სუროგატი

By TNT-KO_3

3.8K 431 61

.... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
18
19

11

180 19 1
By TNT-KO_3

ჰოსოკი ადგილზე ვერ ისვენებდა, ბოლო ერთი კვირა მისთვის იმაზე დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა ვიდრე მთელი ცხოვრება ერთად აღებული.

  ჯონგუკის ავადმყოფობა, მისთვის მეხის დაცემასავით იყო, ჯონგუკი მისთვის ძმაა, ძმაზე უფრო მეტად ძვირფასი ადამიანია, ჯონგუკი რომ არა უნივერსიტეტს ვერასოდეს დაამთავრებდა, მუშაობაზე და ნორმალურ ცხოვრებაზე ვერასოდეს იოცნებებდა.

   მისი ოჯახი ფინანსური სიძლიერით არასოდეს გამოირჩეოდა. მამა სანტექნიკოსი, ხოლო დედა კონდიტერი იყო პატარა საცხობში.

   ჰოსოკი ყოველთვის ნიჭიერი ბავშვი იყო, ერთი წაკითხვით შეეძლო ვეფხისტყაოსნის ყველა საზეპირო ზეპირად დაემახსოვრებინა, თუმცა სკოლაში სწავლის სურვილით არასოდეს იწვოდა,
სწავლის მაგივრად დროს გართობაში და მაიმუნობაში კლავდა. გაკვეთილების უმეტესობაზე ეძინა ან კლასელი ომეგების თმებში საღეჭი რეზინების ჩაწვნით იყო გართული, მასწავლებლებს არასოდეს უსმენდა, დავალებებს არასოდეს ასრულებდა.
მისი საქციელით მობეზრებული მასწავლებლები მშობლებს ყოველ კვირა იბარებდნენ და მისი გაგგდებით ემუქრებოდნენ.
დირექტორთან მშობლების ხვეწნა მუდარის და გამოსწორების დაპირებით ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას.

   უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ ჩააბარა რომ მამა სახლიდან გაგდებით დაემუქრა.
პირველი წელი დიდი შემართებით გადააგორა, მამა ფულს არ აძლევდა თუ ნიშნების ფურცელზე უმაღლესი შეფასება არ ეწერებოდა, ამიტომ ონავარი ჰოსოკი იძულებული იყო ტვინისთვის მუშაობა ეეძულებინა.
მეორე კურსზე ყოფნისას გაიცნო ჯონგუკი. ალფამ მისი ყურადღება პირველივე საერთო ლექციაზე მიიქცია, ჯონგუკი ყველაზე ცივი და უგრძნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელთან მიახლოვებას ვერავინ ბედავდა, მის გვერდით ადგილი ყოველთვის თავისუფალი რჩებოდა.

   ჰოსოკსაც სწორედ ასე ეგონამის მიუკარებლობაზე, სანამ შემთხვევით არ დაინახა როგორ აჭმევდა უნივერსიტეტის უკანა ეზოში უსახლკარო კატებს, სასადილოდან წამოღებულ მისთვის განკუთვნილ პურს.

   ჰოსოკი მაშინვე დაინტერესდა ალფის ორსახოვანი ცხოვრების სტილით. შემდეგ ლექციაზე მის გვერდით დაჯდა და მანამ ბირღავდა მის ტვინს სანამ ალფასთან მეგობრობაზე თანხმობა არ მიიღო, ხელმოწერილი და ბეჭედ დარტყმული საბუთის სახით.

   ჯონგუკის გამოჩენით მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სწავლა უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდა.
უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მეგობრებმა მუშაობა მაშინვე ჯეონების უდიდეს კომპანიაში დაიწყეს, თავიდან რა თქმა უნდა საცდელი დროით, თავდადებულმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ ისინი ნელ ნელა მაღალ საფეხურებამდე აიყვანა.
მაღალ ფენაში დამკვიდრების შემდეგ გაიცნო თავისი ომეგა, რომელთან შეხვედრის შანსი ალბათ არასოდეს ექნებოდა, რომ არა ჯეონების კომპანიის იუბილესთან დაკავშირებული წვეულება. წვეულებაზე უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი იყო მოწვეული. ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დაფინანსება ჯეონების მეორე ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. მათი კომპანია
უამრავ საქველმოქმედო ფონდს აერთიანებდა, სწორედ იუნგის მამის დაარსებულ საავადმყოფოში მკურნალობდნენ მათი ფონდიდან დაფინანსებულ ინდივედებს, სწორედ ამ წვეულებაზე შეხვდენენ იუნგი და ჰოსოკი ერთმანეთს პირველად.

   ჰოსოკის მშობლები ჯეონების სახელი დღემდე საფიცრად აქვთ ქცეული. ჯონგუკის დახმარებით და ინვესტიციით ჰოსოკის მამამ საკუთარი კომპანია გახსნა, პატარა, მაგრამ მაინც ძლიერი კომპანია, რომელიც მათი ოჯახისთვის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს
წყაროს წარმოადგენს, დედამ კი საკუთარი საცხობი გახსნა.
მის მიმართ ჩადენი ამდენი უპასუხო სიკეთის გამო ჰოსოკი ყოველთვის ცდილობდა მისთვის სამაგიერო როგორმე გადაეხადა.

   ბევრჯერ სცადა მასსა და ჯიმინის ურთიერთობაში ჩარეულიყო, პატარა ომეგამ პირველივე შეხვედრაზე შესძლო მისი მონუსხვა, მისნაირი საყვარელი და თბილი ბავშვი, რომელიც ჯონგუკის მიერ ჩადენილი ბევრი დანაშაულის მიუხედავად, მაინც სულ უღიმოდა მას და მის მეგობარსაც, ჯერ არ შეხვედროდა ალფას.

   ჰოსოკი დაუღალავად ცდილობდა მეგობრის დარწმუნებას, ომეგის მიმართ ცოტაოდენი ლმობიერება მაინც გამოეჩინა, მცდელობების მიუხედავად მიზანს ვერა და ვერ მიაღწია, ამ წლების მანძილზე მხოლოდ ის შეძლო რომ ომეგას დაუახლოვდა, მისი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა, ერთადერთი მეგობარი მომელსაც შეეძლო გულ მოკლული ომეგა გაემხიარულებინა და ცხოვრების ხალისი დაებრუნებინა, საბოლოოდ ის გახდა ჯიმინის და ჯონგუკს შირის ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი.

☆  ☆  ☆  ☆  ☆

   გადაუდებელი კრების გამო ვერ შეძლო მეგობარს ბიოფსიის პასუხების გასაგებად გაჰყოლოდა, არც ის უნდოდა ჯონგუკი პასუხების გაგების დროს მარტო ყოფილიყო, ამიტომ ტელეფონის საშუალებით ერთი საათი ხვეწნა დასჭირდა, რათა ალფა დაერწმუნებინა ომეგასთვის ეთხოვა დახმარება.

   მათი საავადმყოფოდან წასვლის შემდეგ იუნგიმ მაშინვე დაურეკა ჰოსოკს, დიდხანს საუბრობდნენ ტელეფონით, ომეგა ყოველთვის პირველს ჰოსოკს ურეკავს როცა საქმე ჯონგუკის ჯანმრთობას ეხება, ომეგამ იცის როგორ ღრმად აქვს მათ მეგობრობას ფესვები გადგმული ორივე ალფის  სხეულში.

   ჯონგუკის მდგომარეობა იმაზე საშიში აღმოჩნდა ვიდრე მოელოდნენ, დიდი სურვილის მიუხედავად იუნგიმ ვერ შეძლო მათთვის სრული სიმართის თქმა, არ უნდოდა ჯიმინის მეტად ანერვიულება, განცდების გამო საბრალო ომეგა ფეხზე დგომას ვერ ახერხებდა, სახლში წასაყვანად ჯონგუკს ომეგის ხელში აყვანა მოუწია.

   ოპერაცია სამი დღის შემდეგ დაგეგმეს. სწორედ აქ შეიქმნა ყველაზე დიდი პრობლემა, ამ დროში უნდა მოხდეს ძვლის ტვინის დონორის პოვნა. იუნგიმ მთელი საღამო შესაბამისი დონორის ძებნაში გაატარა თუმცა უშედეგოდ.

   გამოსავალი არსაიდან ჩანდა, ოპერაცია დაიგეგმა, დონორი სასწრაფოდ თუ არ იქნა ნაპივნი მთელი მათი გარჯა წყალში ჩაიყრება, ალფა მეტ ნარკოზს ვეღარ გადაიტანს და ქიმიოთერაპიის ჩატარების შანსიც მოისპობა.

   ჰოსოკს ამ ყველაფრის მოსმენას ალბათ სიკვდილი ერჩივნა.

   სახლში არ წავიდა, გამოსავლის ძებნა ყველა ვარიანტიდან სცადა, მთელი ღამე ფიქრში გაატარა, პირველი მზის სხივის ზეცაში ამოსვლისთანავე მის გონებაში აზრმა გაიელვა, ყველაზე რაელურმა, მთელ მის აქამდე მოფიქრებულ იდეებს შორის თუმცა, მის განსახორციელებლად კიდევ ერთი ადამიანის დახმარება დასჭირდება...

Continue Reading

You'll Also Like

999K 61.6K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...
2K 268 13
18+ და რა მოხდება როცა მგელს ადამიანი შეუყვარდება მთელი მისი არსებით. რაღაც ვიბჟუტურე და იმედი მაქვს მოგეწონებათ.
3K 399 10
რა ხდება როდესაც შენი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება? ტყუპი ძმები, ჯიმინი და თეჰიონი უეცრად იგებენ რომ მამიკო დიდი ხნის მანძილზე მდიდიარ და გავლენიან ა...
1M 39.9K 93
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...