Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[2]
[3]
[4]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[5]

2.1K 234 153
By halisweven



მბრწყინავი სახე, მანათობელი ღიმილი და თვალებში მოთამაშე ბედნიერების ჭინკები იყო ის, რაც იმ დილით გამოარჩევდა ჯონგუკს დანარჩენი ადამიანებისგან ქუჩაში.

თითქოს ყველა დანარჩენი ნაცრისფერი იყო, ფოტოგრაფი კი ანათებდა. ანათებდა სხვა და სხვა ფერებად, რომელიც თეჰიონმა შთაჰბერა მის სულს.

ქერა მხატვრის გახსენებაზე მისი ღიმილი უფრო დიდდება.

მის ფუმფულა ტუჩებზე ფიქრდება ფოტოგრაფი. როგორ  არაამქვეყნიერად და უნაკლოდ იგრძნობოდნენ ისინი ჯონგუკის თხელ ბაგეებზე. როგორი ნაზი იყო თავად ის, როგორი დაუცველი. თეჰიონი ჯონგუკს ანტიკურ ნივთს აგონებდა. უძვირფასესი იყო, ნაზი და მოფრთხილება სჭირდებოდა, რომ არ გატეხილიყო.

"გამარჯობა ჯინ" მხიარულად იძახის და მისაღებიდან პირდაპირ სამზარეულოში გადის.

მეგობრები დაპროგნოზებულებივით მიჰყვებიან უკან და ბიჭს ისე მისჩერებიან თითქოს და უცხოპლანეტელს უყურებენო.

ფოტოგრაფი ნელა ისხამს წვენს და მშვიდად ტრიალდება სამი დაბნეული მეგობრისკენ.

"რა?" აუღელვებლად კითხულობს და წვენი ტუჩებთან მიაქვს

"რამე ცუდი მოხდა?" ნერვიულად კითხულობს ჯინი

"არა, უბრალოდ თქვენს სანახავად მოვედი, ამ დროს ხომ ვიკრიბებით ხოლმე, არა?"

"ბავშვო, როდის აქეთ გახსენდებით? წამლის მოქმედების ქვეშ ხარ?" წარბებს კრავს იუნგი რაზეც გუკი თვალებს ატრიალებს და კლავ მისაღებში მიიწევს თავისი წვენით

"ისე ნუ მოიქცევით რომ აქ მოსვლა ვინანო" იღრინება და საკუთარ თავს დივანზე ისვრის

"აშკარად თეჰიონის ნამოქმედარია"

"ჰო. იმ ბავშვმა რაღაც გაუკეთა, აბა ისე არ გაგვიხსენებდა" თავის ქნევით ეთანხმება იუნგი ნამჯუნს

"ის რა შუაშია" ნერვიულად ჩაიცინა გუკმა და წვენი კიდევ ერთხელ მოსვა

"აბა გინდა მითხრა, რომ ჩემი მარილიანი ყავა მოგენატრა? რადგან ამას არ დავიჯერებ"

"აჰ იუნგი გეყოფა" თვალების ტრიალით ამოიწუწუნა გუკმა

"კარგი კარგი, რადგან მოხვედი, მოდი დაკარგული დრო ავინაზღაუროთ" თბილად გაიღიმა ჯინმა და ფოტგრაფის წინ დივანზე ჩამოჯდა.

****

დღეს მეტად სუსხიანი ამინდი იყო, თუმცა თეჰიონი არაფერს უჩიოდა. უყვარდა ის შეგრძნება როცა ცივი ნიავი ტანზე მოეხვეოდა და თავის გათოშილ თითებს მოუთათუნებდა ხოლმე კანზე.

თეჰიონსაც ჟრუანტელი უვლიდა და უფრო დიდი ღიმილით სვამდა ცხელ შოკოლადს, მერე კი ნახატის ხატვას უბრუნდებოდა.

მალევე ნიავის გაყინული ხელების შეხების მაგიერ მხრებზე თბილი მკლავები იგრძნო და გააანალიზა თუ არა კომფორტული მკლავების პატრონის ვინაობა, ძლიერ აწითლდა.

"გუკ" ამოიჩურჩულა და თავი უკან მიატრალა, მისი სახიდან სანტიმეტრების დაშორებით იყო ფოტოგრაფის სახე, რომელზეც ღიმილი ბრწყინავდა.

ნელა დაიხარა და ტუჩები გამოთლილ ცხვირზე მიაწება ქერას, რაზეც პასუხად პატარა ჩაცინება მიიღო.

"ბედნიერი ჩანხარ" მორცხვად ამოილაპარაკა თეჰიონმა.

"შენ მაბედნიერებ" დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა და უფრო ძლიერ მოეხვია. იგრძნო როგორ დაეჭიმა მხატვარს კუნთები და გაკვირვებით შეათვალიერა.

"რამე მოხდა?"

"ა-არა.. უბ-უბრალოდ ცივა" ამოთქვა უფროსმა და სახე ჯონგუკის კისერში ჩამალა

"რას ხატავ?" თბილად იკითხა და ეცადა გვერდით დადებული ტილოსთვის თვალი შეევლო

"ნიავს" სუნთქვას ამოაყოლა თეჰიონმა და უფრო მეტად მიეკრო უმცროსს.

ოჰ როგორი სასიამოვნო იყო მისთვის გუკის დამატყვევებელი სურნელით ტკბობა.

"ნიავს?" ჩაიცინა ბიჭმა "ნიავს ხომ ვერ ხედავ?" ისევ გაოცებით ამითქვა და იმის მიუხედავად, რომ არ უნდოდა მისი სითბოს დაკარგვა, ბიჭი ნელა მოიშორა, რათა მისი სახისთვის კარგად შეეხედა.

"როგორ არა, ვხედავ, დილიდან მოყოლებული აქაა, ჩემს გარშემო ცეკვავს და ხანდახან თავის გაყინულ ხელებს კანზეც კი მისვამს. ნაძვებსაც ნაზად უვლის და ბალახსაც აქეთ-იქით არწევს. ჯერ ზემოთ ადის, ბრუნს აკეთებს და მერე ისევ ქვემოთ აგრძელებს ქროლას" თეჰიონი ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა გუკმა უბრალოდ სუნთქვა შეწყვიტა. არ სურდა ბიჭის ბაგეებიდან ამოსული რომელიმე სიტყვა ან თუნდაც ამოსუნთქვა გამოპარვოდა.

"ჯანდაბა, საოცარი ხარ თეჰიონ" შეკავებულ ჰაერს უხეშად უშვებს გარეთ და კიდევ ერთხელ იქცევს ბიჭს თავის მკლავებში.

"გუკ, ყავა გიყიდე" ამბობს თეჰიონი და ზიზღის გამოსახატავად ცხვირს სასაცილოდ ჭმუხნის.

ფოტოგრაფი ხმადაბლა ხითხითებს, ბიჭს მადლობას უხდის, კიდევ ერთხელ კოცნის ცხვირზე და ცხელ ყავას ხელებში იქცევს.

"გუკ, გვერდზე მომიჯდები?" კითხულობს თეჰიონი და ბიჭი ხმამაღლა ყლაპავს ნერწყვს

"სიმართლე გითხრა, დღემდე ვერ ვხვდები აქ როგორ ზიხარ" აღიარებს გუკი და კიდევ ერთხელ იხედება დაბლა

"კარგი გრძნობაა. შენ ამ ყველაფრის, სახლების, ნაძვების, მინდვრის, ყველაფრის ზემოთ ხარ, თუმცა შენი ფეხები არ ეხება მიწას.. თანაც როცა აქ ვზივარ, ვგრძნობ, რომ ჩემი თავი მე მეკუთვნის, ჩემი გადასაწყვეტია რა მოხდება, ჩემი სიცოცხლე ჩემს ხელშია, თითქოს მთელი დედამიწა მიჭირავს" გუკი კიდევ ერთხელ აღებს პირს, მერე კი ისევ კეტავს და თავს აქეთ-იქით აქნევს.

როცა ჰგონია, რომ თეჰიონი ვეღარაფრით გააოცებს, ის ისევ აჩენს თავისი სულის რაღაც ნაწილს, რომელიც გუკს ატყვევებს და აჯადოებს.

კიდევ რას მალავ თეჰიონ?

გუკი ნელა ძვრება სქელ მოაჯირზე და ბიჭის დახმარებით, მის გვერდით ჯდება.

ფოტოგრაფის სხეულში ადრენალინის მოზღვავება იგრძნობა და ასე ჰგონია თითქოს თუ მოუნდება გაფრინდება კიდეც, მაგრამ არ უნდა. წინ ჩიტების ჯგუფს გაოცებით შეჰყურებს, მერე კი კამერას იღებს და რამდენიმე საოცარ კადრსაც იჭერს.

"არ მიყვარს ჩიტები" წუწუნებს თეჰიონი, რითაც მის ყურადღებას იქცევს და კითხვისნიშნიან თვალებსაც იღებს პასუხად.

"ზედმეტად ამაყები არიან, რადგან ფრენა შეუძლიათ. მერე რა? მეც შემძლია რაღაცეები" დუდღუნებს თეჰიონი და ისევ ტილოს და ფუნჯებს უბრუნდება.

გუკი ხმადაბლა ხითხითებს და მხატვრის მზერით ტკბება.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რა დროს ვიღაცის ყურებაა წინ ასეთი მზის ჩასვლა აქვსო, მაგრამ გუკისთვის ეს ქერა, უცნაური მხატვარი იყო მზის ჩასვლაც, ამოსვლაც და მთელი დედამიწაც.

გუკი ხედავდა როგორ ურევდა ბიჭი მუქ ფერებს ერთმანეთში და მერე ტილოზე გადაჰქონდა.

ფოტოგრაფი ხვდებოდა, რომ მხატვარს ისეთი ლაღი ცხოვრებაც არ ჰქონდა როგორიც მას ეგონა. კითხვები შიგნიდან ჭამდა, უნდოდა სცოდნოდა რატომ არ ნახულობდა თეჰიონი მეგობრებს ან რატომ იყო მუდამ მარტო. ნეტავ უვლიდა საერთოდ ვინმე როცა ავად იყო?

"გუკ მოვრჩი, წავიდეთ?" ამოთქვა ბიჭმა და უკვე დამთავრებული ნახატი გამოაჩინა.

როგორც ყოველთვის, ფოტოგრაფი კვლავ აღფრთოვანებული დარჩა მხატვრის ნამუშევრით, არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი.

"წავიდეთ" თავი დაუქნია გუკმა და
ნელა ჩამოძვრა მაღალი მოაჯირიდან.

მხოლოდ ახლაღა გააცნობიერა, რომ საკუთარი შიში დაძლია და ამდენი ხანი ამ სიმაღლეზე იჯდა.
თუმცა თეჰიონთან ერთად არაფრის ეშინოდა.

ბიჭი სწრაფად ხვევს ხელებს ქერას წვრილ წელს და უკნიდან მაგრად ეკრობა, სახეს კი მის ყელში მალავს. გრძნობს როგორ უჩქარდება თეჰიონს სუნთქვა.

"თე.. ცხოვრებას მილამაზებ.. ადრე მუდამ მქონდა საფიქრალი, სადარდებელი.. მაგრამ ახლა შენ მყავხარ და თითქოს ყველაფერი თავისით ლაგდება. ბედნიერებას მჩუქნი თე, ცხოვრებას მასწავლი. შენ რომ არა, რა უნდა მექნა? ვერც ჩემს მეგობრებთან წავიდოდი რადგან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო გვიფუჭდება, ვერც მშობლებთან მივიდოდი რადგან წლებია მათთან აღარ მისაუბრია და ამის გამბედაობა არც მაქვს. მინდოდა მათ ჩემით ეამაყათ, მაგრამ ეს არასდროს მოხდება.. არც რაიმე კარგის გაკეთება შემიძლია.. ადამიანებს არაფრით ვეხმარები.. შენ.. ყველაფერს მავიწყებ თე.. ყველაფერს მიადვილებ, ცხოვრებას ლამაზ ზღაპრად აქცევ" ჯონგუკი გრძნობს როგორ კანკალებს ბიჭი მის ხელებში და ცდილობს უფრო მაგრად მიიხუტოს სხეული, რომ გაათბოს და მისი სიახლოვე იგრძნოს, თუმცა ქერა სწრაფად უსხლტება ხელიდან. ჯონგუკისკენ ტრიალდება თუ არა, ფოტოგრაფს გულში მწარედ უვლის რაღაც.

ბიჭის აწითლებული თვალები, აკანკალებული ქვედა ტუჩი და ცრემლებით დანამული ლოყები გამანადგურებელი სანახაობა არის მისთვის.

"არ გაქვს უფლება" ლუღლუღებს თეჰიონი და ერთი ნაბიჯით იწევს უკან

"რა? თე და-დამშვიდდი გთხოვ.. თე" ბიჭი ქერასკენ ნელა უახლოვდება თეჰიონს მაგრამ ის ისევ განაგრძობს უკუსვლას.

"არა.. შენ კი არა.. მე არ მაქვს უფლება.." ტკივილჩამდგარი ხმით ბურტყუნებს და უმცროსი თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებს ისე უჩინარდება ხეებს შუა..

ფოტოგრაფი ადგილს ეყინება.
თითქოს მასში გრძნობების ტორნადო იწყებს მოძრაობას.. ბარბაცით მიდის უკან და გაუაზრებლად ეჯახება მოაჯირს.

ხელებს ნერვიულად ისვამს სახეზე და პარკს გაჰყურებს, რომელშიც რამდენიმე წუთის წინ მისი პოტენციური ცხოვრების სიყვარული გაუჩინარდა..

ფიქრები ცუნამივით აწყდება მის გონებას.

უყვარდა ბიჭს თეჰიონი?

იყო კი სწორი ასეთი უნაკლოების შეყვარება?

და მაინც რამ დააფრთხო ასე ქერა მხატვარი?

ყველაფერი იმდენად დამთრგუნველი იყო..

ერთადერთი რაც გუკს გადაარჩენდა ეს თე იყო.. თე და მისი კრიალა, წმინდა თვალები.

და კიდევ ერთხელ.

ვინ იყო ის, ვინც თეჰიონს გადაარჩენდა?..

____________________
ახლახანს დავწერე და მინდოდა მაშინვე ამეტვირთა, დიდი არ არის მაგრამ რაც არის ეს არის:დ იმედია მოგეწონებათ^^ მიყვარხართ 💜

Continue Reading

You'll Also Like

3.1K 410 13
მინ იუნგის არავისი ეშინოდა, სანამ კიმ ნამჯუნს არ შეხვდა. კრიმინალური სამყარო, სადაც კიმ ნამჯუნი ნარკოკარტელის სასტიკი ხელმძღვანელია და იუნგი კი პრეზი...
8.2K 541 21
Why live when there is nothing to live for? A story where Namjoon leaves messages to his boyfriend... that has been gone for quite a while now. { UN...
7.4K 432 17
ეს ფიკი ჩემი არ არის ამ აქაუნთს მფლობელი შეეცვალა პარკ ჯიმინი რომელსაც შეუყვარდება მისი ბავშვობის მეგობარი თეჰიონი რომელიც ძალიან შეიცვალა იმის მერე...
54K 736 25
Just a few one shots of Tim and Lucy as a couple.