შემიყვარე

By Kattss11

7.9K 485 264

Dreamgirl and Nightboy - 1 ოჯახის უნდობლობას და ღალატს გამოქცეული ბარბარე ბერია შეუპოვარი და ძლიერი გოგოა, მე... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22

17

296 24 45
By Kattss11

სახლამდე უცბად მივედით, დემეტრემ მანქანა გააჩერა და ძრავიც გამორთო.

-ბოდიში გაქცევა რომ მიწევს მაგრამ მართლა სხვა არ ვიცი რა ვქნა, უნდა ავიდე. მეც მომწონხარ და არაუშავს რაც მოხდა. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მადლობა რომ მნახე. - უცბად გადავიხარე მისკენ და ლოყაზე ჩქარა ვაკოცე. დემემ თავი ჩემსკენ შემოატრიალა და ის იყო მანქანიდან უნდა გადავსულიყავი რომ ხელი მკლავზე ჩამავლო, მეც გავშეშდი და კარებს ხელი გავუშვი.

-ჟაკეტი აიღე - ჟაკეტი მოვიცვი და კაპიშონი გადავიფარე, მერე მანქანიდან გადავედი და სადარბაზოსკენ გავიქეცი, უკნიდა კი კარის დაკეტვის ხმა გავიგე. სადარბაზოში გაშეშებული ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ დემეტრეს.

ჩემს წინ გაჩერდა და ზევიდან დამაშტრერდა.

-რას აკეთებ?

-ადი.

-დემეტრე - ხმა შემეცვალა და უცბად პანიკამ ამიტანა, შანსი არ არის დემეტრე სახლში ჩემთან ერთად ვერ ამოვიდოდა.

-ბარბარე შენი ხმა არ გავიგო, დროზე ადი. - კიბეებისკენ შემატრიალა, მეც დაბნეული ნაბიჯ ნაბიჯ ავდიოდი.

-მისმინე ჩემითაც მივხედავ, გიაკოს და მათეს გაგდებას რაღა უნდა. შენ სახში წადი ბიჭები უეჭველი ნერვიულობენ შენზე.

-ეს სართულია? ეს კარები? - მეზობლის კარებისკენ გაიწია დასაკაკუნებლად.

-არა არა გაჩე მესამე სართულია პირველი კარი.

-ხოდა წინ გამიძეხი. - დაძაბული მზერა უკვე ბოლო ათი წუთის განმავლობაში არ შეცვლია.

კარზე დავაკაკუნე, ლანამ გამიღო. ჯერ მე შემომხედა მერე დემეტრეს დანახვაზე სახე შეეცვალა.

-მე შენ რა გითხარი ბარბარე ბერია?!

-მოვიდა? - მისაღებიდან გიაკოს ხმა გავიგონე და მეც იქით წავედი, დემეტრეს სველი ბათინკების და ანას ჩუსტების ხმა უკნიდან მესმოდა და აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. გიაკოზე რომელიც თვეებია არ მყავდა ნანახი, ჩემს ყოფილ გამტაცებელ მათეზე, გაბრაზებულ ლანაზე თუ ანიკოზე და მარიზე რომლებისგანაც დემეს ამბები არ უნდა დამემალა.
ოთახში შესულს ფეხზე დამდგარი გიაკო და მათე შემეგებნენ, მარიამი და ანიკო დივანზე ისხდნენ, მერე ფეხზე წამოხტნენ და თვალების ჩემს უკან ცეცებას რომ მოყვნენ, ზუსტად მათესა და გიაკოს ნაირად მივხვდი ყველა მე კი არა, დემეტრეს მისჩერებოდა.

-გიაკო ეს რატო მოიყვანე?

-ეს ვინაა?! - ჩემმა ძმამ ნაბიჯი დემესკენ გადადგა, მე კი როგორც ჩემი ტკბილი ბებია იტყოდა, წნევის საზომი და კაპლი მესაჭიროებოდა უკვე.

-ბარბარე დემეტრეს სანახავად იყავი გასული? - ანკომ მკითხა, მერე დემეს შეხედა.

-ამ შუა ღამეს ამის სანახავად იყავ გასული? - გიაკოს ხმაში ბრაზი შეეპარა.

-შენ გიაკო ხო? - დემეს ბოხი ხმის გაგონებაზე შევხტი, ახლაღა ვიაზრებდი რომ ოთახში ჩემს ძმასთან, მთე სურმანიძესთან და დემეტრე პირველთან ერთად ვიყავი.

-ეს ვინ არის ბარბარე? - მკითხა მათემ და ახლაღა შევხედე მას, თმა შეეჭრა, სახეზე გიჟის გამომეტყველება აღარ ჰქონდა იმ დღინდელივით, სამაგიეროდ აქეთ იქით აცეცებდა თვალებს ხან მე მიყურებდა, ხან დემეს ხან კიდე მის ძმობილ გიაკოს.

-შენ ხმას როგორ იღებ საერთოდ, აქ რა ჯანდაბას აკეთებ. - მისკენ ისე გავწიე მეგონა თმაში ვწვდებოდი როგორ ბედავდა და ხმას როგორ მცემდა ვერ ვიგებდი. ეს ის ბიჭი არ იყო დედამისის და მამამისის თვალწინ დამცირების და შეურაცყოფის გამო გამწარებული რომ მემუქრებოდა?

-სალაპარაკოდ მოვედი.

-ვისთან სალაპარაკოდ ჩემთან? - წარბები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან და გაღიზიანებისგან.

-გავიგე ცოლად მოგყავდა ბარბარე. - უთხრა დემეტრემ მათეს.

-მომყავდა კიარა მომყავს. - თქვა დამაჯრებლური ხმით.

-გიაკო ბერია შენ გამოდი აბა კუხნაში. - მათესთვის არც შემიხედავს, მასთან დიალოგი ყველანაირად უშედეგო რომ გახლდათ ყველამ იცოდა ალბათ.

-ბარბარე აბა მანანა დეიდამ დამირეკაო? - მკითხა მარიამმა ჩუმი ცმით, ის და ანიკო ჯერ ისევ დემეს მიშტერებოდნენ.

-დემეს სანახავად ვიყავი ჩასული.

-გოგო შენ გადაირიე სულ, მათეს რა უთხრა არ გახსოვს?! - მომვარდა ლანა და მხარზე ჩამავლო ხელი. გიორგი თავისი ძმაკაცისკენ შეტრიალდა გაშტერებული სახით, დებილი ძმა მყავდა, სამწუხაროდ.

-ა ანუ შენგან გავარდნილა მათეს რა ვუთხარი და როგორ. - ლანას შეუტრიალა დემეტრე, წარბშეკრული მიშტერებოდა.

-აბა დაქალი არ უნდა გამეფრთხილებინა?!

-შენ ჩემ დაზე რეებს ჭორაობ შე *ლეო?! - გიაკომ დემეტრესკენ კიდევ ერთხელ გაიწია, მე კიდევ მინდოდა ფანჯრიდან გადამეგდო. არასდროს ასე არ გავბრაზებულვარ არავიზე. დემეტრეს მხრები დაეძაბა და ხელები მუშტებად შეკრა.

ღმერთო.

-შენ ჯერ ის მითხარი ეს ბარბარესთან როგორ მოიყვანე. - დემეტრემ ნიკაპით მათესკენ ანიშნა გიაკოს და წინ დაუდგა.

-გიაკო წამო, სამზარეულოში გავიდეთ მე და შენ. - სიმწრისგან ხელები მიკანკალებდა. ამდენი თვის შემდეგ, გიაკოსგან ერთი სიტყვაც არ გამიგია, მან კი მათე სურმანიძის შესისხლხორცება არჩია ჩემთან კონტაქტს.

მისთვის არც შემიხედავს ისე გავედი სამზარეულოში, ვიცოდი რომ ამჯერად ნამდვილად მომისმენდა. როგორც კი მაგიდასთან ჩამოჯდა მე კარები ჩავკეტე და მისკენ შევტრიალდი.

-ამდენი ხანი რატო არ დამირეკე?

-არ დამირეკავს მარა არც მიმიტოვებიხარ ბაბი.

-თვეების განმავლობაში არც კი მოგიკითხივარ.

-მამა ძალიან გაბრაზებული იყო შენზე, ვნახოთ რამდენი ხანი გაძლებს ასეო ამბობდა, რომ ვერ გაქაჩავს მობრუნდებაო, დაგვირეკავსო და მერე რო არ დარეკე და არც არაფერში აღარ დაგჭირდა ჩამოსვლა უარესად გაბრაზდა. მე კიდე ანიკოს ვურეკავდი ხოლმე, მითხრა აქ რო იყავი და სულ ვეკითხებოდი როგორ ხარ.

ანიკოზე ვერც კი ვბრაზდებოდი, ის რა შუაში იყო ჩემი ოჯახი წესიერად ფუნქციონირებას თვრამეტი წლის შემდეგაც რომ ვერ ახერხებდა.

ბადრი ბერია ამაყი კაცი იყო, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი, მისი პრინციპული თვალთახედვა და მოლოდინები ვიცოდი არასდროს შეიცვლებოდა, მაგრამ გულში ღრმად იმედს არასდროს ვკარგავდი რომ ერთ დღეს მისი შვილისთვის ამ უაზრო სიჯიუტეს დაივიწყდებდა. გადააბიჯებდა საკუთარ თავს და იქნებოდა ისეთი მამა როგორც ბავშვობაში, მაშინ როცა ის საუკეთესო მეგონა.

-დედა ყოველ ღამე ტიროდა მართლა ბარბარე, იცი რამდენი ეხვეწა მამას მოდი ჩავაკითხოთო და ვნახოთ როგორ არისო.

-და მაინც არ ჩამოვიდა.

-მამას გარეშე შენ ვერ გნახავდა, შენთან ორივე ერთნაირად დამნაშავეა. მეც დამნაშავე ვარ.

-ამის სათქმელად ჩამოხვედი მათე სურმანიძესთან ერთად?

-აუ ეგ შტერი კიდე ვაფშე სხვა საქმენა, უბრალოდ დაჯექი აქ და მომისმინე გთხოვ. - სკამი გამომიწია და მეც ჩამოვჯექი, ხელი ხელზე ჩამჭიდა და იმედიანი თვალებით შემომხედა, ისე კი მაინტერესებდა როგორ და როდის ჩაუძმაკაცდა...

-იმ დღეს ძაან ბევრი დალია მათემ და მართლა მოეწონე, მერე ვიცი რაც გითხრა და მაგის გამო მიიღო უკვე მაგან მარა რომ მოგიტაცა უწყინარი იყო, არაფრის დაშავებას და მითუმეტეს შენი იქ ძალით გაჩერებას არ გეგმავდა.

-მადლობა ხომ არ გადავუხადო, აქაა ბარემ. - ჩავიცინე იროდნიულად, ხო, ძალიან მადლობელი ვიყავი მისი ამ უწყინარი მოტაცებისა, რომელმაც ჩემი მთელი ცხოვრება ნახევარ საათში აატრიალა.

-გეუბნები რო ნანობს რაც გააკეთა და შენთან ბოდიშის მოსახდელად ჩამოვიდა, არასწორად მოიქცა და იცის, მართლა არ არის ისეთი უჯიშო შენ რომ გგონია.

-რავი ჯიშიანის არანაირ შთაბეჭდილებას ეგ არ ტოვებს.

-გეყოს რა ეს ორ კაპიკიანი იუმორი და დასერიოზულდი. - სახე დაეძაბა და მაგიდაზე წინ გადმოიწია.

-დავსერიოზულდები, თან ისე რომ ჩემგან ორ სიტყვასაც ვერ გაიგებ თუ კიდევ იმის მტკიცებას დამიწყებ რომ მამა ჯიუტია და მაგის გამო დამიკიდა, დედამ კიდე მამა ვერ დაიკიდა და მე არ მეხმიანება, შენ კიდე საერთოდ მათე სურმანიძის მაგარ ბიჭობას რომ აქებ და ადიდებ, იმაზე არ გიფიქრია იმ დღეს რეები ილაპარაკა? შენც იქ არ იყავი გიაკო?!

-ჯანდაბა ვიცი რაც თქვა მახსოვს ძალიან კარგად და მაგარიც მიქარა მაგრამ უბრალოდ ერთხელ დაელაპარაკე. ერთხელ. მეც ვიცი სად რა შემეშალა და არ გინდა რა. - ხმას აუწია და როგორც გაბრაზებულზე იცოდა ხოლმე თმა გადაიწია სახიდან და ფეხზე ადგა.

-დაველაპარაკები მაგრამ იმ პირობით თუ არასდროს აღარ შემაწუხებს თავისი არსებობით.

-ბაზარი არაა მარა შენ ის მითხარი დემეტრე ვინ არის. - კარებს მიყუდებოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ცივ მზერას არ მაშორებდა.

-არავინ.

-რა არავინ გოგო, ამ შუაღამეს ერთად ხმართ და არავინააო მეუბნები? - მიყვირა ბოლო ხმაზე, ჩემსკენ წამოვიდა და ზემოდან დამაჩერდა ანთებული თვალებით.

-დემეტრეზე ნერვიულობის მაგივრად ის გეკითხა როგორ ვარ, უნიში რას ვშვები, სამსახური თუ ვიშოვე, ან როგორ ვცხოვრობ. მარა არა, შენ ხო მამაშენის ნაირად მარტო იმაზე ფიქრობ რაც შენ გაწყობს და შენ გაინტერესებს.  - მეც არ დავაკელი ყვირილი.

-ბარბარე არ გადამეკეტოს ეხლა, ვინაა ის ტიპი?!

უცბად სამზარეულოს კარები ძლიერად შემოაღო ვიღაცამ და როცა დემეტრეს სახე და მისი მშვიდი გამომეტყველება დავინახე, წეღანდელი დაძაბულობა ნერვიულობამ ჩაანაცვლა.

-ბარბარე შენ აქედან გადი და ამას მე მოვახსენებ ვინ ვარ. - ხელი ისე უცებ ჩამავლო და გამიყვანა სამზარეულოდან რომ კარების ცხვირ წინ  ბოლო ხმაზე დაჯახუნების ხმამაც ვერ მომიყვანა აზრზე.

Continue Reading

You'll Also Like

790K 81.6K 29
في وسط دهليز معتم يولد شخصًا قاتم قوي جبارً بارد يوجد بداخل قلبهُ شرارةًُ مُنيرة هل ستصبح الشرارة نارًا تحرق الجميع أم ستبرد وتنطفئ ماذا لو تلون الأ...
152K 2.2K 46
Y/n Zhero is a young low classed elite Saiyan, coming with his young age he is somewhat more on the hyper active and happier side, This young Saiyan...
20.4K 414 17
These characters are not mine, nor the images I put in. You've known Tsukasa for quite a while now, I mean you are his assistant, back in July the wi...
9.7M 640K 75
Yaduvanshi series #1 An Arranged Marriage Story. POWER!!!!! That's what he always wanted. He is king of a small kingdom of Madhya Pradesh but his pow...