.........და ჩვენს სიყვარულში...

Od ZAYNMALIK2221070896

4.4K 189 106

ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონ... Viac

1
2
3
4
5
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
დასასრული
ტადაამ.......

6

218 12 2
Od ZAYNMALIK2221070896

ეს ბიჭი, რომელიც ელენეს ჩემთვის უნდა გაეცნო, ნოე აღმოჩნდა. გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს.
   -არ არსებობს- თქვა მანაც დიდი აღტაცებით.
ერთმანეთს ისე გადავეხვიეთ თითქოს წლების ნაცნობობა გვაკავშირებდეს. (არადა სულ რამოდენიმე დღეა რაც გავიცანით ერთმანეთი და ამ მცირე დღეების განმავლობაშიც მოახერხა ჩემს გონებამდე ჩაღწევა) ელენე და თორნიკე უნდა გენახათ, ისეთი გაკვირვებით გვიყურებდნენ. ბოლოს ნოემ აუხსნა, თუ ვინ ვიყავით ერთმანეთის.
       როცა როგორც იქნა გავერკვიეთ ერთმანეთის ნაცნობობაში, პიცა შევუკვეთეთ, ბიჭები ლუდის და ჩიფსების საყიდლად წავიდნენ და ამ დროს მე და ელენე მარტო დავრჩით, როცა ელენემ ისეთი შეკითხვა დამისვა რომ გავოცდი.
   -თქვენს შორის რა ხდება?-ისეთი სახით მკითხა თითქოს შეყვარებული წავართვი.
    -არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. ჩემი თანამშრომელია. ერთად ვმუშაობთ.
     - კაი - მოკლედ მიპასუხა.
ვერ ვხვდებოდი ელენე ასე ძალიან რატომ იყო ასეთი დაინტერესებული ჩემი და ნოეს ურთიერთობით. ეს გავიფიქრე და ჩემს ტვინში ერთმა აზრმა გაიელვა, რომლის გაფიქრება მე თვითონაც არ მომეწონა. ნუთუ ელენე და ნოე??? თან გამოდი ვიღაც უნდა გაგაცნოვო. ასე მითხრა დაა........
ამის გაფიქრებისას ეჭვიანობამ შემიპყრო, მაგრამ რატოომ?? ვერაფრით ვხვდებოდი. რა ჯანდაბა მემართებოდა. რატომ ვეჭვიანობდი, ორი დღის წინ გაცნობილ ადამიანზე?? ამდენი ფიქრის დროს უცებ ბიჭებიც მოვიდნენ, დავჯექით და ფილმის ყურება დავიწყეთ. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ძილი მომერია.
     - ბოდიშს გიხდით, მაგრამ ცოტა მეძინება და წავალ დავიძინებ,. თან ხვალ ადრე უნდა ავდგე.
ჩემს სიტყვებს ნოეც აჰყვა.
  -მეც წავალ.
მე და ნოე ერთად გამოვედით გარეთ. მისი მანქანა ჩემი სახლის წინ იდგა და ერთი გზის გავლა გვიწევდა. ისე ციოდა, რომ სულ ვკანკალებდი, ლამის გავიყინე. ნოეს კი ისეთი მზერით ვაკვირდებოდი, თითქოს მისი ტვინიდან იმ პასუხების ამოგლეჯვა მინდოდა, რომელი კითხვებიც მე მგლეჯდა გულს. ნოემ მაშინვე შეამჩნია ჩემი ინტერესით და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები და მითხრა:
    -თუ რამის თქმა გინდა მკითხე.
     - შენ და ელენე ერთად ხართ??
ეს ვუთხარი და ნოეს სიცილი აუტყდა. ამ დროს ჩემს სახლთან მივედით. მე კი სახლში არ ვაპირებდი შესვლას, სანამ ნოე ამ კითხვაზე პასუხს არ გამცემდა .
     - რა შეყვარებულები. ელენე ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე. რომ არა ელენე ვერაფერს მივაღწევდი. ყველაფერში ის დამეხმარა.
ამ პასუხის შემდეგ ვინანე საერთოდ რატომ ვკითხე?? ( დებილი ვარ) მორცხვი სახით დავემშვიდობე და სახლში შევედი. სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი, მაგდას შევუარე , ისევ ეძინა. მე კი ოთახში დავჯექი და კომპიუტერს ჩავუჯექი. ერთდროულად იმხელა მუზა მომაწვა, რომ გამწარებული ვწერდი. სადღაც 4საათი ხდებოდა, კომპიუტერი დავდე და ტანსაცმლის გახდაც კი ვერ მოვასწარი ისე ჩამეძინა.
      გათენდაა და ჯანდაბა ისევ მაღვიძარასთან ჩხუბი. იმდენი ვურტყი ლამის გავტეხე😂😂 ავდექი აბაზანაში შევედი და გავემზადე. შავებში გამოვეწყე. რატომღაც დღეს ამ ხასიათზე ვიყავი

    და ამ მზადების მომენტში გამახსენდა, რომ დღეს ელენეს დაბადების დღეა. მე კი გუშინ პირველ საათზე მასთან ვიყავი და არც კი მივულოცეე.
    ჩავედი პირველ სართულზე. მაგდა რაღაც სალათს ამზადებდა. ეხერხება კულინარია. მეც დიდი სიამოვნებით ვისაუზმე და ფორთოხლის წვენიც მივაყოლე. ყავა აღარ მინდოდა. ჩემი ჯანსაღი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. არანაირი ვარჯიშს აღარ ვიტარებდი. მაგდას ტკბილად ჩავეხუტე და გარეთ გავედი, მანქანაში ჩავჯექი. ვაგვიანებდი და ვეღარ შევუარე ელენეს, მაგრამ გზაში დავურეკე და დაბადების დღეც მივულოცე და გუშინდელის გამო ბოდიშიც მოვუხადე.
   -არაუშავს, გუშინ ისეთი ბიჭი იყო შენს გვერდით, რომ ყველაფერს დაგავიწყებდა.
ამ სიტყვებმა ძაან გამაღიზიანა და ელენეს შევუბღვირე. ის კი ისტერიკულად იცინოდა. როგორც იქნა მივაღწიე სამსახურამდე, შევედი და ნოეს შევეჯახე.
   - დღეს ხომ მოდიხარ ელენეს დაბადების დღეზე?? მაგარ ბარში იხდის-მითხრა სახეგაბრწყინებულმა ნოემ.
ღმერთო არა, ნუთუ დღეს ესეც იქ უნდა იყოს. გავიფიქრე და ნაზად ვუპასუხე.
    - კი წამოვალ, აუცილებლად- ნაზად ვუპასუხე. თითქოს ცოტა გამიხარდა კიდეც, მაგრამ რატომ ეს მეც არ ვიცოდი.

სამსახურში უაზრო დღე მქონდა და სულ საღამოზე ვფიქრობდი. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი.
სამსახურის შემდეგ თითქმის ყველა სალონი შემოვიარე. მანამდე კი Dunkin Donut -შიც შევიარე, ყავა და დონატები ვიყიდე. უკვე საღამოს 6 საათი იყო. წავედი სალონში და დიდი უსიამოვნებასაც წავაწყდი. ჯანდაბა, მანქანა გამიფუჭდა. ეხლა რა უნდა მექნა?? რითი წავსულიყავი ბარში?? ალბათ ტაქსით წავიდოდი.
საღამოს რვა საათზე ელენესთან გავედი. თეთრი, ნაზი კომბინიზონი მეცვა.

გავედი და ნოეს შევხვდი კარებში. გაშტერებული მიყურებდა. მე ხმის ამოუღებლად შევედი და ელენეს საჩუქარი მივეცი. ძალიან გაუხარდა. წასვლისას ყველა მანქანით წავიდა. მე და ნოე დავრჩით. ის-ის იყო ტაქსი უნდა გამომეძახებინა, რომ ნოემ შემომთავაზა მასთან ერთად წასვლა. დიდი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.მეც მეზარებოდა ტაქსით წასვლა, ამიტომ ნოესთან ერთად წავედით. მანქანაში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ირგვლივ კი სამარისებული სიჩუმე იყო, თუმცა ნოემ დაარღვია სიწყნარე.
-მომიყევი რამე შენზე.
-რა მოგიყვე?-რატომღაც ამ დროს ხასიათი შემეცვალა.
-რამე შენი ცხოვრებიდან- აშკარად აინტერესებსა ჩემი ცხოვრება.
-რავიცი მკითხე და მოგიყვები.
ნოემ ელენეზე დაიწყო ლაპარაკი და თქვა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია მის ცხოვრებაში. ამ სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა. მიუხედავად იმისა ვიცოდი, რომ ელენეს და ნოეს შორის მეგობრული ურთიერთობა იყო, მაინც ვეჭვიანობდი. როგორც იქნა მივაღწიეთ ბარს. შევედით და უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი. დავჯექით, ძაან მშიოდა. ცოტა ვჭამეთ და მერე დალევა დავიწყეთ. ნოეზე გამწარებული სასმელს სასმელზე ვსვავდი.ბოლოს ისე დავთვერი, რომ გარეთ გასვლა დავაპირე. მაგრამ ამ დროს ნოემ ცეკვა შემომთავაზა.
აი აქ გაწყდა ჩემი მეხსიერება. არაფერი მახსოვს. როცა ცოტა გამოვფხიზლდი ნოესთან ერთდა ვცეკვავდი, ლამის გავგიჟდი. ანუ როდის დავეთანხმე ნოეს ცეკვაზე?? ან როგორ დამკერა საცეკვაოდ?არაფერი მახსოვდა. უკვე სახლში ვაპირებდით წასვლას და მე ისევ ნოეს მანქანით წავედი. მთელი გზა ცუდად ვიყავი და ვფიქრობდი, როგორ ვცეკვავდი მასთან ერთად და რატომ არ მახსოვდა არაფერი. უკვე ძალიან ვნერვიულობდი. ამას ნოეც მიხვდა და ფანჯარა ჩამომიწია. ჰაერი მართლა მჭირდებოდა. სახლში მივედით, კარები გავაღე, მაგრამ იმდენად მთვრალი ვიყავი, რომ მანქანიდან ვერ გადავედი. ნოე დამეხმარა და სახლამდე მიმიყვანა. სახლში შესვლამდე ნოეს ჩავეხუტე (ღმერთო რატომ?? 😱😱) და იმდენად თამამი ვიყავი, რომ ნოე სახლში შევიპატიჟე.
მე შესვლისას დივანზე დავჯექი. ნოე კი გვერდზე მომიჯდა და წყალი მომიტანა. (მისი მზრუნველობა უკვე ნერვებს მიშლიდა და ძალიან მაღიზიანებდა) ნოეს წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გავუშვი და ჩემთან ყოფნა ვთხოვე. ისიც დარჩა, რაღაც კინო აარჩია და ყურება დავიწყე. აი აქ აღარაფერი მახსოვს

P.S იმედია მოგწონთ❤️ მადლობა ვინც კითხობთ🙏

Pokračovať v čítaní

You'll Also Like

1.4M 177K 150
BL
259K 9.4K 40
ဖီးနစ်ငှက်တစ်ကောင်ရဲ့ ရင်ကွဲမတတ်အော်ဟစ်သံဟာ လောင်ကျွမ်းအံ့ဆဲဆဲ အတောင်ပံတွေနဲ့အတူ ပျောက်ကွယ်ပျက်စီးသွားတော့မယ့်အချိန်မှာ ငါဟာ မင်းနဲ့နောက်တစ်ကြိမ်...
2.6K 163 12
non description 🤫🤐 აღებულია 4love.ve დან
1.2M 92K 126
credit to original author Shui Qian Cheng. This story belongs to Rosy0513 . I am just a translator. This cover photo is not belong to me.