Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[9]

1.5K 179 108
By halisweven


თეჰიონმა არ იცოდა რა უნდა ეგრძნო.
სიხარული? მან ხომ ამდენი ხნის უნახავი მეგობრები ნახა.

იმედგაცრუება? მთელი ეს ხუთი წელი ხომ არაფრისთვის გასულა, თუ საბოლოოდ მაინც იპოვეს..

სითბო? ჯონგუკმა ხომ მის გამო გააკეთა ეს ყველაფერი?

თუ ტკივილი? რადგან მისმა საყვარელმა ადამიანმა არც კი იფიქრა რა შეიძლებოდა ეგრძნო თეჰიონს. არ იფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა რაღაც მიზეზი ყოფილიყო რის გამოც ბიჭი ხუთი წელი იმალებოდა.

არ იცოდა რომელი გრძნობა აერჩია, ამიტომ თეჰიონი უბრალოდ ყველაფერს ერთად გრძნობდა. ყველა დადებითს და უარყოფითს ერთად მოეყარა მის მთელ სხეულში თავი და მასში მძვინვარე შტორმს იწვევდა.
გამანადგურებელ, დაუსრულებელ შტორმს..

თეჰიონი არც მაშინ განძრეულა როცა ჰოსოკმა და ჯიმინმა კიბეები ამოირბინეს და მაგრად ჩაიხუტეს გულში.

არც მაშინ, როცა მასზე მიკრულები ჩურჩულებდნენ თუ როგორ ენატრებოდათ თავიანთი საუკეთესო მეგობარი, ერთადერთი და შეუცვლელი არანორმალური ხელოვანი.

არც მაშინ უთქვამს რამე, როცა ჯიმინმა ქვითინი დაიწყო და მკერდზე მუშტები დაუშინა იმის გამო, რომ ხუთი წელი მათგან შორს იყო.

არც მაშინ, როცა ჯონგუკმა ბიჭი გულმკერდზე აიკრო და სტუმრებს შიგნით შეუძღვა.

არა, არ განძრეულა.
ერთადერთი, რასაც ქერა მხატვარი აკეთებდა, ეს ემოციებისგან დაცლა იყო. ჰო, ის საკუთარ გრძნობებს ცრემლებად ფანტავდა და ბოლომდე ცდილობდა ყველა მათგანი კარგად შეეგრძნო, არასდროს დავიწყებოდა.

როგორც კი სავარძელზე მოთავსდნენ, ჰოსოკი ისევ მაგრად გადაეხვია, გუკი კი სამზარეულოში გავიდა, რომ ბიჭებისთვის ჭიქა წყალი მიეტანა.

"ჯანდაბა თეჰიონ, აღარ დაგკარგავთ! როგორ..  აჰჰ! სისულელე რომ გააკეთე ხვდები ხომ? ის წერილი.. როცა წერილი ვიპოვეთ ყველანი გავნადგურდით, შენი მშობლები ვერ ეგუებოდნენ შენს წასვლას.. გეფიცები იმ ფურცელზე სისულელეების გარდა არაფერი გეწერა.. როგორ იფიქრე, რომ თუ წახვიდოდი უკეთესად ვიქნებოდით? ამით ტკივილს აგვარიდებდი? ეს უფრო საშინელი იყო თეჰიონ! ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ შენთან! წლები რომლებიც დაგრჩა ჩვენთან ერთ-"

"გაჩუმდი!" ხმადაბლა, შეშინებული ხმით ყვირის ქერა და ბიჭი მაშინვე ჩუმდება. მათი მოსვლის შემდეგ ეს არის პირველი სიტყვა რაც თეჰიონმა თქვა. მართლა? 'გაჩუმდი?'  "ვგულისხმობ.. ბოდიში უხეშად გამომივიდა, მაგრამ.. გუკმა არ იცის" ბოლო სიტყვებს უკვე ჩურჩულით ამბობს და ჯიმინს და ჰოსოკს სახეზე შოკი ესახებათ.

"რატომ?" კითხულობს ჰობი და ბიჭი ანერვიულებული იჩეჩავს მხრებს

"მეშინია.."

"თეჰიონ, ამას როგორ უმალავ? გაგიჟდი?" ჩურჩულით ყვირის ჯიმინი რაზეც ქერა თვალებს საზარლად უბრიალებს.

"ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო, გთხოვთ რა.. თქვენც ნუ ეტყვით" ამოთქვა და ხელები სახეზე დაიწყო.

"კარგი დიდო ბიჭო, დამშვიდდი, არაფერს ვეტყვით" გაიღიმა ჰოსოკმა და კიდევ ერთხელ მიეხუტა ბიჭს, ამჯერად თემაც შემოჰხვია ხელები და ჯიმინსაც ანიშნა მისულიყო.
მალევე სამივე ბიჭი ჯგუფურ ჩახუტებაში იყო ჩაძირული და ოთახში ხმადაბალი ხითხითი ისმოდა.

"ოჰ რა ტკბილი სანახაობაა, გული ამიჩუყდებოდა.. რომ მქონდეს რა თქმა უნდა"

ჯონგუკის ხმამ ბიჭებს განცალკევება აიძულა და თეჰიონმა ხმადაბლა ჩაიხითხითა.

"ნუ სულელობ, გუკ"

"აჰ, ანუ სიტუაცია დალაგდა ხომ? აღარ მჭირდება შენს წინ დაჩოქება და პატიების თხოვნა?" ჩაიცინა უმცროსმა და წყლის ჭიქები მაგიდაზე დააწყო.

"სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ შენზე ისევ გაბრაზებული ვარ" თვალები დაუბრიალა ქერამ და ფოტოგრაფმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.

"აჰ, ყოველთვის ასეთ კარგ მეგობრებს სად პოულობ თე?" იკითხა ჯიმინმა რაზეც ჯონგუკს ღიმილი გადაეკრო სახეზე "რა თქმა უნდა, ჩემი თამადობით"

"ნარცისი" ბუზღუნებს ჰოსოკი და წყლის ჭიქას ბოლომდე ცლის.

"იქნებ.." იწყებს გუკი და თან ფრთხილად ავლებს თეჰიონის რეაქციას თვალს "სადმე გავსულიყავით?"

"აჰ! კარგი იდეაა! დიდი ხანია თესთან ერთად არსად ვყოფილვართ" წამოიყვირა ჰოსოკმა და მაშინვე ფეხზე წამოხტა

"კარგი, რამეს ჩავიცვამ, ისევ ძილის პერანგით ვარ" ღიმილით პასუხობს ქერა და ჯონგუკი შვებით ოხრავს.

"პიჟამოებით რატომ გაუღე ჯონგუკს კარები?" წარბაწევით ამოილაპარაკა ჰოსოკმა და თეჰიონის ატლასის, გამომწვევი და დახვეწილი საძილე პერანგები შეათვარიელა, რაზეც უმცროსს ლოყები აუღაჟღაჟდა.

"კარგი რა, თეჰიონისგან ეგ გიკვირს? არ გახსოვს როგორი გვიღებდა ხოლმე კარებს?" სიცილით კითხულობს ჯიმინი

"ჯიმინ, ჩვენ მისი ბავშვობის მეგობები ვა-"

"კარგი! ჩავიცვამ და ჩამოვალ!" სწრაფად იძახის ბიჭი და კიბეებზე ქოშინით არბის.

მალევე ძვრება გუჩის დიდი ზომის, ატლასის წითელ პერანგსა და შავ დახეულ ჯინსებში, რომელიც წესით მისი სტილი არ არის, მაგრამ მაინც მშვენივრად მიდის კლასიკურ ზედაზე.

კიბეებზე ჩარბის თუ არა ყველა უკვე ჰოლში ხვდება, ამიტომ სწრაფად იღებს საფულეს და მათთან მირბის.

"თეჰიონ! ჩვენი ბავშვობის მოგონებები გაქვს კედლებზე!" აღტაცებით ყვირის ჰოსოკი როგორც კი ბიჭი უახლოვდებათ.

"ვიცი"იცინის თეჰიონი, რის გამოც ორი მეგობრისგან სკეპტიკურ მზერას იღებს საჩუქრად.

"კარგი! წავედით!" იძახის და ქუჩაში პირველი გადის.

იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და არა პირიქით.

*ერთი კვირის შემდეგ, რადგან ზარმაცი ვარ და ყველაფრის აღწერა მეზარება^^*

"თე, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჯიმინი და ჰოსოკი ჩემს მეგობრებს გავაცნოთ?" კითხულობს გუკი და მასზე მიწებებულ თეჰიონს უფრო მაგრად იხუტებს გულზე.

ორივე თეჰიონის მისაღებში, დივანზეა გადაწოლილი და ორი ბიჭის მოსვლას ელოდება.

"კარგი აზრია" თავის ქნევით ეთანხმება და დიდზე უღიმის.

კარებზე ზარის ხმა ესმით თუ არა ერთმანეთს მაშინვე შორდებიან და ჰოლისკენ მიიწევენ.

თეჰიონი კარს აღებს და შიგნით შემოსვლის მწყურვალე დუეტს ხელით უკან აგდებს.

"სადღაც მივდივართ" იღიმის და მეგობრებს ავტობუსის გაჩერებისკენ მიუძღვება.

"არ ჯობს ტაქსით-" იწყებს ჯიმინი მაგრამ ჯონგუკის ხმა აწყვეტინებს

"ვერ იტანს ტაქსს. სულაც რომ დაემუქრო ან ძალით ჩატენო, ყველაფერს იზამს და მაინც არ წამოვა მანქანით" სიცილით იქნევს თავს გუკი.

ჯიმინს და ჰოსოკს დაბნეული სახეები აქვთ, თეჰიონს კი ამაყი ღიმილი აქვს გადაკრული. ოჰ როგორ მოსწონს ის ფაქტი, რომ გუკი ასე კარგად იცნობს მის ყველა ახირებასა თუ თავად მას.

ავტობუსით მგზავრობა ისეთი იყო როგორც ჩვეულებრივ.
ყოველ შემთხვევაში თესთვის და გუკისთვის.

დაბნეული დუეტი მთელი გზა გაკვირვებით ადევნებდა თვალს წყვილს, რომლებიც ერთი წამითაც არ დამსხდარან და ავტობუსის მგზავრებს ღიმილით ემუსაიფებოდნენ. (ესაუბრებოდნენ ანუ:დ)

იმის მიუხედავად, რომ წყვილი მეტად ახლოს იყო, მუდამ ეხებოდნენ ერთმანეთს და ღიმილით უყურებდნენ ერთი-მეორეს, სკამებზე ჩამომსხდარი ბიჭები მაინც ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ შორის რაღაც მეტი იყო, ვიდრე უბრალო მეგობრობა. ამიტომ ისინი უბრალოდ ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მათმა ბავშვობის მეგობარმა ასეთი მზრუნველი და თბილი ადამიანი იპოვა სამეგობროდ.

მალევე მიადგნენ ჯინის სახლს, რა თქმა უნდა, ჯონგუკს უფროსი გაფრთხილებული ჰყავდა, უცნობების სტუმრობის შესახებ, ამიტომ ჯინმა თბილად მიიღო ორივე და ზედმეტი გაუგებრობის გარეშე შეიპატიჟა სახლში.

ყველაფერი იმაზე უკეთ მიდიოდა ვიდრე რომელიმე წარმოიდგენდა. ბიჭები ჯინის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ, ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ, უკეთ ეცნობოდნენ და სასაცილო ისტორიებზეც ბევრს იცინოდნენ.

თეჰიონს მოსწონდა- არა უფრო სწორად, უყვარდა არსებული სიტუაცია. ბიჭი მადლობელი იყო.
უდიდესი მადლობელი იყო ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის, რომელიც პარკის ბოლოს ამოყვანილ პატარა ბეტონის მოაჯირთან გაიცნო.

მადლობელი იყო, რადგან მან გაახსენა როგორი გრძნობაა, იყო ადამიანი. მან დაუბრუნა ძველი მეგობრები, შესძინა ახლები, ასწავლა ბედნიერება და რაც მთავარია აჩუქა ის გრძნობა, რომლის პოვნაც მთელი ცხოვრება სურდა.

ყველაფერი იმაზე უკეთ იყო ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. მას ხომ წესით არ უნდა ჰქონოდა ბედნიერი აწმყო და მომავალი? მაგრამ გუკმა ესეც კი აჩუქა.
ის კი ვერაფერს უკეთებდა სანაცვლოდ.

ახლა თეჰიონში ბედნიერებასთან ერთად სინდისის ქენჯნის გრძნობაც გაჩნდა. გუკმა ამდენი რამ გაუკეთა, თავად კი პატარა დადებითიც კი ვერ მოჰქონდა ბიჭისთვის. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ამ ანგელოზს იყენებდა.

მისი გონება საკუთარი საძინებლის მაგიდის უჯრაში ჩაწყობილი ფაილებისკენ გაიქცა. გაახსენდა რას გეგმავდა და თვალები იმედით აენთო. გადაწყვიტა საქმეს რაც შეიძლებოდა მალე დაბრუნებოდა, ამ ყველაფერს ხომ თავად გუკმა და მისმა ახლად გამოჩენილმა მეგობრებმა მოწყვიტეს. მთელი კვირის განმაობაში გუკი აკითხავდა და დანარჩენ ორ ბიჭთან ერთად მიჰყავდა ხან სად და ხან სად.

თუმცა ახლა ყველაფერი დალაგდებოდა. თეჰიონი აუცილებლად მიუბრუნდებოდა დაწყებულ საქმეს.

გონებაში ყველაფერი დაალაგა და როცა დაკმაყოფილდა, ყურადღება ისევ მის წინ არსებულ ადამიანებზე გადაიტანა.

ბედნიერი იყო თეჰიონი, იმედით ბრწყინავდა...

მანამ, სანამ არ შეამჩნია როგორ უყურებდა ჯიმინი ჯონგუკს..

______________________

ჰეჰეჰჰეჰეჰ ^^
ჰოო...
პირელად გამეწელა მოთხრობის დადება:დ ერთი კვირით დავიკარგე;დ იდკ ვერ ვწერდი:დ ენივეის გაის! ახალი მოთხრობა უკვე დავდე და შეგიძლიათ ნახოთ!

დის ის მაი ნიუ ბეიბი^^ :დ
იმედია ნახავთ და მოგეწონებათ, რაღაც სხვა ჟანრია და იდკ ;დდდ მეორე თავს ვერ დავდებ სანამ ნახვები არ მოუგროვდება სოუ იმედია ნახავთ^^

ბექ თუ free like ocean ^^
იმედია მოგეწონათ ეს თავი! ცოტა რაღაცნაირია მარა მაინც;დ

არ დაგავიწყდეთ დავოუთება და დაკომება <3 ;დდდდ

აი ფარფლ იუ გაიზ!!! 💜💜💜

რამე კითხვა თუ გაქვთ არ მოგერიდოთ მოწერა:დ და

პ.ს yoong is angel

Continue Reading

You'll Also Like

40.9K 3.7K 30
თეჰიონი და ჯანქუქი დაშორების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ნათარგმნია I translated it from English ver.
99K 12.3K 82
[Дууссан] Намжин шипүүддээ зориулсан ~shortstory~ By_Soo_Lee
682K 33.7K 24
↳ ❝ [ ILLUSION ] ❞ ━ yandere hazbin hotel x fem! reader ━ yandere helluva boss x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, a powerful d...
57.6K 3.6K 28
მთავარი შიფი არის თექუქი (რათქმაუნდა) გვერდითი შიფები: იუნმინი ნამჯინი ჰობი+??(სიურპრიზად დავტოვებ) ასევე იქნება სმათებიც😈🔞😈