《9》

1K 100 29
                                    

შენობის უკანა მხრიდან, ჩალეწილი ფანჯრიდან გადავძვერით.

დროის საკითხიიყო სანამ პოლიციელები რომლებიც ზედა სართულის ოთახებს ამოწმებდნენ, ფანჯრებიდან დაგვინახავდნენ და გადმოგვძახებდნენ რომ ფეხი არ მოგვეცვალა. საბოლოოდ კი დაგვიჭერდნენ.

ახლოდან არცისე მაღალ კედელზე მოგვიწია გადაძრომა.

კედელზე გამოწეულ ქვებს ვეპოტინებოდი და ვცდილობდი ჯონგუკს დავწეულიყავი.

ჯონგული ხშირად იხედებოდა უკან და ამოწმებდა როგორ ვიყავი.

საბოლოოდ მეორე მხარეს აღმოვჩნდით.

პოლიციელების მანქანები აქაც იყო გაჩერებული.

ჩამოხტომისას ჟრუანტელმა დამიარა, ჩვენი საქმე წასულიათქო, მაგრამ გულზე მაშინვე მომეშვა როცა ჯონგუკმა მამცნო რომ მანქანები ცარიელი იყო.

ხუთი წუთი დაცარიელებულ გზაზე მივრბოდით.

სირბილისას ეს არცისე ცოტა დროა.

უსაშველოდ გაიწელა ყველაფერი სანამ შავი მანქანები არ შევამჩნიეთ.

სამი მერსედესის მანქანა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოქალაქეების საკუთრებას ჰგავდა.

დავიბენი და ადგილზე გავქვავდი, როცა ჯონგუკი მათკენ გაიქცა.

როცა ჯონგუკი ერთ-ერთ მანქანას მიუახლოვდა, იქიდან მძღოლი გადმოვიდა, უკანა კარი გაუღო და ჩაჯდომისას ხელით მანიშნა რომ მეც მივსულიყავი.

მანქანასთან მივედი და შიგნით მოვთავსდი.

გვერდითა მანქანის შავი მინიდან დანახვა მაინც მოვახერხე: მივხვდი დანარჩენი ორი მანქანა რისთვისაც სჭირდებოდათ.

შავი მინიდან შევამჩნიე მოკუნტული ბიჭი როგორ იყურებუდა აქეთ იქით და თან იარაღს ტენიდა.

ორივე მანქანაში, ყოველ ფანჯარასთან შეიარაღებული ტიპები იყვნენ.

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now