Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[10]

1.4K 192 211
By halisweven

წინა თავის ჯიგუკის მომენტის კომებში არსებული იუნმინის შიფერების საყურადღებოდ...
მიყვარხართ:დ <3

__________________________

თეჰიონი თავს დაკარგულად გრძნობდა. მთელი საღამო აკვირდებოდა თავის საუკეთესო მეგობარს და ხვდებოდა, რომ ბიჭი სულაც არ იყო ჯონგუკის მიმართ გულგრილად განწყობილი.
უფრო მეტიც, მუდამ ცდილობდა სიცილის დროს მკლავზე შეხებოდა, თავი მის მხარზე ჩამოედო ან მისი ყურადღება მიექცია რაიმეთი.

"თე, რატომ ხარ ჩუმად?" მისკენ იწევა გუკი და ყურთან უჩურჩულებს.

თეჰიონი პატარა ღიმილს იკრავს და თავს აქნევს.

"არაფერია, მართლა"

"მოწყენილი ჩანხარ, გინდა წავიდეთ?" იკითხა და ქერა თმები ყურს უკან გადაუწია რაზეც თეჰიონს ჟრუანტელმა დაუარა, თუმცა უფრო მეტი ტკივილი მოუტანა ამ სიახლოვემ.

'ჯონგუკი ჯიმინთან ერთად კარგად ერთობოდა, იცინოდა და მხიარულობდა, ახლა კი ჩემი სისულელეებით ამას მოვწყვიტე' ფიქრობდა ბიჭი და მუცლის არეში დანაშაულის გრძნობა მწარედ უვლიდა.

"გუკ, ყველაფერი კარგადაა, მართლა გეუბნები" იღიმის და ბიჭის ხელს სახიდან ნელა იშორებს. უმცროსი წარბებს კრავს და ქერას ინტერესით უყურებს, მერე კი თავს უქნევს, მის ხელს ხელში იღებს და დანარჩენებისკენ გადააქვს მზერა.

თეჰიონის მუცელში პეპლები კი არა, მთელი ზოოპარკი იღვიძებს და ბიჭი სასაცილოდ ირწევა რომ როგორმე ეს შეგრძნება დათრგუნოს.

"გუკ!" იძახის წვრილი ხმა.

თეჰიონს არასასიამოვნო ჟრუანტელი უვლის როცა ამ ზედმეტსახელით სხვაც მოიხსენიებს ჯონგუკს, თუმა ამასაც აიგნორებს და მზერა მომღიმარ ჯიმინზე გადააქვს.

"ალბათ უკვე იცი, რომ მოდელი ვარ. ახლა კიდევ ერთი ფოტოსესია უნდა დაიგეგმოს და ჩემი მენეჯერი ფოტოგრაფს არჩევს.. არ გინდა.. ამმ.. გამიხარდება შენ თუ იმუშავებ ჩემთან ერთად" ბიჭი კიდევ ერთხელ ანგელოზივით იღიმის და თეჰიონსაც ავტომატურად ეღიმება. სევდიანად, მაგრამ ეღიმება.

გუკსაც პატარა ღიმილი ეკრობა სახეზე და ხელს კისერზე ისვამს.

"არ ვიცი ჩიმ, ვნახოთ"

'ჩიმ'.. საყვარლობაა.

"გთხოვ გუკ!" ბიჭი თავის დიდ ტუჩებს ლეკვივით ბზეკს და თვალებს საყვარლად ახამხამებს.

ჯონგუკი სიცილით აქნევს თავს და ჯიმინს ლოყაზე ჩქმეტს.

"კარგი, კარგი. ჩემს ნომერს ჩაგაწერინებ და შეგიძლია შენს მენეჯერს მისცე, რომ დამიკავშირდეს" იღიმის თუ არა პასუხად მაგარ ჩახუტებას და კოცნას იღებს ლოყაზე, რაზეც ლოყებზე ღია ვარდისფერი ეკრობა.

იუნგი, ჯინი და ნამჯუნი ჯერ ჩახუტებულ ბიჭებს აკვირდებიან, მერე თეჰიონს და ისევ ბიჭებს.

ქერა უხერხულად იშმუშნება და კვლავ ჯონგუკის ხელში მოთავსებულ საკუთარ ხელს ნელა აცურებს უკან და გულ-მკერდზე იკრავს.

გუკი ჯიმინს სწრაფად შორდება და თეჰიონს კითხვის ნიშნიანი თვალებით შეჰყურებს, თუმცა ბიჭი უბრალოდ იღიმის და თავს აქნევს იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა.

იმის მიუხედავად, რომ არაფერია რიგზე.

უმცროსიც კვლავ ჯიმინისკენ ტრიალდება და მასთან ერთად აგრძელებს სიცილს.

თეჰიონმა არ იცისრა ხდება მის თავს, მაგრამ გრძნობს..

გრძნობს ყველაფერ საშინელს და ყველაფერ მწველს.

"მჰმ.. მეძინება, ჯობს წავიდე" ამბობს ჩუმად და ფეხზე დგება თუ არა ჯონგუკიც მის გვერდზე იტუზება, რის გამოც ჯიმინს სახეზე წყენა ეკრობა და ამას თეჰიონიც მშვენივრად ხედავს.

"წაგიყვან" ამბობს ღიმილით და ხელის დაქნევის შემდეგ თეჰიონს კარებისკენ ექაჩება.

"მოიცადე" ჩურჩულებს ბიჭი, მაგრამ მისი ხმა გუკის ყურამდე არ აღწევს. "გუკ, მოიცადე!" ამჯერად უფრო ხმამაღლა იძახის და ყველას ყურადღებას იპყრობს.

თეჰიონს არ შეუძლია ეგოისტი იყოს. არ შეუძლია მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე იფიქროს და სხვები გააუბედუროს.
ასეთია ის. ასეთია კიმ თეჰიონი.

"დარჩი" ამბობს ჩუმად და თავის ბავშვურ თვალებს გუკისას უსწორებს. "მარტო წავალ, მაინც უნდა დავიძინო, დანარჩენებს კი შენთან დროის გატარება უნდათ.."

"მაგრამ-" იწყებს გუკი თუმცა ქერა აწყვეტინებს.

"გთხოვ გუკ.. და.. თუ შეგიძლია, ჯიმინი მიაცილე სახლამდე" ამ სიტყვების ამოსათქმელად მთელს თავის ძალას ხარჯავს და იმას ვეღარ კონტროლებს, რომ თვალები ცრემლებით ევსება, ამიტომ სწრაფად ტრიალდება და სახლს დიდი ნაბიჯებით ტოვებს.

ჯონგუკის ძახილს აიგნორებს და ავტობუსის გაჩერებამდე სირბილით მიდის.

ხუთი წლის განმავლობაში პირველად, თეჰიონი ავტობუსის სავარძლზე ესვენება და სახეს შუშას აჭერს.

ავტობუსში არსებულ ყველა მგზავრს აიგნორებს და ცარიელ ქუჩებს აწყლიანებული თვალებით ათვარიელებს.

უეცრად ბარძაყზე შეხებას გრძნობს. ცხელი ხელი ნელა მოძრაობს ზემოთ ქვემოთ და ბიჭს ჟრუანტელი უვლის.
შიშის, ზიზღის და ბრაზის ჟრუანტელი.

სწრაფად ტრიალდება გვერდით და სავარძელზე უცნობი, ბინძურღიმილიანი ახალგაზრდა ბიჭი ხვდება.

მისი ხელი ნელ-ნელა ზემოთ იწევს თუმცა მაშინვე შორდება როცა თეჰიონის ფრჩხილები მის კანში ესობა.

"გაიწიე ნაბიჭვარო" იღრინება და ავტობუსიდან სწრაფად ჩადის.

როცა გარემოს ათვარიელებს, ხვდება, რომ ერთი გაჩერებით შორსაა საკუთარი სახლიდან, ამიტომ ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ნელა იწყებს სიარულს.

დარწმუნებულია იმაში, რომ სწორედ მოიქცა.

იცის, მისი არსებობა მაინც დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ზედმეტად ნარცისი და ეგოისტი უნდა იყოს გუკის შენაჩუნებას რომ შეეცადოს.

ანდა ოდესმე იყო კი გუკი მისი? მხატვარი არც ამაშია დარწმუნებული.

ჯონგუკი მეტს იმსახურებს. მეტს ვიდრე უბრალო, არაფრისმაქნისი მხტვარია, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.

არ უნდა, რომ გუკს შეუყვარდეს, რადგან მომავალში ეს მასვე შემოუბრუნდება ცუდად. ანდა რატომ უნდა შეუყვარდეს თეჰიონი?

ბიჭი საკუთარ თავზე იცინის და ცრემლების მოსაშორებლად თავს აქნევს.

ჯიმინი.. ის უფრო იმსახურებს გუკს და თესაც სწორედ ასეთი ადამიანი ემეტება ჯონგუკისთვის.

ის მოდელია, ლამაზი, განათლებული, მხიარული და რაც მთავარია, გუკის მიტოვება არ მოუწევს..

რა აზრი აქვს თეჰიონთან ყოფნას, თუ რამდენიმე წელიწადში მაინც სამუდამოდ წავა ყველას ცხოვებიდან?

მის ტუჩებს ხმადაბალი ტირილი სწყდებათ და ბიჭი სწრაფად ილაგებს ხელებს ბაგეებზე.

არა თეჰიონ, შენ ყველაფერს სწორად აკეთებ.

ყველა უნდა გააბედნიერო..

ჯიმინს უფლება უნდა მისცე გუკის გული მოინადიროს, გუკს უფლება უნდა მისცე ჯიმინის სახით თავისი მეორე ნახევარი იპოვოს.

ამის გაფიქრებაზეც კი მწარედ უვლის რაღაც მუცელში და მის მაგეებს კიდევ ერთი ამოტირება სწყდებათ, მისი ცრემლები კი დენას არაფრის დიდებით წყვეტენ.

"ყველას ბედნიერება უნდა მოვუტანო.. უნდა გავაბედნიერო" ლუღლუღებს და ხელებს მაგრად იჭერს ატლასის ზედაზე, რომელიც ნოემბრის სუსხს ოდნავადაც არ იჭერს და ნიავიც თავის ცივ, უხეშ თითებს თავისუფლად დაასრიალებს მის კანზე.

და თეჰიონს ვინ გააბედნიერებს?..
ვინ გაათბობს თეჰიონს?..

სახლში ნელა შედის და კარებს ხმაურიანად კეტავს.

ამ წამებში ეს მხიარული, ფერადი გარემოც კი საზარლად ეჩვენება, სიბნელეს და სიჩუმეს დაუდვიათ ბინა და თეჰიონს მოჩვენებების სახლს აგონებს ეს ყველაფერი.

ბიჭი პირდაპირ მეორე სართულზე ადის და საკუთარი საძინებლის შიგნით, კარებს ეყუდება.

ჯერ საწერ მაგიდას უყურებს, მერე კი საწოლს.

ოჰ როგორ კლავს სურვილი, თბილ საწოლში ჩაესვენოს და თავის გაყინული და დაღლილი სხეული სულ ცოტათი მაინც გაათბოს და დაასვენოს.

ნუთუ ასე ბევრს ითხოვს? ბევრი უნდა?

თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს საბნის სითბოს და სიფაფუკეს. სურვილი კლავს სწრაფად გადაეშვას სიზმრების სამყაროში და გონება ცოტა ხნით მაინც დაასვენოს რეალობისგან.

რეალობისგან, რომელიც ბავშვობიდანვე არაფერ კარგს არ იმეტებდა მისთვის.

რეალობისგან, რომელიც ბავშვობიდანვე ყველა საყვარელ ადამიანს ართმევდა.

რეალობისგან, რომელიც ტანჯვის გარდა არაფერს აძლევდა მის გადაღლილ გულსა და გონებას.

ბიჭი ნელა ახელს თვალებს და სწრაფად იშორებს თვალებიდან გადმომავალ ცრემლებს, მერე კი ნელი ნაბიჯით მიდის საწერი მაგიდისკენ და მძიმედ ეშვება სკამზე.

უჯრიდან ფრთხილად იღებს საქაღალდეს და მაგიდაზეც მოფრთხილებით ასვენებს, თითქოს ყველაზე ძვირფასს უფრთხილდებაო.

"ყველაფერს გავაკეფებ, რომ ბედნიერი იყო, გუკ.." ღიმილით ჩურჩულებს და საქაღალდეში ქექვას იწყებს.

რამდენიმე საათი ზის მაგიდასთან და სანათის შუქზე მისთვის საჭირო ინფორმაციას ჩაჰკირკიტებს.

საბოლოოდ პოულობს იმას, რასაც  ამდენი ხანი ეძებდა და ღიმილით ოხრავს.

სწრაფად იღებს ტელეფონს, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ სწორედ ამ საქმის მოსაგვარებლად იყიდა და ნომერს აკანკალებული თითებით კრეფს.

იცის, რომ უკვე გვიანია, მაგრამ ხვალამდე მოცდა არ შეუძლია, რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ეს საქმეც და გუკს ჩამოშორდეს. ყველასთვის ასე აჯობებს.

ზარი რამდენჯერმე გადის სანამ საბოლოოდ აიღებდნენ ტელეფონს და თეჰიონიც წამით სუნთქვას წყვეტს.

'გისმენთ?'

ტელეფონიდან სუფთა, ნაზი და მშვიდი ხმა ისმის.

მხატვარი ღრმად ისუნთქავს ფანჯრიდან შემოსულ ნოემბრის ჰაერს.

"გამარჯობათ... მისის ჯეონ"

_______________________

ვიცი, ვიცი რომ არ გიყვართ ჯიგუკი ბათ ჯიმინს ნუ შეიძულებთ და ნურც შიფს;დ არც მე ვშიფავ და მომწონს ბათ მოთხრობას სჭირდებოდა:დ მალე ბევრი რამ გაირკევა, ასე რომ მხოლოდ ლოდინიღა დაგრჩათ;დ (არ ვიცი შემდეგს როდის დავდებ;დდ)

თუ რამე კითხვა გაქვთ არ მოგერიდოთ^^

და კიდევ ვინმემ რომ მითხრას დიდ კომს არ ვწერ იმიტომ რომ მრცხვენია არ შეგაწუხოო გეფიცებით აგკუწავთ და რაღაც დებილობას ვიზამ;დ არ მაწუხებთ პირიქით მიყვარს დიდი კომები;დ

არ დაგავიწყდეთ დავოუთება^^

ლავ იუთ!!!

ეს ისე.. პროსტა:დდდ რატო გავაკეთე იდკ ტოპ გუკი მიყვარს:დ ბათ ტოპ თეც ჰოთია;დ ვაფშე სვიჩები არიან ><

წავედი ვჭამო რამე^^

პ.ს იუნგი მინდა

Continue Reading

You'll Also Like

57.7K 3.6K 28
მთავარი შიფი არის თექუქი (რათქმაუნდა) გვერდითი შიფები: იუნმინი ნამჯინი ჰობი+??(სიურპრიზად დავტოვებ) ასევე იქნება სმათებიც😈🔞😈
3.1K 410 13
მინ იუნგის არავისი ეშინოდა, სანამ კიმ ნამჯუნს არ შეხვდა. კრიმინალური სამყარო, სადაც კიმ ნამჯუნი ნარკოკარტელის სასტიკი ხელმძღვანელია და იუნგი კი პრეზი...
23.5K 2K 22
You're mine... B*B /Taekook/
782 50 5
sequel to MORTALA It's been two months since Tommy died and Stiles does nothing but work. When your job is to kill bad guys and save the world, thing...