Until next dreams • მომავალ ს...

נכתב על ידי cupoftaegi

1.9K 53 8

არა მხოლოდ ბედნიერი დასასრული, ზოგადად დასასრული არ არსებობს. עוד

მშვიდობით
ძველი მეგობარი
ჩვენი პატარა საიდუმლო

აურორა

159 9 1
נכתב על ידי cupoftaegi




_____ს პირველი 15 წლის ასაკში ეწვია. იმ ღამეს, მთვარის შუქზე გაოფლილს და გულ-აჩქარებულს გაეღვიძა. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, მაგრამ ბოლომდე თვითონაც ვერ რწმუნდებოდა.

ყველაფერი ისეთი რეალური იყო.

მკლავებში მომაკვდავი გოგონა თითქოს და თვითონ იყო. ყველაფერს ზედმეტად რეალურად გრძნობდა, ვიდრე სურდა. სისხლის სისველე, ეს ალბათ ოფლი იყ

ბავშვობაში დედა უყვებოდა, რომ სიზმრები ყოველთვის რაღაცას მოგვასწავლის.








გოგონა ღრმად სუნთქავს და საბნების გროვიდან ძვრება. ისევ დაწოლას არანაირი აზრი ქონდა. სიზმარმა იმდენად გამოაფხიზლა, რომ ალბათ ეს კვირა დასვენება საერთოდ არც დასწირდება.

დილით სქელ თეთრ საბნებში გახვეულ აურორას მაღვიძარას გამაღიზიანებელი ყივილი აფხიზლებს და მოწყენილი შემოდგომის რეალობაში აბრუნებს.

კიდევ ხუთი წუთი და ავდგები...

დამატებითი ხუთი წუთი არაფერს მიზავს..

ათი წუთიც და-

"რორი თხუთმეტი წამი გაქვს რომ შენი გამოქვაბულიდან გამოხვიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურამდე ფეხებით მიგათრევ!" მიყრუებულად გაისმა გაღიზიანებული მეგობრის, აირინის მკაცრი ხმა.

აურორამ აირინი ორი წლის წინ, ცნობილი კორეელი მსახიობის, ლი ჯონ სუკის ერთ-ერთ ფორუმზე გაიცნო. მას შემდეგ ერთმანეთს ყოველ დღე წერდნენ და საუბრების თემები მალევე სიმპატიურ მსახიობიდან უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდა. ახლა კი ერთმანეთის უძვირფასესი მეგობრები იყვნენ.

რორიმ იცოდა რომ ტრაკს დროზე თუ აწევდა, კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა, ამიტომაც ნახევრად გათიშული ძვრება თეთრი და თბილი ბუდიდან.

არადა სახლში დასარჩენად იდეალური ამინდი იყო...

სეულს შემოდგომის მოსვლა დატყობოდა. წვიმისგან და სიცივისგან დაბურული ფანჯრის შუშიდან წითლად და სტაფილოსფრად აჭრელებული ქალაქი მოჩანდა.

ღმერთო რა მიმზიდველად ჟღერდა ცხელი შოკოლადი და ჰარი პოტერის ფილმების მარათონი... მაგრამ სამწუხაროდ, არც ისე მიმზიდველად ჟღერდა ბიძამისის საყვედურები და დამატებითი საათებით მუშაობა.

აურორა ფანჯარას სწყდება და აბაზანისკენ ინაცვლებს, შემდეგ ღამის ზედმეტად დიდ და ძველ ზედას იხდის და მის ნაცვლად კომფორტულ ჯინსის შარვალს და მამიესულ თეთრ პერანგს იცმევს. სარკესთან ძილში აჩეჩილ წაბლისფერ თმებს  ისწორებს და ოთახს ტოვებს.

მისაღებში გასასვლელად გამზადებული აირინი ხვდება. საჭმლით პირგამოტენილი გაუგებრად ბურდღუნებს და ბინას ტოვებს.

"დღეს გვიან მოვალ." პატარა მესიჯი ხვდება მაცივარზე. უკვე იცოდა ეს როგორც იშიფრებოდა:

"გუშინ ცუდი დღე მქონდა, ამიტომაც ვაპირებ ამ საღამოს ბარში შევიარო და ბოლომდე გამოვთვრე.
სიყვარულით,
აირინი."

პატარა ფურცელს ნაგვის ურნაში აგდებს და მაცივრიდან პატარა იოგურტის შეფუთვას იღებს. აჩქარებული ტემპით ფეხზე ჩაცმას იწყებს, საკიდიდან თბილ შემოსაცმელს ხსნის და თავდაც ბინას ტოვებს.

***

სამსახურამდე თითქმის სულ სირბილით მიაღწია. ყელი მთლიანად დამშრალი ჰქონდა და გული სადაცაა ნეკნებიდან ამოუვარდებოდა. ჭრიალით აღებს კარებს. ბარის უკან ბიძია რიჩარდი ხვდება. უცნობ ბიჭთან საუბრით იყო დაკავებული. ყავის დაფქვის მანქანისკენ იშვერს თითს და როგორც ჩანს მის გამოყენებას ასწავლის. შემდეგ სხვადასხვა ყავის სახეობებს უხსნის და თითოეულის დამზადების წესს უთვლის. ფირმული წვენის დამზადების ხელოვნებაზე გაქაფული საუბრის დროსღა ამჩნევს კარებში უხერხულად გაშეშებულ აურორას და შეუჩერებელი საუბრისგან აწითლებულ სახეზე ღიმილი ეფინება.

"ესეც ჩვენი აურორა!" გახარებული ანიშნებს უცნობს ჯერ კიდევ გადაქანცულ აურორისაკენ. ბიძია ბიჭს მხრებზე ომახიანად ურტყამს და გოგონისკენ ინაცვლებს. "ახალი ოჯახის წევრი გვყავს! რახან შენ უკვე იმდენი თავისუფალი დრო აღარ გექნება, გადავწყვიტეთ დამხმარე ხელი აგვეყვანა! გაიცანი მინ იუნგი. დღეიდან ჩვენთან იმუშავებს."

რიჩარდი თავის დიდ ხელებს სულივით ფითქინა და გამხდარ ბიჭს კიდევ ერთხელ უტყაპუნებს მხრებზე. საწყალს სადაცაა სიცოცხლეს იქვე გააყრევინებს.

"გთხოვ ყველაფერი კარგად ასწავლე და პირველივე დღეს არ გაგვიქციო. შენს იმედზე ვარ რორი" ბოლო წინადადებას ბიძია თავისი ტიპიური მკაცრი ტონით ამბობს და კაფეს საკონდიტრო ოთახში უჩინარდება, სადაც კაფეს ყველაზე ცნობილი გემრიელობებით ამარაგებს დეიდა ჰიჯინთან ერთად.

იუნგი საშუალო სიმაღლის და სუსტი აგებულებისაა. ვიზუალზეც ეტყობა რომ სტუდენტია. ტანსაცმელი ისეთი აცვია, გეგონება კარადაში პირველი კომფორტული რამ რაც შეხვდა ის ჩაიცვა. რაზეც აურორა ნამდვილად ვერაფერს იტყვოდა პირადი გამოცდილევის მიხედვით. კუპრივით შავი თმები მის კანს კიდევ უფრო ფერმკრთალს აჩენს, ხოლო მისი ბასრი თვალები და პატარა ცხვირი კატისებურ შესახედაობას აძლევს.

აურორა ცდილობს საუბრისთვის რამენაირი თემა წამოაგდოს. ეს კარგად არ გამოსდიოდა. ზოგადად მიჩვეული იყო პასიურობას, ან საუბარს მეორე პირი იწყებდა ან ისინი სამუდამოდ უცნობებად რჩებოდნენ. "კიდევ ერთხელ გამარჯობა." ეუბნება გოგონა და გაოფლილ ხელს ჩამოსართმევად უშვერს "გამარჯობა." პასუხობს იუნგი და გამოწვდილ ხელს მორიდებულად ართმევს. ბიჭს პირველივე შეხედვიდანვე ეტყობოდა რომ უცნობებთან საუბარი არც მას გამოსდიოდა, ამიტომაც აურორამ გადაწყვიტა საუბარი პირველი ისევ მას წამოეწყო.

"აქ მუშაობა რამ გადაგაწყვეტინა?"უხერხული სიჩუმეს არღვევს წაბლისფერთმიანი და ნერვიულობის დასაფარად ისედაც სუფთა ბარის წმენდა დაიწყო. "მუსიკის წარმოებას ვსწავლობ, რაც საკმაოდ ძვირი მიჯდება. ამიტომაც ან სამსახური ან ორ წუთიან რამენზე ცხოვრება იქამდე, სანამ სული არ ამომხდებოდა." შედარებით გაბედული ხმით პასუხობს იუნგი და კაფეს პატარა ბავშვივით ინტერესით სავსე თვალებით ათვალიერებს.

"შენ რა მიზეზი გქონდა?" რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უბრუნებს კითხვას. "რიჩარდი ბიძაჩემია." აურორას ბიჭის დაჭყეტილ თვალებზე ეცინება და აგრძელებს "სეულში რომ გადმოვედი დიდი პერიოდი მასთან და დეიდა ჰიჯინთან ვცხოვრობდი, ამიტომაც გადავწყვიტე მადლობის ნიშნად აქ დავხმარებოდი. თან აქ ბევრ უცნაურ და საინტერესო ადამიანს შეხვდები. რა იცი, იქნებ სიყვარულიც იპოვო..." ბოლო წინადადებაზე ორივეს ეცინება.

"დამიჯერე, იმის შანსი უფრო დიდია რომ წინა ცხოვრებაში ვირთხა ვყოფილიყავი, ვიდრე ის რომ აქ მე სიყვარულს ვიპოვი." ბიჭი აურორას თვალს უკრავს და მისი პირველი კლიენტისგან შეკვეთის ასაღებად მირბის.

აურორა კაფეში საღამომდე რჩება და იუნგის ყველაფრის ათვისებაში ეხმარება. დღის განმავლობაში აურორა უფრო სა უფრო რწმუნდება რომ ბიჭი აქ დაუოკებელი ბარისტის ნიჭის გამო ნამდვილად არ მოსულა, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობს რომ საქმე კარგად აითვისოს, რაც საკმარისზე მეტიცაა.

საღამოს ბოლომდე ერთმანეთის უკეთ გაცნობაც მოახერხეს და საუბრები უხერხულის მაგივრად სასიამოვნო და საინტერესო გახდა.

დღის ბოლოს კაფეს კეტავენ და საპირისპირო მიმართულებით სახლებისკენ მიეშურებიან.

მთელი დღის დაქანცული აურორა ნაბიჯებს ძლივს დგამს და ნანობს რომ იუნგის მიცილებაზე შემოთავაზება უარით გაისტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სავალზეა, მაინც ისეთი წარმოდგენა რჩება თითქოს უკვე ნახევარი საათია რაც გზაშია. სადაცაა ფეხები მოატყდება და ერთადერთი რაზეც ოცნებობს, კომფორტულ ლოგინში ყოფნაა.

სახლში შესვლისას რორის აირინი დივანზე გათიშული ხვდება. მუცელზე დიდი ჯამით ბატიბუტი ადევს და ხმადაბლა ხვრინავს.

როგორც ჩანს ბარს ისევ სახლში დარჩენა ამჯობინა...

სასაცილო სანახაობა იყო. დარწმუნებული ვარ აურორასაც გაეცინებოდა უკვე ნახევრად გათიშული რომ არ ყოფილიყო. ამიტომაც, ის უბრალოდ ბატიბუტის ჯამს აცლის, ტელევიზორს უთიშავს და მეგობარს ოთახიდან გამოტანილ პლედში ახვევს.

შემდეგ კი თავისივე ოთახში იკეტება და პატარა ბავშვივით ჩაწოლისთანავე ითიშება.

המשך קריאה

You'll Also Like

483K 14.6K 98
Theresa Murphy, singer-songwriter and rising film star, best friends with Conan Gray and Olivia Rodrigo. Charles Leclerc, Formula 1 driver for Ferrar...
1.3M 58.9K 105
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
166K 5.8K 42
❝ if I knew that i'd end up with you then I would've been pretended we were together. ❞ She stares at me, all the air in my lungs stuck in my throat...
146K 4.8K 100
'How I obsessively adore you' ˏˋ°•*⁀➷ started➛30/03/2024 finished➛ ˏˋ°•*⁀➷ cover by me x