.........და ჩვენს სიყვარულში...

By ZAYNMALIK2221070896

4.4K 189 106

ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონ... More

1
2
3
4
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
დასასრული
ტადაამ.......

5

246 9 2
By ZAYNMALIK2221070896

ალბათ??
კი რათქმაუნდა  მხოლოდ მეტოქეობის სურვილი. აბა ისეთი ადამიანი როგორიც მე ვარ უჟმური, უხასიათო სხვა გრძნობები ვერ გაუჩნდება. როგორც იქნა დავიძინე.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. ძალიან მეზარებოდა ადგომა, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რადგან იმ სამსახურში მივდიოდი რომელზეც უკვე ბავშვობიდან ვოცნებობდი. გზაში Dunkin Donuts - ში შევიარე, ყავა და დონატები ვიყიდე.

მივედი სამსახურში, დავჯექი ჩემს მაგიდასთან და უცებ თვალში ნოე მომხვდა. ჩემს გვერდზე იჯდა და დიდი ყურადღებით წერდა წიგნს. რაღაც საქმეები მქონდა სამსახურში.მოვაგვარე და შემდეგ წიგნს ჩავუჯექი. თავში არანაირი აზრი არ მომდიოდა. თითქოს ეს ამდენი ხალხი და მათი ხმაური ხელს მიშლიდა. ავიღე ყურსასმენები, გავიკეთე, ჩავრთე წყნარი მუსიკა და წერა დავიწყე. მუზა არ მქონდა ვერაფერს ვწერდი მაგრააამმ ............ის....ის იყო უნდა დამეწერა. კალამი ხელში ავიღე, მოვემზადე დასაწერად, გონებაში არეულს  აზრებს ვალაგებდი და..........უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო.წამიერად გავშეშდი,  მთელს ტანში დიდი სიმხურვალე ვიგრძენი.ვერ ვინძრეოდი (ასეთი შტერობა არასდროს მომსვლია, ადგილიდან ვერ გავინძერი) ბოლოს  მიხვდა, რომ გაშეშებული ვიყავი. ყურსასმენები მომხსნა და თავისკენ მიმაბრუნა. ეს ნოე იყო.
-გამარჯობა, მე ნოე ვარ.გუშინ კარგად ვერ გაგიცანი.
- მე ანი და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.

ნოე დღეს აღარ მაშტერდებოდა. უკვე თავისუფლად მელაპარაკებოდა. რამდენიმე ხანი უბრალოდ ვუყურებდი და როცა მივხვდი, რომ გამომელია სასაუბრო თემა ჩემს მაგიდას მივუბრუბდი. უნდა დამეწერა, მაგრამ მუზა ნოეს მსგავსად გაქრა. ყურსასმენები მოვიხსენი. წერას აზრი აღარ ჰქონდა. ვიჯექი უსაქმური და თან ვნერვიულობდი, რომ წიგნის წერა არ გამომდიოდა. ლამის ვიტირე, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი. ავდექი, სამსახურიდან სადმე წასვლას ვაპირებდი, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სადმე საჭმელად გასვლა მოიფიქრა. ძალიან მშიოდა და წინააღმდეგი არც მე ვიყავი. ყველა ერთად წავედით Burger King -ში წავედით.

ბურგერები ავიღეთ და მაგიდები უნდა დაგვეკავა, რომ ნოე ჩემს გვერდზე დაჯდა (ღმერთო ეს ყველგან რატომ დამყვება) დავჯექით ერთმანეთის გვერდზე. ჩუმად ვიჯექით და არც ერთი ვიღებდით ხმას. ალბათ სალაპარაკო თემა არც ერთს არ გვქონდა. ჭამის შემდეგ თითქმის ყველა სამსახურში დაბრუნდა მხოლოდ მე, ნოე და კიდევ რამოდენიმე, სავარაუდოდ 6-მა თანამშრომელმა თავისუფლების მოედანზე გავისეირნეთ. ირგვლივ ყველაფერი საახალწლოდ იყო მორთული. მე და ნოე ერთმანეთის გვერდი-გვერდ დავდიოდით. დაღამებული იყო სადღაც 10 საათი, სახლში წასვლამდე სამსახურში შევიარეთ. მე საქმე უკვე აღარ მქონდა, ავიღე მანქანის გასაღები და სახლისკენ წავედი. გარეთ ისევ ნოე შემხვდა რამდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს. თითქოს რაღაცის თქმა გვინდოდა ერთამენეთისთვის, მაგრამ ხმას არ ვიღებდით. შემდეგ თვითონ დაიწყო.
- სახლში მიდიხარ??
- კი- უბრალოდ უხეშად ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი.

სახლში მისვლისას მაგდა კარგ ხასიათზე იყო და საჭმლის გაკეთება დაიწყო. კიდევ კარგი თორემ ძაან მეზარებოდა. მე კი აღარ მშიოდა, მაგრამ მაგდა იყო მოშიებული. თავისთვის გემრიელი ბლინები გამოაცხო. მე კიდევ ფილმის მოძებნა დავიწყე ინტერნეტში და რაღაც კარგ ფილმს წავაწყდი. მაშინვე ჩავრთეთ და ჩავუსხედით. მე ფილმის შუაში ჩამეძინა და როცა გავიღვიძე ფილმი უკვე დამთავრებული იყო. მაგდამ არაფერი შეიმჩნია, არადა ძალიან ეწყინა ჩემი ძილი😂😂
გადაღლილი და გათიშული მაღლა ავედი, ღამის რუტინა ჩავიტარე და დავწექი.ვერაფრით ვიძინებდი. ვფიქრობდი ჩემს დღევანდელ დღეზე და ამ დღის უდიდესი ნაწილი ნოე იყო. რატომ დავემთხვიეთ ყველგან ყველაფერში?? ხან ჩემს გვერდით დაჯდა, ხან კი წყნარად მესაუბრებოდა და დიდ ყურადღებას მაქცევდა.  მე ვერაფრით ვხვდებოდი ეს რატომ ხდებოდა. როგორც კი თვალს დავხუჭავდი, მაშინვე მის ლამაზ სახეს ვხედავდი. ამოტომ ტელეფონის აღება და სოციალური ქსელის გადამოწმება გადავწყვიტე. უკვე ღამის 1 საათი ხდებოდა და ძილი გადავწყვიტე. აღარ მინდოდა ხვალ ისევ მეჩხუბა მაღვიძარასთან. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ ტელეფონის ხმა გავიგე. შეტყობინება იყო მოსული ელენესგან.
ელენე
-თუ არ გძინავს გამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო. თამ ჩვენც ვერ ვიძინებდთ. პიცა გამოვიძახოთ, ცოტა ლუდი და ჩიფსები გვაქვს და გამოდი შენც.

მეც მაშინვე ავდექი და ახლა თავიდან დავიწყე მზადება. გამოვიცვალე და არჩევანი სპორტულებზე შევაჩერე.

თან მეცინებოდა ამ შუა ღამისას ტანსაცმელს რომ ვერ ვარჩევდი, არადა ძალიან მაინტერესებდა ვისი გაცნობა უნდოდა ელენეს ჩემთვის. როგორც იქნა გავემზადე სადღაც ნახევარ საათში და ტელეფონს დავხედე და მოუთმენელი ელენეს უკვე ცხრა ათასი შეტყობინება  ვნახე.
     ელენე
-აღარ მოდიხარ??
-დაგეძინა??
-მოდიხარ??

ბოლოს მეც დავუბრუნე პასუხი.
         მე
კარგი მოვდივარ.
        ელენე
მალეე გელოდებით.

მოვემზადე, მაგდას ოთახში შევედი, ეძინა და აღარ გავაღვიძე. ისედაც დილით ძლივს ვაგდებდი გონზე. ამიტომ მარტო წასვლა ვამჯობინე. გარეთ გავედი. ისე ციოდა ლამის გავიყინე. სასწრაფოდ შევირბინე ელენესთან და თორნიკესთან. მელოდებოდნენ. ელენე კარში შემომეგება.
      ელენე
წამოდი მალე უნდა გაგაცნო.
გაიცანი ეს თორნიკეს მეგობარია,უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს და ახლაც ძალიან კარგად მეგობრობენ.
      თორნიკე
ბოდიში,  რომ აქამდე ვერ გაგაცანი სულ დაკავებულია წიგნის წერით

ამ სიტყვების შემდეგ სამზარელოდან გამოვიდა თორნიკეს მეგობარი და მისი დანახვისას გაოცებისგან პირი დავაღე
   - აქაც შენ—ვთქვი გაოცებულმა.

P.S ესეც შემდეგითავი ❤️❤️დიდი მადლობა ვინც კითხულობთ 🙏ძალიან მიყვარხართ❤️❤️😍❣️

Continue Reading

You'll Also Like

4.4K 189 22
ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილზე. ❤️ორი ადამიანის ცხოვრება სასიყვარულოდ განვითარდა და გოგონა, რომელსაც არასდროს ჰყვარებია ბიჭი, თავ...
2.6K 163 12
non description 🤫🤐 აღებულია 4love.ve დან
1.5M 63.3K 74
ငါလား.... စိတ်ချ...... နိဗ္ဗာန်ရောက်ရင်လည်း မင်းကိုပဲ ချစ်နေအုံးမှာ.......... သုနေတင်ထွဋ် ကမ္ဘာပျက်သလို လေပြင်းမိုးသံတွေထ...