Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[22]
[23]
thank u!

[21]

1.4K 157 84
By halisweven


unedited

*2 წლის შემდეგ*

რა თქმა უნდა, ყველაფერი იოლი არ ყოფილა წყვილისთვის. განა როდისაა ცხოვრება იოლი?
მაგრამ მათ გადალახეს ბარიერები, დაამარცხეს პრობლემები და მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. ამ ყველაფრის გაკეთება ბევრად ადვილია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც არ მიგატოვებს და მუდამ გვერდში გეყოლება.

თეჰიონის დახმარებით ჯონგუკმა საკუთარ ოჯახთან გააუმჯობესა ურთიერთობა, მეგობრებთან უფრო მჭიდრო კავშირი გაუჩნდა, ქერა ბიჭთან ერთად გეგმავდა საკუთარ გამოფენებსა თუ ფოტოსესიებს.

თეჰიონმა კი გუკის წყალობით შეძლო მოეკრიბა ძალა და მშობლებს კვლავ შეხმიანებოდა, მეგობრებიც ხომ გუკმა დაუბრუნა მხატვარს... ბიჭი ამაყობდა როცა საკუთარ გამოფენებზე ჯონგუკს შეყვარებულად აცნობდა დამფინანსებლებსა თუ ხელოვანებს, რადგან ეს ფოტოგრაფი სწორედაც რომ მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა იყო. ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე კვლავ მოანდომა.

"თე გთხოვ ამ ერთხელ წავიდეთ რა მანქანით" ბურდღუნებს ჯონგუკი, თუმცა კარგად იცის, რომ ბიჭი არც ახლა დათანხმდება.

"კარგი"

"მართლა?" ფოტოგრაფს თვალები უფართოვდება.

"რა თქმა უნდა, არა" ხითხითებს ქერა და ჯონგუკს ძალიან უნდა გაბრაზებული სახე შეინარჩუნოს, მაგრამ შეყვარებულის სისაყვარლეზე მაინც ეღიმება.

"ჯანდაბას, მაშინ ფეხი გამოადგი უცნაურო მხატვარო"

"და ამას შეშლილი ფოტოგრაფი მეუბნება, დაჰ" ერთმანეთის მსახიობობაზე ხალისიანად იცინიან და ავტობუსის გაჩერებისკენ გადახვეულები მიუყვებიან გზას.

***

"სად ხართ ამდენი ხანი" კარების გაღებისთანავე წუწუნებს ჯინი და უკან ბურტყუნით ტრიალდება.

"კი კარგად ვარ, მადლობა" სარკასტულად ამოთქვამს ჯონგუკი და თეჰიონს დივნისკენ უბიძგებს.

ბიჭები მალევე ხედავენ მოჯღანულ ჰობისა და ნამჯუნს და ხმამაღლა იცინიან.

"რა არის სასაცილო? თქვენი ბრალია ყველანი ასეთ დღეში რომ ვართ?" ბურდღუნით ამბობს ნამჯუნი და ხელს ჯიმინსა და იუნგისკენ იშვერს.

უმცროსი იუნგის კალთაში გვერდულად ზის და წყვილი ერთმანეთს კოცნებს უტოვებს აქა-იქ.

"აცადე, ცხოვრებით ტკბებიან" ღიმილით ამოთქვამს თე

"მეც ვტკბებოდი ცხოვრებით სანამ თვალები დამიავადმყოფეს ყოველ დღე ჩემს წინ.. ამმ.. ამით!" ხელს წყვილისკენ იშვერს ჰობი და ყველას ხმამაღლა ეცინება.

თეჰიონი დივანზე ენარცხება და ხმამაღლა ოხრავს, ჯონგუკიც გვერდით უჯდება და პატარაზე უღიმის.

"ისევ იმაზე ნერვიულობ?"

"ხომ იცი ჩემთვის რა ძვირფასი იყო. ჩვენთვის რა ძვირფასი იყო" სევდიანად ამოთქვამს და უმცროსი ნელა აწებებს ტუჩებს ბიჭისას.

"ნახე ახლა ამათ დაიწყეს! ერთი არ გვეყოფოდა! აქ რა ერთმანეთის საკოცნელად ვიკრიბებით? ჯუნ მოდი!" იძახის ჯინი გაბრაზებით, მერე კი აწითლებულ ნამჯუნის დანახვაზე სიცილი უტყდება.

დრო თითქოს სინათლის სიჩქარით მოძრაობს, ნუთუ ამდენი ხანი გავიდა? ორმა წელმა გაიქროლა მას შემდეგ, რაც ყველას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რაც იპოვეს ოჯახი, აისრულეს ყველა ოცნება, გადალახეს ბარიერები, დაძლიეს შიშები და შეიყვარეს სიცოცხლე.. ყველაფერი წყნარი, ჰარმონიული მელოდიასავით იყო, მათი ისტორია ლამაზ ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა. დივნის კუთხეში ერთმანეთზე მიხუტებული, ერთმანეთის მკლავებში მიყუჟული თეჰიონი და ჯონგუკი მოკრიალე თვალებით შეჰყურებდნენ მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს. წყვილს შიგა და შიგ ბედნიერად ეცინებოდა უფროსების სულელურ ქცევებზე.  იუნგიზე შემხტარი ჰოსოკი მხიარულად გაჰყვიროდა, ჯიმინი კი წუწუნით ურტყამდა ბიჭის თავს და აფრთხილებდა მოახლოვებულ სიკვდილზე, რომელიც იუნგის სახით მოაკითხავდა. ჯინი ვისკის ჭიქით ხელში უხსნიდა ნამჯუნს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხუმრობები რომლებსაც ის ყოველთვის ყვებოდა და რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ასეთ იუმორს საზოგადოებისთვის. ნამჯუნი ღიმილით უქნევდა თავს უფროსს და თან ხელით ცდილობდა აცხარებული ბიჭის დაწყნარებას.

ჯონგუკი პატარა ხითხითს უშვებს და თეჰიონს მზერა დანარჩენებიდან საკუთარ შეყვარებულზე გადმოაქვს, თვალებს ნელა უსწორებს უმცროსის ბაჭიას ღიმილს და თავადაც ოთხკუთხედი ღიმილი ეკრობა სახეზე.

"რა?" ნაზად ამოთქვამს, თითქოს მომენტის გაფუჭება არ უნდა ზედმეტის თქმით.

"უბრალოდ საასცილოა ის ფაქტი, რომ ჩვენ მათზე უმცროსები ვართ" თეჰიონი ბოხი ჩაცინებით პასუხობს და უმცროსს ტანში ჟრუანტელი უვლის.

უცნაურია რამდენი რამ შეიცვალა გარშემო, თუმცა თეჰიონსა და ჯონგუკს შორის ყველაფერი კვლავ ისევ და ისევ ძველებურად რჩებოდა. არ გამქრალა ცეცხლი, არ გამქრალა სიყვარული, არ გამქრალა ის უცნაური გრძნობა, ახლად დაწყვილებულებს რაც უტრიალებდათ სხეულში. არ გამქრალა ჟრუანტელი ერთმანეთის ხმის ახლოდან მოსმენისას, არ გამქრალა ჭიანჭველები კანში ერთმანეთის შეხებისას, არ გამქრალა აჩქარებული სუნთქვა, აწითლებული ლოყები, მბრწყინავი თვალები, მოგიზგიზე გულები, ახურებული კანი, აკანკალებული ხელები, ყველაფერი ისევ აქ იყო, არსად გამქრალა.

 თეჰიონი სახეს უმცროსის კისერში რგავს და ღრმას ისუნთქავს ბიჭის სუნამოს სურნელს, რომელიც სასიამოვნოდ უწვავს ცხვირს. პატარა კოცნებს აწებებს ახურებულ კანზე და თავის დიდ ხელებს მთელს სხეულზე ჰხვევს.

დრო როგორც ძველებურად, საუბარში და ხუმრობებზე სიცილში გაჰყავთ, არ ადარდებთ რა ხდება გარეთ, რადგან საკუთარი პატარა სამყარო აქვთ მოწყობილი, სადაც ყველა ყოველი დღით ტკბება და ბედნიერია. იდეალური პატარა სამყარო. მაგრამ განა არსებობს 'იდეალურობა'? განა არსებობს უნაკლოება? მაგრამ რაში სჭირდებათ უნაკლოება როცა ერთმანეთი ჰყავთ?

ჯონგუკი დიდხანს ფიქრობდა ამაზე მას შემდეგ რაც თეჰიონი გაიცნო. 

მთელი ცხოვრება უნაკლოებაზე ოცნებაში გაატარა. სჯეროდა, სურდა, ეტრფოდა.. ყოველთვის, როცა ეგონა, რომ მიზანს მიაღწია, საბოლოოდ დროის ფუჭი კარგვა აღმოჩნდებოდა ყველაფერი. მაინც არასდროს დანებებულა, უნაკლოებისთვის ბრძოლაში გაჰყავდა დღეები, კვირები, თვეები და წლები. ეძებდა, ნატრულობდა, იტანჯებოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ეგონა ეს იყო ის, რაც ძლიერ პიროვნებად აყალიბებდა. 

ცდებოდა. 

მწარედ ცდებოდა.

ამას მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც იმ ერთადერთს დაადგა თვალი, რაც იმ ერთადერთს შეახო ხელი, გაუსინჯა გემო.

თავიდან ისიც უნაკლოებას შეადარა, ეტრფოდა, რადგან ფიქრობდა, რომ უნაკლოება იპოვა. საბოლოოდ კი გააანალიზა, რომ რობოტივით ცხოვრობდა და აზროვნებდა. არარსებულის ძებნაში კარგავდა დროს, ოჯახს, მეგობრებს, საყვარელ საქმეს. ბიჭმა, ქერა თმებით, თვალები აუხილა, ცხოვრება დაანახა. ყველაფერი ისეთი ადვილი იყო, ის კი თავისით ირთულებდა თურმე საქმეს. რაში სჭირდებოდა უნაკლოება? ანდა რა იყო საერთოდ ეს 'უნაკლოება' რომელსაც ასე ეტრფოდა? თავადაც არ იცოდა რა იყო ეს აკვიატებული ცნება, რომელიც ცხოვრების მიზანად ჰქონდა დასახული. ახლა კი ხვდებოდა, ბედნიეება უნაკლოებაში არაა. ბედნიერება იმ პატარა წვრილმანებშია, რომელსაც ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ. სწორედ იმ მთავარს ვაიგნორებთ, იმ პატარა ნაწილაკებს, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ არაფრად მივიჩნევთ. მიხვდა, ჰო, ამდენი წლის შემდეგ მიხვდა, რომ არ არის აუცილებელი უნაკლოება ბედნიერებისთვის. შესაძლოა ეს ლამაზი შეგრძნება ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც განიცადო. შეგიძლია იყო ბედნიერი სიმაღლისკენ სიარულისას, არაა აუცილებელი ამისთვის მწვერვალზე იჯდე.

განა არ იყო გუკი ბედნიერი? იყო. ყველაზე ბედნიერი იყო ამ დაწყევლილ დედამიწაზე. არც კი იცოდა თუ შეეძლო ამაზე ბედნიერად ყოფნა. განა არ ჰქონდა პრობლემები? ჰქონდა! და თანაც როგორი.

წყვილს ბევრი რამის გადატანა მოუწია, ჯონგუკმა მამა დაკარგა, ჯიმინი კინაღამ დაიწვა ფოტოსესიის დროს გაჩენილ ხანძარში, თეჰიონი ბევრჯერ გახდა საავადმყოფოში წასაყვანი დაავადების გამო, მათი ნამუშევრებიც ბევრ პრობლემებს განიცდიდნენ. მათ არ ჰქონიათ უპრობლემო ცხოვრება, არც არავის აქვს. ყველას იმხელა პრობლემა ეძლევა, რამხელას გადალახვასაც შეძლებს, თუ ძლიერ მოინდომა. ადანიამი თავად წერს საკუთარ ისტორიას, თავად წყვეტს საკუთარ ბედნიერებას. ასეა არაა?  ეს არავინ იცის.

"თე, წამოდი" ბიჭის ყურთან ჩურჩულებს ჯონგუკი და უფროსს კარისკენ მიათრევს.

"რა? გუკ, ბიჭები გადაირევიან ხომ იცი? განსაკუთრებით ჯინი, ისევ ჭურჭლის გარეცხვას დაგვაძალებს ამის გამოსასყიდ-"

"ჩშშ" უმცროსი სწრაფად აჩუმებს პატარა კოცნით ტუჩებზე და ქერაც აწითლებული ლოყებით მიჰყვება უკან.

ხელი-ხელ ჩაჭიდებულები მისეირნობენ, სულაც არ ანაღვლებთ გარე სამყარო, ერთმანეთი ჰყავთ, სხვა აღარაფერი აინტერესებთ. თეჰიონს ეღიმება როცა გუკი ნაცნობი ბილიკისკენ  უხვევს და მალევე ერთმანეთზე გადახვეულები მიუყვებიან ძალზედ ნაცნობ, უკვე დაზეპირებულ ბილიკს.

ყოველ ჯერზე, როცა აქ მოდიან, მოგონებები ქარიშხალივით ეხვევათ თავს და ღიმილით იხსენებენ ყველა იმ ისტორიას, რომელიც ამ პარკის ტერიტორიაზე გადახდენიათ. თეჰიონი მხიარულად ხითხითებს და წინ მირბის, გუკიც ტკბილი ღიმილით მიჰყვება შეყვარებულს.

ქერა მხატვარი გზაზე იწყებს გადარბენას თუმცა ადგილზე შეშდება როცა ხმამაღალი სიგნალის ხმები აღწევს მის ყურამდე. თვალებს მაგრად ხუჭავს და ყველაზე საშინელისთვის ემზადება, როცა წელზე თბილი ხელები ეხვევა და ვიღაცის სხეულზე საკმაოდ რბილად ეცემა.

თეჰიონი თვალებს ახელს და წამწამების რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ შავ თვალებს აწყდება, რომლებიც პირდაპირ მას ამოჰყურებენ.

"თე, მეორედ ასე აღარ შემაშინო" ბიჭი სწრაფად ჯდება და შეყვარებულს ისე ძლიერად აჭდობს ხელებს, რომ ქერას ჰგონია ძვლები სათითაოდ დაემტვრევა. "აღარ გაბედო ჩემი ასე შეშინება" ჩურჩულებს და პატარა კოცნებს აწებებს შუბლსა და საფეთქლებზე.

"გუკ, ადექი, ქუჩაში ვართ" წუწუნებს და ინციდენტისგან გამოწვეული აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს.

გუკი ხელს ჰკიდებს და პარკიდან ფრთხილად გადადიან გზაზე, მოაჯირს სწრაფად უახლოვდებიან და საბოლოოდ ბეტონის ნაწილს ეყრდნობიან.

რამდენიმე წუთი ჩუმად დგანან, ჯონგუკის ხელები უკნიდანაა შემოჭდობილი ქერას წელზე, თე კი აღფრთოვანებით გასცქერის ხედს, რომელიც მისი საყვარელი სანახაობა გამხდარიყო, რა თქმა უნდა, ჯონგუკის შემდეგ.

"თე.." ფოტოგრაფის ჩურჩული მხატვარს რეალობაში აბრუნებს და ბიჭი ნელა ტრიალდება შეყვარებულისკენ, ხელებს ღიმილით აჭდობს კისერზე, მერე კი პატარა კოცნას აწებებს ტუჩებზე, რომელიც მალევე უფრო დიდ რაღაცაში აზრდება, თუმცა ჯონგუკი მალე იწევა უკან, ბიჭს ბარძაყებში ჰკიდებს ხელს დაბეტონის მოაჯირზე სვავს, თავად კი მის ფეხებს შუა თავსდება.

"თეჰიონ, კიმ თეჰიონ" ჩურჩულებს და თმებს ღიმილით უწევს თვალებიდან ყურს უკან "პირველად ამ ბეტონის მოაჯირზე შემომჯდარი დაგინახე, თითქოს ბრწყინავდი და იმ ბნელ ღამეს საკუთარი არსებობით ანათებდი. " ბიჭი კიდევ ერთხელ იღიმის და ქერას მტევნებს საკუთარში იქცევს "გაშეშებული მოგჩერებოდი და ვფიქრობდი რამდენად იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ ამ სიმაღლეზე ასე უბრალოდ შემომჯდარიყავი. დამაინტრიგე თეჰიონ, ძალიან დამაინტრიგე. ცხოვრებაში პირველად სურვილი გამიჩნდა უცხო ადამიანს, მით უმეტეს მხატვარს, გამოვლაპარაკებოდი. როგორ ვამაყობ ახლა ჩემი თავით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ანგელოზის ღიმილი მაჩუქე, იმ ანგელოზის ღიმილითვე მითხარი ისეთი რაღაცეები, რისი თქმაც მანამდე არავის გაუბედავს. ის ღამე შენზე ფიქრში გავატარე თეჰიონ. დღეები გადიოდა და ვგრძნობდი როგორი მოჯაჭვული ვხდებოდი შენზე და ეს მაშინებდა. ყოველთვის მეშინოდა როცა რაღაც ან ვიღაც ნორმაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე, ნორმაზე მეტად მაყვარებდა თავს.. მაშინებდი თეჰიონ, მაშინებდი და ამასთანავე მაგნიტივით მიზიდავდი. ყოველი ჩემი ნაწილი შენსკენ მოილტვოდა და უბრალოდ არაფერი მინდოდა იმის გარდა, რომ ჩემი გამეხადე. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როცა მითხარი, რომ შენც გიყვარვარ. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამ მაჩუქე თეჰიონ.. შენ ცხოვრება დამიბრუნე.. კვლავ ადამიანად მაქციე.. შენს გამოჩენამდე, სრულიად არარაობა ვიყავი, არ ვცხოვრობდი, უბრალოდ ვარსებობდი. ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მევალებოდა და ფოტოგრაფიასაც კი აღარ მოჰქონდა ის ბედნიერება, რომელიც მანამდე მოჰქონდა. დანებების გზაზე ვიყავი.. ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის გზაზე თეჰიონ, მაგრამ ანგელოზად მომევლინე და ყველაფერი დამავიწყე. საკუთარი თავის სიყვარული მასწავლე, შენი სიყვარული მასწავლე. დამაჯერე, რომ ცხოვრება რაღაცად ღირდა" ჩურჩულებს და ქერას სახეზე მოსრიალე ცრემლებს ცერა თითით წმენდს, მერე კი იქვე პატარა კოცნებს უტოვებს.

ჯიბიდან ნელა ამოაქვს მერე ხელი და თეჰიონი პატარა შეცხადების ხმას უშვებს.

"ჩემი ბეჭედი! გუკ, რამდენი ვინერვიულე! ყველგან ვეძებდი!"

"მაპატიე.. მინდოდა ჩვენი საქორწინო ბეჭდები იგივე ყოფილიყო რაც ორი წლის წინ, ჩვენი გაერთიანების სიმბოლოდ გაჩუქე. ეს ბეჭდები ერთს გვხდის თეჰიონ, ეს ბეჭდები გვინაწილებს ტკივილსა და ბედნიერებას თანაბრად, ეს ბეჭდები ერთმანეთთან მჭრიდოდ გვაკავშირებს"

"ხო მაგრამ უნდა გე-  მოიცა რა? ქორწინების?" ბიჭი პირს თევზივით აღებს და თვალებს სასაცილოდ ადიდებს. გუკი ხმადაბალ სიცილს უშვებს და თეჰიონის ხელს ეჭიდება.

"კიმ თეჰიონ, ჩემო მხატვარო, გახდები ჩემი მეუღლე? იქნები ჩემი ქმარი და გაატარებ მთელს დარჩენილ ცხოვრებას ჩემს გვერდით?" თეჰიონი გაყინული შეჰყურებს მის წინ მდგარ ბიჭს და საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს.

"მე.. ჯანდაბა, რა თქმა უნდა!" ერთი ამოსუნთქვით ამბობს და ბიჭს კისერზე მაგრად ხვევს მკლავებს.

ჯონგუკი ხითხითით უკეთებს ბეჭედს გრძელ თითზე და აწ უკვე საქმროს ტუჩებს მოწყურებით ეწაფება.

"მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" კოცნებს შორის ჩურჩულებს და თეჰიონი პატარა ბავშვივით უშვებს ხითხითს, რაზეც ჯონგუკსაც ეღიმება კოცნაში. თეჰიონის ფეხები ჯონგუკის წელზეა შემოჭდობილი და უფრო ძლიერად იზიდავს სხეულს თავისკენ.

ბედნიერება, აბსტრაქტული ცნებაა. შეიძლება მთელი ცხოვრება ფიქრობდე, რომ ბედნიერების მოპოვების სწორ გზას ადგახარ მაგრამ ბოლოს დარწმუნდე, რომ ტყუილ იმედებს ეჭიდებოდი. ზოგჯერ კი ბედნიერება თავად გპოულობს, ისე, როგორც ჯონგუკისა და თეჰიონის შემთხვევაში მოხდა. 

ბედნიერება..

როგორი სპონტანური და არაკონტროლირებადია.

ძნელად მოსაპოვებელი და ადვილად დასაკარგი. შესაძლოა წამიერი, მაგრამ ეუფორიული შეგრძნება, რომელიც მთელს შენს სხეულში იბუდებს და გაგრძნობინებს. მაგრამ რას? რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ? უწონობას? სიფაფუკეს? სითბოს? რას გრძნობ? 

ბედნიერებას.

ბედნიერებას სხვა ახსნა არ აქვს გარდა თავად ბედნიერებისა.

აჰჰ, ახლა უკვე ჩაიხლართა არა?

სათქმელი იქითკენ მიმყავს, რომ როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერება არაკონტროლირებადი რამაა.

როგორ უცბადაც მოდის, შესაძლოა ისე უცბადაც წაგერთვას.

ხმამაღალი სიგნალის ხმა ორი ახალგაზრდა ბიჭის ხითხითს ერევა.

ყურებში წუილი და სიცარიელე, არის ერთადერთი რასაც თეჰიონი განიცდის. ვერაფერს გრძნობს, არც ბედნიერია, არც მოწყენილი, არც ეშინია, არც ღელავს.

არ იცის რა ხდება, რადგან თითქოს სიცარიელეში იკარგება. წუილი კი კვლავ არ წყვეტს მისი ყურების წვალებას. რატომ ბნელა? მალევე აცნობიერებს, რომ თვალები დახუჭული აქვს. 

და აი, სიცარიელის შემდეგ, პირველი გრძნობაც მალევე იკავებს ადგილს.

შიში.

ეშინია თვალების გახელის, არ იცის რა მოხდა, რატომ დაისადგურა სიცარიელემ წამიერად, ანდაც იქნებ სულაც არიყო ეს წამიერი? რაც არ უნდა იყოს, ეშინია თვალების გახელის, არ იცის იქ რა დახვდება.

ახლა კიდევ ერთ რამეს გრძნობს. ნელ შეხებას ხელზე.

თვალებს გაჭირვებით ახელს, ვერც კი ხვდება, რატომ უჭირს ასე ძალიან მათი გახელა.

პირველი რასაც ეჩეხება შავი თვალებია, მარგალიტივით შავი თვალები, რომელიც ასე ძალიან უყვარს, მერე საყვარელი ცხვირი, ლოყები და თხელი ტუჩები, რომელიც მუდამ ბაჭიას ღიმილით იპობა თეჰიონის დანახვისას. ახლაც პატარა ღიმილია მათზე აკრული, იმ განსხვავებით, რომ ახლა ოდნავ უფრო წითლადაა შეღებილი. არა, გატყუებთ, მუქ წითლად, მეწამულ წითლად.

თეჰიონს უნდა, რომ ჰკითხოს ჯონგუკს. უნდა, რომ იცოდეს რა ხდება? რატომ იყო ასე ცარიელი, რატომ აქვს ეს არასასიამოვნო გრძნობა მუცლის არეში? რატომ ვერ გრძნობს ახლაც თეჰიონი სხეულს? რატომ აქვს ჯონგუკს სევდიანი თვალები? და რატომ აქვს ტუჩები მეწამულ სისხლით მოსვრილი? რატომ?..


______________________________________________________________________________

ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიშიბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიშიბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში

ვიცი ვიცი მეც ვტირივარ და მეც მანადგურებს ესეთი მომენტების წერა მაგრამ ოასკდჯასკდჯაკს არ შემეძლო სხვანაირად.

ნუ დაიძაბებით შემდეგ თავამდე. <3 :((

იმედია ბოლომდე ჩაამთავრებთ მოთხრობის კითხვას <3

რაღაც სიმღერები ვიპოვე და უკვე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს.

იმედია ბოლომდე გამომყვებით >.< <3 

ზუსტად 3 საათი ვეძებდი საშუალებას რომ ემოციები დამეგროვებინა ამ თავის დასაწერად, მინდოდა, რომ რამენაირად მეტირა რათა ემოცია ჩამედო მარა ვერვიტირე რადგან საერთოდ წესით უემოციო ადამიანი ვარ და არაფერზე ვტირი. ერთადერთი იუნგის გამო ვტირი ხოლმე და სევდიანი მომენტების წერისას. ვერ წარმოიდგენთ ჩემზე როგორ მოქმედებს პერსონაჟებს რომ ვტანჯავ >< ჩემი ნაწილი მაქვს მათში ჩადებული და პირდაპირი მნიშვნელობით მკლავს, ასეთი თავი რომ დავწერე მაგრამ გაიზ ეს მართლა ერთადერთი გზაა. ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი მაქვს, არ ინერვიულოთ <3

ძალიან საოცრად მიყვარხართ და იმედია იცით ეს <3 პფფ წავალ ახლა დავიძინებ ღამის სამი საათია. (ისევ არ მჯერა რომ რეფერატის მაგიერ ფიკი დავწერე, იუნგიმ დალოცოს ჩემი ნიშნები)

პ.ს ახლა იუნგისთან ჩახუტება მინდა მარა ვინ მომართვა

Continue Reading

You'll Also Like

6.1K 198 34
A girl name Katherin moves to London, in hopes of creating her own horse boarding/lesson/training facility, after hearing there is not many near Lond...
773 50 5
sequel to MORTALA It's been two months since Tommy died and Stiles does nothing but work. When your job is to kill bad guys and save the world, thing...
7.9K 275 25
She wanted a way out, he wanted a way in. After a terrible accident, Anzu Fukushima took a leap of faith to find out more about her father. Turns out...
23.5K 2K 22
You're mine... B*B /Taekook/