Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[2]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[1]

3.6K 340 132
By halisweven

ცხოვრება მეტად საინტერესო რამაა, მის სიუჟეტში გაერთიანებულია კომედია, ლირიკა, დრამა და სხვა მრავალი ჟანრი რომელიც მთლიანობაში ერთ მთელ, სრულ ისტორიას ქმნის.

ზოგჯერ ჩვენი ისტორია არაა ისეთი როგორზეც ვოცნებობთ, თუმცა განა შეგვიძლია იმის შეცვლა რაც უკვე გადაწყვეტილია?
განა რომელიმე წიგნის პერსონაჟი არ შეცვლიდა თავის ცხოვრებას რომ შესძლებოდა? განა მარტინ იდენი არ მოისურვებდა ყალბის მაგიერ ნამდვილი სიყვარულის პოვნას? განა ჯეინ ეარი ან ანა კარენინა თავიანთ მწარე ცხოვრებას არ შეცვლიდნენ რომ შესძლებოდათ? მაგრამ არ შეეძლოთ, არც არავის შეუძლია.
***

ჯონ ჯონგუკი ოცი წლის, ახალგაზრდა, გენიოსი ფოტოგრაფი იყო, არც სამუშაოს არქონას უჩიოდა, არც ფულს, არც სახლს და არც მეგობრებს.
ყველაფერი ჰქონდა რაც კი ოდესმე სურდა.
თუმცა ვერ კმაყოფილდებოდა, მაინც აკლდა რაღაც, რაღაც რაც მის ცხოვრებას უნაკლოს გახდიდა.
ამისკენ ილტვოდა ახალგაზრდა ფოტოგრაფი.
უნაკლოებისკენ.

საათობით სეირნობდა ქუჩებში და ყველაფერს აკვირდებოდა.
კაფეებს, ხეებს, ადამიანებს შინაური ცხოველებით, ველოსიპედებს, მანქანებს, შენობებს.. ყველაფერს.. თუმცა იყო რაღაც, რასაც მუდამ აიგნორებდა.

კიმ თეჰიონი ჯონგუკისგან სრულიად განსხვავდებოდა.
22 წლის მხატვარი უნაკლოებისკენ არ ილტვოდა, მას მიაჩნდა, რომ ცხოვრება თავისი ნაკლებითა და პლიუსებით იყო ის, რითიც ადამიანს ბოლომდე უნდა ესიამოვნა და ისედაც ხანმოკლე ცხოვრება უნაკლოების ძებნაში არ უნდა გაეხარჯა. თეჰიონს უყვარდა ცხოვრება, უყვარდა ყოველი წამი რომლის დროსაც სუნთქავდა და არსებობდა. ბედნიერი იყო და ამისთვის არაფერი სჭირდებოდა, ის ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღებას ცდილობდა.

უყვარდა ფეხით სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან თავს რაღაც დიდის ნაწილად თვლიდა. არ უყვარდა მანქანები და არასდროს მგზავრობდა მისი თქმით "მარტოსული მოსიარულე ჯართით".

ყოველთვის როცა სეირნობდა, ცდილობდა ყველაფერი შეემჩნია და დაენახა. უყვარდა ადამიანებზე დაკვირვება, განსაკუთრებით მათი სახეების ყურება, მოსწონდა უცნობთა ემოციების ამოცნობა, მათ ყველა მოძრაობას და სახის მიმიკას აკვირდებოდა და ცდილობდა მიმხვდარიყო რას გრძნობდნენ, რას განიცდიდნენ.

ახლა მიხვდით რა იყო ის ერთადერთი რაზეც ახალგაზრდა ჯონგუკი  ყურადღებას არ ამახვილებდა? მართალია, ეს უცნობთა ემოციები იყო.

დავუბრუნდეთ თეჰიონს.

შეიძლება უხეშად მოგეჩვენოთ, ალბათ არაა ნორმალური უცხო ადამიანზე მიშტერება არა? თეჰიონს საკუთარი თავისთვის ნორმალურის დაძახება არც სურდა, ზედმეტად ჩარჩოში მოქცეულად აგრძნობინებდა თავს "ნორმალურობა", ზედმეტად შებოჭილად.

მუდამ წესების დარღვევისა და სტერეოტიპების დამსხვრევისკენ ისწრაფვოდა. არ უყვარდა შეზღუდვები, მისთვის ზღვარი არ არსებობდა.

***
ჯონგუკი ნელა მისეირნობდა ქალაქიდან შორს მდებარე პატარა პარკის ბილიკზე და დაინტერესებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ. რაღა თქმა უნდა თავისი ძვირფასი ფოტოაპარატი თან ჰქონდა, კისერზე ფაქიზად ჩამოკიდებული.
ფოტოაპარატს არსად ტოვებდა, მუდამ თან დაჰქონდა ყველგან და ყოველთვის. სპეციალური ჩანთებიც ჰქონდა აპარატისთვის, თანაც სულ სხვადასხვა ფერები, იმდენნაირი, რომ შეეძლო თავისუფლად შეეხამებინა ტანსაცმლისთვის.

პარკის დასასრულს მიუახლოვდა, ბოლოში ქვის მოაჯირი იყო ამოყვანილი, საიდანაც ქალაქის ხედი იშლებოდა და ულამაზეს სანახაობას ქმნიდა. ჯონგუკს ბევრჯერ გაუთენებია ღამე აქ ხედის ყურებაში და მისი ფოტოც ყველა რაკურსიდან ჰქონდა გადაღებული. ამის მიუხედავად ყოველ ამოსვლაზე თავიდან იღებდა და მაინც, არც ერთი ჰგავდა წინას. ყოველ ჯერზე რაღაც ახლებური და უფრო ამაღელვებელი გამოდიოდა.

რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ ჯონგუკმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი არემარეს და მხოლოდ ახლაღა შენიშნა მოაჯირზე ჩამოსკუპებული ბიჭი, რომელსაც გვერდით დიდი ტილო ედო და ზედ ფუნჯს აქა-იქ არეულად უსვამდა.

'სულელია, რომ გადავარდეს რას იზამს? სიკვდილის საერთოდ არ ეშინია?" გაიფიქრა და თვალები აატრიალა.

ბიჭს არ უყვარდა მხატვრები, ფიქრობდა, რომ ისინი რეალობის შელამაზებას ცდილობდნენ, ფოტოგრაფია იყო ის, რაც ნამდვილ სილამაზეს განახებდა, იმას, რაც ნამდვილად არსებობდა, აი მხატვრები კი იგივეს გადმოსაცემად საათობით ისხდნენ, თუმცა უნაკლო მაინც არ იყო, ზუსტად ისეთი ვერასდროს იქნებოდა ნახატი. აი ფოტოს კი მისი ყველა დეტალის ზუსტად ჩვენება შეეძლო.

ბიჭი მაინც არ აშორებდა თვალს შორიახლო მჯდომ ახალგაზრდა მხატვარს.

უცნობი ფეხებს ჰაერში იქნევდა და ხედს უზარმაზარი ღიმილით  გაჰყურებდა, მერე კი ტრიალდებოდა და ფუნჯს უსუფთაოდ აგლესდა ნაჭერს.

ბიჭს მეტის ყურება აღარ შეეძლო, აინტერესებდა როგორი ნახატი გამოსდიოდა უცნობს, რომელიც ასე ენთუზიაზმით მუშაობდა.

ნელა მიუახლოვდა ქერას უკნიდან და ნაჭერზე აგლესილი ფერები რომ დაინახა ჩაიცინა.

ქერა ნელა მოტრიალდა და ჯონგუკს თვალი გაუსწორა. ბიჭს უნდა ეღიარებინა, მის წინ მყოფი, ადამიანზე მეტად ანგელოზს გავდა. მისი ყველა ნაწილი უნაკლო იყო.

"სერიოზულად? ამდენი ხანია ხატავ და მხოლოდ ფერები მიათხაპნე ერთმანეთს?"

ჯონგუკი ყველაფერს ელოდა, შეცხადებას, ბრაზისგან მოელვარე თვალებს, წყენას ან უბრალოდ კარგ შეგინებას მაგრამ რაც უცნობისგან მიიღო იმან სრულ შოკში ჩააგდო.

ქერამ უბრალოდ გაუღიმა, ყველაზე დიდი, მანათობელი ღიმილით გაუღიმა.

"ამდენი ხანია ვხატავ? შენ რა მიყურებდი?" ჩაიცინა და თავი გააქნია. ჯონგუკმა პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა თუმცა ქერამ საუბარი გააგრძელა "ეს იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მეტად ფერებმა მომხიბლეს" ისევ ღიმილით ამბობს და ხედს კიდევ ერთხელ უსწორებს თვალს, რაც ჯონგუკსაც აიძულებს აჭრელებულ ცას წარბაწევით გახედოს

"დღეს სწორედ ცის შეფერადებულმა სახემ დამატყვევა. შეხედე, ისე გამოიყურება თითქოს მხატვარმა პასტელის საღებავებში დასვრილი ხელები შეაწმინდაო.. " ქერამ ღრმად ამოიოხრა და მთელი თავის აღტაცება ამაში ჩააქსოვა " ეს ხედი უამრავჯერ მაქვს დახატული, უფრო სწორად მისი ნაწილები."

"რას გულისხმობ?" ახლა უკვე ინტერესით იკითხა ჯონგუკმა.
'უცნაური ბიჭია' გაიფიქრა გულში

"აქ ძალიან ხშირად ამოვდივარ, კვირაში რამდენჯერმეც კი. უკვე ერთი წელია რაც ეს ადგილი ვიპოვე და ყოველ ამოსვლაზე ვხატავ, თუმცა მხოლოდ იმას რაც იმ დღეს მიიპყრობს ჩემს ყურადღებას" ქერა ჯერ ჯონგუკს უღიმის მერე კი ქალაქის აქეთ ჩამწკრივებული ნაძვებისკენ იშვერს ხელს "დახატული მაქვს ის ნაძვები, მხოლოდ ქალაქი, მხოლოდ ზეცა, ის დანგრეული შენობები, ის რკინიგზა, ან ნაძვები და ქალაქი ერთად" თან თვლის და თან ყველაფრისკენ იშვერს ხელს. "დღეს ფერები მეჩვენა სუნთქვისშემკვრელად" თქვა და სიტყვებს მთრთოლვარე სუნთქვა ამოაყოლა, თითქოს თავისი ნათქვამი დაასაბუთაო.

"ვაუ" აღმოხდა ჯონგუკს რის პასუხადაც ქერასგან ხითხითი მიიღო და ჯონგუკს შეეძლო დაეფიცა ეს ერთ-ერთი ულამაზესი მელოდია იყო რაც კი მოესმინა. შესაძლოა საუკეთესოც.

ბიჭი მაინც ფიქრობდა, რომ ეს დროის ფლანგვა იყო, თუმცა მაინც აინტერესებდა ნახატის დასრულებული სახე.

ქერამ ხატვა გააგრძელა, ჯონგუკმა კი მისი ყურება. 

რატომღაც უდიდესი სურვილი მოაწვა ბიჭისთვის სურათი გადაეღო და ასეც მოიქცა. სწრაფად მოიმარჯვა კამერა და მომენტის დასაჭერად აქეთ-იქით დაიწყო სიარული და აპარატის ჩხაკუნი.

ქერა გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა ჯონგუკმა ზედმეტად ახლოდან დაიწყო სურათების გადაღება.

"რას აკეთებ?" იკითხა აღშფოთებით და ფუნჯი იქვე მიაგდო.

"სურათს გიღებ" ჩაიცინა გუკმა "მაპატიე, უბრალოდ ფოტოგრაფი ვარ და სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ მივდივარ. როცა მინდება, აუცილებლად უნდა გადავიღო " მხრები აიჩეჩა და კამერის გასწორება დაიწყო.

"არ მიყვარს ფოტოგრაფები" სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა ქერამ და ჯონგუკს გაოცების შეძახილი მოსწყდა.

"უკაცრავად?!" წარბაწევით შეხედა მოაჯირზე შემომჯდარს, რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

"ფოტოგრაფები დროს კარგავენ იმის გადმოცემაში, რაც ისედაც მშვენივრად ჩანს. ეს არის თითქოს.. ყალბი სილამაზე. რადგან როცა შეხედავ ხედს, ის ლამაზია და ნამდვილი, ხოლო როცა შეხედავ ფოტოს, შესაძლოა ის იყოს ლამაზი, მაგრამ არა ნამდვილი"

ჯონგუკს ბრაზი მთელს ტანში უვლის და ბიჭს თვალებს ისე უბრიალებს სადაცაა უბეებიდან ამოუცვივდება.

"და ნახატზე რას იტყვი? ის არც ზუსტად ისეთ სილამაზეს გადმოსცემს და არც რეალურია" ნიშნის მოგებით იძახის ფოტოგრაფი

"ნახატი სულ სხვა რამაა." თავს აქნევს თეჰიონი " მხატვარი იღებს რეალობას და ქმნის უფრო მეტად რეალურ შედევრს. ეს.. როგორ გითხრა, აღარაა მხოლოდ ის ბუნების სურათი რასაც მხატვრის თვალი აღიქვამს, რადგან ის იღებს რეალობას და თავისი სულის ნაწილს და ამ ორს ერთ მთლიანობად აქცევს." თავის დაქნევით ამთავრებს ქერა, თითქოს თავისი ახსნით დაკმაყოფილდაო და ხატვას განაგრძობს.

"შენი აზრით ფოტოგრაფები უბრალოდ ღილაკს აჭერენ და ყველაფერი მზადაა? ჩვენ მომენტს ვიჭერთ! იმ მომენტს, რომელიც შეიძლება აღარასდროს გამეორდეს! და სხვათაშორის ვერც მე ვიტან მხატვრებს!"  იღრინება ჯონგუკი და როდესაც ქერა მხატვარი აიგნორებს, ირონიულად იცინის და დიდი ნაბიჯებით შორდება კიდეს.

"აჰ, პირველად ცხოვრებაში ვიღაცამ ჩემს თვალწინ დაამცირა ფოტოგრაფია" თავს მრისხანებით აქნევს და პარკს ელვის სისწრაფით ტოვებს.

________________________
ესეც პირველი თავი!! ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავიწყე ეს მოთხრობა^^ თუ კითხულობთ დააკომეთ იმიტომ რომ საცდელი თავია ^^ (იმედია ვინმე წაიკითხავს საერთოდ;დდ)

Continue Reading

You'll Also Like

99K 12.3K 82
[Дууссан] Намжин шипүүддээ зориулсан ~shortstory~ By_Soo_Lee
778 50 5
sequel to MORTALA It's been two months since Tommy died and Stiles does nothing but work. When your job is to kill bad guys and save the world, thing...
23.5K 2K 22
You're mine... B*B /Taekook/
57.6K 3.6K 28
მთავარი შიფი არის თექუქი (რათქმაუნდა) გვერდითი შიფები: იუნმინი ნამჯინი ჰობი+??(სიურპრიზად დავტოვებ) ასევე იქნება სმათებიც😈🔞😈