Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[8]

1.5K 195 50
By halisweven


Taekook i life

Yeah go on👇🏻

_____________________
ახალგაზრდა მხატვარი კვლავ ბეტონის სქელ მოაჯირზე იყო შემომჯდარი. გუკი ჯერ არ ჩანდა, ამიტომ მშვიდად აგრძელებდა წიგნაკში რაღაცის წერას და სულაც აღარ ახსოვდა გვერდზე არეულად დაყრილი ფუნჯები.
ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა მისთვის ეს წიგნაკი, ფურცელზე არეულად მიჯღაპნილი სიტყვები იმაზე მეტს ნიშმავდა ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. მით უმეტეს მაშინ, როცა თითოეული სიტყვა ერთ განსაკუთრებულ ფოტოგრაფს ეკუთვნოდა.

"ხატვიდან წერაზე გადახვედი?" ნაცნობი ხმა მოესმა თუ არა საგრძნობლად შეხტა და სწრაფად დაკეტა ბლოკნოტი. გუკმა ცალი წარბი ასწია და ისე შეათვალიერა უფროსი, მერე კი უფრო მიუახლოვდა და ხელები წელზე შემოჰხვია.

"არ მეტყვი რას მალავ?" ბიჭის ყურთან ამოიჩურჩულა, თუმცა რა თქმა უნდა ქერამ ბავშვივით გააქნია თავი და წიგნაკი უფრო აიკრო გულ-მკერდზე. "მეწყინება" ამოთქვა უმცროსმა იმ იმედით, რომ ასე მაინც გაანდობდა თავის ნაწერებს თეჰიონი.

"გუკ.." ქერამ ტუჩები წინ გამოსწია და ბიჭს ლეკვის თვალებით ამოხედა "მოიცადე სანამ დავასრულებ რა.." ამოიწუწუნა და ჯონგუკს უბრალოდ არ შეეძლო ამ სისაყვარლისთვის უარის თქმა, ამიტომ უბრალოდ თავი დაუქნია და მიეხუტა.

ცოტა ხნით სიჩუმეში ისხდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები. ორივე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული და გადაკარგული.

თეჰიონი ხვდებოდა, ხვდებოდა, რომ ეს სწორედ ის ერთადერთი გრძნობა იყო რომელსა მთელი ცხოვრება ელოდა. სურდა გუკისთვის მაგრად ეკოცნა და მალდობა ეთქვა იმისთვის, რომ საშუალება მისცა ეს გრძნობა გამოეცადა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა და ეს რაღაც შიში იყო.
შიში იმისა, რომ ყველაფერი ზედმეტად მალე მოხდა და გუკი იმავეს არ გრძნობდა, რომ მის გრძნობას სერიოზულად არ მიიღებდა...

ამიტომაც რამის თქმის მაგიერ უბრალოდ მაგრად დახუჭა თვალები და უფრო ძლიერ აეკრო მასზე შემოხვეულ სხეულს.

მეორე მხრივ ჯონგუკის ფიქრები თეჰიონის წარსულისკენ მიქროდნენ.

"თე, შენს.. მეგობრებზე მომიყევი.. რა ჰქვიათ? სად ცხოვრობენ?" ამოილაპარაკა დაინტერესებით

უეცარი კითხვით ქერა ზედმეტად დაიბნა თუმცა მალევე მოვიდა გონს და სევდიანად გაიღიმა. არ სურდა ამაზე ლაპარაკი თუმცა გუკი იმსახურებდა ცოდნას..

"პაკ ჯიმინი და ჯანგ ჰოსოკი.. (ჯონ ჰოსოკი უნდა დამეწერა ბათ გადავაკეთე ქაზ.. იდკ არადა ჯონია სწორი:) ჯიმინი ჩემი ტოლია, ჰოსოკი კი ჩვენზე უფროსია თუმცაღა ის უფრო ცანცარაა" ბიჭს სახეზე ღიმილი გაეპარა "ორივე სეულში ცხოვრობს, ჯიმინი მოდელია, ჰოსოკი კი მოცეკვავე" ამის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა, როგორც ჩანს მხატვარს საუბარი აღარ უნდოდა და არც გუკმა დააძალა რამე.

მთელი საღამო ერთმანეთზე გადახვეულებმა გაატარეს. უყვარდათ ის ფაქტი, რომ პარკი არ იყო ხალხმრავალი და კიდევ ისიც, რომ ბეტონის მოაჯირი მხოლოდ პატარა ადგილას იყო ამოყვანილი, დანარჩენი კი ჩვეულებრივი რკინისა იყო. ასე რომ, ორი ადამიანის მეტი არ დაეტეოდა და სიმყუდროვის დარღვევაზეც არ უწევდათ ნერვიულობა.

***

"ბამბამ.. მეშინია, რომ გაბრაზდეს?" იკითხა თეჰიონმა და ტუჩი კბილებშორის მოიმწყვდია

"ხომ თქვი რომ ადრეც გაბრაზდა მაგრამ მერე მალდობა გადაგიხადა? დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება"

"არა! ეს სულ სხვა რაღაცაა! ზედმეტად სერიოზულია და მეშინია, რომ ძალიან გაბრაზდება"

"მაშინ ნურაფერს გააკეთებ" თვალები აატრიალა ბიჭმა

"არა! შენ არ გესმის.. ეს საჭიროა" თუჩები გამობზიკა და კიდევ ერთხელ ჩახედა საბუთებს

"იცი რა თეჰიონ? შენი არ მესმის" ბიჭი წინ წამოიწია და უფრო ახლოდან დააკვირდა ქერას "როცა მეგობრობა შემოგთავაზე, უარი მითხარი და მიპასუხე, რომ მეგობრები არ გჭირდებოდა, მაგრამ რჩევებისთვის მუდამ ჩემთან მოდიხარ"

"მე.. "თეჰიონი დაიბნა "საქმე იმაშია, რომ მუდამ ვცრუობ. სიმართლე ისაა, რომ მე მჭირდება მეგობრები და საყვარელი ადამიანები ჩემს გარშემო, მაგრამ მათთვის არვარ კარგი.. ტკივილის მეტს მაინც არაფერს მოვიტან" მხრები აიჩეჩა მხატვარმა და ისე დატოვა ოფისი, რომ გაოცებულ ბამბამს არაფრის თქმის საშუალება არ მისცა.

***

"თე? თე! აქ ხარ?!" პირველი სართულიდან ჯონგუკის ყვირილი მოისმა და ქერამ დიდი ღიმილით ჩაირბინა კიბეები. როგორც ჩანს დღეს ბევრი სამუშაო არ ჰქონდა გუკს, რაც თეჰიონს ძალიან ახარებდა.

"აქ ვარ!" ბავშვივით დაიძახა და გუკს ნელა მოეხვია ყელზე. ბიჭის ხელებმაც მალევე გაიკვლიეს გზა უფროსის წელზე და ისე შემოეხვივნენ თითქოს მხატვრის მთელი მსოფლიოსგან დაცვას ცდილობენო.

"შენთვის სურპრიზი მაქვს" ქერას ყურთან ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და იქვე პატარა კოცნა მიაწება.

"მიყვარს სურპრიზები!" ტაში შემოჰკრა თემ და გუკს მკლავზე დაექაჩა "კარებში რატომ დგახარ? შემოდი!" ამოიწუწუნა ბიჭმა და გუკს სურვილი მოაწვა გამობზეკილ ტუჩებზე მაგრად ეკბინა.

"არა არა, აქ ვიყოთ. და დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ გაბრაზდები" ჩაიცინა და ბიჭს შუბლზე აკოცა

"რა უნდა მოხდეს?" იკითხა დაეჭვებით "გუკ, ნუ მაშინ-"

"გამარჯობა" სიტყვები თან ზედმეტმა და თან თითქოს უცნობმა ხმამ გააწყვეტინა.

თეჰიონი მთელი სხეულით დაიძაბა, თითქო წარსულის მოლანდებას ხედავდა. იქნებ ასეც იყო?

მზერა ფრთხილად მოაშორა გუკს და კიბეების დასასრულში მდგარი ორი ადამიანისკენ გადაიტანა. იგრძნო როგორ აუხურდა ყველაფერი და როგორ შეწყვიტეს ფილტვებმა მუშაობა.

არ იცოდა რა უნდოდა, რომ ეს რეალობა ყოფილიყო თუ უბრალოდ მორიგი ბოროტი სიზმარი.

სისუსტემ ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე დაუარა და ჯონგუკის ძლიერი ხელები რომ არა, აუცილებლად მწარედ დაენარცხებოდა იატაკზე.

ჯონგუკმა შეშინებული მზერა მიაპყრო მის მკლავებში მოქცეულ სუსტ სხეულს. არც კიბის დასასრულში მდგარ ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი რეაქცია.

ფოტოგრაფი უკვე ნანობდა კიდევაც ქერას გარეშე რომ მიიღო გადაწყვეტილება და ასეთ სერიოზულ საქმეში ჩაერია, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა აღარ იყო.
ქერად ფერმკრთალ სახეხე ნელა ჩამოუსვა ხელი და მის შეშინებულ თვალებს სიყვარულით სავსე თვალებით ჩახედა.

"ყველაფერი კარგადაა" უჩურჩულა და ხელი ხელზე მოუჭირა იმის ნიშნად, რომ მის გვერდით იყო.

ნელა წამოაყენა ფეხზე მხატვარი და ხელი წელზე მაგად შემოჰხვია, რომ დგომაში დახმარებოდა.

თეჰიონმა თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო, თუმცა ბოლოს მაინც მოუწია ნაცნობი სახეებისთვის შეხედვა.

ბიჭებს სახეზე დიდი, თუმცა სევდიანი ღიმილი ჰქონდათ აკრული.

"გამარჯობა თეჰიონ" ღიმილით ამოილაპარაკა ერთ-ერთმა.

თეჰიონმა ღრმად ამოისუნთქა და ფოტოგრაფს მოშორდა.

აი ისინიც, მისი ბავშვობის მეგობრები. ჯიმინი და ჰოსოკი..
ადამიანები, რომლებსაც ხუთი წელი ემალებოდა..

_________________________

შედარებით პატარაა ბათ მსუყე;დდ ენივეის, ამის მერე უფრო საინტერესო ხდება სიტუაცია 😈🙏

დაავოუთებდა და დაკომება არ დაგვიწყდეთ😁🙈

უი ხო, სანამ დამავიწყდა;დ ახალი ფანფიკის წერას ვიწყებ. ისიც თეგუკზე იქნება თუმცა ძალიან ხშირად გამოჩნდება იუნმინიც და ნამჯინიც^^ იქნება მისტიკა;3 ვამპირები, მაქციები და ა.შ. თუ მოგწონთ აზრი და წაიკითხავთ ეც მითხარით:დ

purple you!💜

პ.ს მითქვამს რომ იუნგიზე ვაბოდებ?

Continue Reading

You'll Also Like

18.9K 1.8K 20
" შეგვიძლია დავივიწყოთ თვალის ფერი, თმის სურნელი... დავივიწყოთ მოგონებები ნათქვამ სიტყვებზე... მოვიშოროთ თავიდან მელოდია ან ლექსის სტროფები... მაგრ...
619K 14K 41
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
76.3K 2.7K 20
The four boys of class 1.A has seen and been threw it all! That is until a sudden encounter with a new villain mixes up each others quirks. Read to f...
6.1K 198 34
A girl name Katherin moves to London, in hopes of creating her own horse boarding/lesson/training facility, after hearing there is not many near Lond...