Until next dreams • მომავალ ს...

By cupoftaegi

1.9K 53 8

არა მხოლოდ ბედნიერი დასასრული, ზოგადად დასასრული არ არსებობს. More

მშვიდობით
აურორა
ძველი მეგობარი

ჩვენი პატარა საიდუმლო

116 10 2
By cupoftaegi






აუტანელი თავის ტკივილით გაღვიძება არასდროსაა შეშანიშნავი რამ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს ვიღაცა ტვინის პატარა ნაწილს ეჯაჯგურება და ცდილობს ნელ-ნელა მის შიგნით ჩამალული ყველა წვრილმანი ამოქექოს.

ამ საშინელ გრძნობას თავისუფლების ბოლო დღეც ემატება.

ზუსტად ოცდაორ საათში აურორა უნივერსიტეტის ხალხმრავალ კოლიდორებში იქნება გამოკეტილი და კიდევ ერთი ავტორის ტრაგიკული ცხოვრების შესწავლით დაკავდება.

ამაზე ფიქრი აურორას თავის ტკივილს ხუთჯერ უფრო უმძაფრებს.

აურორას ცუდ დღეებთან გამკლავების თავისებური ხერხი ჰქონდა. იცოდა რომ სახლში დარჩენა და მთელი დღე ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა არაფერს შველიდა. ეს თავს უბრალოდ ზარმაცად და გამოუსადეგარად აგრძნობინებდა.

ამიტომაც როდესაც აურორა ათი წლის იყო მამამ პატარა ტრადიციის ჩამოყალიბება შესთავაზა. ასეთ დღეს მამა სამსახურიდან ეთხოვებოდა და აურორას სკოლას აცნობებდა რომ გოგონა დღეს საშინელი ვირუსის გამო ვერ გამოცხადდებოდა. შემდეგ ქალაქში გადიოდნენ და ყველანაირი გეგმის გარეშე იწყებდნენ ბოდიალს.

ამ ტრადიციით ძველ ქალაქში უამრავი ულამაზესი ადგილი აქვთ ნაპოვნი რომელიც სამუდამოთ მათ საიდუმლოდ დარჩება. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მშობლებთან ერთად კილომეტრების მოშორებით იყო.

ამის გაკეთება სეულში ჩამოსვლის შემდეგ არც უცდია. მამის გარეშე ამ ყველაფერს იგივე აზრი არ აქვს.

მაგრამ ღირდა გარისკვა. იქნებ ეს ყველაფერი არც ისე ცუდი იქნება? დღის ბოლოს კი შეეძლება მშობლებს ახალ ნაპოვნ ადგილების შესახებ მოუყვეს და მათი შემდეგი ვიზიტის დროს პირადადაც ანახოს.

ახალი შემართებით ტელეფონს წვდება და ბიძია როჩარდს აცნობებს რომ საშინელი გრიპი აიკიდა, ამიტომაც დღეს მისვლას ვერ შეძლებს. მეტი დამაჯერებლობისათვის რამოდენიმეჯერ ახველებს და შემდეგ ტელეფონს თიშავს.

შემდეგ თავი იწესრიგებს, კომფორტული ჯინსის შარვალს, კრემისფერი ღუნღულა სვიტრს და შინდისფერ ჩექმებს იცმევს. გასვლის წინ ყოველივე შემთხვევისთვის აირინს წერილს უტოვებს და ბინასაც საბოლოოდ ტოვებს.

გეგმა მარტივი იყო. ის უბრალოდ არც არსებობდა.

სეულში მხოლოდ ღრმა ბავშვობაშია ნამყოფი, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს პატარა აურორასთვის მისი მშობლიური ქალაქი გაეცნოთ. დედამისი დღემდე ინახავს სურათს სადაც აურორა დაკრეჭილი კბილებით, ორი საყვარელი კიკინით და ბავშვობის საყვარელ ცისფერ კაბაში გამოწყობილი უცხო ბაბუასთან ერთად კბილებ დაკრეჭილი დგას და კამერას ხელს უქნევს.

იმ ვიზიტიდან ბევრი არაფერი ახსოვს. ერთადერთი ის ბაბუა ჩარჩა მის გონებას, რადგან სურათის გადაღებამდე მოხუცმა ცისფერკაბიანს ტკბილეული აჩუქა და პატარა პრინცის შესახებ ზღაპრით გაართო.

დილის წვიმისგან დასველებულ ტროტუარზე მიმავალი აურორა ცდილობს ძველი ვიზიტიდან რაიმე მაინც გაიხსენოს, მაგრამ ამაოდ. სეული ამჟამად მისთვის სრულიად ამოუცნობელ ქალაქად იქცა.

ათი წუთი სულ პირდაპირ იარა, შემდეგ მარჯვნივ შეხვევა გადაწყვიტა, შემდეგ ისევ პირდაპირ, ისევ მარჯვნივ და შემდეგ მარცხნივ. ასე იქამდე დაიარებიდა სანამ რაიმე საინტერესოს არ ნახავდა, ცოტა ხნით ადგილით ტკბებოდა, ტელეფონში ინიშნავდა და გზას აგრძელებდა.

ამ პატარა "თავგადასავლის" დროს პატარა ქუჩას წააწყდა.

ქუჩა სხვა სეულის ქუჩებისგან დიდად არ განსხვავდება. ისეთივე ვიწრო და ნაცროსფერია როგორც სხვები და დიდი ალბათობით საღამოობით აურორა აქ გასვლას ვერც გაბედავდა.

მაგრამ მაინც, ქუჩა მას უფრო და უფრო იზიდავს. ეს ალბათ იმ პატარა წიგნების მაღაზიის ბრალია რომელიც მოწყენილი ამინდით ფერმკრთალ სეულს სითბოს მატებს.

მაღაზია პატარაა. მისი კედლები თეთრადაა შეღებილი და თავზე დიდი ნათელი ასოებით აწერია "Hello Stranger". შენობის ფართო შუშებიდან უამრავი ძველებული და ახალი ერთმანეთზე დაწყობილი წიგნი ჩანს.

აურორა მაღაზიისკენ ისე მიიწევს, როგორც მწერი სინათლის წყაროსკენ. შესვლისას იქვე მჯდომ თინეიჯერს ესალმება რომელიც კევის ბერვით და ტელეფონზე საუბრით არის დაკავებული.

მაღაზიაში მელნის და ყავის სურნელების სასიამოვნო ნარევი იგრძნობა. აურორას ხელი ჩანთაში უჩინარდება და იქიდან პატარა გაცვეთილი დღიური ამოაქვს. შიგნით დაწესებულების სახელს იწერს და

Continue Reading

You'll Also Like

313K 6.9K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
6.5M 179K 55
⭐️ ᴛʜᴇ ᴍᴏꜱᴛ ʀᴇᴀᴅ ꜱᴛᴀʀ ᴡᴀʀꜱ ꜰᴀɴꜰɪᴄᴛɪᴏɴ ᴏɴ ᴡᴀᴛᴛᴘᴀᴅ ⭐️ ʜɪɢʜᴇꜱᴛ ʀᴀɴᴋɪɴɢꜱ ꜱᴏ ꜰᴀʀ: #1 ɪɴ ꜱᴛᴀʀ ᴡᴀʀꜱ (2017) #1 ɪɴ ᴋʏʟᴏ (2021) #1 IN KYLOREN (2015-2022) #13...
7.3M 302K 38
~ AVAILABLE ON AMAZON: https://www.amazon.com/dp/164434193X ~ She hated riding the subway. It was cramped, smelled, and the seats were extremely unc...
250K 6.1K 52
⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯ જ⁀➴ 𝐅𝐄𝐄𝐋𝐒 𝐋𝐈𝐊𝐄 .ᐟ ❛ & i need you sometimes, we'll be alright. ❜ IN WHICH; kate martin's crush on the basketball photographer is...