მიწისქვეშეთის გასაღები

By _whoisliluu_

2.8K 326 676

ნათელი ოკეანის სამეფოს, ოკეანის ნაპირას ჩარჭობილი სკეპტრონის ხმალი არცერთი ტახტის მემკვიდრეს არ ამოუღია და არ... More

***
პერსონაჟები
***
PLAYLIST
პროლოგი
თავი 1- " დასაწყისში "
თავი 2- " ერთი საღამო ქალაქში "
თავი 3- " სკეპტრონის ხმლის ცერემონიალი "
თავი 4- " არასწორი სვლა "
თავი 5- " ოფიციალური მშვიდობა "
თავი 7- " გრძელი დაულეველი ღამე "
თავი 8- " ჩადენილი ცოდვა "
თავი 9- " ისაკანის ამბორი "
თავი 10- " კეთილი განსაზღვრებით "
თავი 11- " გონების მიძინება "
თავი 12- " ათასობით მოკაშკაშე ვარსკვლავი "
თავი 6- " სისხლის თქეში "
თავი 13- " მათი ხვედრი "
თავი 14- " ვერცხლისფერი თასი "
თავი 15- " ჩურჩული მთაში "
თავი 16- " დაკავშირებულნი "
თავი 17- " ტანჯვისკენ მიმავალი ბილიკი "
თავი 18- " სინათლის მაძიებელი ვამპირი "
თავი 19- " ბასრი წვეტი "
თავი 20- " სიყვარულის ელექსირი "
თავი 21- " ნარჩენების ძალა "
თავი 22- " ღალატის გემო "
თავი 23- " სიკვდილის მომასწავებელი ზარები "
თავი 24- " საყვარელი მსხვერპლი "
თავი 26- " აივოლიერნების სახელმწიფოები "
თავი 27- " ცეცხლით ნაკოცნი "
თავი 28- " ღამის ყვავილი "
თავი 29- " ბრილიანტი "
თავი 30- " მდუმარენი "
თავი 31- " არჩევითი იარაღი "
თავი 32- " ველური მომთაბარეები "
თავი 33- " ვესპერსისი "
თავი 34- " ღამეული შეტაკება "
თავი 35- " მოწამლული სისხლი "
თავი 36- " ქვის გული "
თავი 37- " მწარე მახვილი "
თავი 38- " ლამაზი ბოროტება "
თავი 39- " ქარიშხლის მომასწავებელი "
თავი 40- " ტყუილები და საიდუმლოებები "
***

თავი 25- " ტკბილი, მაგრამ სახიფათო "

49 7 11
By _whoisliluu_

ძმა ზაქარიამ საკეტი შეარყია, კარი გააღო და ციხესიმაგრეში ჯერ კიდევ ნახევრად შიშველი ლილითი შეუშვა შემდეგ კი თავადაც შევიდა. ქალს კვლავ წვიმის წვეთებივით სცვიოდა სხეულიდან სისხლის წვეთები  და იატაკს სვრიდა, მაგრამ ამას დიდად ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ზაქარია წინ წავიდა, ლილითიც უხალისოდ მიჰყვა უკან. დერეფანს ქვის კედელი ჰქონდა, კირქვის უზარმაზარი ლოდები რომლებიც ბეტონით შეედუღაბებინათ.

იატაკი გლუვი იყო, ზედმეტად ბევრი სიარულისაგან გაცვეთილი.

ციხესიმაგრე, რომ ძველი იყო ეს აშკარა გახლდათ, სულ მტვრის სუნი და შეგრძნება დაჰყვებოდა იქაურობას, თითქოს საუკუნეები, ათასწლეულები გავიდა იმის შემდეგ რაც იგი წამოჭიმესო.

კედლებში უსისტემო დაშორებით მრავალი კარი დაეტანათ, კარები კი საკეტით მჭიდროდ დაელუქათ.

მალევე დერეფანი გამრუდდა და ზაქარიაც ალაპარაკდა:  

- დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვა გიტრიალებს თავში. - ლილითმა უღონოდ შემოიხვია წვრილი ხელები წელზე.

- დიახ, ზედმეტად ბევრი კითხვა დამიგროვდა, - დაიწყო ქალმა ფრთხილად, - უამრავი კითხვა გამაჩნია და მაინც ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ის არის თუ რატომ გადამარჩინე? - ზაქარიამ ნაქსოვი პერანგი შეისწორა და ლილითის წინაშე გაჩერდა.
ქალი აათვალიერა, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ბოლოს იხილა. კვლავ ის სილამაზე შერჩენოდა, შავი თმები, ყვითელი და ცისფერი თვალები, წვრილი ხელები, მრუდი რქები, არაფერი არ შეცვლილა მის გარეგნობაში, ერთი პაწაწინა დეტალიც კი.

- რა მოხდებოდა, თუ გეტყოდი, იმიტომ გადაგარჩინე, რომ მიყვარხარ? - ლილითმა თავი გააქნია.

- მე და შენ ზაქარია.. - ხელები ზურგზე გადააჯვარედინა ქალმა, - მე და შენ სიყვარული არ შეგვიძლია, ეს ჩვენთვის უცხო ხილია. - ზაქარიამ ჩაიცინა, კარს მხრით უბიძგა და შიგნით შეაბიჯა. ლილითიც ფეხდაფეხ მიჰყვა მას.

- ბევრი საერთო გვაქვს ლილით საყვარელო, - იქვე მაგიდაზე დადგმული ალკოჰოლი და ჭიქები აიღო, ალკოჰოლი ჩამოასხა და დივანზე მიესვენა, თავი უკან გადაწია და საუბარი ისე გაანაგრძო,  - მე და შენ ის ქმნილებები ვართ რომლებსაც მხოლოდ ძალაუფლება გვწყურია. - ლილითმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

- ხო, სწორედ მაგიტომ მოვკალით ისაკანი შემდეგ კი თავბედი ვიწყევლეთ, - თვალები აატრიალა, კაცს სასმელი ააცალა და ერთი ხელის მოსმით ჩაცალა.
ედომში არ მისცემია შანსი ალკოჰოლი გაესინჯა, ამიტომ ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოსდა მის სხეულს სამკურნალო ნივთიერება მიეწოდა. არა მხოლოდ ალკოჰოლი, კიდევ ბევრი რამ იყო რაც ედომში არ გააჩნდა.
ედომში ისინი მონები იყვნენ, ნიკამიუსისა და ნაბუქოდონოსორის, ედომის მმართველების მონები.

- სახალისო იყო, - მხრები აიჩეჩა ზაქარიამ და იმ დღის გახსენება იწყო.  - მაინც ზედმეტად სულელი მეფე იყო, გარყვნილი მეფეც მინახავს და უტვინოც, მაგრამ ის  გარყვნილი და უტვინო ერთდროულად იყო.

- ისაკანი კარგი მეფე იყო, - შეუსწორა ლილითმა და ჭიქა კვლავ ალკოჰოლით აივსო, - მაგრამ ძალიან გულჩვილი, კეთილი, რბილი თავიანთ ხალხთან, ყველას ენდობოდა და ზუსტად მაგ ნდობამ დაღუპა ბოლოს,
- ისაკანის გახსენაბაზე ჩაეღიმა ქალს, - როგორი სასიამოვნოა იმ დღის გახსენება, ქაოსში გახვეული მიწისქვეშეთი, ისაკანი აქეთ - იქით სკეპტრონითა და დრაკონებით მორბენალი და მე ეისფორის მახვილით ხელში. - ხელი ისე შეათამაშა თითქოსდა ახლაც ეისფორის ეჭირა ხელთ.

- ლურჯად მოკაშკაშე ეისფორი შენთვისაა შექმნილი, - ლილითის ჯერ კიდევ სისხლიანი ხელი აიღო და ზედ ეამბორა, ტუჩებზე ქალის სისხლი მოეცხო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 
- პირველი მიწისქვეშეთის გასაღები შენი ხელით მოკვდა, შევეცდები ისე ჩავაწყო მეორეც შენი ხელით მოკვდეს. 

- არ მესმის, - თქვა ლილითმა და საკუთარი ხმა თვითონაც უღიმღამოდ და უსიცოცხლოდ ჩაესმა ყურებში, - მეორე მიწისქვეშეთის გასაღები? - ზაქარიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, თითები გაატკაცუნა მალევე კი ჰაერში ეირლისის გამოსახულება გამოჩნდა. 

- გაიცანი, - პერანგის სახელოები აიკაპიწა კაცმა და დააკვირდა თუ როგორ დაჟინებით აკვირდებოდა ლილითი ეირლისის გამოსახულებას. გოგონას თეთრ თმებს, ვარდისფერ თვალებს, ლამაზ სახის ნაკვეთებს, ისეთ გამოხედვებს როგორიც ისაკანს სჩვევია ხოლმე, - ეს ეირლის ელისონ ლეინსტორმია, - ქალის თავში გამაყრუებელი გუგუნი სუფევდა. ვერ იჯერებდა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელი იყო მეორე მიწისქვეშეთის გასაღების არსებობა, მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერანაირად ვერ შევცვლით, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა გვინდოდეს და რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ვცდილობდეთ.

- ის ნათელი ოკეანის სამეფოს პრინცესაა.. - ბიჭს დაჟინებით ჩააჩერდა ლილითი, ტუჩს ისე მწარედ ჩაჰფრენოდა კბილებით, ზაქარია დარწმუნებული იყო, სადაცაა სისხლი ნაკადულივით გადმოსდინდებაო.

- არა მხოლოდ ნათელი ოკეანის სამეფოს პრინცესა, ის არამედ სკეპტრონის მფლობელიცაა. - იმედგაცრუებულმა წარმოსთაქვა ზაქარიამ და ახლაღა გაიაზრა თუ როგორ დააგვიანა მოქმედება.

ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოემოქმედა რამე როდესაც გოგონა პირველად იხილა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა, ახლა კი ახალი ნაბიჯის გადადგმა გაცილებით რთული ხდებოდა.

- ღმერთმან დასწყევლოს, - კბილებს შორის გამოცრა ლილითმა და რქების საშუალებით ჭიქა დაფშვნა, - დაე სიცოცხლეს გამოვასალმოთ ეგ ძუკნა. 

- საქმე ეგრე მარტივად არაა, - კვლავ თითები გაატკაცუნა კაცმა და გამოსახულებაც სადღაც გაქრა, - ეირლისი გაცილებით ძლიერია, ისაკანს არ ჰგავს,  - ახსნა იწყო, - მან ათასობით დემონი ერთი ხელის მოსმით გაანადგურა, მასთან ბინძური თამაშების წამოწყება არ გვინდა.
არ წამოვიწყოთ ისეთი თამაშები რომლებსაც აუცილებლად წავაგებთ.
- ლილითმა ხელები ჩაიქნია.

- უბრალოდ გოგოა ძალიან მარტივად მოვკლავ, - თხოვნას მოჰყვა ლილითი, - ზაქარია, უბრალოდ ეისფორი მოვიპაროთ და ისე გამოვჭრი ამ კახპას ყელს, რომ ვერავინ გაიგებს ვინ გააკეთა ეს. - ზაქარიამ თავი გააქნია.

- ეირლისი უბრალოდ გოგო არ არის, - უთხრა ყინულივით ცივი ხმის ტონით, - ამასთან ერთად მას ორი ძმა იცავს რომლებიც საშუალებას არ მოგვცემენ მას გავეკაროთ. 

- ვინ იცავს მას? - ფიქრებს მიეცა ქალი. ზაქარიას კი დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ პასუხი გაეცა.

- ხეიდენ და თიდერიუს კინგსტორნები. - ნაცნობი სახელების გაგონებისას ქალის ტუჩები ჯერ ღიმილმა გააპო შემდეგ კი იმედგაცრუებამ. 

ახლა ხეიდენი და თიდერიუსი მისთვის მტრები გახდნენ და არა პირიქით, მაგრამ ეს მისთვის არაფერს ნიშნავდა.
ის რომ ხეიდენი ერთ დროს მისთვის რაღაცას ნიშნავდა, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. 

- რაიმე გეგმა გაგაჩნია? - თანხმობის ნიშნად ზაქარიამ თავი დააქნია, ფეხზე წამოდგა, თითები კვლავ სწრაფად გაატკაცუნა და უცებ ლილითს თვალ წინ ნათელი ოკეანის სამეფოს სატახტო ოთახის ფონი გადაეშალა, - ოქროს გვირგვინს ხედავ? - ტახტის თავზე დადებულ გვირგვინზე ხელით ანიშნა ბიჭმა, შემდეგ ქალი პრესზე აიკრა. იქაურობის დასანახად და შესათვალიერებლად ქალს დრო მისცა.
ლილითიც იქაურობას ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა, რბილ და ლამაზ ტახტს, ოქროებითა და თეთრი თვლებით მოჭედილ გვირგვინს და ლამაზად მოკაშკაშე ჭაღს, ამათ გარდა იმ დარბაზში ბევრი ისეთი რამ იყო რის დათვალიერებასა და შესწავლას საათები დასჭირდებოდა. - ამ ტახტს ისარიუსი დაიპყრობს.

- ის ბიჭი ცოტა ხნის წინ შენთან ერთად, რომ იყო?

- ჰო, ზუსტად აი ეგ.

- კარგი, ვთქვათ გვირგვინი და ტახტი ისარიუსმა დაიპყრო, ეს ჩვენ რა სარგებელს მოგვიტანს? 

- მე და ისარიუსს ძალიან დიდი გეგმა გაგვაჩნია, მხოლოდ ნათელი ოკეანის სამეფოს დაპყრობა არ გვსურს, - კაცმა ისევ თითები გაატკაცუნა, ირგვლივ ოთხი სამეფოს სატახტო ოთახი გადაიშალა, - გვსურს მთელ მიწისქვეშეთი დავიპყროთ, ნიკამიუს ცისკრის ვარსკვლავის სახელით, ოთხივე სამეფოს ბრძანებლობა გვინდა. 

- წინასწარმეტყველის სახელით შერაცხული, ოთხი წმინდანის სახელის დამცავი ეშმაკს ეთაყვანება? - ნახევრად დაბნეულმა და ნახევრად თავზარდაცემულმა იკითხა ლილითმა.

- არავინ იცის რა იმალება იმ ნიღბების უკან რომელიც ჩვენ მიწისქვეშეთელებს გვაქვს სახეებზე აფარებული, - ქალს ნიკაპი თითით ააწევინა, - ისარიუსი ოთხ სამეფოს დაიპყრობს, ის ტახტზე დაჯდება, მაგრამ სამეფოს რეალური მმართველები მე და შენ ვიქნებით ლილით.. - ქალის კისერში თავი ჩარგო, - მე და შენ..

༒︎༒︎༒︎
დილის მზემ ეირლისის ოთახში შეანათა და გოგონას თვალები საშინლად მოსჭრა.
თვალები ნელ - ნელა გაახილა და თავის ოთახს თვალი მოავლო.

ჯერაც ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ საკუთარ ფუმფულა საწოლში აღარ იღვიძებდა, არამედ ახალ საწოლში, ახალ ოთახში და ახალ გარემოში მოდიოდა გონს.

- პირადი მოსამსახურე მესაჭიროება,
- წუწუნით წარმოსთქვა როდესაც დამხმარე ვერავინ იპოვა.
როდესაც სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა, წვალებ წვალებით გამოალაგა კარადა, ნაცრისფერი კაბა და შარფი აიღო, ტანზე მოირგო, ხელთ მარაო დაიკავა და სერაფინასთან შესახვედრად გაემართა.

დილით შეკრება და საუბარი მხოლოდ სერაფინას და ეირლისის ჰობი აღმოჩნდა.
უყვარდათ ერთად დაჯდომა, საუბარი და სხვადასხვა სახის საკითხების განხილვა.

იმ დილით სასახლიდან ყველა რეიანას ჩათვლით სანადიროდ წასულიყო, ასე რომ სასახლეში მხოლოდ ეირლისი და სერაფინა იმყოფებოდნენ.

სერაფინა ტახტზე იჯდა, ქალს თეთრი დაბუმბლული კაბა ეცვა რომელიც წამოზრდილ მუცელს კარგად უფარავდა.

- ჩემო დედოფალო, - ქედი მოიხარა დედოფლის წინაშე შემდეგ კი ხელები ზურგზე გადააჯვარედინა და ქალის ბრძანებას დაელოდა.

- მოდი, ჩემო ქათქათა პრინცესავ გვერდით მომიჯექი, - ეირლისმა ნაზად გაიღიმა, კაბა ხელით აიწია და შემაღლებული ადგილისკენ დაიძრა, სერაფინას გვერდით მოკალათდა ტახტზე, მარაო გაშალა და სიცხის დასამალად მოიფრიალა.
სერაფინა გოგოსკენ შეტრიალდა და ხელები ერთმანეთს გაუსვა.

- რაიმეს ინებებ? ყავა? ჩაი?

- მხოლოდ ყავას მილედი. - სერაფინამ მოსამსახურეებს მოუხმო, მალევე კი სასახლეში მოსამსახურეებმა ფუსფუსი იწყეს.

ეირლისი კი სატახტო ოთახს უფრო კარგად შეისწავლიდა.

უზარმაზარი დარბაზი იყო, მოზაიკებით შესრულებული ნამუშევრებით სავსე.

- მითხარი, თვალი ვინმესთვის ხომ არ დაგიდგამს? - თვალი ჩაუკრა სერაფინამ, ეირლისი კი მიხვდა, რომ სერაფინა მისი სასიყვარულო ცხოვრებით ზედმეტად ძლიერ დაინტერესდა, - ხომ იცი შეგიძლია მენდო? - ეირლისმა ნერვიულად ჩაიკისკისა, სერაფინასაც რათქმაუნდა არ გამორჩენილა გოგონას სახის გამომეტყველების მკვეთრი ცვლილება, ლოყების ბროწეულის კაკლის მსგავსად აწითლება, სუნთქვის გახშირება და ცივი ოფლი გოგონას შუბლზე, - ვიღაც მოგწონს ხომ ასეა? - ეშმაკურად აათამაშა წარბები ქალმა.

- არა! - მტკიცედ უპასუხა ეირლისმა, - არავინ არ მომწონს. 

- ოხ, ეს ახალგაზრდები და მათი სასიყვარულო ცხოვრება, - წაიბურტყუნა სერაფინამ და მოსამსახურეს ჩაის დასასხმელად ჭიქა გაუწოდა. გოგონამ ცხელი ჩაის დედოფლის ჭიქაში ჩასხმა დაიწყო რა დროსაც გაოფლილი ხელებიდან მადუღარა გაუვარდა და ცხელი სითხე ქალის ფეხებში დაისხა.

აშკარა იყო რომ გოგონა ამ სივრცეში ახალი იყო, ისეთი წინდაუხედავი და ისეთი ნერვიული იყო, რომ არ იცოდა იმ წამს, რომელი გზით გაქცეულიყო, რომელ წყალში გადამხტარიყო.

- მაპატიეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ, - მუდარას მოჰყვა და სერაფინას ფეხებში ჩაიკეცა.

- გოგონა ადექი, - მისკენ დაიხარა და წამოაყენა, - ნუ ნერვიულობ ყველას მოგვდის შეცდომები, შცდომებზე ვსწავლობთ, - გოგონას ლოყაზე ცერა თითით მიეფერა.

- წავალ, მოსაწმენდად ტილოს მოვიტან. - გოგონა უკან გაბრუნებას აპირებდა რა დროსაც ეირლისმა იგი გააჩერაა.

- შეგიძლია ორ წამს შემობრუნდე? - ლურჯთმიანმა ნერვიულად იწყო ხელების ერთმანეთზე ხახუნი, წამიერად შეკრთა კიდეც, დაიძაბა და მთელი სხეული აუკანკალდა, ისე რომ თავი არ აუწევია ეირლისისკენ შებრუნდა და მის წინაშე ქედი მოიხარა.

- მილედი, შემიძლია რამეთი დაგეხმაროთ? - მოწიწებით იკითხა როდესაც ეირლისი ზედმეტად დიდ ხანს მოჰყვა მის შეთვალიერებას.

- აქამდე სადმე შევხვედრივართ? - გოგონა ჩაფიქრდა, ვერ გაიხსენა ისეთი შემთხვევა სადაც შეიძლებოდა ეირლისი ენახა უარის თავი გააქნია.

- არამგონია ჩემო ქალბატონო, ვიღაცაში გეშლებით. - გოგონა კვლავ უკან გამობრუნდა, მაგრამ ეირლისი ფეხზე წამოხტა, ხელი ხელზე მოუჭირა და მზერა  გაუსწორა.

- შენ ნისერია ხარ, - გოგონას ვინაობა გამოიცნო ეირლისმა, - გოგონა ქალაქიდან. - ნისერიამ იგრძნო თუ, როგორ გაუშრა ყელი, საბოლოოდ მიხვდა თუ რატომ გაახსენა ეირლისს.

- პრინცესა..

- სამეფო კარზე გაგყიდეს? - ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა და გოგონას თვალებში ჩახედვისას სევდა ამოიკითა.
კბილები ერთმანეთზე ისე მჭიდროდ დაეჭირა, რომ მათი კრაჭუნი ყურში ჩაესმოდა.

- დიახ მილედი, სამეფო კარზე გამყიდეს. - ეირლისმა ტუჩები მაგრად მოკუმა და ნისერიას სინანულით სავსე თვალები მიაპყრო. 

ის ხომ უბრალოდ თინეიჯერი იყო რომელიც მონად გაყიდეს.

თექვსმეტ წელზე მეტის არც კი იქნებოდა.

- სერაფინა, - ისე შეტრიალდა ქალისკენ რომ ნისერიას ხელისთვის ხელი არ შეუშვია, - ვითხოვ ნისერია მომყიდოთ. ნებისმიერ თანხას გადავიხდი მასში. - ეირლისს მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ დღეს ნისერიას ნებისმიერ ფასად გაათავისუფლებდა ამ მონობიდან. 

- შენთვის მიჩუქნია, ნებისმიერი გამოსასყიდის გარეშე, დაგვიანებული დაბადების დღის საჩუქრად ჩათვალე. - ნისერიამ თვალები დაჭყიტა, ვერ გაიაზრა იმ წამს ან ერთმა რა თქვა ან მეორემ, როდესაც გონს მოვიდა ისინი უკვე ეირლისის კოშკისკენ მიიწევდნენ. ეირლისმა ოთახის კარები სანდლების საშუალებით შეაღო და ნისერიას იქით შეუძღვა. 

- და ახლა რა მოხდება? - იკითხა გოგონამ დახშული ხმით. - მე შენი მონა გავხდები? - ეირლისმა თავი გააქნია.

- შენ ჩემი მარჯვენა ხელი იქნები, - ნისერია დაიბნა, ინსტიქტურად უკან გადაიწია და კედელს მიეჯახა, - ადამიანი მჭირდება ვისაც მთელი არსებით მივენდობი და მინდა ეს ადამიანი შენ იყო. - ეირლისმა ბოლო დროინდელი მომხდარი ამბები გაიხსენა, თავდასხმა და ყველაფერი, გაიაზრა რომ ნამდვილად არ აწყენდა ვინმე სანდო მის გვერდით.

- არ მესმის პრინცესა, - თავი გააქნია, - ამდენი ადამიანიდან, რატომ გსურთ, მე გავხდე თქვენი მარჯვენა ხელი..

- მართალი ხარ, უამრავი სანდო ადამიანი მყავს, - წამიერი დუმილი ჩამოწვა, - მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მგონია, რომ შენ იქნები ყველაზე სანდო, ინსტიქტს ვენდობი. - ნისერიამ ნაზად გაიღიმა შემდეგ კი იმის ნიშნად, რომ ეირლისის შემოთავაზებას თანხმდებოდა თავი დააქნია.

ეირლისმა ქარქაშიდან ხანჯალი ამოაძვრინა, ჯერ თავის ხელზე დაისვა შემდეგ კი ნისერიას ხელს დაუსვა, - სისხლითა და ხორცით, ოთხი წმინდანის წინაშე შემომფიცე ერთგულება.

- ვფიცავ სისხლსა და ხორცს, ოთხი წმინდანის წინაშე ვიქნები თქვენი ერთგული ბოლო ამოსუნთქვამდე. - გოგონებმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს.

- არ დამაღალატო.

- არ დაგაღალატებთ ჩემო ქალბატონო..
                         
༒︎༒︎༒︎
მზე ნელ - ნელა ღრუბლებში იკარგებოდა, ხავერდოვანი ცა უამრავი ღრუბლებით დაწინწკლულიყო, მის გარშემო კი წითელი ვარსკვლავები მკრთლად ციმციმებდნენ. 

ტყის ბილიკებს კი სასახლიდან სანადიროდ წამოსული ჯგუფი მიუყვებოდნენ. 

- არქელოს, ნადირობა შენი საქმე რომ არაა იცი? - პირდაპირ პირში მიახეთქა თიდერიუსმა მის გვერდით ცხენზე ამხედრებულ არქელოსს.

- როგორი პირდაპირი ხარ. - ცხვირი აიბზუა კაცმა. 

- მამა, მაპატიე მაგრამ თიდერიუსი მართალია. - თიდერიუსს მხარი აუბა ელეაზარმაც.

- მთელი დღეა წამოსული ვართ და რასაც ვუყურებთ ეს ტახზე მონადირე არქელოსია, - კაცის მოძრაობები გააჯავრა რეიანამ.

- ლაწირაკებო ნუ დამცინით, - თითი მათ უკან მოსიარულეებისკენ გაიშვირა. - რეიანამ გაიცინა შემდეგ სახეზე აბურდული თმები გადაიწია.

- არ უნდა წამოვსულიყავი, - წუწუნში არც იკარიუზი ჩამორჩენია მათ, - უმჯობესი იქნებოდა სასახლეში დავრჩენილიყავი.

- გეყოთ წუწუნი. - ბოლოს იფეთქა არქელოსმა, - მეორედ თქვენთან ერთად სანადიროდ მე არ წამოვალ. - ცხენს მათრახი მიარტყა და წინ გაიჭრა.

- სასახლეში ვბრუნდებით? - კაცს უკან მიაძახა ხეიდენმა.

- სადაც გინდათ იქ წადით. - გამოსძახა უკვე საკმაოდ შორს მყოფმა არქელოსმა. 

- მაშ სასაახლისკენ ავიღოთ გეზი. - ხუთეულმა ცხენები სხვა მიმართულებისკენ მოატრიალეს და სასახლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგნენ.

- მამაშენი სულ ასე იქცევა? - კითხა თიდერიუსმა ელეაზარს. ელეაზარმა კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

- ყოველ დღე სანადირდ დადის, მაგრამ ვერ იაზრებს, რომ ნადირობა მისი საქმე არ არის. - ყველამ ერთხმად გადაიხარხარეს და მალევე სასახლის შესასვლელ კარიბჭესაც მიუახლოვდნენ. სასახლეში შესვლისას რაც ხეიდენს პირველი თვალში მოხვდა ეს ხის ძირში, გრძელ სკამზე მჯდომი ეირლისი იყო რომელსაც გვერდით ნისერიაც ეჯდა, გოგონას თმებს უბრწნიდა თან კი რაღაცაზე ესაუბრებოდა.

- ხეიდენ არ მოგვყვები? - რეიანამ ერთ ადგილას გაშეშებულ ხეიდენს ხელი თვალ წინ აუთამაშა, მაგრამ როდესაც გაიაზრა, იქვე ეირლისიც იმყოფებოდა შეტრიალდა.
ისე რომ ხეიდენის პასუხს არც კი დალოდებია სასახლისკენ მიმავალ ჯგუფს დაეწია.

- ყველა კაცი უნდა მოკვდეს. - ეუბნება ეირლისი ნისერიას და გოგონას ყურძნის მტევანს აწვდის.

- გეთანხმები. - ეთანხმება ნისერიაც და გოგონას თმებს საბოლოოდ კრავს, - პრინცესა აცივდა, იქნებ სასახლეში შევბრუნდეთ? - ეირლისმა თავისი ნივთები აკრიფა, ნისერიას ხელი ხელში გაუყარა და სასახლისკენ მიმავალი ბილიკისკენ გაემართა.

- პრინცესა, - გოგონას შემობრუნება ხეიდენის ხმამ აიძულა.
ბიჭი ეირლისისკენ მოიწევდა, თან კი ხელში ცეცხლოვანი წერილი ეკავა.

- ხეიდენ, რაიმე მოხდა? - წარბი ზემოთ აზიდა გოგონამ და პასუხს დაელოდა. 

- მინდოდა შენთან რაღაც საკითხი განმეხილა. - თქვა ხეიდენმა.

- გისმენ. - ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინა და ხეიდენის ალაპარაკებას დაელოდა.

- იმის შემდეგ რაც რამოდენიმე დღის წინ მოხდა, - ეირლისმა ამოიღვნეშა, ბიჭი იმ დღეს იხსენებდა, როდესაც ისარიუსი მას თავს დაესხა, - ვიფიქრე, რომ თქვენი მარტო ყოფნა უსაფრთხო არ არის. - გოგონამ გაჭირვებით გაიღიმა, ჯერაც ვერ იაზრებდა თუ რის თქმას ცდილობდა ხეიდენი. - ტრიბერიუსთან ცეცხლოვანი შეტყობინება გავგზავნე და ვთხოვე ნებართვა იმისთვის, რომ თქვენი დაცვის როლი მომერგო, გამოიცანით რა? - ხეიდენმა გოგონას შეტყობინება გაუწოდა, გოგონამაც სასწრაფოდ გახსნა იგი და მიწერილის კითხვა ელვის სისწრაფით დაიწყო.

- ეს არ გაგიკეთებია! - თვალები გაუფართოვდა როდესაც თანხმობის ნიშნად წერილის ქვემოთ ტრიბერიუსის დასმული ბეჭედი შენიშნა. მამამისმა თანხმობა მისცა იმაზე, რომ ხეიდენი ეირლისის მცველი გამხდარიყო. - ხეიდენ კირინგსტორნ! - დაიყვირა გოგონამ. 

- მე მხოლოდ შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავ, - ეირლისისკენ წაიწია ხეიდენი, მაგრამ ნისერიამ მკერდზე თითის მიჭერით გააჩერა.

- მაპატიეთ ჩემო მეფეო, მაგრამ მგონი აქ რაღაც შეცდომაა, - ქარი გოგონას თმებს სახეზე უფრიალებდა, - ეირლისის მარჯვენა ხელი მე ვარ, მგონი არ არის საჭირო მისთვის ცალკე დაცვის გამოყოფა, არ ფიქრობთ რომ ეს ცოტათი გადაჭარბებულია? - ხეიდენმა გოგონა შეათვალიერა.

- შენ მისი მარჯვენა ხელი იქნები, მე კი მისი დაცვა და მის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებ. - გოგოს ხელი უხეშად მოიშორა.

- მაგას ვერ გააკეთებ თუ ეს თავად პრინცესას არ სურს. - ხმამაღალი ტონით საუბარი დაიწყო ნისერიამ.

- და საიდან მოიტანე, რომ მას ეს არ სურს? - მკერდზე ხელები გადააჯვარედინა ხეიდენმა და გოგონას თვალი თვალში გაუყარა.

- რაღაც არ ეტყობა, რომ ამ ამბით გახარებულია. 

- ოჰ, გეყოფა რა.. - დაიწყო ხეიდენმა.

- გეყოფათ კამათი, - ამოხეთქა ბოლოს ეირლისმა, რომელიც ხეს მიჰყრდნობოდა, კლასიკური მოაზროვნეს პოზაში, ხელი ნიკაპისთვის მოევლო, - მე არ მითხოვია, ეს გაგეკეთებინა. - ეირლისმა ბიჭს შეუბღვირა.

- ვიცი, მაგრამ მე მინდოდა ეს გამეკეთებინა და შენს უსაფრთხოებაზე მეზრუნა. 

- ჰო, მაგრამ საჭირო არაა. - ცეცხლოვანი შეტყობინება ბიჭს ხელში ჩაუკუჭა შემდეგ კი ნისერიასთან ერთად გზა გააგრძელა, ხეიდენიც რათქმაუნდა უკან აედევნა. 

- პრინცესა გთხოვ, - გოგონას უკან მიჰყვებოდა და ცდილობა რამენაირად მისგან დადებითი პასუხი მიეღო.

- ხეიდენ უკან გაბრუნდი, ტყუილად ცდილობ არ დაგსთანხმდები. - ისეთი მკვეთრი მზერით გახედა გოგონამ და ისე ძლიერად მიუჯახუნა ცხვირ წინ კარები, რომ ნისერია შეხტა. 

- მგონი ეგ ზედმეტი იყო. -მოიყუშა გოგონა.

- ეგრე ფიქრობ? - კარებზე კვლავ ხეიდენის ხელების ბრახუნის ხმა ისმოდა.

- ეირლის სერიოზულად? - ბოლოს შუბლით მიეყრდნო კარებს, - კარები გააღე, - ბრაზით წარმოსთქვა, - კარები გააღე თორემ აქაურობას ამაღამ არ მოვშორდები. 

- ღამის მანდ გატარებას აპირებ? - კარის მეორე მხრიდან გამოსძახა ეირლისმა სიცილნარევი ხმით, გოგონას უკვე პიჟამეები ჩაეცვა და ნისერიასთან ერთად ჩაის მიირთმევდა.

- ხომ იცი, რომ ჭკუა არ დამიშლის? - ნისერიამ სიცილისგან ჩაი პირიდან გადმოასხა და იქვე თავი გადაქინდრა.

- დიდი სიამოვნებით შევხედავ თუ როგორ გააკეთებ იმას რასაც ამბობ. - ორხობილა ჩაკბიჩა ეირლისმა.

- ეგრე, ხომ? - მოსასხამი მოძრო ბიჭმა, იატაკზე დააგდო შემდეგ კი მასზე გაწვა, - აქ გავათენებ ღამეს მანამ სანამ შენგან თანხმობას არ მივიღებ ჯიუტო არსებავ..
___________________________________________

VOTE & COMMENT 💋❤️

Continue Reading

You'll Also Like

6.6K 258 11
სოლარს მამა ყოველთვის ცუდად ექცევა და თავიდან მოსაშორებლად მიყიდის მაფიის ბოს ჯეონ ჯუნქუქს გამოყენებული იქნება-/🔞
23.2K 1.6K 48
ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, ერთ დღეს ბედნიერი და რიტმული ცხოვრება შეიძლება ქაოსმა და უბედურებამ ჩაანაცვლოს.. ძვირფასო მკითხველო რას ფ...
2.7M 130K 49
when a rich spoiled bad boy Jeon Jung-hoon gets into an encounter with a Muslim girl and they become enemies so he bully her humiliates her and insul...
322K 16K 90
Francena Nakamura never expected that, for the usage of her senior year, she'll be helping Julian Dean - star captain of the soccer team and her ex-c...