Free like ocean (taekook)

Od halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... Více

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[15]

1.7K 203 178
Od halisweven


საავადმყფოს პატარა ოთახში უხერხული სიჩუმეა ჩამოწოლილი. არავინ არაფერს ამბობს, ერთადერთი რასაც ყველა ელოდება ეს თეჰიონის გამოღვიძებაა. ჯონგუკი ბიჭის საწოლთან, სკამზეა ჩამომჯდარი და მისი ხელი საკუთარ, უფრო დიდ მტევნებში მოუქცევია. მისი გული მძიმედ ფეთქავს, იმდენად მძიმედ, რომ ჰგონია სადაცაა მისი სხეული ამდენს ვეღარ გაუძლებს და მფეთქავი ორგანოც ძირს დაენარცხება.

მისი გონება ყველგან დაქრის და თანაც არსად. თითქოს  მსოფლიოს ყველა ადგილს სათითაოდ უვლის, ამავდროულად მხოლოდ თეჰიონზეა მიჯაჭვული და მის  გარდა ვერაფერზე ფიქრობს.

თეჰიონი  თეჰიონი   თეჰიონი

მისი გონება სასოწარკვეთილებითაა მოცული, მით უმეტეს, რომ ექიმი ჯერ კიდევ არ გასაუბრებია არც ერთს.

როდის გაიღვიძებს თეჰიონი?
კონკრეტულად რა დაავადება სჭირს?
ექიმი როდის შემოვა?
როდის შეიძლება თეჰიონის სახლში წაყვანა?
ოდესმე მაპატიებს?

მის თავში ყველანაირი პასუხგაუცემელი კითხვა დაძრწის და ყოველ კუთხე-კუნჭულს მტკივნეულად ეხეთქება..

მაპატიებს?

ოთახის კარები ხმაურიანად იღება და შიგნით თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი შემოდის.

"კიმ თეჰიონის ოჯახის წევრთან მსურს საუბარი"

ჯონგუკი მაშინვე ფეხზე ხტება და ჯიმინს და ჰოსოკს გვერდს უვლის. როგორც ჩანს ორივე ბიჭი ექიმთან აპირებდა მისვლას, მაგრამ არა, ახლა ჯონგუკია თეჰიონის ოჯახი. ალბათ ასე უკეთესი იყო.

"მე ვარ" მკაცრად ამბობს და დანარჩენებს მთლიანად აიგნორებს.

"ჯონგუკ.." ჩურჩულებს ჯიმინი მაგრამ უმცროსი მას თვალებს უბრიალებს და კვლავ ექიმისკენ იხედება.

"მისი რა ხართ?" დაეჭვებით კითხულობს ექიმი

"მისი შეყვარებული" სწრაფად, დარწმუნებით პასუხობს და ოთახში მყოფებს თვალები უფართოვდებათ.

"კარგი.. წამომყევით" ჯონგუკიც მშვიდად იქნევს თავს და მას შემდეგ, რაც ჯინს თეჰიონს  აბარებს, ექიმს მიჰყვება.

კაბინეტში შედიან თუ არა, ორივე სკამზე ჯდება, ექიმი საბუთებში იწყებს ქექვას, მერე კი ღრმა ამოსუნთქვით უბრუნდება ჯონგუკს.

"ალბათ უკვე იცით, მაგრამ მას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს." ამოთქვამს ქალი და ბიჭს ძარღვებში სისხლი ეყინება "ოპერაციის გაკეთება ზედმეტად საშიშია, გადარჩენის შანსები თითქმის არ არსებობს. თეჰიონს არასდროს აინტერესებდა თავის დაავადება და ხელგაშლილი ელოდებოდა სიკვდილს. მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა.. სრულიად შეიცვალა. სიცოცხლე მოუნდა.. კვლავ გადარჩენის სურვილმა გაიღვიძა მასში, მემუდარებოდა, რომ მისი ხსნის გზა მეპოვა" სევდიანად იღიმის ქალი და გუკი გრძნობს როგორ აწვება ყელთან რაღაც, როგორ უწყდება სუნთქვა, როგორ ეჩხვლიტება გული "მისთვის ეს დიდი ნაბიჯია. ის უკვე ოთხი წელია რაც ჩემთან დადის და.. არასდროს მინახავს ასე სდომებოდეს გადარჩენა.. თეჰიონი შვილივით შემიყვარდა და არ მინდა რამე მოუვიდეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენის გზა არ არსებობს"

გუკს სისხლი ეყინება და თვალებზე ცრემლები აწვება. როგორ? მის ერთადერთ ნათელ წერტილს კარგავს? ამას ვერ დაუშვებს..

"ნუ-ნუთუ არანაირი გზა არ არსებობს?"

"შენ" ღიმილით ამოთქვამს ქალი და ჯონგუკი სრულიად იბნევა.

"მე?"

ქალი ღიმილით უქნევს თავს.
"შენ. მანამდე არასდროს მინახავხარ და არც თეჰიონს მოუყოლია შენზე, მხოლიდ სამი კვირის წინ გახსენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლახანს გაიცანი" გუკი ქალს დაბნეულად უქნევს თავს "თეჰიონი ძლიერი ბიჭია, ამავდროულად ძალიან სუსტი. ვფიქრობ, შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ სიცოცხლე მოუნდა. ალბათ გეცოდინება, რომ ბიჭი უკვე ხუთი წელია ამ დაავადებით ცხოვრობს, თუმცა ყოველ დღე უფრო და უფრო უკან მიდიოდა. მას უბრალოდ იმედი სჭირდება ჯონგუკ.. იმედი და მიზეზი, რომ სიცოცხლისთვის იბრძოლოს, რომ არ დანებდეს. ადამიანი სჭირდება, ვინც გაამაგრებს. თუმცა მინდა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად დაფიქრდე, რადგან ეს დღეს იქნება, თუ წლების მერე, თეჰიონის ბედი არ შეიცვლება" ქალის სევდიანი ღიმილი და მისი სიტყვები ჯონგუკს გულს უჩეხს, თუმცა მაინც იღიმის.

"ბოლოს ყველა მოვკვდებით, მთავარია, დღეს როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა სიცოცხლემ უაზროდ და უსაფუძვლოდ არ ჩაიაროს. ყველაფერს გაკეთებ, რომ თეჰიონის დარჩენილი ცხოვრება საუკეთესო მომენტებით გავავსო" ქალი დიდზე იღიმის და გუკსაც პატარაზე ეღიმება.

"სწორედ ამის მოსმენა მინდოდა. მადლობა მისტერ ჯეონ."

"მასთან ყოფნას ჩემთვის მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. სამადლობელი არაფერია"

"კარგი. უნდა იცოდეთ, რომ მისთვის ნერვიულობა სასტიკად არ შეიძლება. ამას მისი ტვინის უჯრედები ვერ უძლებენ, თანაც ეს მის სიმსივნეს განვითარებაში ეხმარება. დღესაც ალბათ რაღაცაზე ინერვიულა" ქალი წარბს წევს და ჯონგუკი ძლივს-ძლივობით ყლაპავს ნერწყვს.

ოთახში სიჩუმე წვება, თუმცა ექიმი მალევე ფანტავს მას.

"ესაა ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა. შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ" ამბობს ქალი და ხელის ჩამორთმევის შემდეგ ბიჭი კვლავ თეჰიონის პალატისკენ იღებს გეზს.

ოჰ, როგორ უნდა, რომ ბიჭმა მალე გამოიღვიძოს, ჰაერივით სჭირდება ახლა მის გალაქტიკის მსგავს თვალებში ჩახედვა და მარწყვივით ტუჩების დაგემოვნება.

ბიჭი ღრმად ოხრავს და ხელებს სახეზე ისვამს.

გთხოვ თეჰიონ, გაიღვიძე.. გთხოვ..

***
taehyung's pov

თვალებზე სიმძიმეს ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ მღვიძავს. გარშემო ხმაური ზუზუნივით მესმის და თავს უარესად მატკიებს. ვცდილობ თვალები გავახილო და გავარკვიო სად ვარ, რასაც ასე თუ ისე ვახერხებ.

სინათლე საშინლად მიწვავს გუგებს, თუმცა თვალებს ვახამხამებ და რამდენიმე წუთში ამასაც ვეჩვევი.

პირველად ერთმანეთზე მიხუტებულ იუნგის და ჯიმინს ვხედავ, ჯიმინს თვალები აქვს აწითლებული, იუნგი კი თავზე ეფერება და ამშვიდებს. სახეზე ღიმილი მეკრობა, თუმცა ეს თავს მატკიებს, ამიტომ მაშინვე ვიჯღანები და ოთახის დათვარიელებას ვაგრძელებ.

ოთახის ბოლოში დივანზე, ნამჯუნს, ჯინსა და ჰოსოკსაც ვხედავ, რომლებიც რაღაცაზე ჩურჩულებენ. მათ შემდეგ, თვალები ოთახზე გადამაქვს და როხა ნაცნობ გარემოს ვხედავ ხმადაბლა ვოხრავ.
ჯანდაბა, ისევ საავადმყოფოს პალატა. როგორც ჩანს ესაა ადგილი სადაც ყოველთვის ვამთავრებ ჰაჰ? სურვილი მიჩნდება საკუთარ თავზე ირონიულად გავიცინო, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ვიცი, ეს ჯოჯოხეთივით მატკენს თავს.

ხმადაბალ ოხვრაზე ყველას თვალები ჩემზე გადმოდის და სწრაფად ხტებიან ფეხზე.

"თეჰიონ? როგორ ხარ?"
"თავს როგორ გრძნობ?"
"რამე გტკივა?"
"გონს მოხვედი?"
"რამდენი თითია?"

"თუ მოკეტავთ კარგად ვიქნები. თავს ტრაკივით ვგრძნობ, თქვენი ყვირილის გამო ყურები მტკივა, არა ჯერ ისევ გათიშული ვარ და იუნგი, უბრალოდ ვკვდები, არ დავბრმავებულვარ. კიდევ გაქვთ კითხვები?" მოჯღანული ვლუღლუღებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ.

"რადგან სარკაზმის თავი აქვს, ესეიგი კარგადაა" იუნგის ბურდღუნი მესმის და ხმადაბლა ვხითხითებ, მერე კი ისევ ვიჯღანები.

თვალებს ისევ ნელა ვახელ და ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს იმ იმედით, რომ პირველ ჯერზე უბრალოდ ვერ შევნიშნე ერთადერთი ადამიანი, რომლის აქ ყოფნაც მჭირდება,თუმცა რა თქმა უნდა, ცხოვრება არასდროსაა ცისარტყელებით სავსე და არც ჯონგუკია ჩემს გვერდით, მის ხელებში ჩემი მტევნით და არ ელოდება ჩემს გაღვიძებას.

ეს სულელური სიზმარი იყო თე.. დაივიწყე.

სახეზე სიმწრის ღიმილი მეკრობა და თვალები მიწყლიანდება, თუმცა მაინც მთელი ძალით ვცდილობ ყველას წინაშე არ ვიტირო.

"თეჰიონ..კარგად ხარ?"  კითხულობს ჰობი და მისკენ ტკივილით სავსე მზერით ვტრალდები. თვალის კუთხიდან იმასაც ვამჩნევ, როგორ მარიდებს ჯიმინი მზერას, და სიმართლე რომ ვთქვა, მასთან საუბარი სრულიადაც არ მინდა.

"კარგად ვარ ჰობი" უემოციოდ ვპასუხობ და ჭერს ვაშტერდები.

ვიცი, ვიცი დამემშვიდობა, ისიც ვიცი, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო, მაგრამ ნუთუ არ შეეძლო აქ მაინც მოსულიყო?

უეცრად ვაანალიზებ რასაც ვფიქრბ და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება.

როგორი ეგოისტი შეგიძლია იყო თეჰიონ? მას ატყუებდი, ასეთი ამბის შემდეგ კი მართლა ელი მისგან, რომ აქ, შენს გვერდით იქნება? მადლობა უნდა თქვა, რომ ეს ადამიანები აქ შენს გამო არიან. არც მათ იმსახურებ..

საკუთარი მე ყოველი სიტყვით მაზიზღებს თავს და რაც დრო გადის, უფრო მაგრად მეწვის თვალები და ამჯერად გულიც.

"დარწმუნებული ხარ? ცუდად გამოიყურები" ლუღლუღებს ჯინი და აცრემლიანებული ვხითხითებ, თუმცა ჭერიდან მზერა არსად გადამაქვს.

"კარგად ვარ. უბრალოდ ვფიქრობდი, როგორ ავრიე ყველაფერი. ალბათ ასე უკეთესია, ჯობს ჯონგუკი ისეთ ვინმესთან იყოს, ვინც იმსახურებს"

"თეჰიონ?!" ნაცნობი ხმა მესმის და თვალები უფრო მიცრემლიანდება

"ახლა მისი ხმაც კი მეჩვენება, მგონი ვგიჟდები. ჯანდაბა, მინდოდა სრულ ჭკუაზე მაინც მოვმკვდარიყავი" ცრემლები მცვივა თუ არა ხმადაბლა ვიცინი და ჭერისგან თვალის მოუშორებლად ვიქნევ თავს.

"რა სულელი ხარ" გვერდიდან კვლავ ბოხი ხმა მესმის და მალევე სახეზე თბილი ხელების შეხებას ვგრძნობ, რასაც ჩემი სხეული მაშინვე პასუხობს, გულის აჩქარებით და სუნთქვის გახშირებით. თვალები ჭერიდან დაბლა ჩამომაქვს და ნაცნობ შავ, მარგალიტივით თვალებს ვეჩეხები . (ჯსჯსჰსჯ)

"გუკ?" ვჩურჩულებ და კიდევ ერთი ცრემლი მიცურდება სახეზე.

"ჯანდაბა. როცა გაგიცანი მხოლოდ იცინოდი, მე კი როგორი მტირალა გაგხადე" სევდიანად ჩაიცინა და თავისი ტუჩები ჩემსას მოაწება.

ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, მაინც მე მირჩევდა. აქ იყო, ჩემს გვერდით და მისი მომთხოვნი კოცნიდან ვგრძნობდი, ჩემს დატოვებას არ აპირებდა.
ცრემლებით დაფარულ ლოყაზე ხელი ჩამომისვა და საბოლოოდ თავისი გრძელი თითები ჩემს ქერა თმებში ახლართა, თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და მეც მის თმაზე ავაცურე ხელები.

მისი ტუჩები იმდენად რბილი იყო, იმდენად ფაფუკი და ტკბილი.. შემეძლო მთელი ცხოვრება მათ კოცნაში გამეტარებინა.

მისი შეხება ჰაერში მისვრიდა. ღრმად ვიძირებოდი მის სურნელსა და სითბოში, რეალობას ვშორდებოდი და სრულიადაც არ ვიყავი ამის წინააღმდეგი.

მიყვარდა. მიყვარდა და მჭირდებოდა.

"მჰმ" ტრანსიდან ზედმეტად ხელოვნურ ჩახველებას გამოვყავართ და ვაცნობიერებ თუ არა, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩვენ გვიყურებდა, აჩქარებით ვრგავ ჩემს აწითლებულ სახეს ჯონგუკის ყელში.

"რამდენადაც საყვარლები არ უნდა იყოთ, ეს მაინც საზიზღრობა იყო" აკომენტარებს იუნგი და ოთახში ხითხითის ხმები იფანტება.

აღაჟღაჟებულ სახეზე სუსტი ღიმილი მეკრობა.
თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობდი, იმაზე დაცულად ვიდრე ოდესმე მიგრძვნია.

"მიყვარხარ" ხმამაღლა ამბობს და ყველანი 'ავვ' და 'იუუს' ძახილს  იწყებენ.

"მეც მიყვარხარ" ვჩურჩულებ და ცხვირს ყელზე ვუხახუნებ, რაზეც ხმადაბლა ხითხითებს.

"კარგი კარგი, ჯობს ეს ორი მარტო დავტოვოთ თორემ სიყვარულის ტოქსიკური ჰაერი ტრიალებს პალატაში" გუკის ყელიდან ოდნავ ვიჭყიტები და ვხედავ როგორ იჯღანება იუნგი, თუმცა როგორც კი ჩემს თვალებს აწყდება, დიდზე მიღიმის და თვალს მიკრავს.

წარბებს მაღლა ვწევ და დაბნეული ვუყურებ, რაზეც ხითხითებს და ყველას სათითაოდ ყრის პალატიდან, არც რამდენიმე უცენზურო სიტყვას იშურებს და არც თავში წამორტყმას, საბოლოოდ კი პალატაში მხოლოდ მე და ჯონგუკი ვრჩებით.

მის სურნელს კიდევ ერთხელ ღრმას ვისუნთქავ, ყელზე პატარა კოცნას ვუტოვებ და ნელა ვშორდები.

მის სახეზე მოთამაშე ღიმილს ვაშტერდები და უნებურად მეც მეღიმება.

"აბა, მისტერ ფოტოგრაფო, როგორ მიდის საქმეები?" ეშმაკურად ვეკითხები რაზეც ყურებამდე იკრიჭება.

"ყველაფერი ძველებურადაა მისტერ მხატვარო. გამოფენებს ისევ მიგვიანებენ, ტკბილი ისევ არ მიყვარს და ბეტონის მოაჯირი კვლავ ჩემი საყვარელი ადგილია, იმ განსხვავებით, რომ ახლა იქ ჩემს მეორე ნახევათან ერთად დავდივარ ხოლმე" მის სიტყვებზე იმდენად დიდზე მეღიმება, მგონია მალე პირი გეხევა. აჰ, რა რომანტიული ვარ "შენზე რას მეტყვი, მისტერ მხატვარო?"

"არაფერი ახალი, კვლავ სახლის კედლებსა და იატაკის მოხატვას ვაგრძელებ, მწარე ყავას კვლავ ვერ ვიტან და ჩემი საწოლი კვლავ ნომერ პირველია ჩემთვის, თუმცა ახლა უკვე იქ ჩემს მეორე ნახევართან ერთად ვწევარ ხოლმე" ეშმაკურად ვიღიმი, გუკი ხმამაღლა იცინის და კვლავ ჩემს ტუჩებს აწყდება.

"ჯანდაბა, სასწაულად მიყვარხარ თეჰიონ" ჩემს ტუჩებში ლუღლუღებს და ენას ჩემს პირში აცურებს.
პასუხად მხოლოდ პატარა კვნესის ამოშვებას ვახერხებ.

***
"რას აკეთებენ?" ინტერესით კითხულობს ჰოსოკი და კარებთან მდგარ იუნგისა და ჯინს შეჰყურებს.

უეცრად ჯინი ხტუნაობას და ტაშის დაკვრას იწყებს რაზეც ყველას ყბა უვარდება, იუნგი კი მხოლოდ თვალებს ატრიალებს და ოხვრით შორდება კარებს.

"როგორც ყოველთვის ტკბილ საზიზღრობებს ეუბნებიან ერთმანეთს. ზედმეტი სიტკბო იყო, ახლა გული ამერევა" კიდევ ერთხელ იჯღანება ბიჭი, სკამზე ოხვრით ეშვება და თავს ჯიმინის მხარზე ასვენებს "ჩვენ ასე არ ვიყოთ, კარგი ჯიმინ?"
მოულოდნელად ეკითხება უმცროსს და ბიჭს თვალები უფართოვდება.

მისი ლოყები პომიდორზე წითელი ხდება და პატარა ბავშვივით სასაცილოდ იწყებს თვალების ცეცებას.

იუნგი წამით ავლებს თვალს აწითლებულ ბიჭს და ხმადაბლა იცინის.
"დამშვიდი ჩიმ, ბოლო ბოლო ჯერ არაფერი გამიკეთებია"

"რა- რას გულისხმობ?"

"არაფერს" უდარდელად პასუხობს, თავს უფრო კომფორტულად ათავსებს და ხელს ბიჭის თეძოზე აცურებს "ძილი ნებისა" ჩურჩულებს და აწითლებულ ბიჭს ინტერესით სავსე მზერებთან გასამკლავებლად მარტო ტოვებს.

____________________
გამომდის?:დდ მანამდე სულ დრამებს ვწერდი და იმედია 'ტკბილი' თავი ძაან ცუდი არ გამოვიდა;დდ
ვეცადე აი სვეარ;დ

რას ფიქრობთ იუნმინის წყვილზე? ქაზ მარტო თეგუკი კი არ არის ჩემი ცხოვრება და სიყვარული, არამედ იუნმინი, yez bitches, yoonmin is life^^

ჰობის რა ვუყო არ ვიცი ოღონდ;დ აქ ნამჯინზეც არ მაქვს გამახვილებული ყურადღება, უმეტესად თეგუკია და თან რადგან ცოტა სხვანაირი ფიკია ნამჯინს და ჰობის+ვინმეს ვეღარ ჩავამატებ. მოთხრობისთვის ასე აჯობებს. არც იუნმინს ვაპირებდი ბათ ვერ გავძელი:დდდ

ენივეის, დავოუთება და დაკომება არ დაგავიწყდეთ^^

i purple you all!💜

사랑해 bitchez^^

Pokračovat ve čtení

Mohlo by se ti líbit

778 50 5
sequel to MORTALA It's been two months since Tommy died and Stiles does nothing but work. When your job is to kill bad guys and save the world, thing...
315K 7K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
44.2K 6.9K 26
Угсаа залгамжлах ханхүү омега байж болохгүй! Тэр заавал альфа бие хамгаалагчтай байх шаардлагатай. Эс бөгөөс дуртай нэг альфа түүнд соёогоо шигтгэх б...
6.1K 198 34
A girl name Katherin moves to London, in hopes of creating her own horse boarding/lesson/training facility, after hearing there is not many near Lond...