კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙

By HellyGK

14K 1.1K 380

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი ნდობის აღდგენა თურაოდენ რთულია. თავიდან ენდო ადამიანს რომელმაც მოგატყუა, გაგაცურა, გ... More

《0000》
《1》
《2》
《3》
《4》
《5》
《6》
《7》
《8》
《10》

《9》

1K 101 29
By HellyGK

შენობის უკანა მხრიდან, ჩალეწილი ფანჯრიდან გადავძვერით.

დროის საკითხიიყო სანამ პოლიციელები რომლებიც ზედა სართულის ოთახებს ამოწმებდნენ, ფანჯრებიდან დაგვინახავდნენ და გადმოგვძახებდნენ რომ ფეხი არ მოგვეცვალა. საბოლოოდ კი დაგვიჭერდნენ.

ახლოდან არცისე მაღალ კედელზე მოგვიწია გადაძრომა.

კედელზე გამოწეულ ქვებს ვეპოტინებოდი და ვცდილობდი ჯონგუკს დავწეულიყავი.

ჯონგული ხშირად იხედებოდა უკან და ამოწმებდა როგორ ვიყავი.

საბოლოოდ მეორე მხარეს აღმოვჩნდით.

პოლიციელების მანქანები აქაც იყო გაჩერებული.

ჩამოხტომისას ჟრუანტელმა დამიარა, ჩვენი საქმე წასულიათქო, მაგრამ გულზე მაშინვე მომეშვა როცა ჯონგუკმა მამცნო რომ მანქანები ცარიელი იყო.

ხუთი წუთი დაცარიელებულ გზაზე მივრბოდით.

სირბილისას ეს არცისე ცოტა დროა.

უსაშველოდ გაიწელა ყველაფერი სანამ შავი მანქანები არ შევამჩნიეთ.

სამი მერსედესის მანქანა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოქალაქეების საკუთრებას ჰგავდა.

დავიბენი და ადგილზე გავქვავდი, როცა ჯონგუკი მათკენ გაიქცა.

როცა ჯონგუკი ერთ-ერთ მანქანას მიუახლოვდა, იქიდან მძღოლი გადმოვიდა, უკანა კარი გაუღო და ჩაჯდომისას ხელით მანიშნა რომ მეც მივსულიყავი.

მანქანასთან მივედი და შიგნით მოვთავსდი.

გვერდითა მანქანის შავი მინიდან დანახვა მაინც მოვახერხე: მივხვდი დანარჩენი ორი მანქანა რისთვისაც სჭირდებოდათ.

შავი მინიდან შევამჩნიე მოკუნტული ბიჭი როგორ იყურებუდა აქეთ იქით და თან იარაღს ტენიდა.

ორივე მანქანაში, ყოველ ფანჯარასთან შეიარაღებული ტიპები იყვნენ.

ჩვენც კი გვეჯდა წინ, მძღოლის სავარძლის გვერდით ავტომატიანი აწოწილი აღნაგობის ბიჭი.

"სონჯის და აზის შეატყობინეთ რომ უსაფრთხოდ ვართ. და მარტო აზის ისიც უთხარით რომ...ვიღაც მიმყავს თან" ჯონგუკმა წამით დააპაუზა.

მძღოლმა თავი დააქნია და უთქმელად ტელეფონით შეტყობინება გაგზავნა.

"სონჯი ვინაა?" მისი საუბრიდან საეჭვო მხოლოდ ეს მოგეჩვენა არეუმ?

"ვინაა და მეგობარი. ძალიან კარგი მეგობარი, უფრო სწორად რომ ვთქვათ. დანარჩენს იქ რომ მივალთ, თავადაც გაიგებ"

"და ახლა რო მომიყვე არ შეიძლება?"

ჩემი კითხვებით აშკარად დაღლილმა მოუთმენლად ამოისუნთქა და თვალები გადაატრიალა. "რომც მოგიყვე, შენით თუარ ნახე ის ადგილი, მაინც ვერაფერს გაიგებ"

მთელი გზა ხმა ალბათ არცკი ამომიღია.

უხერხული სიჩუმე და დრო და დრო ფანჯრის ჩამოწევის ჭრაჭუნი თუ ისმოდა. აწოწილი ავტომატს გაფაყოფდა, პერიმეტრს დაათვალიერებდა და შემდეგ ისევ ჭრაჭუნით ფანჯარას უკან აწევდა.

ჯონგუკისკენ ცალი თვალი გავაპარე.

მომუშტულ ხელზე ყბა ჩამოედო და ჩაფიქრებული სადღაც შორს იყურებოდა.

ველოდებოდი რომ რამეს იტყოდა, რადგან უკვე პანიკები მეწყებოდა.

პანიკები კარგა ხანია არ დამწყებია, ალბათ რამდენიმე წელიც კი, მაგრამ ახლა ვგრძნობდი გულისცემა როგორ მიჩქარდებოდა და შუბლი მიოფლიანდებოდა.

ხელები სავარძელზე მოვაფათურე, რამეზე ჩასაჭიდი რომ მეპოვა.

გაუცნობიერებლად შემთხვევით ჯონგუკს წავავლე მკლავში ხელი.

თავი სწრაფად მოატრიალა და წამიერად თვალებში ზიზღნარევმა მზერამ გაუელვა როცა ჩემი ხელი მის მკლავზე დაინახა.

არ ხუმრობდა როცა თქვა რომ 'ჩვენ' აღარ არსებობსო.

და რატომღაც ეს ფაქტი მახარებდა. გულისს სიღრმეში მეც, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მინდოდა.

მაგრამ მალევე გაუქრა, როცა აფორიაქებული დამინახა.

"რაგჭირს? გინდა მანქანა გავაჩეროთ?"

თავი გავაქნიე და სავარძელზე ოდნავ ჩავცურდი.

"არა, კარგად ვიქნები"

"არეუმ, მგონი მართლა ცუდად ხარ, სახე გიწითლდება" და უცებ წარბები აზიდა. "პანიკები გეწყება?"

ნერწყვი გადავყლაპე და თავი დავაქნიე. "ჰო, რაღაც ხდება"

მკლავიდან ჩემი ხელი მოიშორა და თავისაში მოიქცია.

"კარგად იქნები, იქამდე მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ გიშველიან. ოღონდ აქ არ გახდე ცუდად"

მისი სიტყვები თითქოს ძალიან შორიდან მესმოდა.

ცალი თვალით როცა გავხედე, დავინახე თუ ჩემი ხელი როგორ უეცრად დაგრძელდა და ჯონგუკთან ერთად ძალიან შორს გაიწია.

ამ მანქანის პატარა ჩახუთულმა სივრცემ ფორმის დაკარგვა დაიწყო.

"რა...ჯანდაბა ხდება..."

***

"ექიმი! სასწრაფოდ ექიმს ან ვინმეს დაუძახეთ!" ჯონგუკის ხმა ნაწილობრივ არც კი მესმოდა.

თითქოს სხვა ენაზე ჰქონდა ლაპარაკი დაწყებული.

შუბლი მისკდებოდა და ასე მეგონა ნებისმიერ წამს ამოვარწყევდი.

ჩაწეული ფანჯრიდან ვიყავი გადაკიდებული და ვცდილობდი სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა.

ცივი ხელის შუბლზე შეხება ვიგრძენი.

კარები გააღეს და გადმომიყვანეს.

ორი ადამიანი გვერდი-გვერდ მედგა და მათზე დაყრდნობით ფეხზე დგომა ჯერკიდევ შემეძლო.

მხედველობა საშინელ მდგომარეობაში მქონდა.

ყველაფერი ან ფორმას და ფერს იცვლიდა ან რაღაცეებს საერთოდაც ვერ ვხედავდი წესიერად.

ერთი უზარმაზარი შენობა დავინახე.

ზუსტად ჩვენს წინ.

ამხელა რაღაც აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?

წინადადების გონებაში ნორმალურად დალაგებაც ვერმოვასწარი, როცა ყველაფერი უკანასკნელად დაბზრიალდა.

***

მუცელში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.

სითხემ გულმკერდამდე ამოაღწია.

გაოფლიანებული საწოლიდან წამოვიწიე და პირდაპირ იატაკზე ვარწყიე.

ოხვრის ხმა წინიდან მომესმა.

"უკვე მეოთხედ. რაიყო, რაჯანდაბა გჭირს?"

კრემისფერ ზეწრებზე რბილად ვიწექი.

ბევრს ვერაფერს ვხედავდი.

თავი უცნაურად მტკიოდა.

ხან საშინლად ამტკივდებოდა, ხან კი საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი.

ხელზე დავიხედე.

ოთახს ყვითელი მაგიდის ლამპა ანათებდა და მეც ძლივს ვიყურებოდი თვალებიდან, მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ მკვდრის ფერი მედო.

"...და აქამდეც ვაღებინე?" სიტყვების წარმოთქმისას ტუჩების ერთმანეთზე შეხებას ვერ ვგრძნობდი.

"კი. აბა რა ჯანდაბა გგონია პოლისჯოხით ხელში რომ მხედავ, გგონია მეხალისება ამით აქ ჯდომა და ლოდინი სანამ კიდევ ამოანთხევ იატაკზე რამეს?" ხმაში აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა.

რომ არ ეთქვა ხელში პოლისჯოხი მიკავიაო, ალბათ ვერცვერასოდეს მივხვდებოდი. მხოლოდ ახლა დავლანდე მოგრძო ნივთი მის ხელებში.

"არვიცი...საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ" თავი უკან ბალიშზე ნელ-ნელა დავდე. "რა მჭირს?"

"ცუდად ხარ. აქაურმა ექიმებმა გაგსინჯეს და თქვეს რომ სიცხე გაქვს და შესაძლოა ღებინებებიც გქონდეს. ჰოდა დამსვეს აქ პოლისჯოხით ხელში და შენი მოხედვა დამავალეს" ამ უცხოს ხმა საოცრად წყნარი ჰქონდა.

თმის ღერები შუბლზე მეწეპებოდა. სულ ოფლიანი ვიყავი და სუნთქვა გახშირებული მქონდა.

მახსოვდა როგორ გადმომიყვანეს მანქანიდან და როგორ ყვიროდა ჯონგუკი დაეხმარეთო, შემდეგ რაღაც შენობა და...

"რომელი საათია?"

"თორმეტი. უკვე რამდენიმე საათია გათიშული ხარ"

იმდენად შეუძლოდ ვიყავი რომ ფიქრიც კი მიჭირდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე გაშავებული ცა დიდი ფანჯრიდან.

ან რაღა ფანჯარა.

ჩემგან მარცხნივ კედლის მაგივრად მთლიანად მინა იყო.

წესით მაღალ სართულზე უნდა ვიყოთ.

"რა მჭირს? არა...ცუდად ყოფნას არ გულისხმობ...რა დამემართა ან რა მოხდა?" ვბლუყუნებდი მაგრამ იმედი მქონდა ის გაარჩევდა რასაც ვამბობდი.

უცხო ხმით თუ ვიმსჯელებდი, ჩემხელა გოგო უნდა ყოფილიყო.

ან ჩემზე დიდი.

ან ჩემზე პატარა.

არვიცი, ან რა მნიშვნელობააქ.

"ჯონგუკი სადაა?"

"ახლა არ სცალია"

"ხო მაგრამ, სადაა?"

პასუხი არ გაუცია.

ამით ალბათ მიმახვედრა ერთხელ გეტყვი და სულ არ მაინტერესებს დაგაკმაყოფილებს პასუხი თუ არაო.

ან რანაირი პასუხია არსცალია როცა 'სადაათქო' ვიკითხე.

"რა უცნაური ვინმეხარ" ამოვილუღლუღე.

"ფხიზელს ეგ რომ გეთქვა ალბათ ენას გადაგიგლიჯავდი" ესეც იმდენად წყნარად თქვა რომ ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა. "სხვებს უნდა უმადლოდე რომ დანა არ შემომატანინეს ოთახში"

"დანას რისთვის ხმარობ?"

ამოიოხრა.

რატომღაც ჩემივე კითხვები მეც უაზროდ მეჩვენებოდა. არა, მარტო ცუდად ვერვიქნებოდი, კიდევ რაღაც მჭირდა.

"რისთვის და კარტოფილს ვთლი ხოლმე"

"კარტოფილს რომელ ჯიბეში ინახავ?"

ჯიბე? ეს საიდან მოვიტანე? ის მაინც ვიცი აქვს თუარა ამ უცხოს ჯიბე საერთოდაც?

"ბოდიში, შემთხვევით კაბა ხომ არ გაცვია?" ხელი ჰაერში ავიქნიე და ცერათი პატარ-პატარა რგოლების მოხაზვა დავიწყე.

ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.

ალბათ სრულ იდიოტად მთვლიდა.

მე კი ვერთობოდი.

წრეების ხაზვით ვერთობოდი.

"ცირკში ოდესმე ყოფილხარ? მე აი ისინი...ისინი მევასებოდნენ ძაან, რაღაც რგოლებზე რომ ეკიდებოდნენ და მერე ამ რგოლებს ჰაერში წევდნენ...არა ისე ცირკი რასაჭიროა? ცხოველები ხომ ცოდოები არიან? იცი, იქნებ ცხოველების მაგივრად ადამიანები გამოიყვანონ, ოთხზე თუ დადგებიან რაღა განსხვავებაა?"

გულისსიღრმეში ვლოცულობდი რომ არანაირ პასუხს არ გამცემდა.

"აქამდე ნარკოტიკი არასდროს მოგიხმარია?" დუმილის საბოლოოდ მკითხა.

კითხვაში რაღაც არ მომეწონა.

იყო რაღაც რამაც თავში მომიღატუნა, თითქოს ვიღაც მეუბნებოდა რომ ეს კითხვა კარგად გამეაზრებინა, მაგრამ შემდეგ ფიქრები თავისით ამომიფრინდა.

ვცდილობდი გამეხსენებინა რა მეჩვენა ამ კითხვაში უცნაურად.

"აა, ხო. გამახსენდა" ჩუმად ამოვილუღლუღე. ტუჩებს ფაქტობრივად არც ვამოძრავებდი.

"რა გაგახსენდა?"

"შენი კითხვა...მაგ კითხვაში....ნარკოტიკები აქამდე არასდროს მოგიხმარიაო...აქამდე რატომ თქვი?" ხელი ოფლიან შუბლზე დავიდე და შევეცადე თმის ღერები გადამეწია.

მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ შეგრძნებლობა დაკარგული მქონდა.

თითების კანზე შეხებას ვერ ვგრძნობდი.

"მანქანა რომლითაც მოგიყვანეს, აღმოჩნდა რომ ის ძველი ჯართის გროვაა, რომელსაც ნარკოტიკების, კონკრეტულად კი კოკაინის წასაღებ-წამოსაღებად ვიყენებდით. მთელი მანქანის სალონი გაჟღენთილი იქნებოდა მისი სუნით. აქამდე თუარ გიხმარია, მაშინ მაგიტომაცაა ასე მარტივად რატომ იმოქმედა უბრალო სუნმა შენზე"

პირი დებილივით დამეღო და ენით ვცდილობდი ნიკაპს მივწვდენოდი.

"არ ვარ ნარკომანი"

"იმედია ფხიზელიც ასეთი დებილი არხარ"

ნაბიჯების ხმა მომესმა. და შემდეგ კარის ჭრიალი.

მგონი უცნობი ოთახიდან გავიდა.

"და კიდევ რომ მაღებინოს?! მერე ვინ მოწმენდს?!" პირს ძლივს ვამოძრავებდი, ისე გავძახე.

***

საწოლზე მოუსვენრად ვბორგავდი.

საწოლის ყველა მხარეს ვიწექი, ამიტომ ზეწარის ყოველი ადგილი უკვე გავაოფლიანე.

შეწუხებული წამოვჯექი.

იატაკზე დავიხედე.

ნარწყევი არ მოუწმენდია.

ცხვირი ავიბზუე. "იმ ვიღაცას სულ ფეხებზე ჰკიდია იმ ხალხის შრომა ვინც ეს პარკეტი დააგო, ასე უდარდელად როგორ შეიძლება მოქცევა...ან მე რა მაღებინებდა? ცოდო არარის ახლა ის მუშა ვინც ეს გააკეთა? მხოლოდ იმისთვის რომ მერე მე ზედ მერწყია?" უაზროდ ვბჟუტურებდი.

"არა, ინდა ვიპოვო ის მუშა და ბოდიში მოვუხადო"

მადლობა ღმერთს რომ კარი იმ უცნობს ბოლომდე არ დაეკეტა, თორემ სახელურის ჩამოწევას წლებს მოვანდომებდი.

ვბარბაცებდი.

კედლებს ვაწყდებოდი და ვცდილობდი ფეხზე მყარად დავმდგარიყავი.

ოთახი სადაც მე ვიყავი, შენობის კუთხეში მდებარეობდა.

მარჯვნივ, დერეფნის ჩაყოლებაზე, ოთახის კარებები ერთმანეთს მიუყვებოდა. ამაზე გრძელი დერეფანი აქამდე არ მინახავს.

აი ჩემგან მარცხნივ კი, პატარა მომრგვალებული ადგილი იყო.

მრგვალი, უზარმაზარი ლითონის კარით.

ამ კუთხეში, დერეფნის ბრდღვიალა ყვითელი სინათლის მაგივრად, მუქი ლურჯი სინათლე ანათებდა.

მრგვალი ნათურა ზუსტად ლითონის კარის ზემოთ დაეკიდათ.

კარი ღია დაეტოვებინათ.

"რა აზრი აქვს ამხელა რკინის კარების დაყენებას, აქაოდა დაცვის პონტშიო, თუ ღიას ტოვებთ?!" ბოლო ხმაზე დავიყვირე დერეფნის მიმართულებით.

"ჰოდა თქვენს თავს დააბრალეთ, რადგან შიგნით შევდივაარ!" ისევ დავიყვირე.

კარებს მოვეჭიდე და ზღურბლზე გადავადგი ფეხი.

ოთახის ეს ნაწილი ჩაბნელებული აღმოჩნდა. ოდნავ მკრთალად ანათებდა სადღაც წინ, შორს დაყენებული თეთრი ნათურა.

ოთახი ძალიან განიერი იყო.

სადაც არუნდა გამეხედა, უზარმაზარი ფიცრის თაროები იდგა. მათზე კი ათასი ხარახურით გატენილი ყუთები.

უცნაურმა სუნმა ცხვირი დამიწვა.

რა ჯანდაბა დევს ამ ყუთებში?

ყუთები შევათვალიერე.

უმეტესობას ზედ იარლიყით ეწერა ნარკოტიკი ან ზოგზე უფრო დაკონკრეტებული - კოკაინი.

თაროს წინ ჩავუყევი.

პლანი, სითხეები, კოკაინი, კოკაინი, და ისევ კოკაინი. ოქროს ფილები და რაღათქმაუნდა ისევ კოკაინი.

და აი ბოლოშიც ჩავედი.

ყუთებით შემორკალული ადგილი ოთახში.

ყუთები ერთმანეთზე ჭერამდე აეწყოთ და ისე შემოესაზღვრათ, თითქოს ამ რკალის შიგნით რაღაცას მალავენო.

"მე რამეს გამომაპარებთ?!" ისევ დავიყვირე.

ბარბაცით მივუახლოვდი ყუთებს შორის დატოვებულ პატარა მანძილს და გავძრომა დავაპირე, როცა შუქმა თვალები მომიჭრა.

აღმოჩნდა, აქ პატარა ზომის პროჟექტორები ეყენა, ნათურების მაგივრად.

ყუთებით შემოსაზღვრული რკალის გამო იყო რომ შუქი ოთახს ბოლომდე არ ედებოდა.

პროჟექტორებმა თვალები ამიწვეს.

"რა ჯანდაბაა" თვალები დავიზილე.

და სწორედ ამ დროს კვნესის მაგვარი ხმა გავიგე.

თვალები დავჭყიტე.

ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და ზოგჯერ ბრუნავდა კიდევაც, ხედვა მიჭირდა, მაგრამ შემიძლია დავიგინო რომ თავის მაგვარი მრგვალი რაღაც დავლანდე.

მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ოთხ პროჟექტორის შორის საავადმყოფოს საწოლების მაგვარი რაღაც იდგა.

თვალებს ვიფშვნეტდი და ვცდილობდი ყველაფერი სწორად აღმექვა.

კი, ეს ნაღდად ისეთი საწოლია, პალატაში რომ ნახავთ.

ზედ კი რაღაც ან ვიღაც იწვა და კვნესის ხმა აშკარად მომესმა.

ზედ მრგვალ რაღაცას ახლაც ვხედავდი.

მგონი არ ვცდებოდი და, თავი იყო.

სანახაობას დიდხანს ვუყურებდი და გონებაში აზრებს ვიკრებდი.

გული ისევ მიჩქარდებოდა. სახეც გამიოფლიანდა.

ეს რაღაც არ მომწონდა.

აქაურობა არ მომწონდა.

მუხლებზე სწრაფად დავტრიალდი, შეშინებული და დაფეთებული უკან მოუხედავად გავიქეცი.

და ზუსტად ამ დროს სანამ თაროებს შორი გზას მივიკვლევდი, ვიღაცას შევეჯახე.

ინერციით უკან გადავიწიე და ფეხზე თავი ძლივს შევიმაგრე.

"გთხოვთ, აქედან გამიყვანეთ! იქ მგონი ვიღ-"

წინადადება ვერ დავამთავრე.

ყელზე ძლიერი თითების მოჭერა ვიგრძენი.

Continue Reading

You'll Also Like

701K 16.6K 73
"You and me always and forever." 9-1-1 Season 2+ Start- March 26 2023 Finish I do not own any 9-1-1 characters or their plots. I do own my character...
246K 5.5K 32
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
89.9K 1.7K 33
He was a fuckboy .. But she was a sweet, shy and kind-hearted girl .... She knew he was a fuckboy but she fell for him . ( He was a red flag but she...
575K 27.5K 53
Taehyung is appointed as a personal slave of Jungkook the true blood alpha prince of blue moon kingdom. Taehyung is an omega and the former prince...