მიწისქვეშეთის გასაღები

By _whoisliluu_

3K 334 678

ნათელი ოკეანის სამეფოს, ოკეანის ნაპირას ჩარჭობილი სკეპტრონის ხმალი არცერთი ტახტის მემკვიდრეს არ ამოუღია და არ... More

***
პერსონაჟები
***
PLAYLIST
პროლოგი
თავი 1- " დასაწყისში "
თავი 2- " ერთი საღამო ქალაქში "
თავი 3- " სკეპტრონის ხმლის ცერემონიალი "
თავი 4- " არასწორი სვლა "
თავი 5- " ოფიციალური მშვიდობა "
თავი 7- " გრძელი დაულეველი ღამე "
თავი 8- " ჩადენილი ცოდვა "
თავი 9- " ისაკანის ამბორი "
თავი 10- " კეთილი განსაზღვრებით "
თავი 11- " გონების მიძინება "
თავი 12- " ათასობით მოკაშკაშე ვარსკვლავი "
თავი 6- " სისხლის თქეში "
თავი 13- " მათი ხვედრი "
თავი 14- " ვერცხლისფერი თასი "
თავი 15- " ჩურჩული მთაში "
თავი 16- " დაკავშირებულნი "
თავი 17- " ტანჯვისკენ მიმავალი ბილიკი "
თავი 18- " სინათლის მაძიებელი ვამპირი "
თავი 19- " ბასრი წვეტი "
თავი 20- " სიყვარულის ელექსირი "
თავი 21- " ნარჩენების ძალა "
თავი 22- " ღალატის გემო "
თავი 23- " სიკვდილის მომასწავებელი ზარები "
თავი 24- " საყვარელი მსხვერპლი "
თავი 25- " ტკბილი, მაგრამ სახიფათო "
თავი 26- " აივოლიერნების სახელმწიფოები "
თავი 27- " ცეცხლით ნაკოცნი "
თავი 28- " ღამის ყვავილი "
თავი 29- " ბრილიანტი "
თავი 30- " მდუმარენი "
თავი 31- " არჩევითი იარაღი "
თავი 32- " ველური მომთაბარეები "
თავი 34- " ღამეული შეტაკება "
თავი 35- " მოწამლული სისხლი "
თავი 36- " ქვის გული "
თავი 37- " მწარე მახვილი "
თავი 38- " ლამაზი ბოროტება "
თავი 39- " ქარიშხლის მომასწავებელი "
თავი 40- " ტყუილები და საიდუმლოებები "
***
თავი 41- " უკანასკნელი მხედარი "
თავი 42- " ცეცხლის აღზევება "

თავი 33- " ვესპერსისი "

30 5 0
By _whoisliluu_

" No matter how tiny you look, you can lead huge men if you have what the huge men don't have." – Michael Bassey Johnson

༒︎༒︎༒︎
ესთრიის მთავარი ქალაქის შესასვლელი კარი ფართოდ გაღებულიყო, ქალაქში მიწისქვეშეთელების ნაკადი გადიოდა და შემოდიოდა.

ეირლისი თითის წვერებზე აიწია და ხალხის ნაკადს  მზერა გააყოლა. ელეაზარმა კი გოგონას მზერას გააყოლა თვალი და ნაცნობი რეიანას ფიგურა შეამჩნია. ლამის იფიქრეს, რომ გოგონა ხალხმრავლობაში დაკარგეს, მაგრამ არა, რეიანა წელზე ხელები დაეწყო და ხალხში მოუსვენრად დააბიჯებდა.

- ჩემთან ახლოს იყავი, - წასჩურჩულა ელეაზარმა, როცა ის და ეირლისი რეიანასკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.

სანამ აქ მოვიდოდნენ სერაფინამ ახალი მახვილი აჩუქა, მიუჩვეველი მახვილი კი ელეაზარს ხელში ემძიმებოდა. ქარქაშში არ იყო მიჩვეული ამ ზომის ხმალს, ამიტომ ცდილობდა ნელ - ნელა შეგუებოდა. 

მეგობრება წვალებით გაიკვალეს გზა რეიანასკენ, ბოლოს კი გოგონა იარაღების მაღაზიასთან მდგარი იპოვეს.

მაღაზია ჯერ მხოლოდ გარეგნულად არაჩვეულებრივად შემკული იყო, შუშის მიღმა კედელზე დაკიდული სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღები კი მეგობრებს შორიდან უმზერდნენ.

ეირლისი დაუფიქრებლად აუყვა რამოდენიმე საფეხურიან კიბეს, კარები შეაღო და მაღაზიაში შევიდა.

მართლაც დიდებული ადგილი აღმოჩნდა იარაღების მაღაზია. ვერასოდეს წარმოიდგენდა ეირლისი თუ ოდესმე იარაღების მაღაზიას დიდებულს უწოდებდა, რადგან ეს უცნაურად ჟღერს.. რადგან ასე შეგიძლიათ აღწეროთ მზის ჩასვლა, ან ვარსკვლავებიანი ცა, ან ღამის ხედი, მაგრამ ეს მაღაზია მართლაც რომ საოცარი იყო.

მაღაზიის სახელწოდება, მაღაზიის შესასვლელში რკინის აბრაზე ეკიდა, სახელწოდებით, " შავი ისარი ".

ჭერიდან მასიური, როკოკოს სტილის ჭაღები ეშვებოდა, რომელსაც ოქროს გამოსახულებები ამშვენებდა. ნამდვილი ისრები კი მოჩუქურთმებულ ხის სტენდებზე გამოეფინათ. კედლებზე კი ვერცხლითა და ოქროთი ტარდამშვენებული ხმლები ეკიდა.

- შეგიძლია ის გადამითარგმნო? - ელეაზარმა თითი ხმლების გვერდით ამოტვიფრული იეროგლიფებით გაფორმებული წარწერისკენ გაიშვირა.

- " ნაგინეტ დე დიურეტ, "- ეირლიმა მახვილი კედლიდან ჩამოხსნა. მახვილის ბოლო იატაკს დააბჯინა, მახვილის პირი მის თავზემოთ აღიმართა, წვრილი თითები კი მახვილს ტარზე მაგრად შემოჭიდა, რათა იგი მტკიცედ დაეჭირა, - მახვილის სტილია, მახვილი რომელსაც მოღუნული ბოლო აქვს და თითქმის შუბის სიგრძეა.

- ახალი მახვილის შეძენის სურვილი გაქვს? - იკითხა ელეაზარმა ეირლისმა კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- ამასწინ ვარჯიშისას, - ცდილობდა ენიდთან მომხდარი ამბავი ისე მოეყოლა სიცილი, რომ არ აეტეხა, - ენიდმა მითხრა მახვილი არ გივარგაო, - ელეაზარმა გაიცინა, - შვიდი წლის ბავშვმა მითხრა მახვილი არ გივარგაო, ჰო ნამდვილად დროა მახვილი შევცვალო.

დახლის უკან მდგომმა ქალმა გაიცინა. ეირლისი კი შემობრუნდა და ქალი ფეხის თითებიდან თავამდე კარგად აათვალიერა.

- მაშ, ყველაზე კარგ ადგილას მოსულხარ სადაც შეგეძლოთ, რომ წასულიყავი.

- თქვენი მაღაზიაა? - ჰკითხა ეირლისმა და მახვილს ხელი ტარზე უფრო ძლიერად მოუჭრა შემდეგ კი მახვილის ფხა უფრო კარგად შეამოწმა.

ქალმა კი საპასუხოდ გაუღიმა.

- დიახ, მე ჰელინი ვარ. ჰელინ ამაბუელი.

ეირლისმა ხელი კედელზე ჩამოკიდებული გაცილებით უფრო პატარა ზომის მახვილისკენ გაიწოდა. მახვილის ბასრი წვერი შორიდან ისე ჩანდა, თითქოსდა დაფხაჭნილი იყო, მაგრამ არა, მახვილი დაფხაჭნილი არ იყო, მახვილზე სხვადასხვა სახის რუნები ეხატა. მათთვის უცნობი, ისეთები რომლის მნიშვნელობაც არც ელეაზარმა და არც ეირლისმა იცოდა.

- რუნებია, - ახსნა იწყო ჰელინმა, - მაგრამ არანაირი ახლანდელი რუნა არ არის.. ეს რუნები ისაკანის მეფობის დროინდელი რუნებია. ძალიან ძველი და ძალიან ძლიერი.

- იცით, რა აწერია? - იკითხა ეირლისმა.

- კარპიე დიემ, - თქვა ჰელინმა, შემდეგ კი მისი მნიშნელობა გაცილევით ხმადაბლა თქვა, - " მხოლოდ ღვთის რჩეულს ".

ჰელინმა მზერა იქაურობას მოავლო, თვალით აწონ - დაწონა, ბოლოს კი დახლის ქვეშ შეძვრა, ბოლოს კი იქიდან ეირლისის მკლავის სიგრძე ხმლით ხელში გამოძვრა.

- აბა, ამაზე რას ფიქრობ?

ეირლისმა მახვილი ახლოდან შეათვალიერა. მის მშვენიერებაში ეჭვს ვერ შეიტანდით, ეს შეუძლებელი იყო. მახვილი ოქროთი ნაჭედი იყო, ტარი მომრგვალებული ფორმის იყო, პირი კი თითქმის შავი ვერცხლის იყო. ეირლისმა გონებაში უამრავი ემოცია მიუძღნა ამ მახვილს..

- ეს..? - თვალები მოჭუტა, - ეს ვესპერსისია? - ივარაუდა ბოლოს.

- დიახ, - თავი დააქნია ჰელინმა, - მიდი მახვილის მეორე მხარე ნახე, - ეირლისმა მახვილი გადმოაბრუნა და მკვეთრად შენიშნა ამოზნექილი კიდის გასწვრივ მასზე ამოტვიფრული თალარონის გამოსახულება.

- ოჰ! - გაკვირვება ეტყობოდა ეირლისს ხმის ტონში, - ეს ლეინსტორმების ხმალია!

- დიახ, ასეა, - ჰელინმა თავი დაუქნია, - ეს მაღაზია ათასწლეულებს ითვლის, ათასწლეულების წინ კი ისაკანის ბაბუამ, სტეფანმა ამაბუელების გვარს ორი მახვილის დამზადება დაავალა. ერთ მახვილს ვერსპესისი ეწოდა, რომელიც მიწისქვეშეთის ენაზე, " გადამრჩენელ ვარსკვლავს ", ნიშნავს მეორეს კი ეისფორი ეწოდა, რომელიც მიწისქვეშეთის ენაზე იშიფრება როგორც.. როგორც.. " გამანადგურებელი ვარსკვლავი.

- არ მესმის, - მახვილს ეჭვით დახედა, - საიდან გაქვთ თქვენს ეს ხმალი როდესაც ეისფორი შენახულია.. ესეც წესით შენახული უნდა იყოს..

- სკეპტრონიც შენახული უნდა იყოს პრინცესა, მაგრამ ის თქვენს ქარქაშშია, - ეირლისს ენა დაება, თმები დაფარული ჰქონდა, შავი პარიკი ეკეთა, როგორ მოახერხა გამყიდველმა მისი ვინაობის გამოცნობა..? 

ელეაზარმა წარბები შეჭმუხნა, ეირლისისა და ჰელინის შორის ჩადგა და ქალს მზერა გაუსწორა.

- იცით, ვინ ვართ, - თქვა ბიჭმა. ეს კითხვა არ იყო, - იცით, ვინ არის ეირლისი.

- რათქმაუნდა ვიცი, - ჯერ ერთი შეათვალიერა მერე კი მეორე.

ეირლისმა იგრძნო თუ როგორ გაუოფლიანდა ნერვიულობისაგან ხელები, თავი გააქნია და მახვილი თავის ადგილას დააბრუნა.

- ამის საყიდელი ფული თან არ მაქვს, - თქვა და უკან გამობრუნებას შეეცადა, მაგრამ ჰელენმა შეაჩერა. 

- უბრალოდ აიღე, - უთხრა გოგონამ და ხმალი ხელში შეაჩეჩა.

- არ მინდა ამის აღება, - დაიჩურჩულა ეირლისმა

- აიღე, - ეირლისის ხელს თავისი ჩასჭიდა ჰელინმა, - ადრე ისაკანი იბრძდა ამ მახვილით, შენ კი მისი შთამომავალი ხარ.. შენც ამ მახვილით უნდა იბრძოლო. აიღე ეს მახვილი, ამ ხმლით რაც შეიძლება ბევრ მოღალატესა თუ დამნაშავეს გამოჭერი ყელი და ადიდე შენი გვარის ღირსება.

ეირლისმა მახვილი აიღო და ტარზე ხელი მოუჭირა. მახვილის ტარი ისე ერგებოდა ეირლისის მუჭს რომ თითქოსდა ზუსტად მისთვის დაამზადესო. მაღლა ასწია, ბასრ წვერზე კი თალარონის გამოსახულება აციმციმდა, შუქმა ცეცხლივით დაუარა და მახვილის პირზე თითქისდა ნაპერწკლები გაჩნდაო.

ისაკანის შთამომავალი, ეირლისის ცოდნით ყველა ლეინსტორმია, არ იცის.. არ აქვს წარმოდგენა თუ რატომ არჩია ჰელინმა მისთვის მიეცა მახვილი და არა სხვა ლეინსტორმისთვის..

ზუსტად მაშინ როდესაც ელეაზარმა თავი აწია მაღაზიაში სამი ყელსაბამით ხელში რეიანა შემოვიდა. 

- ცხოველის ეშვის ყელსაბამები ვიშოვე, - მის ყელს უკვე ამშვენებდა სპილოს ეშვი, რომელიც საშუალო ფორმის იყო, რეიანას წინდახედულება გამოეჩინა ამიტომ სხეულზე რამოდენიმე ყალბი ტატუც კი დაეტანა, - გამომართვით, - ეირლისმა თმები აიწია და რეიანას ნება მისცა მისთვის ყელზე ყელსაბამი გაეკეთებინა. ეირლისს ყელსაბამი გაუკეთა თუ არა შემდეგ ელეაზარისკენ შებრუნდა და მასაც გაუკეთა, - დროა უნდა წავიდეთ, - წითელი, ოქროსფერი დეკორატებით გაფორმებული ნიღაბი სახეზე მოირგო რეიანამ და გასასვლელისკენ სვლა იწყო.

ეირლისი ჰელინისკენ შებრუნდა, მადლობის თქმა სურდა, მაგრამ გოგონა სადღაც გამქრალიყო. როგორც არსაიდან გამოჩნდა, ისე არსაიდან გაქრა.. თითქოსდა ჰაერში აორთქლდა..

მახვილის ტარს ისე ძლიერ მოუჭირა ხელი ეირლისმა, რომ იგრძნო თუ როგორ გაუთეთრდა ხელი.

- ვალდებული არ ხარ, ხმალი აიღო.

- არა, - თავი გააქნია ეირლისმა, - ვალდებული ვარ.

მახვილი ქარქაშში ჩაარჭო შემდეგ კი მარდად გაჰყვა მეგობრებს უკან. საკმაოდ ჩაბნელებული ქუჩა გაიარეს, რეიანას უკან მიჰყვებოდნენ და არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდა საით მიიწევდა გოგონა.

- ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა...

მეგობრებს გადახედა რეიანამ.

- რისი გაკეთება? - ცნობისმოყვარედ დააფახუნა თვალები ეირლისმა.

- პორტალის გახსნის მცდელობა, - ელეაზარს სახე დაეჭიმა.

- რეიანა..

- მერწმუნე გამომივა, - იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა მეგობრებს შემდეგ კი ირგვლივ მიმოიხედა. ჩიხში იყვნენ, ირგვლივ არავინ იყო. რაღაც დანარჩენებისთვის უცნობი სიტყვები ჩაიჩურჩულა შემდეგ კი ძალიან მარტივად მათ წინ წითლად მოკაშკაშე პორტალი გაიხსნა.

- რეიანა, ეს შეიძლება სახიფათო იყოს..

- კარგად ვიქნებით, - ნაზად გაუღიმა რეიანამ დანარჩენებს, - მხოლოდ შესაძლოა თაბრუ დაგესხათ ან გული აგერიოთ. 

- ღმერთო ჩემო რა საშინლად ჟღერს, - ცას სახე მიაპყრო და ხმამაღლა ამოიოხრა.

- პორტალისკენ ერთად წავიდეთ, - პორტალის ხმის დასაფარად დაიყვირა რეიანამ და მეგობრებს ხელი ჩაჰკიდა, მითებში და წიგნებში წაეკითხა თუ როგორი სახიფათო იყო პორტალით მოგზაურობა, რადგან უმრავლესად თუ ჯადოქარი პორტალის გახსნის შელოცვას სწორად არ წაიკითხავდა საკმაოდ დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ პორტალში მოგზაური მიწისქვეშეთელი სივრცესა და დროს შორის გაჭედილიყო, - რაც არ უნდა მოხდეს ერთმანეთს ხელი არ გავუშვათ..

- კარგი, - თქვა ელეაზარმა, - მაშინ პორტალისკენ ერთად გავიქცეთ.

- ერთად გავიქცეთ, - დაეთანხმა ეირლისიც და ასეც მოიქცნენ..

____________________________________________

ცოტა ხნით აღება მომიწია რაღაც მიზეზის გამო, მაგრამ ეგ არაფერი😄

VOTE & COMMENT 💖

Continue Reading

You'll Also Like

16K 1.1K 22
{Highest Rank: #50 IN HORROR as of 5/10/2017} "Why are you doing this!?" "You killed her, didn't you!?" "WHO ARE YOU?! ANSWER M...
3.2K 287 23
Want to get an award for your book? Check out this!! Entry (Closed) Judge (Closed)
98.2K 2.8K 27
"𝐜𝐚𝐮𝐬𝐞 𝐢'𝐯𝐞 𝐡𝐚𝐝 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠, 𝐛𝐮𝐭 𝐧𝐨 𝐨𝐧𝐞'𝐬 𝐥𝐢𝐬𝐭𝐞𝐧𝐢𝐧𝐠, 𝐚𝐧𝐝...
342 79 9
Just few of my poems based on my shitty life~ 🙃❤️