12

173 19 2
                                    

- დილამშვიდობის!

- დილა მშვიდობის ჰიონ, როგორ ხარ? - ომეგის ხმაში ბედნიერება იგრძნობოდა.

- ჯიმინ როგორ ხარ პატარავ? იუნგისგან გავიგე რომ საავადმყოფოში ცუდად გახდი?

- საშიში არაფერია, ჰიონმა მითხრა რომ ეს ნორმალურია, ნევიულობის გამო უბრალოდ თავბრუ დამეხვა და გონება წამით დავკარგე, იცი ჰიონ? გუკიმ სახლში ხელში აყვანილი მომიყვანა, ძილის წინ საბანი შემომიკეცა და შუბლზე მაკოცა. დილით კი სადილი ოთახში ამომიტანა, ლოგინიდან ადგომა ამიკრძალა, ის ესე კარგად მექცევა.... - მისი ასეთი ბედნიერი ხმა არასოდეს გაუგონია.

- ძალიან მიხარია შენს გამო ჯიმინ! - ჰოსოკი მართლა ბედნიერი იყო მისი მეგობრობის გამოსწორებული ურთიერთობის გამო, რასაც ის წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, წყეულმა სიმსივნემ ერთ კვირაში შეძლო.

- ჯიმინ პატარავ რაღაც უნდა  გთხოვო, რაღაც ძალიან სახიფათო და მნიშვნელოვანი. ეს ჯონგუკს ეხება!

- გისმენ ჰიონ! მის გამო ყველაფერს გავაკეთებ!

- კარგი პატარავ ეს ძალიან სახიფათოა, ჯონგუკმა ამის შესახებ არაფერი უნდა გაიგოს!

- ის ვერაფერს გაიგებს!

- მამაშენის კაბინეტი ისევ დაკეტილია?

-კი!

-გასაღები შენ გაქვს?

-არა! მას გუკი ინახავს!

- კარგი პატარავ, ეხლა კარგად მომისმინე! მე ჯონგუკს სახლიდან გამოვიტყუებ, შენ კი უნდა შეძლო და მისი ოთახიდან გასაღები მოიპარო, ამას შეძლებ?

- დიახ, ჰიონ!

- კარგი პატარავ ეხლა გავთიშავ და ჯონგუკს დავურეკავ, როცა ის ჩემთან მოვა დაგირეკავ. როცა გასაღებს იპოვი გადმომირეკე და შემდეგ მითითებებს მოგცემ.

    ჰოსოკმა მობილური გათიშა და იმ წასვე ჯონგუკთან გადარეკა, ალფას ნამდვილად არ უნდოდა სახლიდან გასვლა მაგრამ მეგობრის დაჟინებულმა თხოვნამ მისი უარი თანხმობოთ შეცვალა.

სუროგატიDove le storie prendono vita. Scoprilo ora