აურორა

159 9 1
                                    




_____ს პირველი 15 წლის ასაკში ეწვია. იმ ღამეს, მთვარის შუქზე გაოფლილს და გულ-აჩქარებულს გაეღვიძა. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, მაგრამ ბოლომდე თვითონაც ვერ რწმუნდებოდა.

ყველაფერი ისეთი რეალური იყო.

მკლავებში მომაკვდავი გოგონა თითქოს და თვითონ იყო. ყველაფერს ზედმეტად რეალურად გრძნობდა, ვიდრე სურდა. სისხლის სისველე, ეს ალბათ ოფლი იყ

ბავშვობაში დედა უყვებოდა, რომ სიზმრები ყოველთვის რაღაცას მოგვასწავლის.








გოგონა ღრმად სუნთქავს და საბნების გროვიდან ძვრება. ისევ დაწოლას არანაირი აზრი ქონდა. სიზმარმა იმდენად გამოაფხიზლა, რომ ალბათ ეს კვირა დასვენება საერთოდ არც დასწირდება.

დილით სქელ თეთრ საბნებში გახვეულ აურორას მაღვიძარას გამაღიზიანებელი ყივილი აფხიზლებს და მოწყენილი შემოდგომის რეალობაში აბრუნებს.

კიდევ ხუთი წუთი და ავდგები...

დამატებითი ხუთი წუთი არაფერს მიზავს..

ათი წუთიც და-

"რორი თხუთმეტი წამი გაქვს რომ შენი გამოქვაბულიდან გამოხვიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურამდე ფეხებით მიგათრევ!" მიყრუებულად გაისმა გაღიზიანებული მეგობრის, აირინის მკაცრი ხმა.

აურორამ აირინი ორი წლის წინ, ცნობილი კორეელი მსახიობის, ლი ჯონ სუკის ერთ-ერთ ფორუმზე გაიცნო. მას შემდეგ ერთმანეთს ყოველ დღე წერდნენ და საუბრების თემები მალევე სიმპატიურ მსახიობიდან უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდა. ახლა კი ერთმანეთის უძვირფასესი მეგობრები იყვნენ.

რორიმ იცოდა რომ ტრაკს დროზე თუ აწევდა, კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა, ამიტომაც ნახევრად გათიშული ძვრება თეთრი და თბილი ბუდიდან.

Until next dreams • მომავალ სიზმრებამდეWhere stories live. Discover now