა მოინდომეს. მაგდა ისევ ჩემი მანქანით უნდა წასულიყო. ნოემ კი ცოტა ხნით დარჩენა მთხოვა. მეც არ გავუტეხე და დავრჩი. მაგდამ კი გამაფრთხილა, რომ დღეს ელენესთან რჩებოდა. ნოეს ტელეფონზე ურეკავდნენ და მეორე ოთახში გავიდა. მე კი მათი წასვლის შემდეგ სახლის დათვალიერება დავიწყე და ერთ ოთახს მივაგენი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ სახლს შორის. ირგვლივ სულ წიგნები იყო. ოთახი ყვითელი შუქებით იყო მორთული. მეორე მხარეს კი შუშის კარები, რომლიდანაც აივანზე გახვიდოდი. ოთახის შუაში საქანელა იყო ჩამოკიდებული. ნოეს დაწერილი ერთ-ერთი წიგნი ავიღე, შუქები ჩავაქრე და ყვითელი ნათურები ავანთე, შუშის კარები გავაღე და საქანელაზე კატაობა დავიწყე. საქანელა იმხელაზე კატაობდა, რომ თითქმის აივანზე გადიოდა. ამ დროს წვიმა წამოვიდა და წვიმის საამურ ხმასთან ერთად ვკითხულობდი ნოეს საოცარ წიგნს. ირგვლივ სიჩუმე და ყვითელი შუქი. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი. ასე გაშტერებული ვიყავი და წიგნს ვკითხულობდი, სანამ ნოე არ შემოვიდა ოთახში. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა, სანამ არ მომიახლობდა და ნაზად არ ჩამეხუტა. უკვე გვიანი იყო. სადღაც 1 საათი და სახლში წასვლა დავაპირე. ნოემ კი მანქანით წაყვანა შემომთავაზა და მეც წავყევი. სახლში მივედით.ისევ ძალიან წვიმდა და თან არც ქოლგა მქონდა. ნოემ მანქანა გააჩერა. მანქანიდან გადავედი, ისიც გადმომყვა.

ნოე მომიახლოვდა, მისი სიმხურვალე ვიგრძენი, კიდევ უფრო მომიახლოვდა და ჩამეხუტა. თან ყურში ჩამჩურჩულა:
- ნეტა იცოდე, როგორ შემიყვარდი.
ამ სიტყვებზე მთელ ტანში სიცივემ და სითბობ ერთად ჩამიარა, გავშეშდი. შემდეგ კი მეც მოვხვიე ხელები და ნაზად ჩავეხუტე. ამ წვიმაში ვიდექით და უბრალოდ ერთმანეთს ვეხუტებოდით. შემდეგ კი ნოემ მითხრა:
-კარგი, შედი არ შეგცივდეს-ეს მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
მეც მაშინვე სახლში შევედი. სულ სველი ვიყავი. მაშინვე მაღლა ავედი და შხაპი მივიღე. თან მთელი ეს დრო ნოეზე და მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ნოეს მიმართ მეც რაღაც გრძნობა გამიჩნდა. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ მეტოქეობა მეგონა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა და ეს მხოლოდ ნოეს სიტყვების შემდეგ აღმოვაჩინე ჩემს თავში. საშხაპედან გამოვედი, ცოტა ხნით კომპიუტერს ჩავუჯექი, წიგნის დაწერა ვცადე, მაგრამ ნოეს სიტყვებით იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვერაფერი დავწერე. დავწექი, მაგრამ ვერაფრით დავიძინე. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მიმართ გრძნობებში გავერკვიე, ერთი რაღაც მაინც მაწუხებდა. ის რაღაც საიდუმლო, რასაც არ მიყვებოდა ან თავის მშობლების შესახებ ან რამე. მე მხოლოდ მისი ხასიათები და თვისებები ვიცოდი. სხვა არაფერი .ამდენი ფიქრისგან ლამის გავგიჟდი და ნოეს მივწერე.
-რას შვრები?
-რავი წიგნს ვწერ შენ??
ამ სიტყვებმა უფრო დამძაბა და გამახსენა ის ფაქტი, რომ წიგნს ვერ ვწერდი. ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, სამსახურიდან ხომ არ წამოვიდე, თუმცა არა.
ეს პასუხი მხოლოდ ნოეს გამო ვთქვი. სამსახური ერთადერთი ადგილია, სადაც ნოეს ყოველდღე ვნახულობ. ასე რომ ამას ვერ ვიზამდი. სულ მოვწყდი ნოეს მესიჯს.
-რავი დავწექი და ერთი ფაქტი არ მაძინებს- ეს მივწერე და ცოტა ვინანე.
-რა ფაქტი??
- რატომ არ მიყვები შენზე არაფერს?? რამე ისეთი ხდება შენს ცხოვრებაში??
-ჯერ ამის თქმა არაა საჭირო. გავა დრო და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი უნდა დავწერო წიგნი. მოგვიანებით მოგწერ.

სწორედ ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები და ამ დროს იმედგაცრუების შეგრძნება დამეუფლა. იქნებ ნოეს ცხოვრებაში ისეთი რაღაც არის, რაც ჩვენ ერთმანეთთან ყოფნის საშუალებას არ მოგვცემს.
ამ დროს ჩემს თავში მრავალმა აზრმა გამიელვა, მაგრამ თავს შემოვუძახე. მეორე მხარეს გადავბრუნდი და ნოეს სახლი გამახსენდა. ის განტვირთვა. ასე ფიქრებში ჩამეძინა შემთხვევით.

P.S ესეც შემდეგი თავიი❤️❤️წინ კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ🙏❤️

Lanjutkan Membaca

Kamu Akan Menyukai Ini

4.4K 189 22
ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონა, რომელსაც არასდროს ჰყვარებია ბიჭი, თავ...
445K 23.2K 51
အခြေအနေတစ်ခုကြောင့် လက်ထပ်ဖြစ်ခဲ့ကြတယ် အန်တီက ရိုးရဲ့ ဇနီးမယားပါပဲ... အေျခအေနတစ္ခုေၾကာင့္ လက္ထပ္ျဖစ္ခဲ့ၾကတယ္ အန္တီက ရိုးရဲ႕ ဇနီးမယားပါပဲ...
878K 42.4K 71
•Completed with incoming edits• "Love is composed of a single soul inhabiting two bodies." - Aristotle They say everything happens for a reason, and...
14K 993 30
|𝖡𝖸 - 𝗔𝗩𝗜𝗞𝗔 𝗔𝗚𝗔𝗥𝗪𝗔𝗟 | •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• °°°ANUSEENA LOVE TRIANGLE STORY°°° You love someone...