Boy in my black dreams.

By uwucupcakeu

428 42 68

- აქედან წასვლას აპირებ? - არა, მინდა შენთან დავრჩე. More

1

428 42 68
By uwucupcakeu

დარწმუნებული ვარ, თქვენც შეიშლებოდით ჭკუიდან, ჩემს ადგილას რომ იყოთ.

თქვენც დაგეკარგებათ ცხოვრების გაგრძელების სურვილი, ჩემს მსგავსად, რომ დაგაჩოქონ და გაიძულონ აღიაროთ ის, რაც სინამდვილეში არ გაგიკეთებიათ.

ყველაფერი ხუთი დღის წინ, აწ უკვე - წყეულ დღეს მოხდა.

ჩემს მეზობლად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში აღუწერლად მაღიზიანებდნენ, თითოეულს ყელი გამოჭრეს და შემდეგ, მთელი სახლი ცეცხლის ალში მოაქციეს. სანამ ხის სახლს ნაცარტუტად აქცევდნენ, სახლიდან ძვირფასეულობა გაზიდეს.

წლების მანძილზე მათთან ცუდი ურთიერთობა მაკავშირებდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეჭვმიტანილად სამეზობლომ, მე დამასახელა.

თითოეულს ჩვენებაში უხსენებია, რომ მარტოსული და ჩხუბისთავი ადამიანი ვარ. კონფლიქტებს თავს არასდროს ვარიდებდი და სულ ცუდ საქმეებში ვეხვეოდი.

ვიდეოკამერებს თურმე დაუფიქსირებიათ, თუ როგორ შევედი ბენზინგასამართ სადგურში და შევიძინე ნავთი, რომელიც სინამდვილეში, არა სახლის ალში გასახვევად, არამედ კოცონის დასანთებად მჭირდებოდა.

ბანაკში სწრაფად უნდა მიმეტანა ნავთი, რათა ცეცხლის დანთება და მის გარშემო თბილი პლედებით დასხდომა, ბანაკის ერთ-ერთი ხიბლი იყო.

მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ბანაკში მყოფი ხალხი მხარს დამიჭერდა და ჩვენებას ჩემს სასარგებლოდ მისცემდა. თუმცა, ეს იმედის ნაპერწკალი მაშინ ჩავაქრე ჩემს გულში, როდესაც ყველა ადგილიდან დატყდა და ფეხებზე დამიკიდეს.

რა თქმა უნდა, ვის სჭირდება ზედმეტი პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხი ცხადია - არავის.

სასამართლოს განაჩენი კი.. ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.

ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფრის მერე, ან სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ და ციხის ოთხ კედელს შორის ამომალპობდნენ.. ან, სასიკვდილო განაჩენს გამომიტანდნენ.

სინამდვილეში კი, ჩემი ფსიქიატრიულში განწესება და წამლებით გამოჭყიპვა გადაწყვიტეს.

მერჩივნა ისევ ციხის ბინძურ კედლებში დამელია სული, ვიდრე ამ თეთრ და გამაგიჟებელ ინტერიერში ამომეყო თავი.

ფეხებს რაც შემიძლია ძლიერად ვიქნევ და დაცვას, რომელიც ჩემს შიგნით შეთრევას ცდილობს, წინააღმდეგობას ვუწევ.

-გამიშვით, მე გიჟი არ ვარ! - ვყვირი და ექთნების გაკვირვებულ, ამავე დროს ცინიკურსა და შეშინებულ მზერებს ვაწყდები.

ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც სახეზე დიდი ასოებით, შიში აწერია, მეორეს ეჩურჩულება. თუმცა, ამას ჩურჩულსაც ვერ დავარქმევდი.

- თურმე მდიდარი ოჯახის წევრებისათვის ყელი გამოუჭრია და მათ ცხედრებთან ერთად, სახლიც დაუწვავს. - მასთან ახლოს ყოფნის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად მივახრჩობდი და იმ შიშის გრძნობას, რომელიც სახეზე აშკარად აწერია, გავუასმაგებდი.

- მეცოდება.. რადგან ვიცი, რომ მის შემთხვევაში ყველა წამალი უძლურია. - ახლა უკვე სხვებიც აყვნენ უაზრო საუბარში და მინდება თითოეულს კისერი მოვუგრიხო.

- წამოგვყევი,სწრაფად! - მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი ძალით ვეწინააღმდეგები, მაინც ახერხებენ ჩემს ელევატორში შეთრევას.

ღილაკს სწრაფად აჭერენ თითს და ელევატორიც სწრაფად იძვრის ადგილიდან.

წინააღმდეგობის უნარს ვკარგავ და სხეულს ვადუნებ.

მზერას ელევატორს ვავლებ, რომელზეც მკვეთრად შეიმჩნევა მრავალი ნაკაწრი, რომელიც ალბათ ამ ნაგებობაში გამომწყვდეული ადამიანების დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, რომელ მათგანს არ მოუნდება ამ ადგილიდან გაქცევა?

სულ რაღაც წუთებია გასული მას შემდეგ, რაც ამ დაწესებულებაში შემოვდგი ფეხი და უკვე სახლში მინდა.

სახლში, რომელიც სულ მთლად ცივი და მარტოსულია.

მინდა ისევ შიმშილისა და მარტოობის გრძნობას განვიცდიდე, ჩემსავე გაყინულ სახლში.

ელევატორის კარი ჭრაჭუნით იღება და თვალებს ვატრიალებ, დაცვის რომელიღაცა წევრი წინ მიბიძგებს და ხელს მკლავში მტაცებს, თანაც მტკივნეულად.

ერთი მიმართულებით მიმათრევს და პალატებს გვერდს სწრაფ-სწრაფად ვუვლით. გასაკვირი არ არის, რომ აქ ყველაფერი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. კედლები, ჭერი, პალატების კარები და ექთნების ფორმებიც. არა მხოლოდ ექთნების, პაციენტების სამოსიც თეთრ ფერში გადაეწყვიტათ,ეს ფაქტიც კი ახლა გავაანალიზე.

ვერ შევამჩნიე, თუ როგორ მიმათრიეს თეთრი პალატის კართან, რომელსაც ზედ წარწერა - "444" - 'ამშვენებდა'.

შესანიშნავია. ციფრი ოთხი, ჩემი იღბლიანი რიცხვი გახლავთ. თუმცა ამ წუთისათვის მას იღბლიანს ვერ ვუწოდებ. ხელში უნიფორმას, რომელიც სულ მთლად თეთრია, მუჭებში ვსრისავ და ახლაღა ვამჩნევ წვრილი შრიფტით დაწერილ იმავე რიცხვს, რაც კარებზე შავად გამოჭიმულიყო.

- შედი. - ამაზრზენი ხმით მომაძახა და კარები ფართოდ გამომიღო, შიგნით უხეშად შემაგდო და კარი ზურგს უკან მოიჯახუნა.

ტუჩს ვუკბინე და თეთრ მაისურს ხვნეშის თანხლებით დავხედე, მზერა მაისურიდან თეთრი ოთახის ინტერიერზე გადავიტანე და იმედი უკვე მესამედ გამიცრუვდა. სანამ ოთახის ინტერიერს აღვწერდე, გეტყვით იმას, რომ აქ მარტო არ ვარ. ოთახში ორი საწოლი დგას, რაც იმაზე მიუნიშნებს, რომ აქ მარტო არ ვიქნები.

ესღა მაკლდა.

ერთ-ერთი ლოგინი, რომელიც მეორესთან შედარებით უფრო ქაოტური და არეული იყო, დიდი ალბათობით ჩემს "მესაკნეს" ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ ღამე დაძინების საშუალებას მომცემს და გიჟის მსგავსად წივილსა და კივილს არ მომირთავს, იმისათვის რომ "მყუდროება" ჩემი აქ ყოფნით დაერღვევა.

ოთახი სულ მთლად თეთრი იყო. საწოლების გვერდით ასევე თეთრი, პატარა კომოდი დგას, რომელზეც ასევე პაწაწინა ქოთანში მოთავსებული, მწვანე მცენარე დაუდგამთ. ჩემს საპირისპიროდ კი, კედელზე პატარა სარკმელისთვის დაეთმოთ ადგილი.

კომოდთან ნელი ნაბიჯებით მივდივარ და უნიფორმას, რომელიც წესით უკვე უნდა მეცვას, საწოლზე ვდებ. მწვანე სიცოცხლემ,რომელსაც ახლა ხელით შევეხე, თითქოს მეც გამიცოცხლა შინაგანი სამყარო, რომელიც აქამდე სულ მთლად ჩამკვდარი და ჩამქრალი იყო.

წითელ გულში, რომელიც დროის განმავლობაში დიდი შავი ლაქებით ნელ-ნელა იფარებოდა, წითელმა ფერმა ისევ შავ ფერზე დომინირება გადაწყვიტა და ჩქარ-ჩქარა სცდილობდა შავი ნაიარევების ამოვსებას ღაჟღაჟა ფერით.

მწვანე ფოთლები, რომლებსაც თეთრი ხელებით ვეხები, დიდ სიამოვნებას მანიჭებენ შეხებისას და მეღიმება.

ამდენი ხნის შემდეგ, მგონი პირველად გავიღიმე და დამიჯერეთ, ეს შეგრძნება მომენატრა კიდეც.

ჩემთვის არაამქვეყნიურად გამაღიზიანებელი თეთრი კარი, ჭრაჭუნით იღება და მომავალი ხმისკენ ვბრუნდები. პირველი, რაც ჩემს მზერას ეჩეხება, ინვალიდის ეტლში მჯდომი შავგვრემანი ბიჭია, რომლის თვალები შავად, თუმცა უსიცოცხლოდ ანათებენ. მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებს სიცოცხლის დამახასიათებელი არანაირი ნიშანი არ შერჩენია, ვარსკვლავის მსგავსად, მკაფიოდ ბრჭყვიალებს.

მისი სხეული ერთი წამითაც არ შერხეულა. თვალები, რომელიც უსიცოცხლო და ამავდროულად ბრჭყვიალაა, ერთ წერტილზე აქვს მიშეშებული და სამყაროსთან კავშირის გასაწყვეტად ყველანაირ ბარიერს აგებს.

ექთანი დაცვის დახმარებით შავგვრემანს, ეტლიდან საწოლზე აწვენს და მის გაშეშებულ სხეულს, თბილი საბნით ფარავს. ხელებს, რომელიც ბამბის ქულასავით თეთრია, ღუნღულა მატერიაში უმალავენ და ოთახიდან უსიტყვოდ გადიან.

ვხვნეში და ერთხანს შავგვრემანს ვაშტერდები, ვცდილობ მისი დუმილის მიზეზი გავიგო. როცა მიზანს ვერ ვაღწევ, თავს დანანებით ვაქნევ და უნიფორმას ვიღებ. სანამ მის ჩაცმას დავიწყებ, ბოლოჯერ ვიხედები მშრალი თვალებისკენ, რომლებიც ჩვეულად აღარ კაშკაშებენ. მხრებს ვიჩეჩავ და მაისურს შარვალთან ერთად ვიხდი.

იარებს, რომელიც ბავშვობიდან თან დამყვება, თეთრი მატერიით ვფარავ და საწოლზე ვწვები.

თეთრი ჭერის შესწავლა, რომელიც ახლა ჩემი თვალთახედვის წინაა, არც ისე საინტერესო რამ გახლავთ. უყურო თეთრ ზედაპირს, რომლებიც ბზარებად ქცეულან და მალე სულ მთლად მოსპობენ თეთრ სივრცეს, ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელია.

თვალებს ვხუჭავ და თეთრ ჭერს სიბნელე ანაცვლებს. სიბნელე, რომელიც არ თუ ისე სასიამოვნოა ჩემთვის. ტანში უცნაურად მცრის და თვალებს ხელახლა ვახელ. რაღაც ძალა მექაჩება, რომ ფეხზე წამოვდგე და მას შევეხო.

მას.. ანუ ჩემს გვერდით მწოლიარე სხეულს, რომელსაც ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის, არც თვალი დაუხამხამებია და არც გარხეულა, თუნდაც წამითაც.

იმ ძალას, რომელიც ასე ძლიერად მიწვევს რომ მას შევეხო, ვემორჩილები და ფეხშიშველა ცივ იატაკზე ვიწყებ სიარულს. მის საწოლს ფრთხილად ვუახლოვდები და ფუმფულა საბანს მუხლებამდე ვაძრობ.

სანახაობა კი, მაკვირვებს. თანაც ძლიერ.

მისი სხეული.. დასახიჩრებული იყო. წითელი შრამები მის მაჯებს თითქმის ფარავდნენ და არ მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მისი ნაზი და ქათქათა კანი დავინახო. არ ვიცი ეს აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე, მაგრამ სხეულში მილიონობით ჭიანჭველებმა იწყეს სირბილი, რაც ძალიან შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია ჩემში.

ვფიქრობ და ახლა ვხვდები, რომ მისი ბოლომდე შესწავლაში ხელი მისმა თვალებმა შემიშალეს. იმდენად გართული ვიყავი ამ შავ და უსიცოცხლო თვალების დათვარიელებაში, რომ ვერ შევამჩნიე მის სხეულზე მიყენებული ფიზიკური ჭრილობები, რამაც სამუდამო იარები დაუტოვა სხეულსა და ასევე ლამაზ სულში.

ლამაზ სულში? - არც მე ვიცი. მას ხომ არ ვიცნობ. უბრალოდ ნუ მკითხავთ, თუ რატომ ვთქვი ეს.

დასახიჩრებული მაჯებიდან, ყურადღება მის სახეზე გადამაქვს და ყველაფერი მავიწყდება.

მავიწყდება როგორი დასახიჩრებული და გაუბედურებული მაჯები აქვს. მავიწყდება ის ფაქტი, რომ გაუნძრევლად წევს და მიუხედავად იმისა, რომ ვაკვირდები, ამაზე არანაირ რეაქციას არ გამოხატავს.

მისი სახე.. ეს არის რაღაც საოცრება. თითოეული სახის ნაკვთი უმშვენიერესი აქვს, რაც ერთობლიობაში უნაკლო პირისახეს ხატავს.

შუბლი - პატარა.

თვალები - შავი.

ცხვირი - პატარა და კოპწია.

ტუჩები - ფუმფულა და წითელი. მის ქვემოთ პატარა ხალი აქვს დასკუპული, რაც კიდევ უფრო მშვენიერ შესახედაობას აძლევს მის ტუჩს.

ლოყები - ფაფუკი და ნაზი. ოდნავ მოწითალო. მის მარცხენა ლოყაზე შრამი შევამჩნიე, ჩამეღიმა.

ყბის ხაზი - გამოკვეთილი და მჭრელი, როგორც გულმოდგინედ ალესილი დანა.

- ჯონგუკს ასე ნუ ელოდები, მაინც არ გაინძრევა. - მოულოდნელობისგან ვხტები და კარისკენ ვტრიალდები, ნელ-ნელა უკან ვიხევ და მალევე ვგრძნობ, თუ როგორ ვარ აკრული ცივი კედლის ზედაპირზე.

- მ-მას რ-რა სჭირს? - ოდნავ შიშ შეპარული ხმით ამოვთქვი და მედდას მზერა გავუსწორე. მიყურებდა, თანაც უცნაურად. არ ვიცი ამ მზერას რა სახელი დავარქვა, ამიტომ სჯობს გავჩუმდე და მის პასუხს დაველოდო.

- რამდენიმე წელია რაც აქ არის და ყოველჯერზე აქედან გაღწევას ცდილობდა. ის იარები, მაჯებზე რომ აქვს, მისი დამსახურებაა. ბევრჯერ სცადა გაქცევა, რის გამოც მისი სხვა ოთახში გამოკეტვა და ამ ხერხით დასჯა მოგვიწია. დაგვემუქრა კიდეც, ვენებს გადავიჭრიო, შედეგს კი შენც ხედავ. ბევრჯერ გადაიჭრა და ჩვენც ბევრჯერ გადავარჩინეთ. მისი სხეული დაიღალა და სულ მთლად დაიქანცა. ახლა არც ირხევა, არც ლაპარაკობს და საერთოდ, ყველანაირად მოწყვეტილია ამ სამყაროსგან. არც კი ვიცი ამას შენ, გიჟს, რატომ გიხსნი , მაგრამ ეს არაფერია. მალე დაგავიწყდება. - ალბათ მომეჩვენა, მაგრამ ბოლოს ეშმაკურად ჩაიცინა, აბებით სავსე კაფსულა ხელში აათამაშა და ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა.

- თუ ასეთ მდგომარეობაშია, რატომ არ ცდილობთ საავადმყოფოში წაიყვანოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ის გადარჩეს? - ვცდილობ ჩემს ხმას სიმკაცრე შევმატო და გამომდის კიდეც. წარბებს ვკრავ და მედდას დაჟინებული მზერით ვუყურებ. ცოტახანი მაშტერდება და კვლავ ცინიკურად იცინის, აბების კაფსულას თითებით განუწყვეტლივ ეთამაშება და ხელში წრიულად ატრიალებს.

- ეს ვარიანტიც ვცადეთ, თუმცა ყველა საავადმყოფომ უარი თქვა მის მკურნალობაზე. ამიტომაც, მოგვიწია მისი აქ დატოვება და მოვლა. სანამ სულს არ დალევს, აქ იქნება და ვერსად გავა. ისე, გიჟის კვალობაზე, ცუდად არ მსჯელობ. მოდი, წამალი უნდა დალიო. - ხმამაღლა ლაპარაკობს და ჩემს ნერვებზე სასტიკად თამაშობს.

გიჟი? მე ხომ გიჟი არ ვარ. უდანაშაულო ადამიანი ვარ, რომელიც აქ, ასე უბრალოდ, სხვისი დანაშაულის გამო უნდა ამოლპეს და სული ამ ბინძურ ადგილას დალიოს.

- გიჟი არ ვარ! - შევუბღვირე და ცივ კედელს კიდევ უფრო მჭიდროდ მივეკარი. იმდენად მჭიდროდ, რომ მგონია მას ცოტაც და შევერწყმები. შევერწყმები და ერთი მთლიანობა გავხდებით, მის თეთრ საზღვრებში მომიქცევს და გარშემომყოფებისგან დამიცავს. წამით, ეს აზრი მომეწონა და მართლაც მომინდა, რომ მისი ნაწილი გავმხდარიყავი.

- რა თქმა უნდა, ყველა გიჟი ამას ამბობს. - ისევ და ისევ ეს წყეული ცინიკური სიცილი, რომელიც ძარღვებს წამის მეასედებში მიწყვეტს და მედდას მოკვლისკენ მიბიძგებს.

- ახლა მოდი, წამალი დალიე და წავალ. თუ დამემორჩილები და წამლებს დანიშნულების მიხედვით მიიღებ.. რა იცი, იქნებ აქედან იმაზე ადრე გახვიდე, ვიდრე მოელი. - მაცდურად ამოთქვა და ახლა საყვარლად გაიღიმა. ბიპოლარი ნაბიჭვარი.

- და ეს აბები რისთვისაა? - ჩავიბურტყუნე და კედელს მოვშორდი. რა დაგიმალოთ და დანაკლისი ვიგრძენი თითქოს. მისი ცივი შეხება მსიამოვნებდა და მზად ვიყავი მთელი დღის მანძილზე ასე ვმგდარიყავი, კედელთან მიყუჟული.

- რომ მშვიდად დაიძინო და ღამე წივილით, ან კივილით არ აიკლო მთელი შენობა. - თვალებს ატრიალებს და ლოგინიდან დგება. კოლოფიდან ერთ აბს აცურებს და ჭიქაში წყალს მისხამს. აბს ხელიდან ვგლიჯავ და სველ ენაზე ვიგდებ, წყალს სწრაფად ვაყოლებ და მზერას წინ მდგომ ამაყ ექთანს ვუსწორებ.

- კმაყოფილი ხარ?

- სრულიად. ახლა დაწექი. დღეს არც თუ ისე ცუდად მოიქეცი, ამიტომაც ორი აბის მაგივრად, ერთი მოგეცი. - თვალს მიკრავს და პალატიდან მხოლოდ მაშინ გადის, როდესაც საწოლში ვკალათდები.

თვალები უნებურად მეხუჭება და ბალიშზე მოჭერილი თითები ნელ-ნელა დუნდება. საშინელი გრძნობა მეუფლება, თითქოს ახლა საწოლზე წოლის მაგივრად, დიდ უფსკერო ორმოში ვვარდები და ხავსი ფეხებზე მეხვევა, ცდილობს წყვდიადში ჩამითრიოს და ასეც ახერხებს.

ვხვდები, რომ სიზმრების სამყაროში ვარ, თუმცა ეს არ ჰგავს არც ერთ იმ სიზმარს, რაც აქამდე დამსიზმრებია.

ეს უფრო რაღაც სხვა ადგილია. სიზმრების სამყარო, თუმცა ბევრად განსხვავებული სხვა სიზმრების სამყაროდან.

იცით ახლა ყველაზე უცნაური რა არის?

ისევ ამ ლოგინზე ვწევარ და ისევ ამ წყეულ პალატაში ვარ. თუმცა, განსხვავება დიდია. თეთრი კედლები, რომელზეც ასე ვწუწუნებდი, სულ შავია. ჭერი, რომელიც აქამდე ასევე თეთრი იყო, წყვდიადის ფერს მოეცვა და აღარც ის ბზარები იყო ისეთი შესამჩნევი, როგორც აქამდე.

გვერდით გავიხედე და.. სხეული, რომელიც აქამდე გაშეშებული იწვა ლოგინზე.. ჩემსკენ იყურებოდა და ლოგინზე მუხლშეკეცილი იჯდა.

- გამარჯობა. - წკრიალა ხმამ, შავი ოთახის კედლები ტკბილი ექოთი გაავსო და ტანში სასიამოვნოდ გამცრა.

- ვიცი, რომ მაკვირდებოდი. ისიც ვიცი, რომ ჩემი თითოეული ნაკვთი შეისწავლე. ყველაფერი ვიცი, რაც შენი აქ ყოფნისას მოხდა. მადლობა, რომ ჩემი ამბით დაინტერესდი.. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.. - ხმამაღლა ლაპარაკობდა და თვალს არ მაცილებდა. ახლა შევამჩნიე, რომ შავი კედლებისგან განსხვავებით, მისი მთელი სხეული მკრთალად, თუმცა ვერცხლისფრად ანათებდა. მინდოდა შევხებოდი, მაგრამ საკუთარი თავი შევაჩერე.

- რ-როგორ? თვალებსაც კი არ ახამხამებდი.. ერთხელაც არ შერხეულხარ.. - ჩუმად ამოვთქვი და დარწმუნებული ვარ, მის თვალებში ახლა უპატრონო ლეკვივით ვჩანდი, რომელიც შიმშილის გამო წკმუტუნებს.

- ყველაფერს ვგრძნობ, ვხედავ და განვიცდი, უბრალოდ ვერაფერს ვამბობ და ვერ გამოვხატავ. რთულია გრძნობდე ყველაფერს ერთად და არ გქონდეს საშუალება, რომ ეს გრძნობების კორიანტელი გარეთ გამოუშვა და საკუთარი თავი ამ ყველაფრისგან გაათავისუფლო. რაც შეეხება იმ ისტორიას, რაც მედდამ მოგიყვა.. ნახევარი სიმართლეა, ნახევარი კი სრული ფარსი. - ჩაიცინა და ხასხასა ტუჩები მოიკვნიტა.

- თავის მოკვლა მართლაც ბევრჯერ ვცადე, თუმცა არა იმიტომ, რომ აქედან გასვლა მინდოდა. სიტუაციასა და გარემოს შეჩვეული ვიყავი და არ მადარდებდა თუ ცხოვრების ბოლომდე აქ ვიქნებოდი გამომწყვდეული. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც აბების მიღება დავიწყე. თავიდან პატარა დოზებით მაძლევდნენ, შემდეგ კი დოზას ნელ-ნელა ზრდიდნენ. წამლის ზემოქმედების ქვეშ როცა ვიყავი, ყოველთვის კოშმარებს ვხედავდი და ყველაფერი ეს შინაგანად მანადგურებდა. ამ სამყაროში ვიყავი გამოკეტილი მანამ, სანამ წამალი ჩემზე ზემოქმედებას არ შეწყვეტდა. ვითხოვდი, რომ წამლების დოზა შეემცირებინათ, ან საერთოდ არ მოეცათ. თხოვნა არ შემისრულეს და ამან ჭკუიდან გადამიყვანა. ყველაფერი დავლეწე, რისი დალეწვაც შემეძლო და მაჯებს სისტემატიურად ვიჭრიდი. გონება სულ მთლად მებინდებოდა და ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ნაწილებად ვიშლებოდი და ამას ვერ ვამჩნევდი.. ბოლოს კი ყველაფრის უნარი წამერთვა. ნელ-ნელა და მტკივნეულად მერთმეოდა სიცოცხლის ის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენდა. დავკარგე მოძრაობისა და ლაპარაკის უნარი, ისინი კი ამისთვის არაფერს აკეთებდნენ. ის ამბავი, რომ ყველა საავადმყოფომ ჩემს მკურნალობაზე უარი თქვა, ტყუილია. არასდროს უცდიათ, რომ გადავერჩინე და შორიდან, ღიმილიანი სახით უყურებდნენ, თუ როგორ ნადგურდებოდა ყველაფერი ჩემში.

როგორ მინდა, რომ მოვეხვიო და გულში ჩავიკრა. ის ისეთი პატარა და უსუსურია, მინდა დავიცვა და მის სიახლოვეს არავინ მოვუშვა. მინდა ჩემი გულის კარი გავუხსნა და შიგნით უპრობლემოდ შევუშვა, გულის კარი ჩავკეტო და გასაღები სადღაც შორს, აფორიაქებულ ოკეანეში მოვისროლო.

- ა-არ ვიცი რა გითხრა.. - საუბრის გაგრძელება მინდა, თუმცა ყელში გაჩხერილი ბურთი, რომელიც ერთ ადგილას გაჩერებულა და არ აპირებს ადგილიდან დაძვრას, ამის საშუალებას არ მაძლევს.

- მოდი, ჩემზე საუბარი არ განვაგრძოთ. უბრალოდ შენზე მომიყევი. შენი სახელი არ ვიცი.. - მორცხვად ამოთქვა და ოდნავ ჩაიცინა. მისმა ჩაღიმებამ მეც მომგვარა ღიმილი სახეზე და მივაშტერდი.

- მჰმ.. - ჩაახველა და უცბად შევხტი, კეფა უხერხულად მოვიფხანე და ჩავიცინე.

- აჰმ, ხო.. თეჰიონი მქვია..

- თეჰიონი? ძალიან ლამაზი სახელია.. სასიამოვნოა, თეჰიონ. მე ჯონგუკი ვარ. - გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მის ხელს წუთების განმავლობაში ვუმზერდი და მისი მტევანი მალევე მოვიქციე ჩემს ხელებში, ჰაერში ჩაჭიდული ხელები ავიქნიეთ და ორივეს ერთდროულად ჩაგვეცინა.

- აქ როგორ მოხვდი, თეჰიონ?

- ახ.. გრძელი ისტორიაა.. ერთი ოჯახის წევრები განზრახ მოკლეს და მათ სახლს ცეცხლი წაუკიდეს.. მათთან ცუდი ურთიერთობა მაკავშირებდა, მამაჩემის გამო. ადრე, მათი უაზრო საქციელის გამო, მამაჩემი ციხეში გამოამწყვიდეს და შემდეგ სასიკვდილო განაჩენით, სახრჩობელაზე ჩამოახრჩვეს. ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო, პირველ ეჭვმიტანილად მე დამასახელეს და ციხის ნაცვლად, ჩემი აქ გამოკეტვა გადაწყვიტეს. ასე და ამგვარად, აქ სულ ტყუილად აღმოვჩნდი. - მის გვერდით ჩამოვჯექი და ფეხებს ჰაერში ვათამაშებ. საუბრის განმავლობაში, ის ჩუმად იჯდა და გასუსული მისმენდა. ზოგჯერ თავს ჩაიქნევდა, ზოგჯერ კი დიდ თვალებს აფართოვებდა, რაც ოდნავ სასაცილოდ მომეჩვენა.

- საშინელებაა.. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.

- არაფერია, რაც მოხდა, მოხდა. დროს უკან ვერ დავაბრუნებ და ვერაფრის გამოსწორებას მოვახერხებ. - ვხვნეში და მზერას მისკენ ვაპარებ. - ჯონგუკ.. უცნაურად არ გეჩვენება, რომ აქ გხედავ და ჩვეულებრივად გელაპარაკები? ეს ხომ სიზმარია, იქნებ პირველად და უკანასკნელად გვეძლევა შანსი, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და ვნახოთ?

- უცნაურია, თუმცა მჯერა, რომ აქ ისევ დაბრუნდები. თუ ეს ბედისწერამ გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს ასეთ სიტუაციაში და ამგვარად შევხვედროდით, აუცილებლად დაბრუნდები აქ. ჩემთან, სიზმარში. - მიღიმის და საპასუხოდ მეც თბილად ვუღიმი.

დანარჩენი წუთები, რომლებიც სინამდვილეში საათები იყო, სიჩუმეში გავატარეთ. უცნაური გრძნობა ხელახლა დამეუფლა და დავინახე, როგორ ირეცხებოდა კედლებიდან და ჭერიდან შავი ფერი. ჩემს გვერდით მჯდომი ჯონგუკი კი ნაწილებად იშლებოდა და ჰაერში ფერფლად იქცეოდა. შემეშინდა და მისი სახელი ბევრჯერ გავიმეორე. ვეძებდი, თუმცა ამაოდ. მარტო ვიყავი.

ლოგინიდან სწრაფად ვდგები და ხარბად ვისუნთქავ ჰაერს, რომელიც მედიკამენტების სუნით გაჟღენთილიყო. თვალი სარკმლისაკენ გავაპარე და როდესაც ლურჯი, კრიალა ცა დავინახე, მივხვდი, რომ გათენდა.

სიზმარი გავიხსენე თუ არა, სწრაფად ჯონგუკისაკენ გავიხედე და მის უძრავი სხეულის დანახვაზე თვალები ძლიერად მოვისრისე.

ეს ყველაფერი სიზმარი იყო, მეტი არაფერი.

მინდა, რომ საკუთარი თავის მეთვითონ მჯეროდეს..

მაგრამ.. მისი ხმა.. მისი სიცილი და საუბარი..

ძალიან, ძალიან რეალური მეჩვენა.

პალატაში მედდა შემოდის და უკმაყოფილო სახეს მანათებს, ადგომას მიბრძანებს და მეც უხმოდ ვდგები. ერთხელაც, ჩემთან ასე ტონს თუ აიმაღლებს, კედელზე ავაკრავ და მივახრჩობ.

- დღეს გასეირნების უფლება გაქვს. თუ კარგად მოიქცევი, დღეში ორჯერ გაგიყვანთ. - მიხსნის და ვიღაც მაღალ ტიპთან მივყავარ, ვისი საშუალებითაც გარეთ გავდივარ და მზის ოდნავ მწველ სხივებს კანზე ვგრძნობ. სულ ერთი დღეა რაც აქ ვარ და მინდა გითხრათ , რომ ეს შეგრძნება ძალიან მომნატრებია. ეს რაღაც ზღაპრული გრძნობაა. აი ისეთი, ყოველთვის მისი მთლიანი სხეულით შეგრძნობა, რომ გინდა.

ფსიქიატრიულის ეზო, არც ისე სახარბიელო სიტუაციაში დამხვდა. ყველაფერი დაყრილი და განადგურებული იყო.

თუმცა, გიჟს სისუფთავესა და წესრიგს, ვერ მოსთხოვ.

მწვანედ შეღებილ სკამზე ვჯდები და მზის სხივებს ღიმილით შევჰყურებ, ჩემსავე ოცნებებში ვეშვები, თუმცა ოცნებებში ფრენა დიდიხნის განმავლობაში არ გრძელდება.

იდილიას უაზროდ მომცინარე ბიჭი მირღვევს, რომელსაც თმები მწვანედ შეუღებია და თეთრი უნიფორმის ზედა მუჭებში მოუქცევია.

- შენ რა, აქ ახალი ხარ? ჩემი მეგობარი იყავი, არ გაწყენინებ! - ხმამაღლა იცინის და სხეულს წინ და უკან განუწყვეტლივ ამოძრავებს, თვალებს უცნაურად ჭუტავს და ლოყის შიდა ნაწილს გამუდმებით იწვალებს ენის თავის შეხებით.

- კი, ახალი ვარ. კარგი, როგორც გინდა.. - უინტერესოდ ამოვთქვი და მას მივაშტერდი. ვიღაცას მახსენებს, თუმცა არ ვიცი ვის.
ალბათ მის შემოთავაზებაზე, რომ უარი მეთქვა, ან დანას ჩამარტყამდა, ან აქედან კილომეტრების მანძილზე მისვრიდა, რაც ნამდვილად არ მაწყობს.

ჩემს დადებით პასუხზე კიდევ უფრო გაიკრიჭა და გაუჩერებელი ტიტინის ხასიათზე მოვიდა.

საათები მოუნდა იმის მოყოლას, თუ სად გაიზარდა, სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობდა და საერთოდ, აქ როგორ მოხვდა.

თუ მოყოლისას ყურს არ დავუგდებდი, ბრაზდებოდა და პანიკური შეტევები ემართებოდა. სიბრაზისგან მთელი სხეული უკანკალებდა და ყელზე ძარღვები ებერებოდა, მე კიდევ მის დაწყნარებას ვცდილობდი.

ხელზე შუშის ბოთლიც კი გადამატეხა და ახლა ოთახში, ხელშეხვეული ვზივარ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკის სხეული გაშეშებული წევს, მას მაინც ჭყიპავენ წამლებით და დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მღრღნის.

სწორედ ამ აბების გამოა ის ამ დღეში, მე კიდევ მას ვერაფრით ვეხმარები.

შეხვეული ხელით მთელი დღე გავატარე და ღამის მოახლოებას ვუცდი. მხოლოდ იმიტომ,რომ ჯონგუკს შევხვდე და მასთან საუბრის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცეს.

ისე, რა უცნაურია.. არა? მასთან კონტაქტი აქ არ შემიძლია.. ვერ ვეხები და მისი სხეულის სითბოს ვერ ვგრძნობ.. ვერ ვხედავ თვალებს, სიცოცხლის წყურვილით ანთებულს. მაგრამ,მისკენ ყველანაირად მიზიდავს და მიწვევს, რომ შევისწავლო.

მგონი..

ბიჭი შემიყვარდა.

ბიჭი, ჩემი შავი სიზმრებიდან.

რომელიც, ვერცხლისფრად ანათებს.

  ექთანი კარს აღებს და ჩემთვის უკვე ნაცნობი აბებით ხელში შემოდის. ახლა უკვე მის ხელში სამი წითელი კაფსულა მოთავსებულა, რომელიც გამალებით მელის და ელოდება, თუ როდის შეძლებს ჩემი სხეულის დაპატრონებას და მის კონტროლს.

აბებს უხმოდ ვსვამ და მედდის უაზრო საუბარს, რომელსაც ჩვეული ცინიკური ტონით იწყებს, ყურადღებას არ ვაქცევ და ჯონგუკისაკენ ვტრიალდები.

მის პროფილს ვაშტერდები და თვალდაუხუჭავად ვამჩნევ, თუ როგორ დაეპატრონა შავი ფერი კედლებს, ხელახლა.

მედდის ამაზრზენი ხმაც მიწყდა.

ახლა მხოლოდ მე და ჯონგუკი ვართ.

- ხელზე რა დაგემართა? - არ ვიცი როდის მოასწრო, თუმცა უკვე ჩემს ლოგინზე ზის და დაზიანებულ ხელს, სევდიანი თვალებით დაჰყურებს.

- ისეთი არაფერია, უბრალო ჭრილობაა. ინციდენტი მოხდა და მეც შემთხვევით, იქ ვიყავი. - წყნარად ავუხსენი და სიმართლის დასამალად ცოტა ვიცრუე.

სულ ცოტა, მართლა.

- ჯონგუკ, წელიწადის რომელი დრო გიყვარს? - ჩუმი ხმით ვიკითხე და მას დავაკვირდი.

ჩაეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა.

- გაზაფხული. ამ დროს საკურა ხარობს და მისი ყურებით ყოველთვის ვტკბები. ნუ, ეს ადრე იყო. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც საკურა არ მინახავს.

გული დამწყდა და სითბო, რომელიც ამ ორგანოში ჩამეღვარა, სევდად იქცა.

მინდა სიზმრების კონტროლი შემეძლოს და მასთან ერთად ლამაზ ბაღში აღმოვჩნდე, ღამით.
თავზე მთვარე დაგვნათოდეს და საკურას ვარდისფერი ფოთლები, თავზე დაგვფრიალებდნენ.

განა რა სჯობია მსგავს გარემოში ყოფნას? ეს ხომ არ იქნება მოსაწყენი. მასთან ერთად სუფთა ჰაერზე ყოფნა, ღამით ნელი ნაბიჯით სიარული და ტკბილი საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენ გვესიამოვნება.

მთვარის ქვეშ,მწვანე მინდორში გაწოლა და მთვარის ვერცხლისფერი სხივების ყურება არის ის, რისი გაკეთებაც მინდა ახლა ჯონგუკთან ერთად.

ისიც ხომ მთვარეს მსგავსად ანათებს ვერცხლისფრად.

- თეჰიონ, იცი?.. მზეს ჰგავხარ. - თვალებში მიყურებს და სათქმელს ღიმილით მეუბნება.

ცოტა არ იყოს მიკვირს და მას გაოცებულ მზერას ვტყორცნი.

- შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს მაგრამ.. ოქროსფრად ანათებ. ამიტომაც შეგადარე მზეს.. - დაიმორცხვა და კისკისი დაიწყო.

ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ და უბრალოდ იმის გაკეთება მინდა, რასაც გული მკარნახობს.

შეეხე.

შეეხე თეჰიონ.

ახლავე!

ხელები მისი წელისკენ მიმაქვს და ჩემი გულის ძახილს ვუსმენ. მეშინია, რომ მის სხეულს ვერ შევეხები და ჩემი ხელი უბრალო სივრცეში გაივლის.

ვბედავ და ხელების მის წელზე შემოხვევას ვცდილობ, რაც გამომდის.

მას მე შევეხე!

ჯონგუკს ვგრძნობ!

თავი ჩემს გულმკერდზე უდევს და თვითონაც მეხვევა!

მე მის ვერცხლისფერ სხივებს შევეხე და დავინახე, როგორ ერწყმოდა ჩემი ოქროსფერი სხივები მისას.

მისი ლოყიდან ჩამომდინარი ვერცხლისფერი ცრემლები, მაისურს მისველებენ და შავ ლაქებს ტოვებენ. ეს შავი ლაქები, მთვარის კრატერებს მოგაგონებთ, ჩუქურთმებად რომ დამშვენებია ვერცხლისფერ სფეროს ბურთს.

თავს ვაწევინებ და მარჯვენა ხელს მის ფუმფულა ლოყაზე ვათავსებ, მტკივან ხელს ისევ მის წელზე ვასვენებ და თვალებში ვუყურებ.

- ჩშშ.. რატომ ტირი? - წარბებს ოდნავ ვკრავ და შავ თვალებს მზერას არ ვაცილებ.

- ა-აქედან.. წ-წახვალ, არა? ე-ეს ჩვენი ბ-ბოლო შ-შეხვედრაა, არა?..
- ჩშ.. მე შენთან დარჩენა მინდა. - ჩუმად ამოვთქვი და მის ცხელ შუბლს ტუჩები ფრთხილად მივაკარი. მეშინოდა ამ პატარა შეხებითაც არ გამტყდარიყო, ჩემს წინ მყოფი უნაკლო არსება.

- მ-მაგრამ.. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ აბების ჭარბ რაოდენობას მიიღებ.. ეს კიდევ მტკივნეული პროცესია და ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემ.. - უნდოდა მკაცრი გამოჩენილიყო, თუმცა ერთ პატარა ბაჭიას ჰგავს, რომელიც იმის გამო მიბრაზდება, რომ სტაფილოს არ ვაჭმევ.

- დაწყნარდი, ბაჭია. ყველაფერი მოგვარდება. თუ სამუდამოდ ვერ ვიქნები აქ, ვეცდები ხშირად გესტუმრო ხოლმე. - ჩავიცინე და ცერა თითით მის ფუმფულა ლოყებს მოვეფერე.

ძალიან ნაზი და ნატიფი კანი აქვს. ერთი შეხებაც საკმარისია, რომ თვალები მინაბო და მის სინაზეში გადაიკარგო.

როდესაც ვეხუტებოდი, მისი ტკბილი სურნელი შევიგრძენი.
მსგავსი შესანიშნავად არომატული სუნამო, არასდროს შემხვედრია.
ალბათ ეს მისი, საკუთარი სურნელია.
ერთი ჩასუნთქვაც საკმარისი იყო, რომ ეს სურნელი ჩემს ყნოსვის რეცეპტორებსა და ტვინს დამახსოვრებოდა.

- აქ დრო სწრაფად გადის.. მალე გაიღვიძებ, თე.. - ამოიჩურჩულა და ამ ტკბილ ჩურჩულს, ჩუმი სლუკუნიც ამოაყოლა.

- ნუ დარდობ. ხომ იცი, რომ დავბრუნდები. - შუბლზე ხელახლა ვეამბორე და ცრემლი, რომელიც მისი შავი თვალიდან გადმოსვლას ლამობდა, სწრაფად მოვაშორე.

სხეულში გამცრა, როდესაც ლოყა, რომელსაც ასე ნაზად და მონდომებით ვეფერებოდი, ნელ-ნელა უფერულდებოდა.

წელი, რომელზეც მტკივანი ხელი მესვენა, ბინდდებოდა და პატარ-პატარა ნაწილებად იშლებოდა.

ბოლოს კი, მისი სახეც გაქრა.

- ოჰ, გაიღვიძე? - უცნობი ხმისკენ ვტრიალდები და გაკვირვებული მზერით ვუყურებ წინ მდგარ დაბალ, გრძელთმიან მედდას.

ეს ის ექთანი არ იყო, აქამდე რომ ცინიკურად მიცინოდა.

- ნუ გეშინია და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტან. მის მსგავს ადამიანად ნუ ჩამთვლი. აბებს არ დაგალევინებ და არ მოგცემ იმის უფლებას, რომ ამ ბიჭივით ყველაფრის უნარი დაკარგო. მინდა დაგეხმარო და გადაგარჩინო, კარგი?

- ამას რატომ აკეთებ? - გაოგნებულმა ვიკითხე და საწოლზე წამოვჯექი.

- უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც შენსავით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. მეც ამ მიზნით მინდა დაგეხმარო.

- ანუ, ჩემი დახმარება გინდა, არა?

- მჰმ. - გაიღიმა და თავი დამიქნია.
ხელით ვანიშნე, რომ ახლოს მოწეულიყო და მოიწია კიდეც.

- თუ ჩემი დახმარება გინდა.. დამეხმარე, რომ მასთან დავრჩე. აბების დიდი დოზა მჭირდება, რათა მასთან ყოფნის საშუალება მომეცეს. - ბაგეები ყურებთან ახლოს მივუტანე, ჩავჩურჩულე და თვალებით ჯონგუკისაკენ ვანიშნე.

ერთხანს გაოცებული და გაფითრებული მიყურებდა, შემდეგ სახე დაუმშვიდდა და გაიღიმა კიდეც.

- ვხვდები საქმე რაშიცაა, მაგრამ.. ამის უფლება არ მაქვს..

- ამის უფლება არ გაქვს? და იმის უფლება გაქვს, რომ აბები არ დამალევინო და აქედან გაქცევაში დამეხმარო? - ცალი წარბი ზემოთ ავზიდე და მას დავაკვირდი.

უხერხულოდ და უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიფრუტუნა და ისევ შემომხედა. თავი ყოყმანით დამიქნია, სახე ოდნავ ისევ შეეცვალა და თვალებში შემომხედა.

- დარწმუნებული ხარ? ეს აბები ყველა ადამიანზე სხვანაირად მოქმედებს. შეიძლება დაგტანჯოს, შეიძლება წამებში მოგწყვიტოს ამ სამყაროს და წვალების გარეშე  პარალიზდე. არ ვიცი შენს შემთხვევაში რა მოხდება.. დარწმუნებული ხარ, რომ ამ ყველაფერს გაუძლებ? - ეტყობოდა როგორ ყოყმანობდა და თვალებს ჯონგუკისაკენ აპარებდა.

- ყველანაირი კითხვების გარეშე, ამ ყველაფრისთვის მზად ვარ.

- არ გიცნობ მაგრამ.. მეამაყები. - ეს თქვა და ოთახი სირბილით დატოვა, აბების მოსატანად.

ღრმად ჩავისუნთქე და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ჩავფიქრდი.

თუ ჯონგუკს ჩემს სიზმრებში ვხედავ და ეს არა მხოლოდ აბების, არამედ ჩემი ნებაყოფლობითაც ხდება..

იქნებ, ჩემივე სიზმრის მართვა შემიძლია? იქნებ შევძლო წავიყვანო ჯონგუკი იმ ადგილას, სადაც მას მოესურვება. იქნებ, მასთან ერთად ჩავრჩე სიზმრების სამყაროში და ერთად განვაგრძოთ ცხოვრება, მშვიდად და წყნარად?

ამას მალე გამოვცდი და შედეგსაც ვიხილავ.

მედდა უკან გულამოვარდნილი ბრუნდება, აბებით სავსე კაფსულით ხელში.

თუ ფიქრობთ, რომ შიშმა შემიპყრო, ცდებით.

ჩემს თავში საკმაოდ დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებ.

პეშვი გავუშვირე და ყოყმანით მოათავსა აბები ჩემს მტევანში. აბების რაოდენობა, დაახლოებით 15-20 იქნებოდა.

ბოლოჯერ ვუღიმი და მადლობას ჩუმად ვუხდი. აბებს ერთობლივად და სწრაფად ვყლაპავ, მისი მოქმედების დაწყებას ვუცდი და ბზარებით სავსე ჭერს ვაშტერდები.

ვგრძნობ როგორ მიწურავს შუბლზე ოფლის წვეთები და როგორ მიდუნდება მთელი სხეული აბების დახმარებით.

ხელზე მოყენებული ჭრილობა, რომელიც მეწვოდა სადღაც ქრება და უჩინარდება.

ფეხები, რომელსაც ვგრძნობდი, ახლა აღარ ვგრძნობ და ვხვდები, რომ ლაპარაკის უნარიც მერთმევა.

კიდურების ამოძრავება ჩემთვის რთულია და ვხვდები, რომ სრულიად პარალიზებული ვარ.

ჯონგუკის შემთხვევისგან განსხვავებით, მე უმტკივნეულოდ ვპარალიზდი.

რაც დამრჩენია, მხოლოდ ისაა, რომ ჩემი ოცნება ვიმეორო, რათა ასრულდეს.

'მინდა სიზმარი ვაკონტროლო, რათა ჯონგუკის წაყვანა შევძლო.'

'როცა ჯონგუკთან ერთად ამოვყოფ თავს, მინდა ჩვენთვის საოცნებო ადგილას ვიყოთ'.

სიტყვებს ბევრჯერ ვიმეორებ და ყველაფერი ქრება.

სიბნელეში ვარ, თუმცა პატარა, მბჟუტავ სინათლეს ვხედავ.

სინათლისაკენ მივიწევ და ვგრძნობ, სახეზე ნაზი ნივთი როგორ მედება.

ლოყაზე მოწებებულ საკურას ფოთოლს, ვიშორებ და ვიცინი.

ხმამაღლა ვიცინი.

ფოთლები ჩემი მიმართულებით მოჰქრიან და ვარდისფერ ქარიშხალს ჰქმნიან, რომელიც ულამაზესი რამაა იმ მოვლენებს შორის, რაც აქამდე მინახავს.

ცაში ვიხედები და ვხედავ ვერცხლისფრად მანათობელ მთვარეს, ვარსკვლავებთან ერთად.

მინდორზე დავიხედე და მალევე დავინახე მასზე გაწოლილი - ვერცხლისფრად მოელვარე ჯონგუკი.

ისიც მამჩნევს და მიღიმის.

არაამქვეყნიურად მიღიმის და მეც ვუღიმი.

მე მისკენ გავრბივარ, ის კი ჩემსკენ გამორბის.

ჩვენი სხეულები ერთმანეთს ერწყმის და მჭიდროდ ვეჭიდებით ერთმანეთის ნატიფ სხეულებს.

და იცით?

მე ბიჭი შემიყვარდა.

ბიჭი, ჩემი შავი სიზმრებიდან.

და ჩვენ.. ვერცხლისფრად ვანათებთ.

-----

ვაიმე.. აზრზე არ ვარ ეს რა მოვბოდე მაგრამ... უბრალოდ მინდოდა დამეწერა.. ბევრი ვიწვალე :( მართლა ბევრი ვიწვალე ამის გამო და არვიცი ჯეჯჯსჯსუს.... იმდენჯერ მეთამაშა ვათპადმა დამპლური და ნაგლური თამაშები, გული გადამიქანდა.

იმედი მაქვს,ისიამოვნებთ.

მიყვარხართ >< 💘💕💙

Continue Reading

You'll Also Like

769K 25.9K 70
A story where a girl would do anything to get rid of her studies including getting married with a Mafia king but fate played opposite of it even afte...
1M 44.7K 90
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
6.5M 179K 55
⭐️ ᴛʜᴇ ᴍᴏꜱᴛ ʀᴇᴀᴅ ꜱᴛᴀʀ ᴡᴀʀꜱ ꜰᴀɴꜰɪᴄᴛɪᴏɴ ᴏɴ ᴡᴀᴛᴛᴘᴀᴅ ⭐️ ʜɪɢʜᴇꜱᴛ ʀᴀɴᴋɪɴɢꜱ ꜱᴏ ꜰᴀʀ: #1 ɪɴ ꜱᴛᴀʀ ᴡᴀʀꜱ (2017) #1 ɪɴ ᴋʏʟᴏ (2021) #1 IN KYLOREN (2015-2022) #13...
6K 447 5
ჯასთ ბითიესის შიფების ვანშოთები^^ mostly taekook probably hehehehehhehehehe