განებივრებული პრინცესა(დასრულ...

By Alienfromnirvana

34.7K 2.2K 564

Chanyeol fanfiction "მტკივა, მის გარეშე არ შემიძლია. რაღაც მაკლია. თითქოს მკვდარი ვარ მის გარეშე. ის ჩემი ნაწ... More

1
2
4 "აუჩ"
ერთნაირები?!(5)
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო(6)
ჩემი მაინც შერცხვეთ!(7)
ჩემი ნარკოტიკი ხარ(8)
ზღაპარს უფრო გავს(9)
31 აგვისტო(10)
ეს დასასრული არ არის (11)
ჩემი ცრუპენტელა(12)
ეშმაკუნა(13)
PCY (14)
დასასრული(15)

3

2.3K 150 16
By Alienfromnirvana

დიდი მადლობა ვინც კითხულობთ 😍😍😍ყველანი ძალიან მიყვახართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოგწონთ და კითხულობთ😍😍😍😍so....here is 3th chapter😍😍😍😍commant and vote არ დაგავიწყდეთ 😍😍😍

გავშრი. გავფითრდი.ყველა გათეთრდა. ნელა შევტრიალდი. ოღონდ მამა არა. ოღონდ მამა არ იყოს.

-აჰ.... შენ ხარ?

ვუთხარი ძალიან მობეზრებული ხმით ყურშას.

-პრინცესა დროა.

ამ დროს მამაჩემმაც თავი შემოყო. მე თავი დავუქნიე. ჩავიცვი ჩემი საყვარელი ბათინკები და გამოვედი.

უკვე კიბეებზე ვიდექი და 2 საფეხური ავლილი მქონდა, როცა ვიღაცა ხელზე დამწვდა. გავიხედე. ჩანიოლი იყო.

-რაც არ იცი, იმაზე ნუ ლაპარაკობ.

მითხრა კიდევ უფრო ბოხი ხმით. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-მეც იგიივეს გეტყოდი

ხელი უხეშად გამოვგლიჯე და სწრაფად ავედი შემდეგ საფეხურზე. უკვე მეორე მხარეს ვიყავი გადასული. 3 საფეხური ავლილი მქონდა, როცა ჩანიოლი ისევ ხელზე დამწვდა. თავი ვერ შევიკავე და დავეცი პირდაპირ თავზე.

გაშტერებული ვუყურებდით ერთმანეთს. მთელი სხეულით ვეწექი და თვალებ გაფართოებული ვუყურებდი. წუთი ვიყავით ესე. ჯანდაბა, ანასტასია გამოფხიზლდი. დროზე. ძლივს მოვწყვიტე თვალი მის საყვარელს სახეს და წამოვდექი. მოიცა ეხლა მე ჩანიოლს საყვარელი ვუწოდე? ჰაჰ ეტყობა მშია ან რამე.

-ბოდიში

ორივემ ერთროულად წამოვიძახეთ

მე ავვარდი მე3 სართულზე

და შევვარდი დარბაზში. 100 ადამიანი მაინც იდგა იქ, მეტი თუ არა. მამაჩემმა გაკვირვებულმა შემომხედა და მანიშნა რა მოხდაო. ბოლოს და ბოლოს შევვარდი დარბაზში და ყველაფერთან ერთად სწრაფად ვსუნთქავდი. ამ წუთას დახვეწილ და ნაზ მანდილოსანს ნამდვილად არ ვგავდი.

-აი ჩემი ქალიშვილიც. გაიცანით ანასტასია, ჩემი მარჯვენა ხელი და ჩემი პრინცესა.

გადავავლე თვალი აუდიტორიას. ყველა იყვნენ მგონი. დავინახე როგორ იდგა 8 ბიჭი ერთად. მიხვდით, ალბათ, ჩემს წინ ექსო იდგა, სრული შემადგენლობით, ნუ ფაქტიურად სრული შემადგენლობით. ამ დროს ჩანიოლიც შემოვიდა. შემომხედა, მეც ვუყურებდი ბოლოს მამამ დამიძახა. (რა მომენტი ჩაუშალა ბატონმა კიმმა ანასტასიას და ჩანიოლს L)

-ახლა, თვითონ გეტყვით ყველაფერს

დავიბენი, რა უნდა ვუთხრა მეთვითონნ.?????

-ამმმ.. so... გამარჯობათ მე ანასტასია ვარ, საქართველოდან. ვარ 22 წლის და მომავალი ექიმი. იმედია დავმეგობრდებით

და თავი დავუკარი.

გავიგე როგორ ჩაიცინა იმ დიდ ყურებამ. ალმაცერად შევხედე. იმას კი უცნაური ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე. ყველაფერი ერთ საათში დასრულდა. ექსო გამალებით უსმენდა მაამაჩემს, მხოლოდ ჩანიოლი და დ.ო ლაპარაკობდნენ რაღაცაზე შეუჩერებლად.

-დღეისთვის სულ ეს იყო.

მამაჩემმა თავი დაუკრა ყველას და მე ჩამჩურჩულა: „ჩემს კაბინეტში"

ის სასწრაფოდ შევიდა კაბინეტში. დაჯდა და წყნარად დაიწყო

-ანასტასია, იცი როგორ არ მომწონდა შენი ექიმობის იდეა. სულ ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ ამ კომპანიასთან ცოტა მაინც გქონდა შეხება, ბოლოს და ბოლოს ეს კომპანია მომავალში შენი იქნება. ანუ შენ იქნები მისი პრეზიდენტი. შენ გიტოვებ და ამიტომ ბევრი ფიქრი მომიწია, როგორ შეიძლებოდა შენი პროფესიის გამოყენება ჩემს სასარგებლოდ. ჩვენი კომპანია სახელგანთქმულია საკუთარი დაუნდობლობით და არტისტებისადმი ცუდი მოპყრობით. ანუ ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებით და ბლა ბლა ბლა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა, რომ არტისტებმა არ იფიქრონ, რომ ფული და წარმატება ადვილია. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ არტისტები გვტოვებენ მაგრამ, მოდი ესე ვიტყვი - წარმატება, მხოლოდ ბეჯითებისთვისა. იმათვვის ვინც არ ნებდება და დაუღალავად შრომობს. ვინც შრომისმოყვარეა და მიზანდასახული. ამიტომაც „ვწურათ". სამწუხაროდ, ზოგჯერ მომღერლებს ამის გამო პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან. სცენაზე ვარდებიან. ფეხი ტყდებათ ან რამე ეგეთი. აუცილებელია სასწრაფო დახმარების გაწევა. ექსო ხვალ 1 თვით ტურში მიდის. შენ არ გინდა აქ ცხოვრება, თან გინდოდა ამ ზაფხულში რამე პრაქტიკა გაგეარა. ტურში რათქმაუდნა დახმარება დასჭირდებათ, ვგულისხმობ სამედიცინო დახმარებას. მართალია ყავთ ექიმი. მაგრამ 9 ბიჭს 1 ქალი ვერ მოუვლის, გაუჭირდება. მუდამ გვთხოვდა, რომ დამხმარე აგვეყანა. გადავწყვიტე შენ იყო მისი თანაშემწე. თან იცეკვებ ხოლმე.

ვინმემ გთხოვთ ყბა ამაწევინეთ, თორემ წელი მტკივა ვერ ვიხრები. რა ჯანდაბაა მამა. საქართველოში საღამოს 9ზე უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავი. 18 წლის ასაკში ძლივს გამიშვა ჩემი დაქალის მშობლებთან ერთად ზღვაზე, ისიც 2 დღით მარტო. და ახლა მიშვებს ვიღაც, უცნობ 9 ბიჭთან ერთად უცხო ქვეყანაში, 1 თვით. ისევ „ვაა, მამა ახლა მოგინდა თანამედროვეობა?"

-რა? მამა უკაცრავად მაგრამ, ხომ ჯანმრთელად ხარ?

-სიტყვები...

შემიღრინა და თვალები დამიბრიალა

-მამა უცხო ბიჭებთან ერთად მიშვებ 1თვე?

-იქ იმ ბიჭების გარდა კიდე 15 ადამიანი მაინც იქნება. ასე რომ წყნარად იყავი. ეს აღარ განიხილება.

-მაგრამ მამა...

დავუყვირე

-ეს თემა აღარ განიხილებ. რასაც გეუბნები ის გააკეთე ანასტასია. ეს კომპანია შენია, თვითონაც იცი ეს.. უნდა მოემზადო იმისთვის, რომ მალე მის სათავეში მოგიწევს ჩადგომა

ძალიან მკაცრი ხმით მთხრა.

-და ამის გამო მატან 9 ბიჭს, რომლებიც სრულიად უცნობები არიან და ყველაფერთან ერთად სრულიად უცნობ ქვეყანაში?

-არამგონია, მანიაკები იყვნენ ანასტასია.

-მამა!!!!!

დავიყვირე ისევ

ამ დროს ვაჟბატონი „მე დიდი ყურები მაქვს" შემოვიდა. მე გავბრუნდი. და გაბრაზებული გავვარდი ოთაახიდან. და მხარიც გავკარი. ისე რომ ცოტა წაბანცალდა.

გამოვვარდი.

რა ჯანდაბაა მამა!! როგორ მიკეთებს მამა ამას. ჯერ იმიით დავიწყოთ, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში ჩამომიყვანა, ეხლა კიდევ 9 უცნობ ბიჭს უნდა გავყვე. და მათთან ერთად ვიყო 1 თვე. ყოველ დღე და ღამე. ოოო რა.... და თან უნდა მოვუარო. რა ჯანდაბააა, მამა. როგორ გააკეთე ეს??? როგორრრ. გზაში დ.ო შემხვდა. მხიარულად ხელი ამიწია. მე არც კი შემიხედავს ისე გავუარე. ამისიც რა. მთელი 1 თვე... რაა??? მითხარით, რომ ხუმრობთ. მითხარით, რომ სიზმარია, არა კოშმარი და ეხლა გამოვფხიზლდები. მითხარით, თორემ გავგიჯდები...

-არაააააა

დავიყივირე. საბედნიეროდ დერეფანში არავინ იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერავის ვხედავ.

*Chanyeol P.O.V*

ის განებივრებული პრინცესა გავარდა ოთახიდან. ისე რომ მხარიც კი გამკრა. საკმაოდ ნავარჯიშებია ეტყობა. თორემ ისე ვერ დავვარდებოდი(კინაღამ)

-ბოდიშს გიხდი ჩემი ქალიშვილის გამო. ხანდახან ერთმანეთს ზედმეტად ვგავართ. ხანდახან ავიწყდება, რომ გოგოა. მე გიხდი ბოდიშს მის მაგივრად.

-არა რას ამბობთ. მესმის.

-რისთვის შემოხვედი?

-მე?? თქვენ დამიბარეთ

-აახ ოოოო... სულ დამავიწყდა. მოკლედ ანასტასია თქვენთან ერთად მოდის ტურში. უბრალოდ მინდა გთხოვო, რომ ყურადღება მიაქციე. არაფერ შარში, რომ არ გაეხვიოს. ის ძალიან ჯიუტია. ვფიქრობ შენ ყველაზე დიდიი ხარ, ნუ ფიზიკურად, და შეგიძლია ვინმეს დაცვა და ვფიქრობ ხვდები მაინც და მაინც შენ რატომაც გეუბნები ამას, და რატომ გენდობი შენ სხვებზე მეტად. ბოლოს და ბოლოს...

აღარ დავასრულებინე(ინტრიგა in action)

-დიახ დიახ. გამოვიყენებ ჩემს „გიგანტობას" და დავიცავ. არ მივცვემ ნებას რამე სსულეელობა გააკეთოს.

-დიდი მადლობა. ეხლა კი თავისუფალი ხარ. ხვალ მიფრინავთ. დილის4 ზე . ერთად წავალთ აეროპორტში.

მე თავი დავუქნიე და გამოვედი. გავიგონე როგორ დაიყვირა ანასტასიამ „ვერ გიტან SM ENTERTAINMENT"

რა დამთხვევა... მეც არ მეხატება გულზე ეს კომპანია. მაგრამ, ძალიან უმადურობა გამომდის. ბოლოს და ბოლოს სწორედ ამ კომპანიის დამსახურება, ვინც ახლა ვარ. ვიფიქრე მივალ და რამეს ვეტყვი მეთქი მაგრამ, მერე გამახსენდა როგორი გველია და სწერვა ამიტომ გადავწყვიტე გავჩერებულიყავი.

*Anastasia P.O.V*

გავიგონე, ვიღაცის ფეხის ხმა და სწრაფად გამოვედი კომპანიიდან. არ მინდოდა ვიღაცას გიჯი ვგონებოდი. ბოლოს და ბოლოს, მარტო ვდგავარ დერეფანში და ვყვირი და თან ხელებს ვიქნევ. ცოტა უცნაურია, დამეთანმებით. ბავშვობიდან ეს კომპანია სიცოცხლეს მიმწარებს და მირთულებს. ბავშვობიდან მამა იმას მიმეორებდა „შენ ამ კომპანიისს მომავალი პრეზიდენტი ხარ". ამ ფაქტმა და ამ სიტყვებმა გარკვეული კვალი დატოვეს ჩემი სიცოცხლის გზაზე. მთელი ბავშვობა წიგნებთან გავატარე. 5 ენა ისე ვიცი როგორც არაფერი. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომავალი „პრეზიდენტი ვარ". ჩემი ძმა ბედნიერია. მამა მას არასდროს ეუბნებოდა, ის გააკეთე, ეს გააკეტე. ისიც ექიმია, ოღონდ იმ განხსვავებით რომ ჩემი ძმა უკვე ექიმია. ანუ უკვე დიიდი ხანია აღარ სწავლობს. ახლა ის მამაჩემის საავადმყოფოს ერთი რიგითი ექიმია, მაგრამ მომავალში მისი პატრონი გახდება. ანუ მას ექიმობა შეუძლია. მე კი, როგორც კი 28 წელი შემისრულდება, უნდა დავიკავო ჩემი კუთვნილი ადგილი. ეჰჰ...ზოგი იფიქრებთ, რა აწუწუნებს საერთოდ. რა პრობლემებ აქვს ამ გოგოსო...მაგრამ... ნუ კარგით არ აქვს მნიშვნელობა. დავიჭირე ტაქსი და ვუთხარი მისამართი. სახლში მისვლის თანავე დედა ძლიერად ჩემეხუტა.

დედა <3 თქვენ არ იციით, როგორ მიყვარს დედაჩემი. მაგრამ იმიტომ რომ, ისეთ ვარ, როგორიც ვარ, ხომ მიხვდით, ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს და ხშირად გულს ვტკენ.

-დედა?? რამე მოხდა?

-კიი, ძალიან მომენატრები.

მივხვდი, რომ უვკე იცოდა მამაჩემის ამ გადაწყვეტილების შესახებ.

-იცოდი?

მან თავი დამიქნია

-მოიიცა მოიცა, აქ ამისთვის ჩამომიყვანეთ?

მხოლოდ ეხლა მომივიდა ეს აზრი თავში.

-ანასტასია... არ გესმის. მამასთვის ეს კომპანია ბევრს ნიშნავს.იმაზე მეტს ვიდრე წარმოიდგენ. მას მხოლოდ გამოცდილს და ნდობით აღჭურვილ პირს ჩააბარებს. ამიტომ გექცევა ასე. უნდა „გამოგწრთვნას"

- ჯერ ეს ერთი: ძაღლი ვარ, რომ უნდა გამომწვრთნას?! საერთოდ არ მინდა ეს სულელური კომპანია. რატომ ვერ ხვდებით, რომ უბრალოდ მინდა სამედიცინოს მუშაკი ვიყო და მორჩა

-ანასტასია

დედამ გაამკაცრა ხმა

-ნუ ბავშვობ.. უკვე დიიდი გოგო ხარ...შენ თვითონაც მშვენივრად იციი, რომ ეს სილელური გადაწყვეტილებაა. 28 წლის ასაკში მოგიწევს დატოვო ეგ შენი უაზრო ფიქრები. ხარ ლამაზი, ხარ ჭკვინაი და ხარ ისეთი ოჯახის შვილი, როგორიც ჩვენია. იღბლიანი ხარ. მაგრამ როცა ესე ხდება რაღაც უნდა დათმო, ეს რაღაც შენი სურვილებია. ესაა ის მსხვერპლი რისი გაღებაც მოგიწევს.

მე ცრემლი ჩამომვარდა თვალიდან. არა მართალია ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა ამის გაკეთბა. მაგრამ პპირველადაა, როცა დედა მეუბნება სიმართლეს პირში. თან ნაჯახივით.

მე სწრაფად ავვაარდი ოთახში. კარები მივაჯახუნე და ჩავკეტე. ლოგინშ ჩავესვენე. რატომ, გეკითხებით, რატომ უნდა ვუარყო ჩემი სურვილები. ხომ შეიძლება ვიყო როგორც ყველა 22 წლის გოგო, ვსწავლობდე, ვმუშაობდე, ვერთობოდე მეგობრეებთან ერთად ან ჩემ შეყვარებულთან ერთად კინოში ვიჯდე მაგრამ, რათქმაუნდა მე ანასტასია კიმი ვარ. მე ვერასდროს ვიქნები, უბრალოდ ანასტასია.

ამ ფიქრებში ჩემეძინა. გამომაღვიძა საშინელმა ხმაურმა. საათს დავხედე ღამის 2 საათი იყო. მივვდი, რომ ხმაური მეზობელი სახლიდან მოდიოდა.

ჩანიოლ!!!!!!

გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე როგორ ჰქონდა მაქსიმუმზე აწეული მუსიკები, ბატონ „მე დიიდი ყურები მაქვს" .

ჯანდაბა პარკ. როგორ მიშლი ნერვებს, ვერც კი წარმოიდგენ.

დამინახა, რომ ვუყურებდი. ჩაიცინა, ამას ეხლა ჰგონია ვუთვალთვალებდი? ვანიშნე ფანჯრა გაეღო. იმანაც გააღო და გაკვირვეული სახით შემომხედა

-ნუ მიყურებ, თითქოს პირველად მხედავ რა. მისმინე ყვინჩავ, ჩაუწიე მაგ შენ მუსიკას. ხალხს სძინავს

-ეი, განებივრებულო პრინცესავ არ ჩავუწევ. და მეორე რა დროს ძილია 2 საათში ფრენა გვაქვს.

მშვენიერია ....... ესეიგი მამაჩემმა უკვე უთხრა ამ 9 ჯორს, იმის შესახებ, რომ 1 თვე მათთან ვიქნები

-ოოო რაა....

და დავკეტე ფანჯარა. ფარდა ჩამოვაფარე. შუქი ავანთე. ბარგი უკვე ამოლაგეუბლი იყო. ჯანდაბა ეხლა თავიდან უნდა ჩავალაგო. ოო რა.. 1 ბარგი ავავსე ტანსაცმლით.

შემდეგ აბაზანაში შევედი. დავიბენი. სააბაზონოს გვერძე იყო ჩემი ტანსაცმლის ოთახი. სწრაფად ჩავიცვი. მართალია 1 საათი კიდევ მქონდა, მაგრამ... თმებიც აბაზანაშივე გავიშრე. ძალიან დიდი საბაზანო იყო. სასაცილოა, ზოგს ამხელა სახლი არა აქვს.

გამოვედი. და თან თმებს ვეთამაშებოოდი. უცებ სიგრილე ვიგრძენი თმებზე. ფანჯარას გავხედე. ღია იყო. არადა მახსოვს როგორ დავკეტე. ნუ კაი იყოს. ეგრე მაინც აღარ ხმაურობს ის ყვინჩა. და თან ზაფხულია, ცოტა სიგრილე და სუფთა ჰაერი შემოვა.

შევუტიე ჩემს სოციალურ ქსელებს. თვალში მომხვდა ფოტო სადაც მე და სუჰო ვიდექით.

წარწერით „სუჰოს ახალი გოგო?"

სხხვა საქმე არ აქვს ამ ხალხს. შემდეგ სკაიპით ციცის დავურეკე. იქ ჯერ კიდევ კარგი დრო იყო. ანუ ჯერ ეძინება ამ ძილისგუდას ^_^ მიყვარს ეს ძილისგუდა მხატვარი ^_^ ძალიან მაგრად ხატავს ეს ბავშვი. და პლიუს ლამაზიცა და ჭკვიანი. მაოცებს თავისი ხასიათით და კომენტარებით მუდამმ ^_^

-ოპააა, როგორ ხარ?

-რომელი ოპა გოგო, შენი ტოლი ვარ.

-ვიცი ვიცი ლამ...

და ყვირილი დაიწყო

-რა იყო

მეც დავიყვირე

-შენ შენს..... უკან ვიღაცა.....

მე წამოვხტი. გავიხედე უკან და დავინახე ჩანიოლი. და ყვირილი დავიწყე. ის მომვარდა პირზე ხელი ამაფარა. თითი ტუჩზე მიმადო და მანიშნა ჩუმად იყავი, ნუ ყვირიოო. მეც თავი დავუქნიე. შემდეგ ციცისაც ანიშნა ნუ ყვრიო.

-რა ჯანდაბას აკეთებ აქ სპილოვ.

-რავი ისე ...

-მოიცა, აქ რა გინდა კი არა, რაც მთავარია როგორ შემოხვედი აქ. კარები ჩაკეტილია.

ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა.

-რა ჯანდაბაა პარკ. სულ გაგიჯდი ხო? არ იციი, რომ გოგოს ოთახში არ უნდა შემოხვიდე ამ გოგოს ნებართვის გარეშე.

-მე არ მჭირდებ ვინმეს ნებართვა, სადმე რომ შევიდე.

და ეშმაკურად შემომხედა. ვერ მივხვვდი რას გულისხმობდა. მაგრამ მერე მოვტვინე. ფუუუუუ...... ნეტა არ მომეტვინა. გავგიჯდი.... კინაღამმ თავი წავაცალე.

-იდოტო, დეგენერატო დროზეე აახვიე ჩემიი ოთახიდან

დავუღრიალე... დიახ, დაიხ დავუღრიალე. ხანდახან მე და მამა ერთმანეთს ყველაფერში ზედმეტად ვგავართ ერთმანეთს.

-ნუ ღრიალებ, რა, განებივრებულო.

და ყურზე ხელი მოისვა. დავაკვირდი. რა? რა??? მე მეცვა შავი, დიდი, სპორტული მაისური, გრძელმკლავიანი და დიდი კაპიშონით. შავი მოტკეცილი მაღალწელიანი შარვალი. დაბლა კი-თეთრი, შავი ზოლებით, ადიდასები. ჩანიოლსაც იგივე ეცვა. ზუსტად იგივე.

რა ჯანდაბა იოლლ

-გამოიცვალე დროზე

ერთდროულად დავიყვირეთ

-არა შენ

ისევ ერთდროულად

-მე რატო შენ.

ისევ ერთდროულად.

-ნუ იმეორებ ჩემს სიტყვებს

ისევ ერთდროულად

-მე? შეენ იმეორებ ჩემს სიტყვებს

და ისევ ერთრულად დავიყვირეთ

-გეყოს

-ჩანიოლ გამოიცვალე დროზე. ვინმე, დებილურად, რამეს არასწორად იფიქრებს.

-შენ თვითონ გამოიცვალე ანასტასია

მგონი პირველად მივმართავთ ერთმანეთს სახელებით.

-რას იფიქრებენ შენი ფანები როცა ამას დაინახავენ.

და სარკეზე ვანიშნე ერთმანეთზე

-მე ვიცი რასაც იფიქრებენ

გავიგე ციცის ხმა

-ციცი...

-ამმმ.... ეს .....ხო.... პარკ ჩანიოლია ექსო-დან.

კორეულად თქვა ციციმ. დიახ სწორად მიხვდით, მან კორეული იციის.

-კი მე ვარ

ჩანიოლმა სიამაყით წარმოთქვა.

-ციც, მოკლედ ლიზიი აგიხსნის ყველაფერს. იმანაც გუშინ გაიგო და აგიხსნის ყველაფერს. ეხლა მეჩქარება. ხვალ ვილაპარაკოთ. და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე

-აბა ყურშა გადადი ისე შენს სახლში, როგორც შემოძვერი და გამოიცვალე.

-აბა განებივრებულო შენ შედი შენს სააბაზანოში და შენ გამოიცვალე

-არა შენ

-არა შენ

-შენ

-შენ

-შენ

ბოლოს მივხდი, რომ ასე გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი ,უბრალოდ და გამოვუცხადე

-მე არ გამოვიცვლი

-არც მე

-მაშინ ესე წავიდეთ. მე შენთვის ვამბობ, მე კი არ მყავს მილიონობით ფანი და მე კი არ ვარ ის ვისზეც მილიონობით გოგო ოცნებობს და გათხოვება უნდა მასზე

-წავიდეთ.

-წავიდეთ

და ორივე გავჩუმდით და ერთანეთს ვუყურებდით. რაც არ უნდა დიდი ყურები და რაც არ უნდა ცუდი წვივები ჰქოდეს, მაინც სიმპატიურია და ძალიან საყვარელია.

*Chanyeol P.O.V*

რაც არ უნდა გველი იყოს, რაც აქვს, აქვს. ყველაზე ლამაზი გოგოა, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. უბალოდ ულამაზესი და ძალიან საყვარელია.

*Anastasia P.O.V*

ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. არ ვინძრეოდით, თვალსაც კი არ ვახამხებდით. 2 წუთი ესე ვიდექით. ბოლოს ყურშამ მოიფხანა თავი. უფრო სწორად თმები აიჩეჩა. რა ლამაზი თმები აქვს. ჯანდაბა პარკ... არა.... არაა......მეც ჩავახველე. ორი გიგანტი ერთანეთის წინაშე ისე ვიდექით თითქოს რამე დავაშაავეთ.

-უკვე 4ს 5 აკლია.

ჩუმად ვთქვი.

-ხო ჯობია წავიდე. 5 წუთში გნახავ.

და ისევ გადაძვრა ფანჯრიდან.

Continue Reading

You'll Also Like

604K 21.8K 96
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...
14.6K 552 17
ფიკი არის იძულებით გათხოვებულ გოგოზე რომლის ცხოვრებაც დროთა განმავლობაში სრულიად საპირისპიროდ ამოტრიალდება.გადაიზრდება სიძულვილი სიყვარულში?იქნება ორ...
6.7K 745 43
Aya Du-Mara knew that life on the steppes was dangerous, but life on the steppes after being banished from clan and family? Well, that was deadly. Wh...
1.8K 104 9
ორი საუკეთესო დაქალი რომლებსაც ძალიან ბევრი გიჟური ისტორია აქვთ. ორი სერიოზული მაფიოზი ძმაკაცი. გოგონების ახალი ისტორია იწყება მაშინ როდესაც ისინი...