Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[7]

1.8K 211 103
By halisweven



ადამიანები მუდამ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი რამ დავაიგნოროთ, გავექცეთ პრობლემებს და დავემალოთ მათ.  მაგრამ საკითხავი ისაა, ეს ყველაფერი გვეხმარება თუ უფრო მეტად გვანადგურებს?
ამ კითხვაზე პასუხს ალბათ ცხოვრების ბოლოს გავიგებთ..

***

ტკბილი სურნელი, სითბო და სიმშვიდე.
აი ესაა რასაც ახალგაზრდა ფოტოგრაფი გრძნობდა იმ დილით. მთელი თავისი დარდები დაევიწყებინა და გაღვიძების შემდეგაც თვალდახუჭული, უბრალოდ ტკბებოდა ქერას სიახლოვით.

თვალებს ნელა ახელს და პატარა ღიმილით ათვარიელებს თეჰიონის მშვიდ, მშვენიერ სახეს.

გული ყელში ებჯინება როცა ამჩნევს, რომ ბიჭს ზემოდან არაფერი აცვია და არც საბანი აქვს გადაფარებული.

ალბათ ღამით გაიხადა.. გაიფიქრა და ტუჩზე იკბინა.

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები დიაგონალურად ეცემოდნენ მის პრიალა კანს. ჯონგუკს სურვილი კლავდა ბიჭის ყველა წერტილი თავისი ტუჩებით დაელაშქრა. ისიც იცოდა, რომ გონება ამას არც კი დაუშლიდა, მის წინ ხომ უნაკლოების მაგალითი იყო გაწოლილი..

ფოტოგრაფმა სწრაფად გააქნია თავი, ბიჭს სუსტი კოცნა დაუტოვა შუბლზე და ლოგინიდან წამოხტა.

მის გონებაში რაღაც აზრმა გაიელვა, რომელმაც უფრო დიდი ღიმილი მოჰგვარა.
ჩუმად დატოვა ოთახი, რათა ქერა ანგელოზი არ გაეღვიძებინა და ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეებზე.

გეგმის სისრულეში მოსაყვანად მაშინვე სამზარეულოსკენ აიღო გეზი და უჯრებში ქექვას მოჰყვა.

"სადღაც უნდა ჰქონდეს" დუდღუნებს და როცა საბოლოოდ თავის მიზანს აღწევს, გამარჯვებული იღიმის.

მშვიდად და აუჩქარებლად აკეთებდა ყველაფერს.
ტაფაზე ბლინები შუშხუნებდა და სახლშიც საამური სურნელი ტრიალებდა. ჯონგუკმა გადაწყვიტა სანამ ბლინები კარგად შეიწვებოდა მანამდე კიდევ ერთხელ მოეთვალიერებინა სახლი.

ჯერ მისაღებში გავიდა, მოხატული კედლების და იატაკის კარგად მოთვარიელება დაიწყო, არც აქა-იქ მიბზნილი ნახატები გამოჰპარვია მის თვალს.

სიფრთხილით გადაატარა თითი მაგიდაზე მიყრილ ფუნჯებს, მერე კი ჰოლში გაუჩინარდა.

ეტყობოდა, აქ უფრო ბევრი უნდა ემუშავა ქერას, რადგან მისაღებისგან განსხვავებით, ჰოლში ერთი ცარიელი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი, ყველაფერი მოხატული ჰქონდა თეჰიონს.

ჩარჩოებში ჩასმულ უცნაურ ნივთებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ფოტოგრაფმა.

რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?.. თავისთვის ფიქრობდა და აღტაცებით ავლებდა თვალს მხატვრის შემოქმედებას.

მალევე გაახსენდა ტაფაზე დატოვებული ბლინები და სამზარეულოში გიჟივით გავარდა, თუმცა ადგილზევე გაშეშდა როცა გაზქურასთან მდგარი მხატვარი შეამჩნია.

"კარგი რაა.." ამოიბუზღუნა და ხელები დაბლა ჩამოყარა "ამ ყველაფრის შენთვის საწოლში ამოტანას ვაპირებდი" ხმაში მთელი თავის იმედგაცრუება ჩააქსოვა, პასუხად კი მხოლოდ ხმადაბალი ხითხითი მიიღო.

"კარგი მზარეული ხარ გუკ, ახლა კი მოდი აქ.. შენს რომანტიულ შინაგან მეს სხვა დროს გამოამჟღავნებ" ახალ გაღვიძებულზე ბიჭის ხმა უფრო დაბოხებულიყო და ჯონგუკს მისი ბაგეებიდან ამოსულ ყოველ სიტყვაზე ტანში უცნაური ჟრუანტელი უვლიდა.

ბიჭს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ხელები ფრთხილად შემოხვია წელზე, რომ არ დაეფრთხო.

მისდა გასაკვირად თეჰიონი მის მკლავებში მოდუნდა და ზურგით მაგრად აეკრო უმცროსს, გუკსაც მეტი რა უნდოდა, სახე ბიჭის კისერში ჩარგო და მისი სურნელის ხარბად შესუნთქვას შეუდგა.

თეჰიონმა გაზი გამორთო, გუკისკენ ნელა მოტრიალდა და ხელები კისერზე შემოხვია.

უმცროსს ყელში ბურთი გაეჩხირა..  უკან გაიწია და ხარბად აათვარიელა მის წინ მდგარი ანგელოზი თავიდან ბოლომდე. ხალათი ოდნავ შეხსნილი ჰქონდა, რაც მის გლუვ, უნაკლო კანს თვალნათლივ აჩენდა. ქერა თმები აჩეჩილი ჰქონდა, ტუჩები უფრო მეტად დაწითლებული ვიდრე ჩვეულებრივ, თვალები უფრო მეტად კრიალა და ლოყები უფრო მეტად გამოწეული. თუმცა მაინც შესამჩნევად, ზედმეტად გამხდარი იყო გუკის თვალში მხატვარი.

"ცხელი შოკოლადიც გაგიკეთე" სუნთქვას ამოაყოლა და ბიჭს ცხვირზე პატარა კოცნა დაუტოვა "ახლა კი ვჭამოთ" ხელით მაგიდისკენ უბიძგა, მერე კი ბლინები ორ თეფშზე განათავსა და თავადაც მის გვერდზე ჩამოჯდა.

"მაპატიე, ყავა არ მაქვს" ამოთქვა თეჰიონმა, თითქოს რაიმე საშინელი ჩაედინოსო. გუკმა ხმადაბლა ჩაიცინა, გადაიწია და თეჰიონს კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები, ამჯერად შუბლზე.

"დღეს შენი მეგობრები ვნახოთ" ნერვიულად ამოილაპარაკა ქერამ რასაც ჯონგუკის დასერიოზულება მოჰყვა.

"აჰ.. ბიჭები? რატომ?.." ამოილუღლუღა და კიდევ ერთი ნაჭერი ჩაიდო პირში.

"უბრალოდ" მხრები აიჩეჩა ბიჭმა "თავს ნუ ანატრებ, ხშირად უნდა ინახულო"

"მაგრამ.. არ მინდა.. თუ ვნახავ.. მათთან ლაპარაკი მომიწევს.. ამას მაიძულებენ გესმის? არ მიყვარს ლაპარაკი" ამოიღრინა და ჭამა გააგრძელა

"და შენც ნუ მისცემ იმის საჭიროებას რომ გაიძულონ, შენი მეგობრები არიან.. მათთან გახსნილი უნდა იყო.. უნდა ესაუბრო.."

"არ შემიძლია თე.." ამოიოხრა და ხელები სახეზე დაიწყო " არ მიყვარს საუბარი.. საერთოდ ადამიანების ნახვა არ მიყვარს"

თეჰიონმა ხმამაღლა შეიცხადა და ხელები პირზე აიფარა

"როგორ შეიძლება ადამიანები არ გიყვარდეს! ან მეგობრებს ვერ ელაპარაკებოდე! არა! ეს უნდა გამოვასწოროთ!"

"თე, არა-"

"გუშინ რაღაცას დამპირდი!" ჩანგლის ქნევით პასუხობს ბიჭი და ახლა უკვე სწრაფი ტემპით აგრძელებს ჭამას

"აჰ.. რისთვის გავწირე საკუთარი თავი" ამოიბურდღუნა გუკმა და გაბუტული ბავშვივით განაგრძო ჭამა.

***

დაახლოებით ერთ საათში ბიჭები უკვე გამზადებულები ჩამორბოდნენ კიბეებზე. გუკი წინა დღის შავი ჯინსით და თეთრი მაიკით, თეჰიონი კი კიდევ ერთი კლასიკური, შეხამებული, ესთეტიკური ნაჭრის შარვლითა და ზედით.

"დიდხანს უნდა მიყურო? წავედით!" თეჰიონის ჩაცინებამ გუკი ტრანსიდან გამოიყვანა და ოდნავ ლოყებაწითლებული გავიდა ჰოლში.

"თე.." ამოილაპარაკა ბიჭმა და თვალი ისევ ჩარჩოებს გაუსწორა "რატომ გაქვს ეს ნივთები ჩარჩოებში ჩასმული?" ფოტოგრაფს ამჯერად აღარ ჩასცინებია ამ ყველაფრის უცნაურობაზე. იცოდა, თეჰიონს რაღაც ლოგიკური.. ან ლოგიკური თუ არა, უცნაური მიზეზი ექნებოდა ამისთვის და გუკს ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა ყველაფერს.

"ოუჰ.. ეს.." მხატვარმა სევდიანი ღიმილით შეათვარიელა კედლები "მოგონებებია" ამოიჩურჩულა და ხელები გულმკერდთან გადაიჯვარედინა. "არ მინდა, რომ რომელიმე ბედნიერი წუთი დამავიწყდეს... ეს მაისური მშობლებმა მაჩუქეს როდესაც მხატვრულ კონკურსში გავიმარჯვე.. ზედ 'მომავალი ხელოვანი' აწერია.. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი..  ეს კონცერტის ბილეთები, ოჰ! როგორ მახსოვს! მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ბიგ ბენგის ერთ-ერთ გასაოცარ კონცერტზე! მეორე დღეს კი ატრაქციონებზე წავედით, აი ის ბილეთებიც აქ მაქვს! საოცარი დღეები იყო" თეჰიონი იმდენად აღტაცებით საუბრობდა, იმდენად ბედნიერი ჩანდა ამ მომენტში, რომ მთლიანად ბრწყინავდა. გუკს ინტერსი კლავდა, სურდა სცოდნოდა რატომ გაწყვიტა თეჰიონმა ყველასთან ურთიერთობა, რატომ იყო ყოველთვის მარტო, რატომ არ იკარებდა არავის.. იქნებ როგორც მას მისმა მშობლებმა, თეჰიონსაც გული ატკინეს? ნუთუ ესაა მიზეზი?

გუკი კვლავ დატყვევებულივით შეჰყურებდა, თვალს ერთი წამითაც არ აშორებდა, უყვარდა ბედნიერი თეჰიონის ყურება.

თუმცა ყველაფერი დიდხანს არ გრძელდება არა?

მხატვარს მხრები აუცახცახდა და სწრაფად მიტრიალდა რათა გუკისგან ზურგით მდგარიყო. უმცროსს გულთან მწარედ დაუარა რაღაცამ და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა თეჰიონს.

"თე.." ამოიჩურჩულა და გული მოუკვდა როცა თეჰიონის აჩქარებული, ღრმა ამოსუნთქვების ხმამ მის ყურამდე მოაღწია.

"ყველაფერი რიგზეა გუკ" ბიჭი ნელა მოტრიალდა და რაც შეეძლო ძლიერად გაიღიმა.

"თე.. გთხოვ.. ჩემთან არ გჭირდება ყალბი ღიმილის აკვრა" სევდიანი და ტკივილნარევი ღიმილით ამოიჩურჩულა ფოტოგრაფმა და ქერა მაშინვე მაგრად მოეხვია ბიჭს.

"მიხარია რომ შენი მეგობრების ნახვაზე დამთანხმდი" ამოილუღლუღა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები მხრებზე

"სხვა გზა არ მქონდა. დაგპირდი" ირონიულად ამოილარაკა გუკმა, რათა თეჰიონის ხასიათი გამოეკეთებინა, რამაც იმოქმედა.  ქერა სწრაფად მოშორდა მის სხეულს და მხარში სიცილით უთავაზა მუშტი.

"პატარავ, არ წავედით? რაც მალე წავალთ მით უფრო მალე წამოვალთ უკან" ხითხითით ამოილაპარაკა გუკმა თუმცა თეჰიონი ერთ ადგილას მიეყინა და არც ერთი სიტყვა არ მიღწეულა მის გაყინულ გონებამდე. ლოყებზე ღია ვარდისფერი გადაკვროდა და თვალები სასაცილოდ მოჭუტვოდა.

" რა დამიძახე? 'პატარავ?'" სიტყვებს ხმადაბალი ხითხითი ამოაყოლა და გუკი ახლაღა მიხვდა თავის შეცდომას. (შეცდომას არა ის. fuck already)  ფოტოგრაფს ლოყები აუღაჟღაჟდა და ხელები ნერვიულად შეიცურა თმებში.

"ამმ.. ჰო.. წავედით" არეულად ამოილაპარაკა, აწითლებულ თეჰიონს ხელი ჩაჰკიდა და შენობიდან სწრაფად გაათრია.

***
"უკვე ვნანობ"  ჯინის კარების წინ მდგომმა გუკმა ხმამაღლა ამოილაპარაკა და უკან მიტრიალდა, თუმცა მის გვერდით ატუზულმა მხატვარმა სწრაფად ჩასჭიდა მკლავში ხელები და  მთელი ძალით შემოატრიალა, მერე კი ზარი რამდენჯერმე დარეკა.

კარები ნელა გაიღო და ჯინის გადაღლილი სახე გამოჩნდა.

"რაღაცეები მეჩვენება" თვალების ტრიალით ამოილაპარაკა და კარის მიხურვა სცადა თუმცა თეჰიონის ხითხითის გაგონების შემდეგ ისევ გიჟივით გამოაღო და ჯონგუკს თეთრ მაისურში წვდა, მერე კი მაგრად ჩაიკრა გულში.

"მეგონა მოკვდი!" ამოიყვირა და გუკი ისე შეათრია შიგნით, რომ ჩახუტება არც კი შეუწყვეტავს..

თეჰიონი დიდი ღიმილით შეჰყვა უკან და კარი მოიხურა.

"ოჰო! ბავშვო, როგორ მოხდა რომ გამოჩნდი!" წარბაწევით და პატარა ღიმილით ამოილაპარაკა იუნგიმ "ოჰო! თან შეყვარებულიც მოუყვანია!" ეშმაკურად ჩაიღიმა და ნამჯუნს მუჯლუგუნი გაჰკრა

"ნუ სულელობ" თვალების ტრიალით ამოილაპარაკა გუკმა და თეჰონს ანიშნა დივანზე მის გვერდით დამჯდარიყო.  ამ უკანასკნელმაც სწრაფად შეასრულა მითითება.

"როგორ მოხდა რომ გაგახსენდით?" კიდევ ერთი ირონიული კითხვა გაჟღერდა და თეჰიონი ხედავდა ნელ-ნელა როგორ იძაბებოდა გუკის მთლიანი სხეული.

პატარა დიალოგების შემდეგ თეჰიონთან, ბიჭები ისევ უმცროსს მიუბრუნდნენ.

"ჯონგუკ, კარგად ხარ? რამე გაწუხებს? ამიტომ აღარ ჩნდები ხოლმე? ყველაფერი უნდა გვითხრა, დეპრესია ხომ არ გაქვს? გუკ, რატომ იმალები ჩვენგან? იცოდე-" ჯინის სიტყვები ხმამაღალმა ბრახუნმა გადაფარა რომელიც უმცროსმა ხელების მაგიდაზე დარტყმით იყო გამოწვეული.

თეჰიონი ადგილზე შეხტა და თავის გვერდით მჯდომს თვალებგაფართოვებული მიაშტერდა.

"შეწყვიტე, თქვენი საქმე არაა" ამოიღრინა, ფეხზე წამოხტა და მუშტებშეკრულმა დატოვა ოთახი.

თეჰიონიც სწრაფადვე გაეკიდა უკან და შენობიდან ახლად გასულს ხელი მკლავში ჩაავლო გასაჩერებლად, თუმცა ჯონგუკმა უხეშად გამოგლიჯა.

"გეყოფა თეჰიონ!" დაიყვირა და ქერას წინ დაჭიმული ყბითა და გამოწეული ძარღვებით აღიმართა. "ისე ნუ იქცევი თითქოს მიცნობდე! თითქოს იცოდე რა არის ჩემთვის კარგი! არ შემიძლია გესმის?! არავისთან საუბარი არ მჭირდება! ისინი კი-"

"და იქნებ უბრალოდ აუხსნა ეს?" იმის მიუხედავად, რომ ამ ყველაფერს მოელოდა და მზად იყო ბიჭის აფეთქებისთვის, მისმა სიტყვებმა მაინც საკმაოდ ატკინეს გული თეჰიონს. თუმცა ეს არ უშლიდა იმაში, რომ ისევ თავისი თბილი ღიმილი აეკრო სახეზე.

"თე! რატომ არ გესმის! უბრალოდ ვერ გაიგებენ! არ ვაპირებ იქ აბრუნებ-"

"პატარა ბავშვივთ ნუ იქცევი ჯონ ჯონგუკ!" მკაცრად იძახის თეჰიონი და ხელებს მუცელთან იჯვარედინებს "ახლა ჩვენ უკან მივტრიალდებით და შენ მათ დაელაპარაკები! გასაგებია?"

"ასე ძალიან რატომ ცდილობ? ამით შენ რა გემატება?!" უკვე მობეზრებით ამოილაპარაკა უმცროსმა და თვალები უკვე მეასეჯერ აატრიალა

"შენი ბედნიერება" ამოიყვირა თეჰიონმა და გუკს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, მერე კი პატარა კოცნა მიაწება ტუჩებზე "უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო და გყავდეს ადამიანები, ვისაც დაეყრდნობი.. ვისაც მიენდობი და ვისთან მისვლაც არ გაგიჭირდება" ბიჭი უკვე ჩუჩულზე გადავიდა, ფოტოგრაფს კი სხეულში ჭიანჭველების ამალა უვლიდა თითოეულ სიტყვაზე.

"შენ ხომ მყავხარ" გაიღიმა გუკმა მაგრამ თეჰიონმა თავი გააქნია

"მე.. მე.. სულ შენთან ხომ არ ვიქნები გუკ.."

"ჩემს დატოვებას აპირებ?" შეშფოთებული სახე მიაპყრო უფროსს

"არა, ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ გჭირდება სხვა ადამიანებიც" ჩაიღიმა ქერამ და თითები ბიჭის ჩამოყრილ თმაში შეათამაშა, მერე კი ხელი ჩასჭიდა და ისევ შენობაში შეიყვანა.

მისაღებში შედიან თუ არა წინ აღელვებული ჯინი ეჩეხებათ

"ჯონგუკ მაპატიე! ყოველთვის ზედმეტად ვეჩრები ყველაფერში მაგრამ გეფიცები ეს იმიტომაა რომ ვღელავ"

"ვიცი ჯინ" ბიჭი ღრმად ოხრავს და ხელს კისერზე ისვამს "უბრალოდ.. გთხოვ ზედმეტი კითხვები აღარ გინდა კარგი? ეს უარეს მდგომარეობაში მაგდებს, როცა მზად ვიქნები დაგელაპარაკებით" პატარა ღიმილით ამბობს და სოკჯინიც სწრაფად უქნევს თანხმობს ნიშნად თავს "და ბოდიში ჩემი გამოხტომისთვის" ამაზე ყველას ჩაეცინა და სიტუაციაც ძალიან მალე განიმუხტა

"თუ ყველაფერი დალაგდა.." ეშმაკურად დაიწყო იუნგიმ "შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ პატარა კოცნაზე, რომელიც შენობის წინ გაიზიარეთ?" მისი თვალები ერთიდან მეორეზე გადადიოდა და მომთხოვნ მზერას არც ერთს აშორებდა.

ახალგაზრდები მთლიანად აწითლდნენ და სირცხვილისგან ნამდვილად სიკვდილი უნდოდათ ახლა.

"ამმ.. ჩვენ.. " გუკმა საკუთარ ხელებში ჩამალულ ქერას გადახედა და მისი სისაყვარლის დანახვისას ყველანაირი ნერვიულობა გადაავიწყდა. სახეზე თავადაც ეშმაკური ღიმილი აიკრო და თეიონს ნელა შემოხვია წელზე ხელი, რასაც ბიჭის დაშოკვა ხოლო დანარჩენებისგან სასაცილო ხმები მოჰყვა პასუხად.

"მგონი სალაპარაკო არაფერია" ამაყად ამოთქვა და ხმადაბლა დაიყვირა როცა ქერამ ბარძაყზე მაგრად უჩქმიტა, თანაც ისე, რომ თავი არც კი აუწევია.

***
ორი კვირა გავიდა.
ამ ორი კვირის განმავლობაში თეჰიონი და გუკი ხშირად ხვდებოდნენ დანარჩენ ბიჭებს და ურთიერთობაც ნელ-ნელა ლაგდებოდა. გუკი ისევე თავისუფლად გრძნობდა მათთან თავს, როგორც სულ პირველად, როცა დამეგობრდნენ.
თეჰიონის უსაზღვროდ მადლობელი იყო, რადგან შეიძლება დაძალებით, მაგრამ ბიჭმა მაინც დაუბრუნა მეგობრები.

მხატვარიც ამაყი იყო საკუთარი თავით. გონებაში სიის პირველი პუნქტი გადახაზადა და უკვე მეორეზე ფიქრს შეუდგა.

სუსხიანი დილა იყო. ამინდს ეტყობოდა, რომ ეს ზამთარი მეტად ცივი და დაუნდობელი იქნებოდა. პარკში მისვლამდე კიდვ რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი თეჰიონს.

ბიჭმა ნელა აირბინა ნაცნობი კიბეები და კარებზე დააკაკუნა. ჩუმი 'მობრძანდით' გაიგო თუ არა, მაშინვე ენერგიულად შეხსნა კარები და შიგნით შევიდა.

"ოჰ! თეჰიონ! "

"გამარჯობა ბამბამ" (გათ7- არვუსმენ ბათ სხვა ვინ ჩამესვა არ ვიცოდი;) ღიმილით ამოილაპარაკა ქერამ "აბა? გამირკვიე?" იმედიანი თვალებით მიაჩერდა წინ მჯდომს

"რა თქმა უნდა" ამაყად ამოთქვა ახალგაზრდამ და თეჰიონს რაღაც საქაღალდე გაუწოდა "მაინც რაში გჭირდება ეს ინფორმაცია? ეს ხალხი ვინ არის?"

"ადამიანები, რომლებიც ერთი ჩემი ნაცნობისთვის მეტად მნიშვნელოვნები არიან" ჩაიღიმა და ქაღალდებს ჩახედა.

მეორე პუნქტის სისრულეში მოსაყვანადაც მზად ვარ, ჯონგუკ.

_________________________
თავიდან ძალიან მომწონდა რასაც ვწერდი ბათ ახლა საერთოდ აღარ მომწონს ქაზ ვფიქრობ მდარედ მიდის ისტორია და საინტერესო არაა://  ენივეის, მალე უფრო აქტიური გახდება დონთ ვორი:
კიდევ.. ვფიქრობდი +18 სცენების ჩამატებაზეც და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე^^ აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი!

მიყვარხართ!💜

P.s აჰჰ მიყვარს მინ იუნგი

Continue Reading

You'll Also Like

53.7K 734 25
Just a few one shots of Tim and Lucy as a couple.
1.1M 45.6K 52
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
7.4K 432 17
ეს ფიკი ჩემი არ არის ამ აქაუნთს მფლობელი შეეცვალა პარკ ჯიმინი რომელსაც შეუყვარდება მისი ბავშვობის მეგობარი თეჰიონი რომელიც ძალიან შეიცვალა იმის მერე...
4.6K 147 39
Before leaving to Wakanda years ago, Jordan wanted to ask Natasha an important question. She was never able to because she was one of those who blipp...