Free like ocean (taekook)

By halisweven

47.9K 5.1K 3.1K

"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა... More

author note
[1]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
წაიკითხეთ! მადლობა!
[15]
[16]
17
[18]
[19]
[20]
[21]
[22]
[23]
thank u!

[2]

2.2K 264 135
By halisweven

ჯონგუკი მეორე დღესვე ბრუნდება ქალაქგარეთ არსებულ პატარა პარკში . რატომღაც დილიდანვე ღრღნიდა სურვილი, რომ აქ ამოსულიყო, თუმცა არ იცოდა რატომ.

კვლავ ნელა მისეირნობდა ბილიკზე, საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა რატომღაც..

როცა მოაჯირს მიუახლოვდა, სურვილი მოაწვა ზედ შემომჯდარიყო თუმცა გადაიფიქრა როცა ქვევით ჩაიხედა და სიმაღლე შეაფასა.

ის ქერა მხატვარი ალბათ სრულ ჭკუაზე არ იყო აქ რომ შემოჯდა.
ჯონგუკის გონებაში ელვასავით გაირბინა მოაჯირზე შემომჯდარი ბიჭის სურათმა.

გუშინ არ ეძინა, მთელი ღამე მისთვის გადაღებულ ფოტოებს არჩევდა. ასე ძალიან არასდროს გასჭირვებია ფოტოების გადარჩევა, ამ ჯერზე მისთვის ყოველი სურათი უნაკლო იყო, უცნობი ბიჭი ყველა სურათში სუნთქვისშემკვრელად გამოიყურებოდა..

ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა.

ის ჯონგუკისგან მოშორებით, იმავე ადგილას იყო ჩამომჯდარი, ისევ ტილოთი და ფუნჯებით ხელში. თითქოს არაფერი შეცვლილა გუშინდელიდან, მხოლოდ მისი ტანისამოსი. თუმცაღა რა თქმა უნდა კვლავ კლასიკურად, თითქოსდა არისტოკრატიულადაც კი იყო გამოწყობილი, ნამდვილ მოდელს მოგაგონებდათ.

ჯონგუკი ნელა მიუახლოვდა ქერას და გვერდზე ამოუდგა.

"ისევ ხატავ მისტერ მხატვარო?" ისე იკითხა მის წინ გადაშლილი ხედისთვის თვალი არ მოუშორებია

"რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ბატონო ფოტოგრაფო" იგივე ტონით უპასუხა ბიჭმა, თანაც ისე, რომ უმცროსის უეცარ გამოჩენას არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია მასში.

"ამჯერად რას ხატავ?"

"მეგონა მხატვრები და ნახატები არ გიყვარდა" ჩაიცინა ქერამ "დღეს შენობებს და ცას ვხატავ"

"არც მიყვარს, უბრალოდ დავინტერესდი იმ ადამიანით ვინც მე და ჩემს პროფესიას ვერ გვიტანს" მხრები აიჩეჩა ფოტოგრაფმა რასაც ბიჭის ჩაცინება მოჰყვა

რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ისევ ჯონგუკი ალაპარაკდა

"იქნებ შენი სახელი გეთქვა? მაშინ აღარ მომიწევდა ფიქრის დროს შენი 'ქერა იდიოტ მხატვრად' მოხსენიება"

"ოჰ, ახლა ჩემზეც ფიქრობ?" ეშმაკური ღიმილი გადაეფინა სახეზე 

"ოჰ, იმედებს ნუ აიმაღლებ, მხოლოდ ცუდს" ამაყი ღიმილით უპასუხა ჯონგუკმა რასაც ორივეს ჩაცინება მოჰყვა

ქერამ ფუნჯი გვერდით გადადო და ბიჭისკენ მოტრიალდა

"კიმ თეჰიონი"

"ჰაჰ?" დაბნეულად იკითხა გუკმა

"თეჰიონი მქვია" სიცილით გააქნია თავი 

"ოჰ! ლამაზი სახელია"

"მომესმა თუ კომპლიმენტი მითხარი" ჩაიღიმა ბიჭმა

"მოგესმა. მე ჯონგუკი ვარ, ჯონ ჯონგუკი" თავი დაუკრა წინ მჯდომს და პასუხად კვლავ ხითხითი მიიღო.

"ეს იყო რაღაც... ჯეიმს ბონდური" ჩაიცინა თეჰიონმა რაზეც გუკმა თვალები აატრიალა თუმცა მაინც გაეპარა ბოლოს  პატარა ღიმილი.

"იქნებ კაფეში გაგვევლო იმის მერე რაც ნახატს დაამთავრებ, თეჰიონ?" ზრდილობიანად იკითხა და წარბები მაღლა ასწია როცა თეჰიონი სეიოზულად ჩაფიქრდა.

"კარგი, რა მნიშვნელობა აქვს" ბოლოს მხრები ღიმილით აიჩეჩა და ხატვა განაგრძო.

ჯონგუკი ყურადღებით ადევნებდა თვალს საქმეში ჩაძირულ ბიჭს და მის ტვინს ერთადერთი რამ კვეთდა წამში მილიონჯერ.

"იქნებ ასეთი 'უმაქნისიც' არ არის მხატვრობა?"

"ამას სერიოზულად კითხულობ?" წარბები მაღლა აზიდა თეჰიონმა და ბიჭს გრძელი წამწამების ქვევიდან ამოხედა.

"ოუჰ.. ეს.. ხმამაღლა ვთქვი?" დაბნეულად ამოილუღლუღა ჯონგუკმა და თეჰიონის სიცილის გაგონებისას სახე აუწითლდა

"ნამდვილად საინტერესო რამ ხარ ჯონ ჯონგუკ" ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა

"მართლა უმაქნისი გგონია მხატვრობა?" კვლავ წარბაწევით იკითხა თეჰიონმა და ჯონგუკმა სასწრაფოდ გააქნია თავი უარის ნიშნად

"მგონი რაღაც კუთხით ნელ-ნელა მომწონს კიდევაც" ამოილაპარა და კისერი მოიქექა

"მშვენიერია" სახე გაუბრწყინდა თეჰიონს და ჯონგუკს შეეძლო დაეფიცა ეს ყველაზე ლამაზი რამ იყო რაც კი ენახა.

"ნახატი დავამთავრე, შეგვიძლია წავიდეთ"

"მანახებ?" ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და იმის მიუხედავად, რომ თეჰიონი თავიდან ყოყმანობდა, ბოლოს მაინც ღიმილით დაუქნია თავი და ნახატი ბიჭისკენ მოაბრუნა.

ჯონგუკს ყბა ჩამოუვარდა, არასდროს მოსწონდა ნახატები, მაგრამ ახლა რაღაც სასაცილოს გრძნობდა მუცელში  როცა ამ ნახატს უყურებდა.

"აქ.. ძალიან ბევრი ვარსკვლავია, ცა თითქმის ანათებს" ჯონგუკმა ნახატს მიუშვირა თითი, მერე კი ხედს გახედა "სინამდვილეში კი ცა ჩაბნელებულია, ერთი ვარსკვლავიც არაა"

"ჰო.." ხმადაბლა ჩაიცინა თეჰიონმა და ჯონგუკი მოიტყუებოდა თუ იტყოდა, რომ მის ბოხ ჩაცინებაზე გული არ შეუქანდა "ეს იმიტომ, რომ სიბნელეს ვერ ვიტან.. ჩემს გონებაში ცა არაა ცა, თუ მას ვარსკვლავები არ აფენია მარგალიტებივით, ცა არაა ცა, თუ მის სიბნელეს ვარსკვლავები არ ახშობენ სინათლით" თეჰიონი კვლავ იღიმის და ჯონგუკსაც უნებურად ეღიმება

"საინტერესო ადამიანი ხარ თეჰიონ"

"შენც ჯონგუკ" ბიჭმა კიდევ ერთხელ ამოიჩურჩულა
"წავედით?" ჯონგუკმა თავი დაუქნია.
ორივენი დაბრუნდნენ პარკში და უხმოდვე გაუყვნენ ვიწრო ბილიკს.

როცა იმ კაფემდე მიაღწიეს რომლისკენაც ჯონგუკი მიუძღვოდა, კვლავ მშვიდად დაიკავეს ადგილი.

არც ერთი არ გრძნობდა უხერხულობას სიჩუმის გამო, პირიქით, მშვიდი გარემოთი და კარგი კომპანიით ტკბებოდნენ.

ჯონგუკი შესაკვეთად ადგა და თეჰიონს ღიმილით გადმოხედა

"რას დალევ?"

"ცხელ შოკოლადს" შოკოლადივით ტკბილი ღიმილით ამოილაპარაკა და ბიჭიც სწრაფად წავიდა დახლისკენ.

თეჰიონმა თითებით თამაში დაიწყო, თან თავისთვის იღიმოდა.

ფოტოგრაფი მალევე დაბრუნდა ორი ჭიქით ხელში და პატარა ღიმილით დაჯდა თეჰიონის პირდაპირ.

"ყავას სვამ?" წარბი ასწია ქერამ რაზეც ჯონგუკმა დაბნევით დაუქნია თავი

"საერთოდ რა გემოს ატან მაგ მწარე რაღაცას? როგორ უნდა სვამდე მწარე ყავას როცა დედამიწაზე არსებობს უამრავი ტკბილი რამ, მაგალითად ცხელი შოკოლადი?" ჭიქის ზემოთ აწევით და მასზე მინიშნებით დააგვირგვინა სათქმელი.

"ტკბილი არ მიყვარს" მხრები აიჩეჩა გუკმა და უდარდელად მოსვა თავის მაგარი ყავა.

"რა? შანსი არაა, ტკბილი ყველას უყვარს" თავი გააქნია თეჰიონმა

"არა, არ უყვარს"

"ჯანდაბა ყველაფერში ჩემს საწინააღმდეგოდ როგორ ხარ?" დაიბღვირა ქერა

"როგორც ჩანს ერმანეთის საპირისპირო ადამიანები ვართ" სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა ფოტოგრაფმა და თეჰიონს თითქოს რაღაც ჩასწყდა "ხომ გაგიგია ის ფრაზა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს მაგნიტებივით იზიდავენო?" მხიარულად გაიღიმა გუკმა და უფრო გახალისდა როცა თეჰიონის აწითლებული ლოყები შენიშნა.

"შენს თავზე მომიყევი ჯონგუკ" ამოიჩურჩულა ბიჭმა და ნიკაპით საკუთარ ხელებს დაეყრდნო.

ჯონგუკი ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, კარიერაზე, მეგობრებზე და საუბრის განმავლობაში თეჰიონს თვალს არ აშორებდა. მის წინ მჯდარს სახეზე სხვადასხვა ემოციები ესახებოდა და ხან ზედმეტად სექსუალურად ხანაც ზედმეტად ბავშვურად გამოიყურებოდა.

თეჰიონმა ბიჭის ასაკი გაიგო თუ არა, მისი წვალება დაიწყო, რაც, საბოლოოდ დაასკვნა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა გახდა.

მთელი საღამო ერთად გაატარეს, ისტორიების მოყოლასა და ერთმანეთზე სიცილში.

დიდი ხანი იყო გასული რაც თეჰიონს ასე ემხიარულა.
ჰო, ცდილობს ცხოვრებისგან საუკეთესო მიიღოს და ტკბება კიდევაც ყოველი წამით, მაგრამ ყველაფერი ასეთი ადვილი არ იყო.

ყველაფერი ისე მარტივად არ იყო როგორც ჯონგუკი ფიქრობდა, როგორც ყველა დანარჩენი ფიქრობდა.

"უკვე გვიანია" ამბობს ჯონგუკი და თეჰიონი თავს უქნევს

"ჰო, სახლში უნდა დავბრუნდე, იმის მიუხედავად, რომ დაღამება სულ არ მოქმედებს ჩემზე, მაინც მაქვს რაღაც საქმეები დასამთავრებელი"

"უკაცრავად? რას ნიშნავს დაღამება არ მოქმედებს? ეს როგორ გავიგო?" წარბები აპრიხა უმცროსმა

"ღამე ბევრჯერ გამითენებია ქუჩაში, ეს დიდ დილემას არ წარმოადგენს. თუ ვთვლი, რომ არაა იმ ღამ ძილი საჭირო, ესე იგი არაა საჭირო. " მხრებს იჩეჩს და ნელა დგება სავარძლიდან

ჯონგუკმა კიდევ ერთხელ იფიქრა, რომ თეჰიონი უცნაური იყო, თუმცა ეს დიდად არ აღელვებდა, მეტიც, ბიჭში სწორედ ეს იზიდავდა. რაღაცით თავის თავსაც კი ახსენებდა..

"მართლა? და ეს შენთვის საშიში არაა? მაინც რას აკეთებ შუა ღამით გარეთ?" დაჰიპნოზებულივით უკან აედევნა ჯონგუკი კარიდან გასულ თეჰიონს რაზეც ბიჭს თავისთვის ჩაეღიმა.

"ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ" ქერა ჯონგუკისკენ ნელა მოტრიალდა "ახლა რას აპირებ გუკ?"

მის დაძახებულ 'გუკზე' ფოტოგრაფს თითქოს მუცელი ამოუტრიალდა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.

"სახლამდე რომ მიგაცილო რას იტყვი?" თბილად გაუღიმა და მისგან ხმადაბალი ჩაცინება მიიღო

"დღეს არა" თავი გააქნია რა დროსაც მისმა ქერა თმებმა ჰაერში დაიწყეს ფრიალი. ჯონგუკი აღტაცებული უყურებდა მის წინ არსებულ სილამაზეს.

"აჰჰ.. რა-რატომ?" გონს როცა მოეგო მიხვდა, რომ მისგან უარი მიიღო და ცოტა არ იყოს ეწყინა.

"ნუ იღელვებ გუკ, კიდევ შევხვდებით და კიდევ გექნება საშუალება სახლამდე მიმაცილო, მაშინ კი ნამდვილად დაგთანხმები. მხოლოდ დღეს არა" კიდევ ერთხელ აჩუქა გუკს თავისი ანგელოზის ღიმილი, მერე კი სეულის დაკავებულ ქუჩებში გაუჩინარდა.

ჯონგუკი კიდევ დიდი ხანი იდგა იმავე ადგილას და კიდევ დიდ ხანს გაჰყურებდა ხალხის ნაკადს რომელშიც თეჰიონი გაუჩინარდა.

ბოლოს თავი გააქნია და თავისთვის ჩაიცინა.

"მაინც ვინ ხარ კიმ თეჰიონ?"

________________________

*ღრმად სუნთქავს*

ოჰ ჯანდაბა, მიყვარს თეგუკი!


ჰაჰა ოქეი ვიცი ეს ცუდი თავი იყო ბათ ნელ–ნელა უფრო საინტერესი გახდება ფრომის! ♥

პ.ს შემდეგ თავს ალბათ უფრო დავაგვიანებ ქაზ გამოცდები და ჭირი ^^ ♥

Continue Reading

You'll Also Like

76.3K 2.7K 20
The four boys of class 1.A has seen and been threw it all! That is until a sudden encounter with a new villain mixes up each others quirks. Read to f...
7.4K 432 17
ეს ფიკი ჩემი არ არის ამ აქაუნთს მფლობელი შეეცვალა პარკ ჯიმინი რომელსაც შეუყვარდება მისი ბავშვობის მეგობარი თეჰიონი რომელიც ძალიან შეიცვალა იმის მერე...
312K 6.9K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
23.5K 2K 22
You're mine... B*B /Taekook/