Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[21]
[22]
[23]
thank u!

[20]

1.4K 163 115
By halisweven



"თეჰიონ! ფეხი გამოადგი, თორემ ჯინი ნამდვილად ცოცხლად შეგვჭამს"

"ახლა კაციჭამიაც გახადე?" ჩაიცინა და კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა.

ჯონგუკმა პატარა ღიმილით აათვალიერა ბიჭი და გული ბედნიერებისგან შეუტოკდა. წითელი, საკმაოდ დიდი სვიტერი ეცვა თეთრ პერანგზე, ზემოდან გრძელი და ისევ და ისევ ათი ზომით დიდი შავი ქურთუკი ჩამოჰკიდებოდა მის გამოყვანილ სხეულს, თავზე კი შავი, მოხდენილი ბერეტი ჩამოფხატოდა.

"რა?" ეშმაკური ღიმილით ამოთქვა ბიჭმა და უმცროსს ნელა მიუახლოვდა.

"იცი რაც" ჩაიცინა გუკმა "საოცრად ლამაზი ხარ თეჰიონ, სუნთქვისშემკვრელი" უფროსმა ხელები ნაზად შემოაჭდო კისერზე და სახეც საკმაოდ ახლოს მიუტანა სახესთან.

"მართლა? ასეა?" ამოიჩურჩულა, მისი სუნთქვა სამოთხის სიოსავით ეცემოდა ჯონგუკის დაჰიპნოზებულ სახეს და სრულიად გარკავდა მხატვრის პერსონაში.

"ჰო.. საოცარი ხარ" ამოიოხრა და ხელები ნელა შემოხვია წელზე. "მოიცადე.. " თავი გააქნია და ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს წარბაწევით დააკვირდა "ჯანდაბა თეჰიონ! გითხარი რომ გვაგვიანდებოდა! რატომ მაჰიპნოზებ!" წუწუნით ამოთქვა და სახე ბიჭის კისერში ჩამალა, რომელიც პატარა სიცილებად დაიცალა.

"მაპატიე, უბრალოდ საშინლად მომწონს ის თუ როგორ ვმოქმედებ შენზე. შეგვიძლია წავიდეთ" ტკბილი ხმით ამოთქვა და ჯონგუკი კარისკენ გაათრია.

ფოტოგრაფმა საწყალი სახით შეხედა სახლის წინ გაჩერებულ თავის ახალთახალ მერსედესს და მხატვარს ავტობუსის გაჩერებისკენ ბუზღუნით გაჰყვა.

"უკვე ხვდები, რომ აზრი აღარ აქვს წუწუნს არა?" ჩაიცინა მხატვარმა.

"რა თქმა უნდა! წინა ჯერზე როდესაც მანქანით მგზავრობა გთხოვე ჭიქა პირდაპირ თავში მესროლე! თანაც ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა!" ამოიგრგვინა და თვალების ტრიალით შემოჰხვია ხელი უფროსის წელს.

"მჰმ.. ახლაც კი მიკვირს ეგ რომ გავაკეთე" თავის ქნევით ამოთქვა თეჰიონმა და გუკმა თანმხმობის ნიშნად რაღაც ბგერები ამოუშვა "როგორ გავიმეტე ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი დასაღვრელად?" გუკს აგიჟებდა ის ფაქტი, რომ თეჰიონი ამას სერიოზულად ამბობდა და მის ხმაში მართლაც იგრძნობოდა გაკვირვება და სინანული.

"ჰო! რა თქმა უდნა, შოკოლადი! საწყალი შოკოლადი! სხვას რას ველოდი. "

თეჰიონი წარბებაწეული შემოტრიალდა ბიჭისკენ, მერე კი ტკბილად გაიღიმა და პატარა კოცნა მიაწება ტუჩებზე.

"მიყვარხარ" ჩაიჩურჩულა და იმის მიუხედავად, რომ ჯონგუკი ძალიან ცდილობდა ამასთან ბრძოლას, მაინც აეკრო სახეზე ღიმილი და მაინც აუწითლდა ლოყები.

ჯინის სახლის კარებზე დააკაკუნეს თუ არა, უფროსი ბიჭი მაშინვე გამოძვრა, თითქოს ჩასაფრებული იყოო. ორივეს ძვლების დამტვრევამდე ჩაეხუტა და შიგნით უსიტყვოდ შეათრია.

"ჩვენი წყვილიც მოვიდა!" გამოაცხადა და ხელით დივნისკენ ანიშნა, სადაც ყველა დანარჩენი იყო გამწესებული.

გადახვევის და მოკითხვის შემდეგ, ყველა ღიმილით ჩამოჯდა და მომლოდინე სახით მიაშტერდა წყვილს.

"აბა? როგორი იყო? მოგეწონათ?"

ჰობის კითხვაზე თეჰიონს უეცრად თვალები უფართოვდება და ადგილზე შრება. რამდენიმე წამში ნელა იწევა გუკის ყურთან, თან ისე, რომ დანარჩენებს თვალს არ აშორებს .

"გუკ, არ თქვა რომ იმ ღამ რაც მოხდა წინასწარ დაგეგმე, თან ამათთან ერთად" უმცროსი ნელა შემოტრიალდა და როდესაც თეჰიონის გადიდებული თვალები და აწითლებული ლოყები დაინახა, სიცილი აუტყდა.

"პატარავ, მაგაზე არ გეკითხებიან. ჩვენი მოგზაურობა როგორ მოგეწონა ეს აინტერესებთ"სიცილს ამოაყოლა და სახე თეჰიონის კისერში ჩამალა.

თეჰიონმა ღრმა ოხვრა ამოუშვა, თითქოს მთელი ეს დრო სუნთქვას იკავებდაო, რაზეც კისერში ვიბრაციები იგრძნო უმცროსის ხითხითისგან.

"ანუ?" წარბაწევით ამოთქვა იუნგიმ

"მე.. აჰ.. ძალიან მომეწონა, საოცარი იყო!" თეჰიონმა ისევ იგრძნო ვიბრაციები და სწორედ ამ დროს, რაღაც გააანალიზა. სხვებისთვის თე მათ პატარა ტურზე საუბრობდა, მაგრამ წყვილის გონება ახლა სულ სხვაგან იყო და თეჰიონს შეეძლო დაეფიცა, ჯონგუკს ახლა ბინძური ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.

"და?" მომლოდინე თვალებით ამოთქვა ჯიმინმა. "ისიამოვნე იქ?"

"აჰჰ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ" უმცროსი უკვე ქერას ტანისამოსს ეჭიდებოდა და თეჰიონს ეშინოდა მის კისერში არგაგუდულიყო.
"გუკ! გამოდი.." ამოიწუწუნა

უმცროსი ნელა მოშორდა მის კისერს და ახლა ყურთან აიწია.
"იმ ღამ ამას არ ამბობდი"

თეჰიონს კვლავ გაუფართოვდა თვალები და ეცადა შეყვარებულისთვის შეუმჩნევლად ეჩქმიტა, თუმცა მისი წამოყვირებიდან გამომდინარე, სასტიკად ჩაფლავდა.

"რა ჯანდაბა ხდება თქვენს თავს?"

"ჰო, უცნაურად იქცევით" თავის დაკვრით დაადასტურა იუნგის ნათქვამი ჯიმინმა.

"პფფ, არაფერია. მოკლედ, იქ.. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.. ზღვა.. ეს ჩემი ოცნება იყო და მიხარია, რომ იქ პირველად გუკთან ერთად წავედი" თეჰიონის ხმა იმდენად სუფთა და ნაზი იყო, რომ გუკმა სიცილი შეწყვიტა და ღიმილით მიაშტერდა უფროსს.

"მიხარია, რომ ბედნიერები ხარ" ამოთქვა ჯიმინმა და თეჰიონის ხელს ხელი მოუჭირა, ბიჭმაც ღიმილით დაუკრა თავი.

"სხვათაშორის, სულ ცოტაც რომ დაგეგვიანათ, ჯინი ყველას ერთად გადაგვწვავდა" ამოიოხრა ნამჯუნმა, რაზეც ჯონგუკმა თვალები დაუბრიალა უფროსს.

"თეჰიონის ბრალი იყო!" ამოიყვირა და სამზარეულოში კისრის ტეხვით გავარდა. ცოტა ხნით ყველა გაშეშდა, თუმცა მალევე აღდგა ოთახში ხმაური.

"მაგიდის გაშლაში დამეხმარეთ" მბრძანებლურად ამოთქვა ჯინმა და ყველა ფეხზე წამოდგა.

***
ხმაურიანი საღამო იყო. ყველა მოუთმენლად ელოდა თორმეტი საათის დადგომას. მაგიდის გარშემო სიცილად იცლებოდნენ, ჯინი ახალ-ახალ, სულელურ ხუმრობებს ისვრიდა, თუმცა ყველას განწყობა იმდენად მაღალი იყო, რომ ამაზეც კი ეცინებოდათ. ან იქნებ მართლა სასაცილო იყო ის, რომ მოწყენილ ყავას დეპრესო უწოდა? ვინ იცის.
(plz i'm wheezing)

თეჰიონს ჯონგუკის მხარზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და ღიმილით აკვირდებოდა ამ ყველაფერს. გული ბედნიერებისგან ერთ ადგილას ვერ უჩერდებოდა. სწორედ ეს იყო, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. გრძნობდა, რომ აქაურობას ეკუთვნოდა, ამ ექვსის გარეშე საკუთარი ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა.

"და რა ჰქვია დამდგარ დანას?" ამოთქვა ჯინმა და სანამ ვინმე რამეს იტყოდა სიცილად დაიცალა. ვერავინ მიხვდა რა მოხდა, მაგრამ სიცილში მაინც აყვნენ. როდესაც ჯინი სიცილისგან გადაწითლდა და თვალებში ცრემები ჩაუდგა, მხოლოდ მაშინ ამოყო თავი და სუნთქვას ამოაყოლა ერთადერთი სიტყვა "დანადგარი"

მაგიდის გარშემო ქაოსმა დაისადგურა, ზოგი ყვიროდა, ზოგი იბოლო ხმაზე ხარხარებდა, ზოგი წამოხტა და სიცილისგან იატაკზე გაწვა. გიჟური საღამო იყო.

ჯინმა უეცრად სიცილი შეწყვიტა და აცრემლებული, აწითლებული სახით გადახედა საათს. 

"ჯანდაბა! ხუთ წუთში ახალი წელი დგება! იდიოტებო, წამოიშალეთ, რა დრო სიცილია!" დაიგრგვინა და მათ გონზე მოსაყვანად რამდენიმე სილის გარტყმასაც არ მოერიდა. რა თქმა უნდა ამ რამდენიმე სილის ადრესატში იუნგი რომ არ შედიოდა, ანდა ვინ გაბედავდა მისი მობრიალე თვალების ნახვის შემდეგ რამის გაკეთებას? ასე და ამ გვარად, სილას ჯიმინიც გადაურჩა.

ჯონგუკმა აურზაურით ისარგებლა, თეჰიონს ხელი მოჰკიდა და ყველასგან შეუმჩნევლად აივანზე გაათრია.

"გუკ?"

"იცი რომ მიყვარხარ არა?" თეჰიონს დიდი, მბრწყინავი ღიმილი აეკრო სახეზე და სწრაფად დაუქნია თავი უმცროსს. "თე, ბედნიერი ვარ, რომ ახლა შენთან ერთად ვარ. ერთად ვამთავრებთ წინა წელს და ერთადვე ვხვდებით ახალს. ეს ჩვენი ახალი დასაწყისია კარგი? ახალი წელი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები, ახალი შანსები, ყველაფერი ახალი. დაივიწყე ყველაფერი რაც გამოიარე კარგი? რადგან ჩვენ ერთად, ჩვენს ახალ დასაწყისს შევქმნით"

თეჰიონი ჯერ დამუნჯებული უყურებდა ბიჭს, მერე კი მთლიანად აწითლდა და უმცროსს სუსტად მიარტყა მხარზე ხელი.

"არ ვიცოდი, რომ ასეთი რომანტიულიც შეგეძლო ყოფილიყავი" სიცილით ამოთქვა თუ არა, გუკმაც ხმადაბლა ჩაიცინა და ბიჭის ტუჩებს მიეწება.

"გილოცავთ!!!" აივანზე ხმამაღალი ყიჟინა გაისმა, და უეცრად წყვილმა ზედმეტი სივიწროვე იგრძნო. სწორედ იმ წამს განათდა ცა დაუსრულებელი ფოიერვერკის ტალღებით. ბიჭების ყიჟინას ხმამაღალი ბრუხუნის ხმები შეერია და ამ ყველაფრით გაბრუებულებმა უბრალოდ მხრები აიჩეჩეს და ხელმეორედ დაეწაფნენ ერთმანეთის ბაგეებს. თეჰიონმა ხელები გუკის კისერზე შემოაწო და უფრო ახლოს მიიწია.

არანორმალურ ყიჟინას კიდევ ორი ხმა გამოაკლდა, როცა იუნგიმ ჯიმინი შუშის კარებს შეაჯახა და დაბნეულ ბიჭს სწრაფად დაეწაფა ტუჩებზე. უმცროსმა არ იცოდა რა ექნა, თუმცა ხელის კვრას რომ არ აპირებდა ამაში დარწმუნებული იყო. იუნგის უხეში კოცნიდან და მის ტანზე მოსრიალე ხელებიდან გამომდინარე, უფროსი ამის შანსს არც კი უტოვებდა, ასე რომ არც კი გაჰკვირვებია, როდესაც კარები გამოაღო და ჯიმინი შიგნით შეათრია. ღრმად ამოიოხრა როცა მისი ზურგი კიდევ ერთხელ შეეხეთქა, ამჯერად კედელს და თითები ბიჭის თმებში ახლართა. 

იუნგის აგიჟებდა ბიჭის ნაზი და გამობერილი, დიდი ტუჩები. ნუთუ მართლა მიეცა მათი დაგემოვნების საშუალება? ხელებს ნელა დაასრიალებდა ბიჭის კანზე, დიდი სვიტერის შიგნიდან და წამებით ტკბებოდა.

როდესაც აივნის კარის გაღების ხმა გაიგო, ნელა, გაჭირვებით მოშორდა უმცროსს, აწითლებულ და დაკბენილ ტუჩებზე კიდევ ერთი, პატარა კოცნა დაუტოვა და თვალი ჩაუკრა.

"ახალი წლის კოცნა" ამოიჩურჩულა და ბიჭის აწითლებული და ნასიამოვნები სახის დანახვაზე სიამაყე იგრძნო.

მათმა პოზიციამ მალე მიიპყრო დაინტერესებული მზერები, თუმცა იუნგიმ უბრალოდ ნელა შეაცურა ხელი ბიჭის წელზე დასასმელებოისკენ გაუძღვა.

რა თქმა უნდა, არავის გაუბედავს რამის კითხვა იუნგისთვის.

"ჯიმინ იცი? მგონი ტუჩზე კოღომ გიკმინა" ეშმაკურად ამოილაპარაკა თეჰიონმა

"თანაც საკმაოდ დიდმა და აგრესიულმა კოღომ" დაამატა ჯონგუკმა და შეყვარებულს ამაყად გადახვია ხელი. კრიმინალური პარტნიორები, აი რას უწოდებდა თავს თავსა და თეჰიონს.

ჯიმინმა დამორცხვებულმა თავი დახარა და თითებით თამაში დაიწყო, თუმცა იუნგი რის იუნგი იყო პასუხი რომ არ გაეცა?

"თქვენ კოღოების ნაკმენზე არგაქვთ სალაპარაკო, როცა ტუჩები ბეჰემოტის ნაღეჭს გიგავთ" აგდებით ამოთქვა, რაზეც ახალგაზრდებს სახეები აელეწათ და მთლიანად გაწითლდნენ.

"კარგით, გეყოთ. ვინ ვის შეუჭამა სახე, ეს საახალწლო სუფრაზე განსახილველი თემა არაა. მოდით მწერებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ" სერიოზულად ამოთქვა ჯინმა, მერე კი უეცრად სახე გაუბრწყინდა. "მწერებზე გამახსენდა! თუ კოღოს შეუძლია ფრენა, მაშინ ფრენას რატომ-"

"ჯინ!" ყველამ ერთდროულად ამოიყვირა რაზეც უფროსს ისევ სიცილი აუტყდა.

თეჰიონმა როგორც იქნა ამოყო თავი უმცროსის კისრიდან და დანარჩენებს გადახედა.

"გუკ, მადლობა, რომ ეს ყველაფერი მაჩუქე" გაბრწყინებული სახით ამოთქვა.

"მადლობა, რომ შენი თავი მაჩუქე" ჩურჩულითვე უპასუხა და ტუჩები საფეთქელზე მიაწება.

ეს იყო ის, რისკენაც ორივე ილტვოდა. ეპოვათ საკუთარი ადგილი ამ ქვეყნად, ეპოვათ საკუთარი თავი. ამისთვის კი ერთმანეთისთვის ჰაერივით საჭირონი აღმოჩნდნენ.

ბიჭებმა ღიმილით ახლართეს თითები ერთმანეთში და ძველებურ, ძვირფას ბეჭდებს მბრწყინავი თვალებით მიაშტერდნენ.

საათმა ღამის პირველი ჩამოკრა.


___________________________________________________________________________________

unedited!

ძალიან მინდოდა ახალი თავის დადება რადგან თავს საშინლად ვგრძნობ და როცა ამ ფიკს ვწერ ყოველთვის უკეთ ვხდები. თქვენს კომენტარებზე უკვე აღარაფერს ვამბობ.

უბრალოდ მინდა იცოდეთ რამდენს ნიშნავთ ჩემთვის და სწორედ ამიტომ ვიტყვი ამას.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ მქონდა mental breakdown და ორივეჯერ ბითიესის სიმღერების მოსმენას და თქვენი კომენტარების კითხვა დავიწყე. (ნუ წამლის დალევის მერე ლოლ) ბითიესი არის ერთადერთი რაც მაძლიერებს და ახლა თქვენი დადებითი ემოციებიც, რომელიც ცხოვრებას მიხალისებს. ბოლო კვირაში ზუსტად ოთხჯერ გადავიკითხე თავიდან ბოლომდე ყველა კომენტარი სოუ ჯასთ მადლობა რაა:დდდ

ხვალ და ზეგ მაქვს ისტორიებში შუალედურები და ერთ-ერთში ვაფშე არვარ მზად სოუ იდკ ამის მერე როგორ გავაგრძელებ მოთხრობის დადებას სიმართლე რომ გითხრათ. უბრალოდ ვნახოთ რა მოხდება.

ჰო და უფრო მალე მთავრდება ვიდრე მეგონა. სულ რაღაც რამდენიმე თავში. 

საოცრად მიყვარხართ <3 <3 ^^

Continue Reading

You'll Also Like

8.2K 541 21
Why live when there is nothing to live for? A story where Namjoon leaves messages to his boyfriend... that has been gone for quite a while now. { UN...
18.9K 1.8K 20
" შეგვიძლია დავივიწყოთ თვალის ფერი, თმის სურნელი... დავივიწყოთ მოგონებები ნათქვამ სიტყვებზე... მოვიშოროთ თავიდან მელოდია ან ლექსის სტროფები... მაგრ...
3.1K 410 13
მინ იუნგის არავისი ეშინოდა, სანამ კიმ ნამჯუნს არ შეხვდა. კრიმინალური სამყარო, სადაც კიმ ნამჯუნი ნარკოკარტელის სასტიკი ხელმძღვანელია და იუნგი კი პრეზი...
99K 12.3K 82
[Дууссан] Намжин шипүүддээ зориулсан ~shortstory~ By_Soo_Lee